გემრიელი ქათმის კატლეტები სოკოთი და ახალი კარტოფილის გარნირით

     აბა, რომელ ჩვენგანს არ გვიყვარს კოტლეტი? კოტლეტი ახალი კარტოფილის გარნირით იოლი მოსამზადებელია და  გემრიელია.

ინგრედიენტები :

1 კილო ქათმის ხორცი

300 გრ.სოკოს

1 პომიდორი

1-2 კბილი ნიორი

1-2 თავი ხახვი

ხარჩოს სუნელი

საფანელი

ორეგანო და ჯანჯაფილი სურვილისამებრ

ქინძი,კამა სურვილისამებრ

მარილი  და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ქათმის ხორცი მოვხარშოთ და დავძენძოთ.

ხახვი და ნიორი დავაბლენდეროთ.

სოკო ძალიან წვრილად დავჭრათ.

პომიდორი წვრილად დავჭრათ.

მოხარშულ  და დაძენძილ ხორცს  შევურიოთ დაჭრილი და დაბლენდერებული ინგრედიენტები,საფანელი,სანელებლები,მარილი და წიწაკა.

ფარშისაგან დავამზადოთ კატლეტები და ჩვეულებრივი წესით შევწვათ ზეთში.

ახალი კარტოფილის გარნირი

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა  მარილწყალის მოსამზადებლად)

1 პატარა კონა კამა

2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი, ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი. მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი გემოვნებით, მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

 

ღუმელში გამომცხვარი თევზი ახალი კარტოფილის გარნირით

ინგრედიენტები :

4-5 თევზი( სკუმბია,კალმახი,დორადო,კობრი,კეფალი)

1 ლიმონი

კამა

ზეითუნის  ან სეზამის ზეთი

პაპრიკა

მარილი

მომზადების წესები :

მწვანილები დავჭრათ,მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ცოტა ზეთი.

ლიმონი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

გარეცხილი,გასუფთავებული თევზი შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

თევზს გარედან და შიგნიდან მოვაყაროთ მარილი.

თევზს შუაში ჩავუდოთ ლიმონის 3 -4 ნაჭერი,დაჭრილი კამა, მოვასხათ ზეთი,შევახვიოთ პერგამენტში.

თევზი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

თევზი შეგვიძლია ამოვავსოთ ნებისმიერი ,ჩვენთვის სასურველი გულსართით.მაგ: დაჭრილი პამიდორი,მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახურში, პიტნა, ლუკოლა, მწვანე ნიორი.

ახალი კარტოფილის გარნირი

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 ს.კოვზი მარილი (1 ლიტრა  მარილწყალის მოსამზადებლად)

1 პატარა კონა კამა

2-3 ს.კოვზი ზეთი+ 30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი,ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი,ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი.მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში.გავაჩეროთ ცოტა ხნით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით,მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი,ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

ცხელს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

 

ჩაშუშული – ახალი კარტოფილი რეჰანით,სატაცურით და სოკოთი

სოკოსა და ახალი კარტოფილის ჩაშუშული ქართული ტრადიციული  სეზონური კერძია მთელი ოჯახისათვის.

ინგრედიენტები :

700 გრ.ახალი კარტოფილი

300 გრ.სატაცური

500 გრ.სოკოს ხის ან ქამა

6 კბილი ნიორი

2 დიდი თავი ხახვი

2 ცალი მწარე მწვანე წიწაკა  ან გემოვნებით

50 გრ.რეჰანი

კამა

ზეთი და კარაქი( თუ მარხვაზე არ ვართ) შესაწვავად

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხილი კარტოფილები ჩავყაროთ  ღრმა ტაფაში,მოვასხათ ზეთი,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 20 წუთი(ათი წუთის შემდეგ ამოვურიოთ).ჩანგლით შევამოწმოთ კარტოფილის მზაობა( შიგნით უნდა იყოს რბილი),გადავხადოთ თავსახური ,ავუწიოთ ცეცხლს და შევწვათ.

ხის სოკო დავჭრათ უხეშად.

ხახვი დავჭრათ წვრილად.

სატაცური დავჭრათ არც თუ ისე წვრილად.

ხახვი და ხის სოკო ცალკე მოვშუშოთ. დავაყაროთ სატაცური და ვაშუშოთ სოკოსთან და ხახვთან ერთად.

თუ ქამა სოკო გვაქვს,ფეხები მოვაშოროთ .ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავყაროთ ხახვი,დაჭრილი ფეხები და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 7-8 წუთი.შემდეგ დავაყროთ ქუდები,დავახუროთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 15 -20 წუთი.მომზადებამდე 5-10  წუთით ადრე დავაყაროთ სატაცური.

ამასობაში დავჭრათ ნიორი,რეჰანი,წიწაკა.

კარტოფილს დავაყაროთ მოშუშული სოკო,ხახვი და სატაცური ,ნიორი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და ცეცხლზე გავაჩეროთ 2 წუთი.მოვაყაროთ დაჭრილი კამა და რეჰანი.

ეს კერძი ძალიან გემრიელია და გურმანებს მოეწონებათ!

 

ქართული სამარხვო კრემიანი და თბილისური ფუნთუშები

ქართული სამარხვო ფუნთუშა ( პონჩიკი )

ინგრედიენტები :

1 კგ.ფქვილი

2 ჩ.კოვზი საფუარი

3 ჩ.კოვზი შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

50 მლ.ზეთი

600 მლ.თბილი წყალი

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ.

ფქვილში გავაკეთოთ ორმო . მასში ჩავასხათ ზეთი და თბილი წყალი. მოვზილოთ ოდნავ თხელი ცომი,გადავაფაროთ და დავდოთ თბილ ადგილას 2 საათი ასაფუებლად.

ინგრედიენტები მოხარშული კრემისათვის :

500 მლ.წყალი

150 გრ.შაქარი

130 გრ.ფქვილი

ვანილი ან რომი გემოვნებით

მწიკვი მარილი

კრემში ცხიმის  დამატება არ არის რეკომენდირებული

მომზადების წესები :

ფქვილი და შაქარი შევურიოთ,დავასხათ დაახლოებით 100 მლ.წყალი და კარგად მოვურიოთ.

დანარჩენი წყალი ავადუღოთ  და ჩავასხათ ეს თხელი ცომი.კრემი მოვადუღოთ,გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ ვანილი.

ამოფუებული ცომი დავყოთ 80 გრამიან გუნდებად.

თითოეული გუნდა ხელით გავბრტყელოთ,ჩავდოთ გულსართი და მოვახვიოთ ხაჭაპურივით.გავაჩეროთ 5 წუთი და ადუღებულ ზეთში ჩავდოთ (აუცილებლად ნაკეცებით ქვემოთ) შესაწვავად.

თბილისური ფუნთუშები

ინგრედიენტები ცომისათვის:

650 გრ.ფქვილი

400 მლ.თბილი წყალი

1 კვერცხი

40 გრ.საფუარი

40 გრ.მარილი

10 გრ.მარილი

30 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ შაქარი, საფუარი, მარილი,დავასხათ თბილი წყალი, დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ოდნავ თხელი ცომი,შემდეგ შევაზილოთ ოთხის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ინგრედიენტები კრემისათვის :

6 კვერცხის გული

1 ლიტრა რძე

70 გრ.შაქარი

220 გრ.ფქვილი

5 გრ.ვანილი

მწიკვი მარილი

50 გრ.კარაქი

 

მომზადების წესები :

კვერცხის გულები,50 მლ.  რძე და შაქარი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.რძის დამატებით მოდუღებული კრემი თეთრი ფერის გამოდის.შემდეგ შევათქვიფოთ ფქვილი.

დანარჩენი რძე მივიყვანოთ ადუღებამდე,გადავიტანოთ ფქვილიანი მასა და მოვადუღოთ კრემი. კრემი გავაგრილოთ ,ვანილი და კარაქი შევურიოთ.ძალიან ბევრი გამოცდილი დიასახლისი ფუნთუშების კრემს კარაქს საერთოდ არ უმატებს.

ამოფუებული ცომი დავყოთ 80 გრამიან გუნდებად.

თითოეული გუნდა ხელით გავბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და მოვახვიოთ ხაჭაპურივით. გავაჩეროთ 5 წუთი და ადუღებულ ზეთში ჩავდოთ (აუცილებლად ნაკეცებით ქვემოთ) შესაწვავად.

ცხელ ფუნთუშებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძველებური კრემიანი ფუნთუშა ”პონჩიკი” მოხარშული ვანილის კრემით

დღეს  შემოგთავაზებთ  კრემიანი ფუნთუშების ძალიან უჩვეულო რეცეპტს ამ დესერტის მომზადება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ინგრედიენტები :

265 – 300  გრ.ფქვილი უმაღლესი ხარისხი

8 გრ.საფუარი

2,5  გრ.მარილი

30 გრ.შაქარი

190 მლ.თბილი  წყალი

1 კვერცხი

შაქრის პუდრა

15 გრ.მარგარინი

 

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ცომი და დავაყენოთ შეფუთული თბილ ადგილას 4 საათი.

ამოფუებული ცომი 2 ჯერ ჩავზილოთზეთიანი ხელებით

ინგრედიენტები კრემისათვის :

3 კვერცხის გული

1 ჭიქა რძე

1 ვანილი

2 ს.კოვზი ფქვილი

0,5 ჭიქა შაქარი

კრემში კარაქის  დამატება არ არის რეკომენდირებული

მომზადების წესები :

ავადუღოთ რძე.

კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი  შევურიოთ ერთმანეთს,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.

ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ   რძეში.

კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად. ამ მომენტში შეგვიძლია ჩავაგდოთ 100 გრ.დატეხილი შოკოლადიც.

მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცომიდან მოვამზადოთ ბურთები,გადავაფაროთ ტილო და დაველოდოთ ამოსვლას. თითოეული ბურთი ხელის გულით გავაბრტყელოთ.რთზე  ცენტრში დავდოთ კრემი,დავაფაროთ მეორე , ჭიქით შემოვაჭრათ და  თან მივაწებოთ კიდეები.

შევწვათ ფრიწიურში ორივე მხრიდან და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ქათმის ორცხობილა,ჩხირები და ნაგეთსები

ინგრედიენტები :

500 გრ.ქათმის ფილე

3 კვერცხის ცილა

200 გრ.სიმინდის ბურბუშელა ან საფანელი

100 გრ.ფქვილი

1 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

მარილი გემოვნებით

სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესები :

ქათმის ფილე გავრეცხოთ,გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და დავჭრათ ნაჭრებად.თუ დავჭრით  პატარა ნაჭრებად ,მოვამზადებთ ქათმის ნაგეთსებს,ხოლო გრძლად დაჭრილი ფილესგან ქათმის ჩხირებს.

სიმინდის ბურბუშელა დავფქვათ.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მარილთან ერთად.

საფანელში ან ბურბუშელაში შევურიოთ სანელებლები ,მადალითად პაპრიკა.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვასხათ ზეთი.

ქათმის ფილე ამოვსვაროთ ფქვილში,შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

თუ ბურბუშელაში ამოვსვრით ,მაშინ შემწვარი ქათმის ორცხობილა გამოდის ოქროსფერი.

ორცხობილები დავალაგოთ ღუმელის ტაფაზე და 15-18 წუთი  200 გრადუსზე ვაცხობთ.

 

მაკარონი ყველით – იდეალური კერძი ბავშვებისათვის.

ინგრედიენტები :

500 გრ.მაკარონი

2 ჩ.კოვზი ზეითუნის ზეთი

50 გრ.კარაქი

60 გრ.ფქვილი

450 მლ.რძე

400 გრ.ნახევრად მაგარი ყველი

50 გრ.მაგარი ყველი

1 ჩ.კოვზი  დაფქული ხმელი ნიორი

1 ჩ.კოვზი პაპრიკა

1/2 ჩ.კოვზი მარილი

მომზადების წესები :

მოვხარშოთ მაკარონი მარილწყალში. ხარშვისას ჩავასხათ 1 ჩ.კოვზი ზეითუნის ზეთი.

მოხარშულ მაკარონი დავყაროთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი,გადავიტანოთ სხვა თასში და მოვასხათ 1 ჩ.კოვზი ზეითუნის ზეთი,რომ  ერთმანეთს არ მიეკრას.

ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

სქელძირიან ქვაბში გავადნოთ კარაქი,ჩავყაროთ ფქვილი,დავასხათ რძე,ვურიოთ განუწყვეტლივ და მოვადუღოთ  ერთგვაროვანი სოუსი.

მოდუღებულ სოუსში ჩავყაროთ სანელებლები და ყველი,კარგად ვურიოთ  და მივიღებთ წელვად მასას .

მიღებულ სოუსში შევურიოთ მოხარშული მაკარონი.ეს კერძი ამ სახით შეგვიძლია მივირთვათ ან ჩავდოთ ფორმაში  და 10 წუთი შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი   სოუსის მოსამზადებლად რძის ნაცვლად იყენებს ქათმის ბულიონს.ასევე მოსამზადებლად  ყველის  ასორტი ( გაუდა,მოცარელა,ჩედარი) და  ფერადი მაკარონი  ( პომიდვრის,ისპანახის)შეგვიძლიათ გამოვიყენოთ.

 

შოკოლადის კარაქი

როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ბავშვებს უყვართ შოკოლადის კარაქი ? მერწმუნეთ, მასზე არც მშობლები ამბობენ უარს ! 

ინგრედიენტები :

200 გრ. ნაღების კარაქი

3 ს.კოვზი რძე

2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

2 ს.კოვზი კაკაო

30 გრ.შოკოლადის ფილა

მომზადების წესები :

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი კოვზით გავთქვიფოთ.

კაკაო და შაქრის პუდრა ერთმანეთში შევურიოთ.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,დავასხათ რძე და ორთქლის აბაზანაზე შემოვდგათ.გამდნარი შოკოლადი გავაგრილოთ.

კარაქს კოვზით შევურიოთ ჯერ  კაკაოს და შაქრის ნარევი ხოლო ამის  შემდეგ დავუმატოტ თბილი სოკოლადის მას.

შოკოლადის კარაქი გადავიტანოთ კონტეინერში და 1 საათი შევდოთ საყინულეში.

ერთი საათის შემდეგ კარაქი გამოვიტანოთ საყინულედან და შევდოთ მაცივარში.