იტალიური დესერტი პანაკოტა

ინგრედიენტები :

500 მლ 35% ნაღები

1 ვანილის ჩხირი ან შაქრიანი ვანილი

130 მლ.რძე

50 გრ.შაქარი

10 გრ.ჟელატინი

50 მლ.წყალი

ხილის სოუსი :

250 გრ.ხილი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა წყალი

ვანილი

ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები ,დავუმატოთ რძე, შაქარი , ვანილი და გავაცხელოთ.

ნარევი არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე.

ცხელ ნაღებში ჩავდოთ აფუებული ჟელატინი.

პანაკოტა ჩავასხათ მინის ჭიქაში, გადავაფაროთ პლასტიკი და 1 საათი შევდოთ მაცივარში.

ხილის სოუსი:

1 ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.სიროფი ვადუღოთ 10 წუთი.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ ხილი,დავახუროთ თავსახური და გავაციოთ.

პანაკოტას ჭიქიდან ამოსაღებად,ჭიქა 1-2 წუთი მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე,დავაფაროთ

თეფში და გადმოვაბრუნოთ.პანაკოტა გავაფორმოთ პიტნითა და ალუბლის ან კენკროვანის სოუსით.

ფლავი ხორცით და კომშით

ინგრედიენტები :

500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი

500 გრ.ბრინჯი

150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი

1 თავი ნიორი

1 სტაფილო

ნახევარი კილო კომში

1 სუფრის კოვზი შაქარი

მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით

მომზადების წესები :

ყაზანში ან თუჯის ქვაბში  ჩავასხათ   ზეთი  და მოვხრაკოთ ხახთან ერთად  კუბებად დაჭრილი ხორცი.

ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.

ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.

კომში გავთალოთ,გული გამოვუღოთ და დავჭრათ.

ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ კომშის ნაჭრები,მოვაყაროთ შაქარი და  ცოტა ძირა ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ.

შემდეგ  ჩავყაროთ ბრინჯი , ცოტა რომ მოიხარშება ,დავაწყოთ კომშის ნაჭრები ,დავადოთ სიმძიმე და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანილი.

სულ ესაა.გემრიელად მიირთვით!

 

მხლოვანი

 ინგრედიენტები :

500 კგ. ფქვილი

5 გრ . საფუარი

250 მლ.წყალი

30 მლ.ზეთი

მარილი

გულსართი ;

1000 გრ.ისპანახი

20 გრ.მწვანე ხახვი

20 გრ.ქინძი

100 მლ.ზეთი

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ფქვილი და  საფუარი შევურიოთ ,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ. ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 –  20  წუთის შუალედით.

გულსართის მომზადების წესები :

კარგად გარეცხილი ისპანახის მხოლოდ ფოთლები დავჭრათ.

ტაფა გავახუროთ და ისპანახის ფოთლები ზეთში მოვშუშოთ.თავიდანვე დავუმატოთ წინასწარ დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი,ბოლოს კი მარილი და დაღერღილი წიწაკა.თუ მარხვაზე არ ვართ,მზა მასას  შევურიოთ გახეხილი ყველი.

ცომი დავყოთ  300 გრამიან გუნდებად,გავაბრტყელოთ ,შუაგულში მოვათავსოთ გულსართი , გვერდები მოვუკრათ და ხაჭაპურივით გავაბრტყელოთ .

გამოვაცხოთ ღუმელში 220-250 გრaდუსზე 7-10 წუთი.

 

 

ვაზის ფოთლებში შეხვეული ტოლმა ტყემლით ან ალუჩით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 კგ საქონლის ხორცი

300 გრ.ღორის ხორცი

120 გრ.ბრინჯი

5-6 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

1 კონა ქინძი

რამოდენიმე ღერი ტარხუნა

რამდენიმე ცალი ტყემალი ან ალუჩა

5-6 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ვაზის ფოთოლი

მომზადების წესები :

შერეული ხორცი, ხახვი ქინძი,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ფარშს დავუმატოთ ბრინჯი,წიწაკა,მარილი,1/2 ჭიქა წყალი ან ბულიონი.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფურცელში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში და ქვაბის ძირზე,ფენებს შორის ჩავაფინოთ ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ ალუჩა, ცოტა მარილი,დავაფაროთ თეფში, დავადოთ ქვა, ჩავასხათ წყალი(წყალი უნდა ფარავდეს ტოლმას),დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.

სუფრაზე მისატანად დავალაგოთ თეფშზე , ფიალით მივიტანოთ მაწონი შეზავებული ნივრით.ტოლმას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

მაწვნის ან არაჟნის სოუსის მომზადება : 400 მლ.მაწონს შევურიოთ 3 კბილი ნიორი ( დაჭყლეტილი),მწიკვი დარიჩინი და 1 ჩ.კოვზი შაქარი.

ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

იარაღის უსაფრთხოება ნადირობისას – ის, რაც ლოცვასავით უნდა გვახსოვდეს

ნადირობა დამწყებთათვის გარკვეული წესების მიხედვით უნდა ტარდებოდეს. ლოცვასავით დაიმახსოვრეთ: იარაღზე ჩახმახის ჩამოწევა უნდა მოხდეს უშუალოდ გასროლის წინ. არასდროს ისროლოთ წყლის ან მიწის ჰორიზონტალურად, თუკი 100% არ ხართ დარწმუნებული, რომ საპირისპირო ნაპირზე ან წყლამცენარეებში არ არის ადამიანი.

ზოგადად, რეკომენდირებულია ისწავლოთ ფრინველზე სროლა მაშინ, როდესაც ის ჰაერშია. ასე გაცილებით აზარტული და უსაფრთხოა. როდესაც გამოცდილი მონადირე დაინახავს, თუ როგორ ესვრის ამ ფრენ ფრინველს დამწყები და თანაც, მიზანს არ აცილებს, ის მიხვდება, რომ თქვენ უბრალოდ კი არ ტრაბახობთ, არამედ ცდილობთ, შეიგრძნოთ ნადირობის ყველა ხიბლი.

დაიცავით თქვენი იარაღი ჟანგისგან, განსაკუთრებით – წვიმის ან თოვლის დროს. თვალყური ადევნეთ, რომ იარაღის ლულაში არმოხვდესუცხო საგნები, მაგალითად: მიწა, ტალახი, ბალახი ან ნაფოტები. ასეთმა გაუფრთხილებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ლულის გაბერვა ან სულაც, მისი გასკდომა.

 

ღვიძლის სალათა – თანამედროვე ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

ქათმის ღვიძლი -500 გრ.

პამიდორი – 350 გრ.

წითელი ხახვი- 60 გრ

ნიორი 2 კბილი

ფქვილი –  2 სუფრის კოვზი

მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი- 2 სუფრის კოვზი

შავი დაფქული წიწაკა – 1/4 ჩაის კოვზი

ნიგოზი – 50 გრ

ნახევარი ბროწეული

ქინძი – 30 გრ

წითელი წიწაკა გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ქათმის ღვიძლი გავრეცხოთ,  გავჭრათ 2 ნაწილად ,ხელსახოცით გავამშრალოთ, მოვაყაროთ ფქვილი  და შევწვათ  ცხელ ზეთში 3-3 წუთი ორივე მხრიდან.

ნიგოზი მსხვილად გავატაროთ .

ქინძი დავჭრათ .

პამიდორი დავჭრათ 8 – 10 ნაწილად.

ნიორი გავატაროთ

ხახვი დავჭრათ გრძლად.

თასში ჩავყაროთ დაჭრილი პამიდორი,მწვანილი, ხახვი,გატარებული ნიგოზი,ნიორი,მოვასხათ ზეითუნის ზეთი,მარილი და სუნელი მოვაყაროთ,ამოვურიოთ.

მიღებულ პამიდვრის სალათს დავაყაროთ  შემწვარი ღვიძლი,კიდევ ერთხელ ავურიოთ ,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 წუთი.

მზა სალათს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები

 

 

 

 

 

 

 

გებჟალია-მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

500 მლ. რძე

500 გრ.სულგუნი

100 გრ.არაჟანი

200 გრ.ნადუღი

1 პატარა კონა პიტნა

ბროწეულის მარცვლები

მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

პიტნის შიგთავსის მომზადება;

ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად;

რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .

სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.

მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვანი მასა.

სულგუნის ცომი სველ  ხის დაფაზე 1 სმ-ის სისქეზე გავაბრტყელოთ  და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .

სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით  და გავაციოთ.

რულეტი დავჭრათ ნაჭრებად და მოვათავსოთ  სოუსში.

სოუსის მომზადება:

ნადუღი მოვათავსოთ თასში და დავუმატოთ არაჟანი,თვალზომით პიტნის გულსართი(დაახლოებით 2 ჩ.კოვზი),მარილი,ყველის ნახარში.

ნარევი აუცილებლად დავაბლენდეროთ(ნადუღის კოშტები არ იგრძნობოდეს).

სოუსი დავასხათ გებჟალიას ნაჭრებს და მოვრთოთ პიტნით,ბროწეულის მარცვლებით

 

 

 

სალათი “აწეწილი ” – ქართული სამზარეულო

აწეწილი არის ქართული სალათი საოცარი გემოთი. ინგრედიენტების, სანელებლებისა და მწვანილის სრულყოფილი კომბინაციის წყალობით, სალათს აქვს უნიკალური, ორიგინალური გემო.

ინგრედიენტები :

* შებოლილი ქათმის მკერდის ფილე – 400 გრ
* ბადრიჯანი – 700 გ
* ტკბილი წიწაკა – 500 გ
* თეთრი ხახვი – 150 გ
* ნიგოზი – 120 გ
* აჯიკა – 2 ჩ.კ
*აყვავებული  ქინძი- 40 გ
* ნიორი – 4 კბილი
* წითელი ღვინის ძმარი – 5 სუფრის კოვზი
* ხმელი -სუნელი – 2 ჩ.კ
* მწვანე წიწაკა გემოვნებით
* ბროწეულის მარცვლები – გემოვნებით
* ბროწეულის სოუსი – გემოვნებით
* მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი, დავაწყოთ ბადრიჯანი და ბულგარული  წიწაკა,შევდოთ  ღუმელში 200 გრადუსზე 30-35 წუთი გამოსაცხობად.

ხახვი დავჭრათ რკალებად, მოვასხათ ძმარი და შევურიოთ აჯიკა.

შებოლილი ქათმის მკერდი ხელით ავწეწოთ.

მწვანე წიწაკა დავჭრათ.

ნიგოზი ჩავყაროთ კულინარიულ პარკში და საბრტყელებლის გამოყენებით წვრილად დავტეხოთ.

წვრილად დავჭრათ ქინძი

ღუმელიდან გამოვიღოთ გამომცხვარი ბოსტნეული ,ქერქი მოვაცილოთ და რბილობი დავჭრათ.

ნიორი გავატაროთ.

სასალათეში  შევურიოთ გამზადებული ინგრედიენტები,სუნელები,მოვაყაროთ ბროწეული და მივირთვათ გემრიელიად.

 

 

 

საჭიროა თუ არა დანის ყიდვა ნადირობისთვის?

მრავალფეროვანი სანადირო დანების შემხედვარე, რომელსაც ჩვენ დღეს ბაზარი გვთავაზობს, რთულია გაერკვე იმაში, თუ რომელი მათგანი იყიდო ან გჭირდება თუ არა ის საერთოდ. გამოცდილი მონადირეები ერთ ხმად იტყვიან, რომ დანის გარეშე ნადირობა შეუძლებელია. პირველ რიგში, ის ნადავლის გატყავებაში ან მის დანაწევრებაში დაგეხმარებათ. მეორე მხრივ,დანის მეშვეობით, დაჭრილი პირუტყვის მოკვლას შეძლებთ და მას დამატებით ვაზნას არ დაახარჯავთ. ეს ის ატრიბუტია, რომელიც ყველა მონადირის არსენალში უნდა იყოს, ვინაიდანიგი ბევრ სხვადასხვა ვითარებაში გამოგადგებათ.

დანებისამსხვადასხვაკატეგორიად იყოფა:

  1. დანა ნადავლის მოსაკლავად;
  2. დანა გასატყავებლად;
  3. დანა სასურსათო დანიშნულებისთვის.

დანა ნადირობის დროს შესაძლოა დაგჭირდეთ ხაფანგისთვის შეშის გასაპობად დატოტები გასათლელადაც, ამიტომ,მათი მესამე კატეგორია ასევე ძალიან საჭიროდ გამოსადეგია.