იხვი შინდის ჩურჩით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1,5-2 კგ. იხვი

400 გრ.ხახვი

1 ჭიქა   შინდის ჩურჩა

ნახევარი კონა ქინძი

ნახევარი კონა ოხრახურში

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

იხვი დავჭრათ ნაჭრებად,ჩავაწროთ ქვაბში,დავასხათ მდუღარე წყალი და თავმოხდილი  ქვაბი  მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ.როგორც კი ქაფი წარმოიქმნება,ცეცხლს დავუწიოთ,ქაფი მოვხადოთ,ქვაბს თავზე დავახუროთ და ვხარშოთ 1-1,5 სთ,შიგადაშიგ ჩავამატოთ მდუღარე წყალი.

შინდის ჩურჩას დავასხათ თბილი წყალი და დავალბოთ.

იხვისგან მომზადებული სხვა კერძების რეცეპტები.

ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად,მწვანილი კი წვრილად.

ხახვი,წვრილად დაჭრილი მწვანილი,  გაწურული შინდის ჩურჩა ,მარილი, წიწაკა დავუმატოთ იხვს და ვშუშოთ კიდევ 15 წუთი.არომატული იხვი შინდით მზადაა!

 

იხვის რიეტი( პაშტეტი )- ფრანგული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 იხვი

1 ფორთოხალი

3 ტოტი ქონდარი

1 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა

2 ფოთოლი დაფნა

მარილი გემოვნებით

1,5 ს.კოვზი კონიაკი

 

მომზადების წესები :

იხვს მოვაშოროთ კანი და ცხიმი,დავჭრათ ძალიან წვრილად და ალუმინის ქვაბში ერთად ჩავყაროთ.კანი ცხიმში მოვშუშოთ. კანი ამოვიღოთ .

ცალკე ფორმაში ჩავდოთ იხვის ფეხები,ფრთები,კისერი,დავასხათ 250 მლ წყალი(ან ნახარში),ჩავდოთ დაფნის ფოთოლი,ქონდარის ტოტები,მოვასხათ კონიაკი,1/3 გამდნარი ცხიმი  ,გადავაფაროთ ფოლგა  და შევდოთ ღუმელში   1 საათი გამოსაცხობად.

 

იხვისგან მომზადებული კერძების  რეცეპტები.

მომზადებულ ხორცს მოვაშოროთ ძვლები,დავყოთ ბოჭკოებად,მოვასხათ დარჩენილი ცხიმის ნახევარი,მარილი და წიწაკა მოვაყაროთ, გადავანაწილოთ ფორმებში,კოვზით ჩავტკეპნოთ,ზემოდან მოვასხათ ცხიმი.

 

 

 

იხვის მწვადი

ინგრედიენტები :

400 გრ.იხვის ფილე

1 ფორთოხალი

10 გრ.მარილი

1 ხახვი

5 გრ.შავი დაფქული წიწაკა

1 ჩილი

9 სოკო შამპინიონი

20 გრ.ხმელი ბაზილიკი

20 მლ.ზეითუნის ზეთი

 

მომზადების წეები :

ხახვი გავფცქვნათ  და სახეხზე გავხეხოთ.

იხვის ფილე დავჭრათ,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ჩილი ,მარილი, ცოტა შავი წიწაკა,მოვასხათ ლიმონის წვენი , ზეთი,მოვასხათ ხახვის წვენი,წავუსვათ გახეხილი ხახვი  და ნახევარი საათი შევდოთ მაცივარში დასამარინადებლად.

შამპინიონს მოვაყაროთ მარილი და ბაზილიკი.

ხის ჯოხებზე წამოვაცვათ იხვის ხორცი და სოკო.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ფოლგა ,დავალაგოთ  დამარილებული ღორის ქონის(ლორი) ნაჭრები,ზემოდან დავდოთ ბადე და დავაწყოთ მწვადის ნაჭრები.

იხვის მწვადის შეწვისას გამოიყოფა  დიდი რაოდენობის ცხიმი და დაეწვეთება ლორს,ამით თავიდან ავიცილებთ ღუმელის გაფუჭებას და ცუდ სუნის წარმოქმნას.

იხვისგან მომზადებული კერძების რეცეპტები.

შევწვათ მწვადი 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

სადღესასწაულო იხვი

ინგრედიენტები :

იხვი

4-5 კბილი ნიორი

1 ცალი ვაშლი

1 ცალი მანდარინი

1 ცალი ფორთოხალი

როზმარინი

ქონდარი

შავი პილპილი

1- 2  ჩ.კოვზი გახეხილი ჯინჯერი

ზეითუნის ზეთი

2  სუფრის კოვზი თაფლი

2  სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

მომზადების წესები :

გარეცხილ და გამშრალებულ იხვს წავუსვით ფორთოხლის ახლადგამოწურული  წვენი,ქერქებთან ერთად დავტოვოთ რამოდენიმე საათი(უმჯობესია, თუ ამას  წინა საღამოს გააკეთებთ)

როზმარინი,ქონდარი, 2 ჩ.კოვზი გახეხილი ჯინჯერი,ნიორი ერთად დავნაყოთ ,შევურიოთ მარილი ,ზეითუნის ზეთი,შავი პილპილი და იხვს  კარგად შევაზილოთ .

იხვისგან მომზადებული კერძების რეცეპტები.

იხვი გამოვტენოთ დაჭრილი ვაშლითა და მანდარინით,გავახვიოთ ფოლგაში და შევდგათ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში .შეწვამდე რამოდენიმე წუთით ადრე გამოვიღოთ გაზქურიდან, ამოვიღოთ ფოლგიდან,წავუსვათ თაფლისა და სოიოს ნარევი , ისევ დავაბრუნოთ გაზქურაში.ასე გავიმეოროთ 2-ჯერ,სანამ იხვი ოქროსფერს მიიღებს.

 

 

იხვის ჩაშუშული – გურული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 იხვი

100 გრ.ნიგოზი

3-4 კბილი ნიორი

1 ჩ.კოვზი ხმელი  ქინძი

1 კონა ნედლი ქინძი

1 ჩ.კოვზი ზაფრანა

წყალი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ერთად დავნაყოთ ნიორი,ნიგოზი,წიწაკა,მარილი.ზაფრანა,ხმელი ქინძი და გავხსნათ წყალში.

გარეცხილი,გასუფთავებული  იხვი დავჭრათ ნაჭრებად,ჩავაწყოთ ქვაბში,დავასხათ ნიგვზიანი მასა,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ჩავშუშოთ,ისე რომ წყალი არ ამოშრეს.იხვი თავისივე ცხიმში უნდა ჩაიხარშოს.

იხვისგან მომზადებუ,ი კერძების რეცეპტები.

კერძს სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

 

ვარდის ფორმის ხაჭოს ვატრუშკები – რუსული სამზარეულო

ინგრდიენტები :

700 გრ.ფქვილი

300 მლ.რძე

3 კვერცხი

4 ჩ.კოვზი საფუარი

40 გრ.კარაქი ან მარგარინი

2 ს.კოვზი შაქარი

მარილი მწიკვი

გულსართი:

1 კვერცხის გული

600 გრ.ხაჭო

1 ჭიქა ქიშმიში

გულსართში შესარევად:

1 – 2 შაქრის ნატეხი

4-5 წვეთი ვარდის ესენცია(ზეთი კულინარიული)

1 ნატეხ შაქარს დავაწვეთოთ 5-6 წვეთი ვარდის ესენცია,შევაშროთ და დავფქვათ.

1 ჭიქა შაქარს შევურიოთ 1 ჩ.კოვზი არომატიზირებული დაფქული შაქარი.

ზემოდან წასასმელად:

1 კვერცხის გული

1 ს.კოვზი რძე

მომზადების წესები :

თბილ რძეს დავუმატოთ შაქარი,საფუარი და მარილი.15 წუთის შემდეგ,როცა საფუარი გააქტიურდება,დავუმატოთ ფქვილი და კვერცხი.

მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, გავაგრილოთ ოთახის ტემპარატურაზე და შევურიოთ ცომს.

ცომში ჩავარჭოთ ზეთში ამოსვილი მაკარონები ,გადავაფაროთ თავზე და დაველოდოთ ამოსვლას.ცომის მოცულობა უნდა გაიზარდოს 2-3 -ჯერ.

ცომი ჩავზილოთ 3- ჯერ,ყოველ ნახევარ საათში .

გულსართის მომზადება:

ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი ,გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი,

წყალი გადავასხათ,ქიშმიში კი შევაშროთ ქაღალდის ხელსახოცზე.

ხაჭო გავატაროთ საცერში,შევურიოთ ქიშმიში, 2 ჭიქა შაქარი ( შერეული ვარდის არომატი),კვერცხის გული.

ცომი დავყოთ 16-18 მაწილად .მოვამზადოთ 70-80 გრამიანი გუნდები.

მოვამზადოთ ვარდები ისე,როგორც სურათზე არის ნაჩვენები.

 

ბულკებს მოვუსვათ კვერცხის გულში შერეული რძე და გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით

25-35 წუთი.გავაგრილოთ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

“ვატრუშკები ”ალუბლით და შტრეიზელით

ინგრდიენტები :

360 გრ.ფქვილი

190 მლ.რძე

3 ს.კოვზი შაქარი

3 კვერცხი+ 1კვერცხის გული

1/4 ჩ.კოვზი მარილი

60 გრ.ნაღების კარაქი

4 გრ.საფუარი

გულსართი:

1 კვერცხის გული

250 გრ.ხაჭო

1 ჭიქა ქიშმიში

4 გრ.შაქრიანი ვანილი

3-4 ს.კოვზი შაქარი

30 გრ.ნაღების კარაქი

გულსართზე ზემოდან დასადებად:

70 გრ.ალუბალი

0,5 ს კოვზი სახამებელი

ზემოდან მოსაცხებად:

0,5 ს.კოვზი რძე

1 კვერცხი.

შტრეიზელი :

50 გრ.ფქვილი

30 გრ.კარაქი

2,5 ს.კოვზი შაქარი

4 გრ.ვანილიანი შაქარი

მომზადების წესები :

თბილ რძეს დავუმატოთ1 ს.კოვზი შაქარი,საფუარი. 15 წუთის შემდეგ საფუარი გააქტიურდება.

მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში, გავაგრილოთ ოთახის ტემპარატურაზე.

ფქვილში შევურიოთ დარჩენილი შაქარი და მარილი,გავაკეთოთ ჩაღრმავება,ჩავასხათ გააქტიურებული საფუარი,დავუმატოთ კვერცხი და კვერცხის გული,მოვზილოთ ცომი .

ცომს შევაზილოთ გამდნარი მარგარინი.მივიღებთ თხელ ცომს.

თუ გვინდა ფუნთუშები ფუმფულა გამოგვივიდეს ფქვილი არ დავუმატოთ.

ცომი ვზილოთ 5-10 წუთი და დაველოდოთ ამოსვლას.

შტრეიზელის (კროშკა) მომზადება:

ფქვილში შევურიოთ შაქარი,ვანილიანი შაქარი და ცივი ნაღების კარაქი,ავაფხვიეროთ ხელით.

ალუბალი დავკურკოთ,წვენი გადავწუროთ და მოვაყაროთ სახამებელი.

გულსართის მომზადება:

საცერში გატარებული ხაჭო , 2 ჭიქა შაქარი ( შერეული ვარდის არომატი),კვერცხის გული,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული ნაღების კარაქი .

ცომი დავყოთ 16-18 მაწილად .მოვამზადოთ 70-80 გრამიანი გუნდები.

გუნდები დავალაგოთ ღუმლის ტაფაზე( დაფენილია ქაღალდი),გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ამოფუებამდე. ჭიქის ძირს მოვუსვათ ზეთი და ცომის ბურთულებს გავუკეთოთ ჩაღრმავება.

მოვათავსოთ 1 ს.კოვზი გულსართი,ზემოდან ალუბალი დავაწყოთ ,წავუსვათ გათქვეფილ კვერცხში შერეული რძე,ზემოდან მოვაყაროთ შტრეიზელი.

ვატრუშკები გამოვაცხოთ 190 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25 წუთი.

ვატრუშკები უსაფუარო ცომით

ინგრედიენტები 12 ულუფისათვის:

3 ჭიქა ფქვილი
250 მლ.არაჟანი
2 კვერცხი
1/2 ჩაის კოვზი სოდა
1 სუფრის კოვზი შაქარი
3 ს კოვზი ნაღების კარაქი
მარილი
გულსართისათვის:

500 გრ.ხაჭო
1 კვერცხის გული
3-4 ს.კოვზი შაქარი
1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
1/2 ჭიქა ქიშმიში
მარილი
1 კვერცხი გული ზემოდან წასასმელად

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ ,ჩავყაროთ თასში,გავუკეთოთ ჩაღრმავება.

ღრმულში ჩავყაროთ სოდა, შაქარი,მარილიჩავდოთ კვერცხი,არაჟანი და მოვზილოთ ცომი.

ცომს შევაზილოთ კარაქი.თუ ცომი ცოტა მშრალი გამოგვივა,შესაძლებელია დავუმაოთ არაჟანი ან რძე.

ცომს ტილო გადავაფაროთ და გავაჩეროთ 1 საათი.

მოვამზადოთ გულსართი:

ხაჭოს შევურიოთ შაქარი,კვერცხის გული,წინასწარ გარეცხილი და დარბილებული ქიშმიში,შაქრიანი ვანილი.

ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად, დავალაგოთ ღუმელის ქაღალდდაფენილ ტაფაზე,თითოეულს გავუკეთოთ ჩაღრმავება.

ჩაღრმავებაში ჩავდოთ გულსართი,გადავუსვათ კვერცხის გული და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი.

თაფლის ტორტი ”ფიჭა” ალუბლით

ინგრედიენტები:

ფირფიტები:

ფქვილი – 430 გრ

კვერცხი – 3 ცალი

შაქარი – 150 გრ

თაფლი – 100 გრ.

ნაღების კარაქი – 100 გრ

სოდა -2 გრ

გამაფხვიერებელი-4 გრ

დაკურკული ალუბალი -800 გრ

კრემი: არაჟანი 30 % 700 გრ.

შაქარი – 150 გრ

შაქრიანი ვანილი- 10 გრ

მინანქარი:

შაქარი – 180 გრ

კაკაო – 60 გრ

ნაღები 20 % – 160 გრ

წყალი:

მინანქრისათვის- 80 მლ

ჟელატინის დასალბობად – 40 გრ

ჟელატინი- 8 გრ

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად,დავუმატოთ თაფლი და ორთქლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან,შევურიოთ სოდა და ცხელშივე გავადნოთ კარაქი,დავუმატოთ ფქვილი,მოვზილოთ ცომი.

ცომს გადავაფაროთ პლასტიკი, შევდოთ მაცივარში 1 საათი და შემდეგ გავყოთ 3 ნაწილად.

ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზონრებად,სიგრძეზე დავალაგოთ ალუბლები და კიდეები შევაწებოთ.

26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი ქაღალდზე და გვარდებზე,ჩავდოთ ცომის ალუბლიანი ზონრები

ფორმაში,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.გამოვაცხოთ 3 ასეთი ფირფიტა.

არაჟანში ჩავყაროთ შაქარი და შაქრიანი ვანილი,ავთქვიფოთ მიქსერით.

ფირფიტებს შორის ,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ არაჟნის კრემი.შევდოთ მაცივარში 6 საათი.

ჟელატინს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ ასაფუებლად.შაქარი,კაკაოს ფხვნილი,წყალი,ნაღები შევურიოთ ერთმანეთს,მოვადუღოთ,

ცხელშივე ჩავდოთ აფუებული ჟელატინი და გადავასხათ ტორტს.

იტალიური ბისკოტები ნუშით,ალუბლითა და თეთრი შოკოლადით

ინგრედიენტები :

150 გრ.ნუშის ფქვილი

100 გრ.ხორბლის ფქვილი

3 კვერცხი

120 გრ.კარაქი

80 გრ.ალუბლის ჩირი

შაქრის ფხვნილი

200 გრ.თეთრი შოკოლადი

თეთრი შოკოლადი დავჭრათ.

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში,ჩავახეხოთ ცივი კარაქი,დავუმატოთ კვერცხი,მოვზილოთ ცომი.

ცომს შევურიოთ ალუბლის ჩირი,თეთრი შოკოლადი,გავყოთ 3 ნაწილად,გავიყვანოთ ისე,როგორც ეს ვიდეოში არის ნაჩვენები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

ბისკოტო ცხელივე დავჭრათ და ოდნავ თბილს მოვაყაროთ შაქრის პუდრა