244390318_898762877406992_9166019163613074973_n
5/5

ნაპოლეონი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 ჭიქა თბილი წყალი

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

1 ს.კოვზი ზეთი

1 ს.კოვზი სპირტი

1 ს.კოვზი ძმარი

250 გრ.მარგარინი

3 ჩ.ჭიქა ფქვილი

კრემი :

1ლიტრი რძე

300გრ.შაქარი

300 გრ.დარბილებული კარაქი

4 კვერცხის გული

50 გრ. ფქვილი

50გრ.სიმინდის სახამებელი

ვანილი

მომზადების წესები :

თბილ წყალში ჩანგლით ავთქვიფოთ კვერცხი ,ჩავუმატოთ მარილი,ძმარი,ზეთი ,სპირტი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ,გადავკეცოთ 4-ად კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში 1 საათი საყინულესთან ახლოს. ეს ეტაპი არ გამოვტოვოთ.

მარგარინი უნდა იყოს დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე და იგი გავყოთ 5 ნაწილად.

მაცივრიდან გამოვიღოთ ცომი და გავაბრტყელოთ 1,5 სმ-ის სისქის ოთხკუთხედად.

ხელში მოვჭყლიტოთ მარგარინის 1 ნაწილი და ხელით თანაბრად წავუსვათ ცომს მთელ ზედაპირზე.

ისევ გადავკეცოთ კონვერტისებურად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ასეთვე პროცედურას კიდევ გავიმეორებთ 4-ჯერ და ბოლოს მაცივარში შევდებ მინიმუმ 2 საათი.

ცომს გავყოფ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ფირფიტის ზომაზე.

ფენოვანი ცომი ცხვება 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

თავდაპირველად გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე,როგორც კი ცომი ამოფუვდება,ტემპერატურას დავუწიოთ და ვაცადოთ გამოცხობა.

კრემი :

0,5 ლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხის გული და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ ფქვილი და სახამებელი.

მიღებული მასა კარგად გავხსნათ მორჩენილ 500 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება. კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

გამომცხვარ ფირფიტებს გვერდები ფრთხილად ჩამოვაჭრათ და დავფჩხვნათ.

ფირფიტებს შორის,ზემოდან და გვერდებზე ნამცხვარს წავუსვათ კრემი და

ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები.

რეცეპტის ავტორი და კონკურსანტი ლიანა ანგელოვა

4+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here