სრულიად განსხვავებული ტორტი ”კარპატკა ” პოლონური დესერტი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

გაგრძელება …..

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.გადავიტანოთ ცომი კოვზით ან საკონდიტრო შპრიცით და გადავანაწილოთ ისე,რომ ზედაპირი იყოს უსწორმასწორო.ტორტის ზედაპირი რაც მეტად არეულია,მით მეტი ლამაზი გამოდის.

გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 35 წუთი.

მოვამზადოთ მოხარშული კრემი ნაღების კარაქით.

გამომცხვარი ფირიფტა გავჭრათ შუაზე,ერთ ფენას წავუსვათ სქლად კრემი,დავაფაროთ მეორე ფენა დამოვაყაროთ შაქრის პუდრა.

თუ გვაქვს პატარა ფორმა გამოვაცხოთ ორი ბისკვიტი.

ვარიაციები;

ტორტი კარპატკა შეგვიძლია მოვამზადოთ კარამელის,მარწყვის ,ფორთოხლის ან ჟოლოს კრემით.

ასევე გავაფორმოთ  ხილით(ალუბალი,მარწყვი,მოცხარი,კენკრა).