ინგრედიენტები :
100 მლ.არაჟანი
1 ფორთოხალი
2 გრ.დარიჩინი
50 გრ.შაქრის პუდრა.
მომზადების წესები :
ფორთოხალი გავჭრათ შუაზე.ერთი ნახევრიდან გამოვწუროთ წვენი.წვენში გავხსნათ დარიჩინი,შაქრის პუდრა და 1 მთლიანი ფორთოხლის ცედრა.
მომზადებული ფორთოხლის წვენი გავხსნათ არაჟანში.სოუსი მზადაა.
ფორთოხლის სოუსი თევზისათვის
3 ჭიქა ახალდგამოწურული ფორთოხლის წვენი
3 ს.კოვზი წითელი ღვინის ძმარი
1 ს.კოვზი თაფლი
1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი.
1 პატარა ზომის დაჭრილი ხახვი.
1/2 ჩ.კოვზი მარილი.
შავი დაფქული წიწაკა.
მომზადების წესები :
ფორთოხლის წვენი მაღალ ცეცხლზე განახევრებამდე ვადუღოთ.
მოდუღებული წვენი გავაგრილოთ და შევურიოთ ძმარი,ხახვი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა. შეკაზმული წვენი ჩავასხათ ბლენდერში,2-3 წუთი დავაბლენდეროთ და გამოურთავად,ნელი მორევით ჩავამატოთ ზეთი და თაფლი.
ფორთოხლის სოუსი მოვასხათ შემწვარ ორაგულს.
ფორთოხლის სოუსი ხორცეულისათვის. მე-3 ვარიანტი
2 ჩ.კოვზი არაჟანი
1 ჩ.კოვზი მდოგვი
დანის წვერით ნიორის ფხვნილი
1 ს.კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სოუსი
ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.
მომზადების წესები :
ინგრედიენტები ავთქვიფოთ ხელით.თუ სოუსი თხელი მოგვივა, გავასქელოთ არაჟნით.მზა სოუსი გადავასხათ შემწვარ ქათმის ხორცს.
ფორთოხლისა და ღვინის სოუსი.მე-4 ვარიანტი
300 მლ.წითელი ღვინო
3 ცალი ფორთოხალი
1 ს.კოვზი შაქარი
მომზადების წესები :
ღვინოს შევურიოთ 3 ფორთოხლის ცედრა,წვენი,დავუმატოთ შაქარი და ვადუღოთ 5 წუთი. სოუსი მზადაა და მოვასხათ შემწვარ ღორის ხორცს.