შავი ქლიავის მურაბა მეფურად

ინგრედიენტები:

2 კგ.ქლიავი

2  კგ შაქარი

1 ჭიქა წყალი

1-2  დარიჩინის ჯოხი

ან 0,5 ჩაის კოვზი დაფქული

400 გრ ნიგოზი

 

მომზადების წესები;

ნიგოზი მოვხალოთ, ქერქი მოვაშოროთ და დავჭრათ ისე,როგორც გოზინაყის მომზადებისას ვჭრით.

გამოვუღოთ ქლიავს კურკები,დავაყაროთ ნიგოზი,შაქარი,დავასხათ წყალი,ჩავყაროთ დარიჩინი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

როგორც კი ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 30  წუთი.

პერიოდულად მოვაშოროთ წარმოქმნილი ქაფი.

ბურაბა ჩავასხათ სტერილურ ბანკებში და მოვხუფოთ.მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ ,გაუზიარეთ

მეგობრებს.

 

შავი ქლიავის მურაბა თხილით

ქლიავს გამოვუღოთ კურკები და შუაში თითოეულს ჩავუდოთ 1 ცალი თხილის გული  და მოვამზადოთ ისე,როგორც ეს ზემოთ არის აღნიშნული.

 

 

 

 

 

 

ხაჭოსა და ყველის ბლინები – თანამედროვე ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები:

500 მლ.რძე

1 ჭიქა ფქვილი

2 კვერცხი

2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

შიგთავსი:

300 გრ ხაჭო

200 გრ სულგუნი

1/2 ჩ.კოვზი ხმელი ან ცოცხალი პიტნა

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი მწვანე  რეჰანი(ბაზილიკი) სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ მწიკვი მარილი.

მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი.

თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.

ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე   ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და  ცომი თანაბრად გავანაწილოთტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ერთი მხრიდან.

ბლინების რეცეპტები .

სულგუნი გავხეხოთ ან ძალიან წვრილად დავჭრათ.ხაჭო,პიტნა,ყველი,მარილი, წიწაკა, მწვანე ბაზილიკი შევურიოთ ერთმანეთს.შიგთავსი მზადაა.

შიგთავსი ბლინების შემწვარ ზედაპირზე მოვათავსოთ, შევახვიოთ და შევწვათ ორივე მხრიდან ტაფაზე.

ბლინები მივირთვათ არაჟანთან ერთად.

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ, გაუზიაროთ მეგობრებს.

სოკოს ტაფამწვარი ტარხუნითა და ყველით

ინგრედიენტები:

500 გრ. ხის სოკო

1 კონა ტარხუნა

1 კონა  ქინძი

1 კონა მწვანე ხახვი

1-2  კბილი ნიორი

1-2 მწვანე მწარე წიწაკა

3-4 კვერცხი

150-200 გრ .იმერული ყველი

ან სულგუნი

80 გრ.  კარაქი

1 ს.კოვზი ზეთი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

სოკო და  მწვანე ხახვი  დავჭრათ .

გახურებულ ღრმა ტაფის ძირში ზეთი მოვასხათ,ჩავაგდოთ კარაქი,დავყაროთ სოკო და ხახვი.

ტაფას თავზე დავახუროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

წვრილად დაჭრილი მწვანილი,წიწაკა,ნიორი მოვაყაროთ ხახვთან ერთად ჩათუშულ სოკოს  და კიდევ გავაგრძელოთ ჩათუშვა 2-3 წუთი.

მოვასხათ ზემოდან ათქვეფილი კვერცხი და თავდახურულ ჭურჭელში გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 1 წუთი.

ბოლოს ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები და თავდახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ 2-3 წუთი.მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ ,გაუზიარეთ  მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუჟუჟი:2 განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები:

10 ღორის ფეხი

1,5  კონა ნიახურის ღერო

3 ჩ. კოვზი ქინძის თესლი

10-15 მარცვალი წიწაკა

3 სტაფილო

2 -3 თავი ხახვი

10-15 ცალი დაფნის ფოთოლი

1,5-2 ჭიქა ღვინის ძმარი

მარილი გემოვნებით

ნიორი სურვილისამებრ

 

მომზადების წესები :

კარგად გარეცხილ,გასუფთავებულ ღორის ფეხებს დავასხათ  ცივი წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ.როგორც კი წამოდუღდება,ცეცხლს დავუწიოთ , ხარშვისას წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ,დავამატოთ გაფცქვნილი ხახვი,მსხვილად  დაჭრილი სტაფილო,ნიახურის ღეროები,ქინძის მარცვლები, ვხარშოთ 2-3 საათი დაბალ ცეცხლზე.

მოხარშული ხორცი ბულიონიდან ამოვიღოთ,გავაგრილოთ.მოხარშული ღორის ფეხები შუა-შუა ჩავჭრათ.

შესაძლებელია,რომ ხორცი გავანთავისუფლოთ ძვლებისაგან და დავაქუცმაცოთ. ბულიონი გადავწუროთ.

ძმარში ჩავყაროთ დაფნის ფოთლები და შავი წიწაკის მარცვლები,დავასხათ 3-4 ჭიქა ღორის ფეხების ნახარში და რამდენიმეჯერ წამოვადუღოთ.

ლაბას   ” ხალადეცი” რეცეპტი .

ღორის ფეხები ჩავაწყოთ ქილაში, დავასხათ  ცხელ-ცხელი წვენი ,დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.ასე მომზადებული მუჟუჟი  უმჯობესია მივირთვათ მეორე დღიდან.

ინახება ორი კვირის განმავლობაში.

სუფრაზე მიტანისას დავჭრათ და მოვაყაროთ დაჭრლეტილი ნიორი  და ქინძი.

მუჟუჟი შინდით.მეორე ვერსია.

10 ღორის ფეხი

ნახევარი კილო შინდის ჩურჩი.

10   დაფნის ფოთოლი

3-4 ნივრის კბილი

მარილი გემოვნებით

ბულიონის მოსამზადებლად:

1,5  კონა ნიახურის ღეროები

3 ჩ. კოვზი ქინძის თესლი

10-15 მარცვალი წიწაკა

3 სტაფილო

2 -3 თავი ხახვი

მომზადების წესები :

შინდის ჩურჩი დავალბოთ,მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.

კარგად გარეცხილ,გასუფთავებულ ღორის ფეხებს დავასხათ  ცივი წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ.როგორც კი წამოდუღდება,ცეცხლს დავუწიოთ , ხარშვისას წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ,დავამატოთ გაფცქვნილი ხახვი,მსხვილად  დაჭრილი სტაფილო,ნიახურის ღეროები,ქინძის მარცვლები, ვხარშოთ 2-3 საათი დაბალ ცეცხლზე.

შინდის პიურეს დავუმატოთ ღორის ნახარში  დაფნის ფოთოლი,გატარებული ნიორი,მარილი გემოვნებით და წამოვადუღოთ.

ღორის ფეხები ჩავაწყოთ ქილაში, დავასხათ  ცხელ-ცხელი წვენი ,დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.ასე მომზადებული მუჟუჟი  უმჯობესია მივირთვათ მეორე დღიდან.

ინახება ორი კვირის განმავლობაში.

სოკოს ხინკალი

ინრედიენტები :

1000 გრ.უმაღლესი ხარისხის ფქვილი

500 მლ.წყალი

60 მლ.რაფინირებული მცენარეული ზეთი

2 ჩ.კოვზი მარილი

შიგთავსი:

500 გრ.სოკო

3 – 4  თავი ხახვი

3 ს.კოვზი ზეთი

ნახ.კონა ქინძი

50-70 გრ სულგუნი

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა გემოვნებით

 

მოზადების წესები:

ყინულიან წყალში გავხსნათ მარილი.თასში ჩავყაროთ ფქვილი.

ფქვილს ნელ-ნელა დავასხათ წყალი,ზეთი მოვზილოთ ცომი .გადმოვიტანოთ ხის დაფაზე  და ცომის მოზელვა 15-20 წუთი  გავაგრძელოთ. როცა ცომი გახდება ელასტიური,შევახვიოთ საკვებისშესაფუთ პარკში,ცოტა ხნით დავასვენოთ( 15-20 წუთი შევდოთ მაცივარში).

ხახვი და ხოკო დავჭრათ.გახურებულ ტაფაზე .

გახურებულ ტაფზე ხახვი მოვშუშოთ ზეთში.ყურადღება მივაქციოთ,რომ არ დაგვეწვას.ხახვი,როგორც კი ოდნავ მიოთუშება ,დავაყროთ სოკო და თავდახურულ ჭურჭელში ვთუშოთ 3- 4 წუთი.

სოკო ცეცხლიდან გადმოვდგათ და შევურიოთ გახეხილი სულგუნი,დაჭრილი მწვანილი. თუ მარხვაზე ვართ ყველი  არ დავუმატოთ.

სამარხვო რეცეპტში ყველი არ დაუმატოთ.

ცომი გავაბრტყელოთ ნახევარ სანტიმეტრზე,ამოვჭრათ რგოლები,რომლებსაც კიდევ გავაბრტყელებთ. შუაში დავდოთ თითო კოვზი შიგთავსი.ცომს თავი ისე მოვუკრათ,რომ გამოგვივიდეს თანაბარი ნაოჭები.

ხინკალი გადავიტანოთ ფქვილიან დაფაზე.

ცეცხლზე წყალი ავადუღოთ ,ჩავამატოთ მარილი,ჩავყაროთ ხინკლები.ხის კოვზით ვურიოთ და წამოვადუღოთ.ცმოხარშული ხინკალი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება და გაიბერება.ქვაბიდან ხინკლები ქაფქირით ამოვიღოთ.

ფარშირებული ხახვი ქართულად

ამ ქართულმა კერძმა, უკრაინულ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც კერძების საკონკურსო თემას ეძღვნებოდა, ( სახელწოდებით “ხახვისაგან მომზადებული კერძები”) მე-5 ადგილი დაიკავა. გთვაზობთ ,რეცეპტის სრულ ტექსტს, უკრაინელი მზარეულის, ალა კავალჩუკის ვერსიით.

ინგრედიენტები:

500 გრ ღორის ხორცი

9 თავი დიდი ზომის ხახვი

2 წიწაკა ჩილი

100 გრ.ნიგოზი

50 გრ.ტომატ – პასტა

40 გრ.არაჟანი

40 მლ ზეთი

8 გრ.შაქარი

15 გრ.მარილი

3 გრ. ხმელი ოხრახურში

10  ღერი  ოხრახურში

10 ღერი ქინძი

4 გრ.უცხო სუნელი

4 გრ.ხმელი ქინძი

6 გრ.დაფქული შავი წიწაკა

 

მომზადების წესები:

ხახვი გავფცქვნათ.მოვაჭრათ თავი და ბოლო,ისე რომ მივიღოთ კასრის ფორმა.

ხახვის კასრები  შუამდე ჩავჭრათ,გამოვაცალოთ გული და დავიტოვოთ 2 გარეთა  შრე შიგთავსის შესავსებად.

შიდა შრე შემოვაბრუნოთ საათის ისრის მიმართულებით,ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ხახვის ნარჩენების ნახევარი  მოვთუშოთ ზეთში.

ხორცი, მოშუშული ხახვი ხახვი,1 ცალი წიწაკა ჩილი გავატაროთ ხორცსაკეპში.ფრაშს შევურიოთ 50 გრ.დაფქული ნიგოზი, მარილი,შავი წიწაკა,ხმელი ქინძი და ოხრახურში.

ხახვის ბურთები ამოვავსოთ ფარშით.

1 ცალი  წიწაკა ჩილი დავჭრათ ძალიან წვრილად და ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ.დავამატოთ ტომატ- პასტა, შაქარი , მარილი და დავასხათ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 ს.კოვზი არაჟანი.წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან და შიგნით ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

სოუსის ნახევარი  მოვასხათ ფორმის ძირში,დავალაგოთ ფარშირებული ხახვები,დავასხათ სოუსის მეორე ნახევარი ,გადავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ ღუმელში  160 გრადუსზე 1 საათი.

პროცესის დასრულებამდე(ნახ საათით ადრე) მოვსხნათ ფოლგა,მოვაყაროთ დარჩენილინიგოზი. სულ ესაა…

მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიარეთ  მეგობრებს.

ბადრიჯნის ხიზილალა ქართულად

ინგრედიენტები:

1 კგ ბადრიჯანი

2 ცალი სტაფილო

4 -5 კბილი ნიორი

1 მწარე წიწაკა

2 პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

1 დიდი ზომის წითელი ბულგარული

3 – 4  თავი ხახვი

1,5 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

1,5 შ.კოვზი ხმელი ქინძი

დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ბადრიჯანი გავთალოთ,დავჭრათ თხლად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.

სხვა ტაფაში გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში ერთად მოვთუშოთ ,დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პამიდორი,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ კერძის მომზადება თავდახურულ ჭურჭელში.

მოვაყაროთ მარილი,წითელი დაფქული წიწაკა.

ნიორი,ბადრიჯანი,ბულგარული გავატაროთ ხორცსაკეპში.

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 5-10  წუთი.

შევკაზმოთ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

მოგეწონათ რეცეპტი?გთხოვეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

როგორ მოვამზადოთ ბადრიჯნის ხიზილალა ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ ბადრიჯანი

2 ცალი სტაფილო

4 -5 კბილი ნიორი

1 მწარე წიწაკა

2 პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

1 დიდი ზომის წითელი ბულგარული

3 – 4  თავი ხახვი

1,5 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

1,5 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ბადრიჯანი გავთალოთ,დავჭრათ თხლად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.

სხვა ტაფაში გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში ერთად მოვთუშოთ .

დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პამიდორი,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ კერძის მომზადება თავდახურულ ჭურჭელში.

მოვაყაროთ მარილი,წითელი დაფქული წიწაკა.

ნიორი,ბადრიჯანი,ბულგარული გავატაროთ ხორცსაკეპში.

ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და შევკაზმოთ , მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.

დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 15-20   წუთი.ცხელი ჩავასხათ სტერილური ქილებში და მოვხუფოთ.

 

მოგეწონათ რეცეპტი?გთხოვეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.

 

საქონლის ხორცის სოუსი

ინგრედიენტები:

1 კგ ძროხის  ხორცი

1 კგ .კარტოფილი

5 წვნიანი დიდი ზომის პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ქინძი

15 გრ.ოხრახურში

10 გრ.რეჰანი

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

გარეცხილი ხორცი დავჭრათ ნაჭრებად.ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ წყალი,

ჩავდოთ დაფნის ფოთოლი , წითელი წიწაკა და მოვხარშოთ.

პერიოდულად ქაფი მოვაშოროთ.ბულიონი გავაგრილოთ და გადავწუროთ.

ცალკე ტაფაზე ხარშვის დროს წარმოქმნილ ცხიმში ხორცის ნაჭრებთან ერთად

მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი,დავასხათ,კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი,დავასხათ ცოტა ხორცის ნახარში, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,ტაფას თავზე დავახუროთ და მოვხარშოთ. კერძი მივიყვანოთ მზადყოფნამდე.

 

ბოლოს დავუმატოთ დაწრილი ნიორი, მწვანილები,მარილი და წიწაკა.ცეცხლზე გავაჩეროთ 3 წუთი და გადმოვდგათ.

 

 

სოუსი ღორის ხორცით

 

1 კგ ღორის   ხორცი

1 კგ .კარტოფილი

3 წითელი ბულგარული

5 დიდი ზომის წვნიანი პომიდორი

2 წითელი მწარე წიწაკა

5 კბილი ნიორი

15 გრ.ოხრახურში

2 დაფნის ფოთოლი

5 ს.კოვზი ზეთი

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

 

ღორის ხორცი გავრეცხოთ,ნაჭრებად დავჭრათ,დავასხათ 300 მლ წყალი და თავდახურულ ჭურჭელში მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ.ბულიონს ხშირად მოვურიოთ. წვენს , თითქმის რომ  ამოშრება,ისევ დავასხათ წყალი და მოვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში მაღალ ცეცხლზე.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.ამ წესით მოხარშული ღორის ხორცი გამოდის ძალიან რბილი.

ღორის ხორცს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი,ხახვი,ზეთი და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ 5 წუთი.

დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი,დავასხათ ადუღებული 1 ლიტრა წყალი და გავაგრძელოთ კერძის მომზადება კარტოფილის მოხარშვამდე.

კერძში ჩავამატოთ კანგაცლილი კუბებად დაჭრილი პომიდორი და გავაგრძელოთ  მომზადება თავდახურულ ჭურჭელში საშუალო ცეცხლზე 10 წუთი.

სოუსს  დავუმატოთ დაჭრილი ბულგარული,სუნელი,მარილი და წიწაკა.კიდევ გავაგრძელოთ 10 წუთი კერძის მომზადება.ბოლოს ჩავამატოთ წვრილად  დაჭრილი წიწაკა და მწვანილი და  იქვე ცეცხლიდან გადმოვდგათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არტალის წვნიანი ბავშვებისათვის

ინგრედიენტები:

1 კგ.არტალა

4-5 კბილი ნიორი

1 ცალი სტაფილო

2 ს.კოვზი ბრინჯი

1 დაფნის ფოთოლი

4-5 კარტოფილი

1 კონა ნიახური

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

არტალა ეს არის ძროხის ტვინიანი ძვალი ხორცთან ერთად ანუ ძროხის ბარკლის ქვედა ნაწილი,წვივები.

არატალა გავრეცხოთ თბილ წყალში,მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ წყალი და 3-4 საათი ვხარშოთ.

პირველი ნახარში გადავაქციოთ.ხარშვისას ქვაბში ჩავდოთ სხვადასხვა მწვანილების კონა(ბულეტი) და დაფნის ფოთოლი.

ხორცი გავანთავისუფლოთ ძვლებისაგან და წვრილად დავჭრათ.წვენიდან ამოვიღოთ მწვანილების კონა,დაფნის ფოთოლი.

ბულიონში ჩავდოთ ოთხად ბაჭრილი კატროფილი,რგოლებად დაჭრილი სტაფილი,ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და მოვხარშოთ.ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, ნიორი ,მარილი და წიწაკა გემოვნებით.თუ არტალის წვნიანს ბავშვებს ვუმზადებთ, წიწაკა საერთოდ არ დავუმატოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი არტალის წვნიანს ამზადებს მაკარონით და ბულიონში უმატებს პამიდორს.მაკარონს . პამიდორი ძალიან უხდება.

შესაძლებელია ,რომ არტალას არც კარტოფილი  და არც სტაფილო არ დავუმატოთ.მოზრდილები ხშირ შემთხვევაში მიირთმევენ არტალის ბულიონს ნიორთან ერთად.ბულიონს აუცილებლად უნდა დავუმატოთ ნიახური.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიარეთ მეგობრებს.