კომშის კომპოტი

ინგრედიენტები 3ლიტრიანი ქილისათვის :

900 გრ.კომში

1,5 ჭიქა  შაქარი

წყალი იმდენი,რამდენითაც შეივსება ქილა

2 ნაჭერი ლიმონი,თუ სურვილი გვაქვს

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ და ბუსუსები მოვაშოროთ ჯაგრისით ან უცხო ქსოვილით.

კომში გავჭრათ 4 ნაწილად,ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ 3 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.

კომშის ნაჭრები ჩავაწყოთ ქილაში.

წყლისგან და შაქარისგან მოვადუღოთ სიროფი,გავაგრილოთ.

ქილას გადავაფაროთ მარლა( 2 ფენა),ჩავასხათ სიროფი,გავაპიპინოთ,დავახუროთ თავსახური და გავუკეთოთ 15-20 წუთი სტერილიზაცია,შემდეგ მოვხუფოთ.

 

 

არომატული,გემრიელი და ქარვისფერი კომშის მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ.კომში

1 კგ.შაქარი

1 ჭიქა წყალი

1/2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

კომში კარგად გავრეცხოთ და ბუსუსები მოვაშოროთ ჯაგრისით ან უცხო ქსოვილით.

კომში გავჭრათ 4 ნაწილად,ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ 3 მმ სისქის თხელ ნაჭრებად.

1 ჭიქა წყლისგან და 500 გრ. შაქრისგან მოვამზადოთ სიროფი.სიროფში არ დაგვავიწყდეს ლიმონმჟავის ჩაყრა.

დაჭრილ კომშს დავაყაროთ 500 გრ.შაქარი , ცხელი სიროფი დავასხათ , მოვურიოთ  და შაქარს ვაცადოთ გადნობა.

ტასი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და კომშის მურაბა ვხარშოთ 5 წუთი.მურაბა მთლიანად გავაგრილოთ და ისევ 5 წუთი მოვადუღოთ,მოლომდე გავაგრილოთ.ასე გავიმეორებთ კიდევ 2-ჯერ.

როცა მეხუთეჯერ წამოვადუღებთ 5 წუთი,ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

ჩიაბატა – იტალიური პური ხრაშუნა კანით და დიდი ნასვრეტებით

ინგრედიენტები :

300  მლ ცივი წყალი

500 გრ.ფქვილი

24 გრ.ცოცხალი საფუარი ან 8 გრ.მშრალი საფუარი

50 მლ.ზეითუნის ზეთი ან ზეთის ხილის მარცვლები

იტალიური სუნელების  ნაკრები

12 გრ.მარილი.კლასიკურ რეცეპტს მარილს არ უმატებენ.

მომზადების წესები :

საფუარი გავხსნათ ცივ წყალში.

ფქვილში შევურიოთ მარილი.

მოვზილოთ  თხელი ცომი.

ცომს გადავაფაროთ და დავაცადოთ ამოსვლა.ცომი შეგვიძლია 50 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ ორი საათი.

ამოსული ცომი არ ჩავზილოთ, ფრთხილად გადმოვიტანოთ  ბლომად ფქვილმოყრილ მაგიდაზე და სველი ხელებით დავკეცოთ.

დაკეცილი ცომი ისევ ჩავდოთ თასში,გადავაფაროთ და გავაჩეროთ 20 წუთი.

ცომი კვლავ გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე,არ ჩავზილოთ,ხელის თითების მსუბუქი მოძრაობით მივცეთ ოთხკუთხა ფორმა  და სიგრძეზე  გავყოთ 2 ნაწილად.

ცომის ორივე ნაწილი ერთმანეთისაგან დაშორებით ასევე ფრთხილად გადავიტანოთ ფქვილმოყრილ თუნუქის  ფირფიტაზე, და 230 გრადუსზე გამოვაცხოთ 30-35 წუთი.

რჩევა: კლასიკურ რეცეპტს ზეითუნის ზეთს არ უმატებენ,დაკეცვის მომენტში შეგვიძლია ჩავაყოლოთ დაჭრილი ზეთის ხილის მარცვლები და არომატის მისაცემად შევურიოთ იტალიური სუნელების ნაკრები.

 

 

 

ცოცხლად შენახული ფეიხოა ნიგვზით და თაფლით

ინგრედიენტები :

1 კგ ფეიხოა

1 ,200 კგ.შაქარი  ან თაფლი

1/4 ლიმონი

ნიგოზი გემოვნებით ( სურვილისამებრ)

მომზადების  წესები :

ფეიხოა გავრეცხოთ ,მოვაჭრათ  ზედა ნაწილი თავი ,გავამშრალოთ.

თუ ძალიან გვეჩქარება გარეცხილ ფეიხოას გადავავლოთ მდუღარე.

ხილი და ლიმონი დავაბლენდეროთ,დავაყაროთ შაქრის ნახევარი,ისევ დავაბლენდეროთ 2-3 წუთი,დავუმატოთ დარჩენილი შაქარი და კიდევ გავაგრძელოთ დაბლენდერება რამდენიმე წუთი.

მზა მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში,მოვხუფოთ და 2-3 თვე შევინახოთ მაცივარში  .

თუ სურვილი გვაქვს, მურაბას დავუმატოთ 100 გრ.დაჭრილი ნიგოზი და შაქარი შევცვალოთ თაფლით.

 

ფრანგული ბაგეტი

წაიკითხეთ,თუ როგორ უნდა გამოვაცხოთ ფრანგული პური სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

350 მლ. წყალი

500 გრ. ფქვილი

6 გრ. საფუარი

0,5 ჩაის კოვზი შაქარი

0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

წყალი გავაცხელოთ 32 გრადუსამდე,ჩავყაროთ საფუარი,გავაჩეროთ 15-20 წუთი,დაველოდოთ ბუშტუკების გაჩენას.

მომზადებულ სითხეში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და სანამ ცომი თხელია,შევურიოთ მარილი.

ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და დავამუსაოთ,მივიღებთ ნაზ და ელასტიურ ცომს.

ფქვილის რაოდენობა ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ.თავდაპირველად ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.დამუშავების შემდეგ კი უნდა მივიღოთ რბილი და ელასტიური ცომი.

ბაგეტის მომზადებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიას.ცომი ხელით უნდა გავწელოთ , და გადავკეცოთ ასე უნდა გავიმეოროთ 2 – ჯერ.

ცომისგან მოვამზადოთ გუნდა.ცერი თითით გავუკეთოთ ჩაღრმავება,თუ ცომი ფორმას სწრაფად აღიდგენს,ესე იგი მზად არის.

ცომი გავაჩეროთ თბილ ადგილას 30 წუთი,რომ ამოვიდეს და გავყოთ 4 ნაწილად.

ბაგეტის ფორმირება ხდება ორი მეთოდით.პირველ შემთხვევაში ცომი გავაბრტყელოთ და გადავახვიოთ რულეტივით.

მეორე შემთხევაში ცომის ბურთულებს ძეხვის ფორმა მივცეთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ტილო,ბლომად მოვაყაროთ ფქვილი და დავდოტ ბაგეტები.ბაგეტები ერთმანეთისაგან ტილოს ნაკეცით გამოვყოთ

ბაგეტები გავაჩეროთ თბილ ადგილზე 15-20 წუთი.შემდეგ ტილო გამოვაცალოთ,ფუნჯით ზედმეტი ფქვილი გადავფერთხოთ და ხის ჯოხით დავსეროთ.

ბაგეტები გამოვაცხოთ 12-15 წუთი 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ბაგეტმა ხრაშუნა ქერქი რომ გაიკეთოს ,აუცილებლად ცხობისას ღუმელის ტაფის ქვეშ შევდგათ ცხელი წყლით სავსე თასი.ამ მეთოდის გამოყენებით ბაგეტის ქერქი იქნება ხრაშუნა,შიგნით კი რბილი.

12 -15 წუთის შემდეგ 220 გრადუსზე დავწიოთ ტემპერატურა და გამოვაცხოთ კიდევ 5 წუთი.

ფრანგული ბაკეტი მზად არის და მივირთვათ გემრიელად.

პიტა- აღმოსავლეთური პური

თუ თქვენ ეძებთ ქუჩის შაურმის ან ჰოთ-დოგის ალტერნატივას, სცადეთ პიტა, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი გულსართით. 

პიტა ბრტყელი პურია. მას  იყენებენ ქუჩის საკვების ალტერნატივად, სენდვიჩების, ღვეზელების და ჰოთ-დოგების ნაცვლად.  შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერი სალათი და ამით შევავსოთ პიტა, ასევე  გავატანოთ ბავშვს სკოლაში.

დღეს მე გასწავლით, როგორ გამოვაცხოთ პური ტაფაზე.

ინგრედიენტები :

350 გრ.ფქვილი

200მლ.  ცხელი წყალი (80 გრადუსამდე გაცხელებული )

1 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ.

წყალი გავაცხელოთ 80 გრადუსამდე. ( საიდუმლო1)

ცხელ წყალში გავხსნათ მარილი და დავასხათ ფქვილს.

მოვზილოთ ცომი,ცომი შეიკვრება ერთ გუნდად და ვზილოთ 7-10 წუთი.( საიდუმლო 2)

მოზელილი ცომი აუცილებლად  ( საიდუმლო 3)მოვათავსოთ პარკში,მოვუკრათ თავი და გავაჩეროთ 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

ცომი დავყოთ 8 ნაწილად და მოვამზადოთ გუნდები.

ტაფა ძალიან გავახუროთ და ზეთი არ მოვუსვათ.( საიდუმლო 4)

სამუშაო მაგიდას აუცილ;ებლად მოვუყაროთ ზეთი ან ფქვილი, ( საიდუმლო 5)გავაბრტყელოთ მრგვლად( 15-16 სმ დიამეტრი).თუ სამუშაო მაგიდას ზეთს არ მოვასხამთ,მაშინ დაზიანდება ცომის ზედაპირი და პურის “ჯიბე ” არ წარმოიქმნება.

გამოვაცხოთ პური მშრალ ტაფაზე 4-5 წუთი ორივე მხრიდან.პური იქნება მაგარი და არ შეგვეშინდეს.

შემდეგ გადმოვაბრუნოთ  და გამოვაცხოთ 2 წუთი.( საიდუმლო 6)ამ დროს უკვე დაიწყებს პური ამოსვლას და წარმოიქმნება “ჯიბე”.პურს ისევ გადმოვაბრუნებთ მეორე მხარეს და გავაჩერებთ ტაფაზე 2 წუთი.

ღუმელში გამომცხვარი პიტა :

ინგრედიენტები :

3 ჭიქა ფქვილი

2 ჭიქა ცეხვილი ფქვილი

2 ჭიქა  წყალი

1/3 ჭიქა  ზეთი

1 ჩაის კოვზი შაქარი

2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

1 ჭიქა თბილი წყალი ოთახის ტემპერატურაზე, ჩავასხათ  თასში, დავამატოთ შაქარი, საფუარი და მოვურიოთ ,გავაჩეროთ  5-10 წუთის განმავლობაში.

თასში ჩავყაროთ  ორი სახის ფქვილი, გავუკეთოთ  ცენტრში ჩაღრმავება და ჩავასხათ  საფუარის ნარევი, ზეითუნის ზეთი და დარჩენილი ჭიქა თბილი წყალი და ვზილოთ  5-10 წუთის განმავლობაში.ცომს მოვასხათ ზეთი,გადავაფაროთ სუფთა ტილო და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში.

ცომი გადავზილოთ და გავაჩეროთ 30 წუთი თბილ ადგილას.

ცომი დაყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ  ( დიამეტრი 15-16 სმ ),გადავაფაროთ და გავაჩეროთ 1 საათი.ამ პერიოდში ცომი არ ამოვა,უფრო მომზადედება “ჯიბის” ” გასაკეთებლად.

ღუმელი გავაცხელოთ 220 გრადუსზე.

ღუმელის ტაფაზე გადავიტანოთ პიტა,მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და გამოვაცხოთ 5-7 წუთი.

გამომცხვარი პიტა 4-5 წუთი შევახვიოთ ტილოში და შემდეგ გამოვიყენოთ.

 

 

 

 

 

წიწაკის ქარვისფერი მწნილი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კილო სამწნილე წიწაკა

3 სუფრის კოვზი თავდადგმული მარილი 2 ლიტრიანი ქილიასათვის

4 სიმინდის ფუჩეჩი 2 ლიტრიანი ქილისათვის. სწორედ რომ,სიმინდის ფუჩეჩი აძლევს კარგ ქარვისფერს.

2 ქოლგიანი კამა 2 ლიტრიანი ქილისათვის

5 დაფნის ფოთოლი

მომზადების წესები :

წიწაკა მაგიდაზე გაშლილად დავაწყოთ და 2-3 დღე გავაჩეროთ,რომ შეჭკნეს.

შემჭკნარი წიწაკები გავრეცხოთ,  ჩანგლით დავჩხვლიტოთ  ან ბოლოები ჩავუჭრათ,ყუნწები ცოტათი წავაჭრათ და ფენა-  ფენა ჩავაწყოთ ქილებში,ფენებს შორის ჩავაყოლოთ კამა,დაფნის ფოთოლი ,სიმინდის ფუჩეჩი.

ცივ წყალში გავხსნათ არაიოდიზირებული მარილი და სითხით შევავსოთ წიწაკით სავსე ქილები,დავადოთ სიმძიმე ,დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 10 დღე.

მე-11 დღეს წიწაკები დავაწყოთ თუშფალანგზე,დავწრიტოთ,წყალი გადავღვაროთ და იგივე წესით მოვამზადოთ ახალი მარილწყალი.

დაწრეტილი წიწაკები ნაზად ჩავტკეპნოთ ქილებში,რომ არ გაიხეს,დავასხათ მარილწყალი ,ზემოდან მოვასხათ 1 სუფრის კოვზი გადადუღებული  ძმარი ან მოვაყაროთ  ცოტა ლიმონმჟავა,დავაფაროთ სიმინდის ფუჩეჩი და დავაფაროთ პლასტმასის თავსახური.

ცალკე გადავინახოთ მარილწყალი,,რადგანაც წიწაკები დაიწევს და ამ სითხით შევავსებთ სიცარიელეს.ამავე დროს ს თავიდან ავიშორებთ წიწაკის  ზედა ფენის გაშავებას

 

 

 

შინ გამომცხვარი ოთხკუთხა , ” კირპიჩი ” პურის მომზადების ტექნოლოგია – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

200 გრ.პირველი ხარისხის ფქვილი

200 გრ.უმაღლესი ხარისხის ფქვილი

260 მლ.წყალი

1 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჩაი კოვზი საფუარი

1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ორივე ხარისხის ფქვილი შევურიოთ და  გავცრათ.

ფქვილს შევურევთ მარილს და საფუარს.

მომზადებულ ფქვილს  დავასხათ წყალი და ზეთი ,მოვზილოთ მკვრივი  ცომი.

ცომი გადმოვიტანოთ  მაგიდაზე და ვზილოთ.

ხელით მოზელვა აუცილებელია ,მასიდან ზედმეტი ჰაერის გამოსადევნათ რომ ცხობის დროს პურს ზედაპირი გახდეს ერთგვაროვანი.

მოზელილი ცომი დავაყენოთ თბილ ადგილას 3 საათი ასაფუებლად,გადავზილოთ,ჩავდოთ ოთხკუთხა ფორმაში( ზეთი მოვუსვათ) ,დავაცადოთ აფუება და 40-45 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.ცხობის დროს ღუმელის კარები არ გამოვაღოთ.