კალმახი ბროწეულის სოუსში

ინგრედიენტები:

3-4 ცალი კალმახი

200 გრ.ფქვილი

500 მლ ზეთი

30 გრ.კამა

სოუსისათვის:

2 კგ ბროწეული

100 გრ.ხახვი

500 მლ წითელი,მშრალი ღვინო

3 ლიმონი

20 გრ.სახამებელი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

კალმახი გამოვშიგნოთ,გამოვაცალოთ ფხები,ხერხემალი,გავრეცხოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შიგ ამოვგანგლოთ კალმახი ორივე მხრიდან

და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

 

ბროწეულის სოუსის მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში,დავუმატოთ ბროწეულის წვენი და წამოვადუღოთ.

წვენს დავუმატოთ ღვინო,ლიმონის წვენი და შევასქელოთ  წყალში გახსნილი სახამებლით.

სოუსი შევკაზმოთ წიწაკითა და მარილით.

შემწვარ კალმახს მოვასხათ ბროწეულის წვენი და მოვრთოთ ოხრახურშის ფოთლებით,ლიმონის ნაჭრებით.

ბროწეულის სოუსი მე-2 ვერსია:

300 მლ.ბროწეულის წვენი

100 გრ.ბროწეულის მარცვლები

1  თავი  ბოლოკი ( დაახლოებით 30 გრ.)

მარილი გემოვნებით

ბროწეულის წვენი და ბოლოკი ავადუღოთ,წვენი გავატაროთ საცერში,შემდეგ ჩავყაროთ ბროწეულის მარცვლები,მივიყვანოთ ადუღებამდე,დავამარილოთ და ცხელშივე ჩავაგდოთ 1 პატარა  ნაჭერი კარაქი,დაახლოებით 10-15 გრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თევზი მაიონეზის სოუსში -თანამედროვე ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები:

3-4 ცალი კალმახი ან 1 კგ სკუმბრია,თევზის ფილე

200 გრ.ფქვილი

500 მლ ზეთი

სოუსისათვის :

400 მლ.მაიონეზი

3-4 კბილი დანაყილი ნიორი

წყალი სოუსის გასათხელებლად

30 გრ. კამა

ნახ.ჩ.კოვზი უცხო სუნელი

ნახ.ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

კალმახი გამოვშიგნოთ,გამოვაცალოთ ფხები,ხერხემალი,გავრეცხოთ.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შიგ ამოვგანგლოთ კალმახი ორივე მხრიდან და შევწვათ გაცხელებულ ზეთში.

თუ სკუმბრია გვაქვს,მაშინ თევზი გამოვშიგნოთ,გავასუფთაოდ ფხებისგან,გავრეცხოთ,დავჭრათ ნაწილებად.

თევზი შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და ზეთში შევწვათ იგივე  წესით ,როგორც კალმახი.

მაიონეზის სოუსის მომზადება:

მაიონეზი გავათხელოთ ანადუღარი გრილი წყლით და ავთქვიფოთ.

დავუმატოთ მარილი,წიწაკა,უცხო სუნელი,ყვითელი ყვავილი,დაჭყლეტილი ნიორი,წვრილად დაჭრილი კამა .

შემწვარ თევზს  მოვასხათ მაიონეზის სოუსი  და მოვრთოთ ოხრახურშის ფოთლებით,ლიმონის ნაჭრებით.

ზუთხის მარინადი და მწვადი

ინგრედიენტები:

1 კგ ზუთხი

1 თავი ხახვი

5 გრ.პილპილის მარცვლები

2 ცალი დაფნის ფოთოლი

1 ს.კ. ძმარი

ინგრედიენტები მარინადისათვის:

4 ცალი პატარა  ბულგარული წითელი წიწაკა

ან 2 ცალი პატარა ბულგარული მწვანე წიწაკა და 2 ცალი

პატარა წითელი ბულგაული წიწაკა.

20 გრ.ნიორი

30 გრ.ქინძი

200 მლ.ძმარი

 

მომზადების წესები:

დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით

ზუთხი გავრეცხოთ,დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,დავუმატოთ ძმარი,მარილი გემოვნებით,პილპილის  მარცვლები,დაფნის ფოთლები,1 თავი ხახვი და მოვხარშოთ ზუთხი.თევზს წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს.

თევზს წყალი გადავუწუროთ,გავაგრილოთ,გამოვაცალოთ ძვლები,დავჭრათ ხრტილებიანად,სასურველი ზომის ნაჭრებად.

ცალკე თასში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა,დავუმატოთ დანაყილი ნიორი,წვრილად დაჭრილი ქინძი,ძმარი,წიწაკა და მარილი.

ზუთხის ნაჭრებს მოვაყაროთ  ძმრიანი მასა,ავურიოთ და სუფრაზე მივიტანოთ თასით.გავაფორმოთ ლიმონითა და ბულგარული წიწაკით.

ზუთხის მწვადი:

1-1,5 კგ.ზუთხი დავჭრათ 6-6 სმ-ის სიგრძისა და სიგანის ნაჭრებად.

2  თავი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად,მოვჭყლიტოთ ხელით,რომ წვენი გამოუშვას.

6 მარცვალი თეთრი წიწაკა დავფქვათ.

ზუთხის ნაჭრებს მოვასხათ 2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი,1/2 ლიმონის წვენი,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით,თეთრი  წიწაკა.

დაჭრილი ზუთხის ნაჭრებს დავასხათ ღვინო და მოვაყაროთ ხახვი.ზუთხი დავამარინადოთ თავდახურულ ჭურჭელში  2 საათი.

თევზის ნაჭრები წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ.

 

 

 

თევზის ბუღლამა

ინგრედიენტები:

1 კგ ზუთხის ფილე

500 გრ.პამიდორი

100 გრ.ხახვი

100 გრ.კარაქი

1 ს.კ ტომატი

1ც. ლიმონი

10 გრ.ნიორი

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

გარეცხილი ზუთხის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი  ზუთხის ნაჭრებთან ერთად მოვშუშოთ კარაქში.

რომ მოიბრაწება,დავუმატოთ გახეხილი ან ხორცსაკელში გატარებული პამიდორი  და ტომატი.

ლიმონი გავრეცხოთ,კურკები გამოვაცალოთ,კანიანად დავჭრათ წვრილად და შევურიოთ დანაყილ ნიორს.სასურველია, ლიმონს არ ქონდეს სქელი კანი,რომ კერძის მომზადებისას მოასწროს მოხარშვა.

ნივრიანი მასა შევურიოთ თევზის ნაჭრებს.კერძს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და  როგორც კი წამოდუღდება ,ცეცხლიდან გადმოვდგათ.

ხაში

ინგრედიენტები:

1,5 კგ.ძროხის ჩლიქები,ფაშვი,ნაწლავი

15-20 კბილი ნიორი

რძე

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ჩლიქები,ფაშვი, ნაწლავი კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში , გამდინარე წყლის ქვეშ გავაჩეროთ ნახევარი საათი თავისებური სუნის გაქრობამდე და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.

ხორცის ნაჭრები ჩავყაროთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში,ავადუღოთ და წყალი გადავღვაროთ.

კვლავ დავასხათ ადუღებუყლი წყალი და ვხარშოთ 6 საათი.

მიღებული წვენიდან ამოვიღოთ ჩლიქები,ძვლები,ნაწლავისა და ფაშვის ნაწილები .

სითხე   გავატაროთ საცერში ან დოლბანდში.ჩლიქებს ძვალი მოვაშოროთ და დავჭრათ .

ხაში შევაზავოთ მარილითა და დანაყილი ნივრით.

სუფრაზე ცალკე მივიტანოთ დანაყილი ნიორი და რძე.

 

 

 

წიწილა ტაბაკად

ინგრედიენტები:

2 ცალი წიწილა

50 მლ ზეთი

2 ს.კოვზი ერბო

1 ლიმონი

4 კბილი ნიორი

ნახ კონა ქინძი

1 ჩ.კოვზი მარილი

1/2 ჩავი დაფქული წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

 

მომზადების წესები:

წიწილა გავასუფთაოდ,გავრეცხოთ და შუაში ჩავჭრათ.

გასუფთავებულ წიწილას გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და მსუბუქად დავბეგვოდ.

წიწილას მოვასხათ ლიმონის წვენი,ზეთი,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა სუნელი და კარგად შევაზილოთ.

გადავიტანოთ წიწილა თასში,გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი  და მაცივარში გავაჩეროთ 30 წუთი.

საურველია, მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ცოტა ხნით ქათამი მოვათავსოთ ქაღალდის ხელსახოცზე ,რომ ზედმეტი სითხე დაიწუროს და შეწვისას ხრაშუნა კანი გაიკეთოს.

წიწილა შევწვათ ერბოში ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთი.

შეწვისას აუცილებლად ტაფას თავზე უნდა დავახუროთ და სიმძიმე დავადოთ.

15 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ და მეორე მხარესაც დავბრაწოთ.

სანამ წიწილა შეიწვება მოვამზადოთ ნივრის სოუსი.

ნიორი და ქინძი წვრილად დავჭრათ ,დავასხათ ადუღებული წყალი ,მოვაყაროთ მარილი  და მოვურიოთ.

ნივრის სოუსი მოვასხათ ცხელ წიწილებს.

ტაბაკად შემწვარი წიწილა გავაფორმოთ  წვრილად დაჭრილი ქინძით,პამიდვრითა და წითელი წიწალით.

რჩევა:

ლიმონის წვენი შეგვიძლია შევცვაოთ ფორთოხლის ცედრით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხბოს ნეკნები აჯიკით – მეგრული სამზარეულო

ინგრედიენტები:

1,5 კგ ხბოს ხორცი

400 – 500 მლ. ზეთი

მეგრული აჯიკა

2 კგ. კარტოფილი

1 ულუფაზე 1 ცალი კიტრი

1 კონა ქინძი

ხახვი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ხბოს ნეკნები  სიგრძეზე ჩავჭრათ (თითო ნეკნზე) და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

ნეკნები გადავიტანოთ ღრმა ტაფაში.მეგრული აჯიკა წყლით გავათხელოთ(ძალიან თხელი არ უნდა მოგვივიდეს) და მოვასხათ  ნეკნებს , შევდგათ ჰაერღუმელში ცოტა ხნით.

გარეცხილი,გათლილი კარტოფილი გრძლად დავჭრათ და ზეთში შევწვათ ტაფაზე.

აჯიკიანი ნეკნები გადავიტანოთ ქოთნებში.

თითო ქოთანში მოვათავსოთ დაახლოებით 6 ცალი ნეკნი .ზემოდან გადავანაწილოთ ჯერ დაჭრილი კარტოფილი,შემდეგ კი კიტრი.მოვაყაროთ ხახვი,ქინძი,წიწაკა.

 

აფხაზურა – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები:

ღორის ან გოჭის ბადექონი

800  გრ. საქონლის ხორცი

200-300 გრ.ქათმის ფილე

100 გრ.ღორის  ქონი

4 კბილი ნიორი

1 კონა ქინძი

ქონდარი,დაღერღილი წიწაკა,მარილი გემოვნებით

10 გრ. ბროწეულის მარცვლები

 

მომზადების წესები:

ბადექონი გავრეცხოთ გამდინარე წყალში.

ხორცი ხახვთან და ნიორთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში.

ფარში შევაზავოთ,დავუმატოთ ბროწეული,გადავზილოთ .

დავყოთ ფარში 100 გრამიან ბურთულებად და ხელით დავაბრტყელოთ.

ბადექონი მაგიდაზე გავშალოთ და დავანაწევროთ ისეთ ზომაზე,რომ თითოეულში ტოლმისებურად გადავახვიოთ ფარშის თითო ბურთულა.

გახურებულ ტაფას მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი,დავალაგოთ აფხაზურები და შევწვათ დაბალ ცეცხლზე.მომზადებისას ტაფას თავზე დავახუროთ.

შემწვარი აფხაზურები გადავიტანოთ თეფშზე და გავაფორმოთ

მწვანილით,ბროწეულითა და ხახვით.

გულსართის მეორე ვერსია :

შერეული  ( 800 გრ.საქონლის+ 200 გრ.ღორის ხორცი) ფარში

4 კბილი ნიორი

1 ხახვი

150 გრ.ბროწეულის მარცვლები

ქონდარი,წითელი მწარე წიწაკა,მარილი

ნიორი და ხახვი  გავატაროთ.

ფარშს დავუმატოთ გატარებული ნიორი,ხახვი,ბროწეულის მარცვლები და შევაზავოთ სუნელებით.

დავყოთ ფარში 120-150  გრამიან ბურთულებად და ხელით დავაბრტყელოთ.

ბადექონი მაგიდაზე გავშალოთ და დავანაწევროთ ისეთ ზომაზე,რომ თითოეულში ტოლმისებურად გადავახვიოთ ფარშის თითო ბურთულა.

გახურებულ ტაფას მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი,დავალაგოთ აფხაზურები და შევწვათ დაბალ ცეცხლზე.მომზადებისას ტაფას თავზე დავახუროთ.

შემწვარი აფხაზურები გადავიტანოთ თეფშზე და გავაფორმოთ ქინძით და ბროწეულის მარცვლებით.

 

 

 

 

 

 

სოკო კეცზე

ინგრედიენტები:

1 კგ ქამა სოკო

500 გრ.სულგუნი

ზეთი

მარილი გემოვნებით

შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები:

გავრეცხოთ სოკო,მოვაცილოთ ფეხები,დავალაგოთ კეცზე ზურგებით ერთ ფენად,მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი და 250 გრადუსზე ჰაერღუმელში გამოვაცხოთ 5 წუთი.

თუ სამარხვო კერძს ვამზადებთ სოკოს ქუდებში ყველი არ მოვათავსოთ.

სოკო ოდნავ რომ მოიბრაწება ,ქუდები შევავსოთ  კუბებად დაჭრილი სოკოთი და კვლავ შევდგათ ღუმელში დაახლოებით 2 წუთი.

სულგუნი რომ მოიბრაწება,კერძი მზად არის და მაშინვე სუფრაზე მივიტანოთ .

შესაძლებელია სოკო იგივე წესით შევწვათ სქელძირიან ტაფაზე.

 

 

 

 

 

 

 

ბადრიჯანი ნიორწყალში

ინგრედიენტები:

1 კგ.ბადრიჯანი

5-6 კბილი ნიორი

გადადუღებული წყალი

მარილი გემოვნებით

2 კონა ახალი ქინძი

ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესები:

ბადრიჯანი გავრეცხოთ,დავჭრათ რგოლებად და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთში.

ნიორი დავნაყოთ.ქინძი წვრილად დავჭრათ.

გადადუღებულ წყალს დავუმატოთ ქინძი,ნიორი,მარილი გემოვნებით და მოვათავსოთ შემწვარი ბადრიჯნის გროლები.