კარტოფილის კნედლიკები სოკოთი და ღორის ცხიმით – ჩეხური სამზარეულო

ინგრედიენტები :

400 გრ.კარტოფილი

200 გრ.სოკო

200 გრ.ღორის ხორცი მკერდის ნაწილი

75 გრ.ცხიმი  ( ე.წ. “სალა “)

1 კვერცხი

2 თავი ხახვი

2 მჟავე კიტრი

ოხრახურში

კამა

50 გრ.ფქვილი

2 გრ. შავი დაფქული წიწაკა

2 დაფნის ფოთოლი

2 შავი წიწაკის მარცვალი

15 გრ.მარილი

1გრ. დაფქული მუსკატის კაკალი

1ლიმონი

50 მლ.წყალი

მომზადების წესები :

ცხიმი, ერთი თავი ხახვი ,სოკო დავჭრათ ოთხკუთხედებად.

ტაფაზე გავადნოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხახვი სოკოსთან ერთად. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

კართოფილი გავთალოთ და სახეხზე გავხეხოთ.ასევე გავხეხოთ ერთი თავი ხახვი.კარტოფილი და ხახვი  ერთად გავწუროთ მარლაში. სითხე  პატარა თასით შევინახოთ.სახამებელი ფსკერზე დაილექება.

გაწურულ მასას დავუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი,ერთი კვერცხი,ნახ,ჩ.კოვზი მარილი,მუსკატის კაკალი და კარგად მოვურიოთ.შემდეგ ვუმატებთ შენახულ სითხეს,დალექილი სახამებელი არ შევურიოთ.

ფქვილი დავყაროთ მაგიდაზე.ხელები ზეთით  დავიმუშაოთ და მოვამზადოთ კნედლიკები.ავიღოთ ცომის ბურთულა,გავაბრტყელოთ ხელის გულზე,ერთი ჩაის კოვზი გულსართი დავდოთ ცენტრში და გუნდა შევკრათ.გულსართი ბურთულის შიგნით მოვაქციოთ.კნედლიკები ამოვსვაროთ ფქვილში.

დაახლოებით სამი ლიტრა წყალი ავადუღოთ ,ჩავდოთ დაფნის ფოთოლი,ჩავყაროთ მარილი და შავი წიწაკის მარცვლები.მოვხარშოთ ბურთულები 10 წუთის განმავლობაში. მოხარშული კნედლიკები დავწრიტოთ.

200 გრ.ღორის ხორცი დავჭრათ წვრილად და ტაფაზე შევწვათ.ცალკე გადმოვიღოთ ხორცი და მისივე ცხიმში შევწვათ მოხარშული კნედლიკები.

დავჭრათ კამა და მჟავე კიტრი.

თეფშზე გადმოვიღოთ კნედლიკები და ხორცი ,მოვაყაროთ მჟავე კიტრი და კამა.

 

 

 

 

 

 

 

 

ბროწეულის წვენის მარინადი მწვადისათვის

ინგრედიენტები :

2 კგ.ღორის სამწვადე ხორცის ნაჭრები

700 მლ.ბროწეულის წვენი

5 თეთრი ხახვი

2 ს.კოვზი ზეთი

30 გ.ხმელი სუნელები ან როზმარინი

ქინძის მარცვლები

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

სამწვადე ნაჭრებს (საშუალოდ დაჭრილი) დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი,მოვაყაროთ მარილი,  წიწაკა, დავასხათ ბროწეულის წვენი და მოვახათ ზეთი,დავაფაროთ თეფში,დავადოთ სიმძიმე . ხორცი ბოლომდე უნდა დაიფაროწ წვენში, გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ 1 დღე მაცივარში დასამარინადებლად.ხორცი ავაგოთ შამგურზე და შევწვათ  ნაკვერჩხალში.

 

მოსკოვური სალათი

ინგრედიენტები :

400 გრ.შებოლილი ძეხვი

4 კვერცხი

2 სტაფილო

200 გრ. ბარდა

6 კარტოფილი

6-7  მჟავე კიტრი

200 გრ.მაიონეზი

1 მწვანე ვაშლი

100 გრ.დატეხილი ნიგოზი სურვილისამებრ

მწვანე ხახვი სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი,კვერცხი,სტაფილო მოვხარშოთ და კუბებად დავჭრათ.

შებოლილი ძეხვი კუბებად დავჭრათ.

მწვანი დავჭრათ წვრილად.

მწვანე ვაშლი გავხეხოთ.

თასში ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და დავუმატოთ მაიონეზი.უგემრიელესი სალათი მზად არის!

რჩევა:ზოგიერთი დიასახლისი უმატებს მოშუშულ ქამა სოკოს და უცხო სუნელს.გემოს გასამძაფრებლად,  1ერთი კბილი ნიორი ჩაახეხეთ.

 

 

საახალწლო ტორტის თაგვის ვიდეო რეცეპტი – განასკუთრებული სუფრისათვის

ტორტი “თაგვი” გავაფორმოთ ცილოვანი მოხარშული კრემით.

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

ვანილი

0,5 ჩ.კოვზი ლიმონმჟავა

 

მომზადების წესები :

მშრალ,სუფთა მომინანქრებულ თასში კვერცხის  ცილისა და შაქრისაგან გავაკეთოთ ბეზე.თასი შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე ( წყალი აუცილებლად უნდა დუღდეს) ისე,რომ ძირი არ ეხებოდეს მდუღარე წყალს. გავაგრძელოთ თქვეფა 10-15  წუთი.როგორც კი მიქსერის ჯოხებით ამოყვანილ კრემში ფიგურები დაიხატება,კიდევ ვთქვიფავთ 3-4 წუთი და გადმოვდგათ.

კრემს შევურიოთ სხვადასხვა ფერის საღებავები და შევუდგეთ შემოქმედებით მუშაობას.

 

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ფრთები – მექსიკური სამზარეულო.

ინგრედიენტები :

9 ქათმის ფრთა

1 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

2 პამიდორი

1 მწვანე ბულგარული წიწაკა

1 ფორთოხალი

1 მწარე წითელი წიწაკა

200 მლ.თეთრი მშრალი ღვინო

1 ჩ.კოვზი პაპრიკა

0,5 შავი წიწაკის მარცვლები

1 ს.კოვზი სოიოს სოუსი

ს.კოვზი ზეთი.

მომზადების წესები :

ქათმის ფრთები გავრეცხოთ,გავასუფთავოთ,ბოლო ფალანგი მოვაჭრათ.აუცილებლად შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით და ხის ჩხირით ჩავჩხვლიტოთ რამოდენიმე ადგილას.

1 ცალი პამიდორი და ბულგარული დავჭრათ წვრილად,მოვასხათ ფორთოხლის წვენი, ღვინო,სოიოს სოუსი,ზეთი,დავუმატოთ სანელებლები, გახეხილი ნიორი,ჩავწყოთ შიგნით გასუფთავებული ,გარეცხილი ქათმის ფრთები,გადავაფაროთ პლასტიკი და მაცივარში მოვათვსოთ 6-7 საათი დასამარინადებლად.

1 თავი ხახვი და 1 ცალი პამიდორი დავჭრათ ალყა-ალყად.

ღუმელის ტაფას მოვუსვათ ზეთი.ერთ ფენად   დავალაგოთ ხახვი,შემდეგ ზემოდან პამიდვრის ნაჭრები დავაწყოთ ,ბოლოს  დავალაგოთ დამარინადებული ქათმის ფრთები,გადავაფაროთ ფოლგა და 15 წუთი 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. შემდეგ  ფოლგა მოვაშოროთ,ზემოდან წავუსვათ მარინადი და კიდევ 5 წუთი გამოვაცხოთ.

შემწვარი ქათმის ფრთები ლუდის კლიარში.

ინგრედიენტები :

1 კგ.ქათმის ფრთები

ინგრედიენტები მარინადისათვის:

1,5 ჭიქა მაწონი

1,5 -2 ჩ. კოვზი მარილი

2 კბილი ნიორი

1/5 ჩ.კოვზი  შავი დაფქული  წიწაკა

ინგრედიენტები კლიარისათვის:

100 მლ.ლუდი

2 კვერცხი

მარილი გემოვნებით

5-6 ს.კოვზი ფქვილი

მომზადების წესები :

ქათმის ფრთები გავრეცხოთ, ქაღალდის ხელსახოცებით გავამშრალოთ.

ქათმის ფრთები დავყაოთ სამ ნაწილად.ბოლო ფალანგები  ცალკე შევინახოთ ბულიონის მოსამზადებლად.

თითოეული ნაწილის კანი ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილას ჩავშხვლიტოთ.

თასში ჩავასხათ მაწონი,დავუმატოტ დაჭყლეტილი ნიორი,მარილი და შავი წიწაკის მარცვლები.ჩავაწყოთ შიგნით ქათმის ფრთები ,გადავაფაროთ პლასტიკი და 6-7 საათი გავაჩეროთ მაცივარში.

კლიარის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ.მივიღებთ თხელ ცომს.

ქათმის ფრთები გამოვიღოთ მაცივრიდან,გადავავლოთ წყალი და აუცილებლად გავამშრალოთ,რომ კარგად ამოისვაროს კლიარში.

კლიარი რომ კარგად გაჩერდეს ფრთებზე, მოვაყაროთ სახამებელი  ორივე მხრიდანდა ამის შემდეგ ფრთები  ამოვსვაროთ  კლიარში.

ავიღოთ ტაფა და ნახევრამდე ავავსოთ ზეთით.ადუღებულ ზეთში ჩავაწყოთ კლიარში ამოსვრილი ფრთები და  დაახლოებით 15 წუთი შევწვათ.შემწვარი ფრთები დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე.

 

მჭადის კლასიკური და არატრადიციული რეცეპტი

ინგრედიენტები :

350-400 გრ.ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

1 ჭიქა ცივი წყალი(შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მეტი ,ფქვილს გააჩნია)

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი,დავასხათ ცივი წყალი და მოვზილოთ მჭადის ცომი.ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ ნახევარი საათი დავასვენოთ.სველი ხელებით ამოვიღოთ გუნდები,გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ან ღუმელში ან ბლომად ზეთმოსხმულ ტაფაზე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი მჭადს ზელს ხელისთვის გასაძლისად ცხელ წყალში.მჭადი შეგვიძლია მოვზილოთ ბორჯომში.

ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება ნიგვზიანი ბადრიჯანი .

მჭადი ქინძით.მეორე ვარიაცია

300 გრ.მჭადის ფქვილი

1 პატარა კონა ქინძი

ცოტა მარილი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი,დავასხათ წყალი,მოვზილოთ ცომი.ცომი ვზილოთ დიდხანს და აუცილებლად დავასვენოთ ნახევარი საათი.

ცომი დავყოთ გუნდებად და გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაში.

მჭადი ტარხუნით. მესამე ვარიაცია

400 გრ.მჭადის ფქვილი

1 კონა ტარხუნა

ცოტა მარილი

წყალი, რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესები :

ტარხუნის ღეროებს მოვაშოროთ ფოთლები და ძალიან წვრილად დავჭრათ.

ფქვილს შევურიოთ მარილი,დაჭრილი ტარხუნის ფოთლები,დავასხათ წყალი და მოვზილოთ.გამოცხობის წესი იგივეა.ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება პრასის , კეჟერა და წითელი ფხალი.

 

 

 

კარტოფილის რიოშტები – შვეიცარული სამზარეულო

ინგრედიენტები :

500 გრ.კარტოფილი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ხაჭო

40 მლ.რძე

400 გრ.თევზის ფილე

2-3 ტოტი მწვანე ხახვი

1 ლიმონი

40 მლ.ზეთი

10 გრ.მარილი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :

თევზის ფილე ოთხკუთხედებად დავჭრათ და ზეთში შევწვათ.

კარტოფილი გავრეცხოთ ,გავთალოთ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.,მოვასხათ ლიმონის წვენი,რომ არ გამუქდეს,მოვაყაროთ ნახ.ჩ.კოვზი მარილი.გახეხილი კარტოფილი მარლაში გავწუროთ,ზედმეტი სითხის მოსაშორებლად.

ავიღოთ მეორე ტაფა,გავადნოთ კარაქი.

გაწურულ კარტოფილს შევურიოთ გამდნარი კარაქი და შავი დაფქული წიწაკა.

კარაქიან ტაფაზე დავახათ ზეთი და დავდოთ 2 ს.კოვზი კარტოფილი.კოვზით გავაბრტყელოთ თხლად და გამოვაცხოთ კარტოფილის ბლინჩიკები.კარტოფილის ბლინჩიკები შევწვათ ორივე მხრიდან 3-3 წუთი.

მოვამაზდოთ გულსართი:მწვანე ხახვი დავჭრათ,ხაჭოს შევურიოთ რძე და მსუბუქად  კოვზით გავსრისოთ,დავუმატოთ ნახ.ჩ.კოვზი მარილი და შემწვარი თევზი.

კარტოფილის ბლინის ნახევარზე მოვათავსოთ 1 ს.კოვზი გულსართი,მეორე ნახევარი გადმოვკეცოთ,შევახვიოთ სალათის ფურცლებში და მივირთვათ გემრიელად.

 

 

 

 

ბლინის კალათები

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

200 მლ.რძე

1 ს.კოვზი შაქარი

5 გრ.მარილი

1 ჭიქა ( 160 გრ.) ფქვილი

 

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით მოვამზადოთ ბლინების ცომი და გამოვაცხოთ.

ბლინი დავდოთ გადაბრუნებულ მინის ქილაზე და 180 გრადუსზე 10 წუთი  შევდოთ ღუმელში გამოსაშრობად.ბლინი მიიღებს კალათის ფორმას და მასში ჩავდოთ ჩვენთვის სასურველი სალათი.

 

 

 

კარტოფილის სალათი ქათმის ფილეთი და ანანასით

ინგრედიენტები :

500 გრ.კარტოფილი

100 გრ.კონსერვირებული ანანასი

1 ლიმონი

250 გრ.ქათმის ფილე

120 მლ.არაჟანი

50 გრ.ნიგოზი

40 მლ.ზეთი

სალათის ფურცლები

12 გრ.ქარი

3 გრ.კურკუმა

1 ნივრის კბილი

1 პატარა კონა ქინძი

1 დაფნის ფოთოლი 10 გრ.მარილი

მომზადების წესები :

გარეცხილი კარტოფილი მუნდირიანად დავჭრათ 8 ნაწილად.

კარტოფილის ნაჭრები ჩავყაროთ თასში ,მოვასხათ ზეთი,1 ს.კოვზი ლიმონის წვენი,მოვაყაროთ  ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა,ნახევარი ჩაის კოვზი მარილი,კარგად ავურიოთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავყაროთ კარტოფილის ნაჭრები და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში.

ფოლგაში შევახვიოთ ქათმის ფილე და 1 დაფნის ფოთოლი,შევდოთ ღუმელში და შევწვათ.

1 ნივრის კბილი,6 ს,კოვზი არაჟანი,1 კონა ქინძი,1 ს.კოვზი ლიმონის წვენი,ნახევარი ჩ.კოვზი ქარი,ნახევარი ჩ.კოვზი მარილი დავაბლენდეროთ.

ქათმის ფილე და ანანასის რგოლები დავჭრათ ოთხკუთხედებად.

შემწვარი კარტოფილის ნაჭრები, დაჭრილი ქათმის ფილე,ანანასის რგოლები  ჩავყაროთ თასში,მოვასხათ სოუსი და მოვურიოთ.

ბლინისაგან მომზადებულ თასებში ჩავაფინოთ სალათის ფურცელი ,ჩავდოთ სალათა,დაახლოებით 3-4 კოვზი და მოვაყაროთ დატეხილი ნიგოზი.

სულ ესაა,გემრიელად მიირთვით!