სამარხვო ბადრიჯნის კატლეტები

ინგრედიენტები :

500 გრ.ბადრიჯანი

2 პამიდორი

3 კბილი ნიორი

1 ხახვი

3 ტოტი  კამა

3 ტოტი ქინძი

2-3 ს.კოვზი ფქვილი

40 გრ.ზეთი

150 გრ.საფანელი

3 გრ.ორეგანო

მარილი,შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ფოლგა,დავდოთ გარეცხილი,რამიდენიმე ადგილას ჩასერილი ბადრიჯანი და  200 – 220  გრადუსზე შევწვათ 20-25 წუთი.

ბადრიჯანი გავაგრილთ,კანი გავაცალოთ და დავჭრათ წვრილად .

კანგავლილი პამიდორი,ხახვი,ნიორი დავაბლენდეროთ და საწურზე გავწუროთ.

წვრილად დავჭრათ მწვანილები.

დაბლენდერებული პამიდორი,ბადრიჯანი,მწვანილები,ორეგანო,მარილი,წიწაკა,პურის ფქვილი  შევურიოთ ერთმანეთში .

კატლეტები ამოვსვაროთ საფანელში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან.

ტორტი ” ოტელო ”

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

200 გრ.ნაღების კარაქი

500 მლ. მაწონი

400 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი კაკაო

600 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ( სავსე)

კრემი:

400 გრ.კარაქი

2 ქილა შესქელებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები  ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ გაზზე გამდნარი  და გაგრილებული კარაქი ,მაწონი.

შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ფორმაში ჩავაფინოთ  ცხიმიანი ქაღალდი. ფორმას წავუსვათ  გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი და 1 საათი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კრემის მომზადება:

400 გრ.კარაქი მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ, ზემოდან ერთი ფენა ავაჭრათ,რომ გავასწოროთ,გავყოთ 2 ან 3 ნაწილად . ფენებს შორის და გვერდებზე  კრემი წავუსვათ.

ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები ან მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

მაჭკატები (ოლოდები,სირნიკი ) კახურად

ინგრედიენტები :

300 მლ.მაწონი

1 კვერცხი

0,5 ჩ.კოვზი მარილი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

2 ჩ.კოვზი შაქარი

1 ჭიქა ფქვილი( ყურადღება მიაქციეთ სისქეს)

დაკეპილი პიტნა და ქონდარი

 

მომზადების წესები ;

მწვანილი  გავრეცხოთ,შევამშრალოთ და დავკეპოთ.

მაწონს დავუმატოთ კვერცხი,მარილი,სოდა,შაქარი  დავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომი უნდა გამოგვივიდეს სქელი არაჟნის კონსისტენციის და წელვადი.

ცომს შევურიოთ დაკეპილი ქონდარი და პიტნა ( სურვილისამებრ).

ტაფაზე დავასხათ ზეთი და მაჭკატები შევწვათ ორივე მხრიდან.ყველაზე გემრიელი და არომატული მაჭკატები მზადაა !

ლიმონისა და პიტნის გამაგრილებელი სასმელი

ინგრედიენტები :

1 ლიმონი

1 პატარა შეკვრა პიტნა

1 ლაიმე

4 ს.კოვზი შაქარი ან გემოვნებით

3 ლიტრა წყალი

 

მომზადების წესები :

ლიმონს და ლაიმს გადავავლოთ ცხელი წყალი.

პიტნა გავრეცხოთ  .

ციტრუსი გავყოთ 4 ნაწილად ,გამოვწუროთ წვენი.

ციტრუსის გამოწურული ქერქი,შაქარი ჩავყაროთ 3 ლიტრიან ქილაში, ჩავასხათ  წვენი დავაყაროთ პიტნის ფოთლები.ქილაში ცავასხათ 100 მლ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და ფრთხილად მოვურიოთ ხის კოვზით,შაქარის გასადნობად .

ქილა შევავსოთ გადადუღებული და გაგრილებული წყლით,გადავაფაროთ მარლა. გავაჩეროთ თბილ ადგილას 30 წუთი და შემდეგ შევინახოთ სიგრილეში დილამდე. თუ გვინდა ნაკლებად კონცენტრირებული სასმელი დავამზადოთ,ნაყენი გავაჩეროთ სულ 4 საათი.

 

 

ისპანახის ტორტი – უცხოური სამზარეულოს დესერტი

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

600 გრ. ისპანახი

2 კვერცხი

200  გრ.შაქარი

2 ს.კოვზი  ლიმონის წვენი და 2 ჩ.კოვზი  ცედრა

200 გრ.ფქვილი ან ცოტა მეტი

150 გრ.კარაქი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი

მარწყვი,ჟოლო,მოცხარი გასაფორმებლად.

მომზადების წესები :

საცხობ ფორმაში  ჩავაფინოთ ქაღალდი და მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.

ფქვილში შევურიოთ ვანილი  და გამაფხვიერებელი.

ისპანახი გავრეცხოთ ,ფოთლები გავამშრალოთ და დავაბლენდეროთ  დავუმატოთ ლიმონის წვენი და გავატაროთ საცერში .შემდეგ ვუმატებთ კვერცხს,კარაქს,ლიმონის ცედრას და შაქარს.ვაბლენდერებთ .

მიღებულ პიურეში ვამატებთ მშრალ ინგრედიენტებს.უნდა მივიღოთ ძალიან სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხობთ 30 წუთის განმავლობაში.

ბისკვიტი გავაგრილოთ და გავჭრათ შუაზე.

ხაჭოს კრემი :

300 მლ.ნაღები

400 გრ.ხაჭო

4 ს.კოვზი ჟელატინი

6 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ .

ნაღები,შაქრის პუდრა,ხაჭო ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ გაბერილი და  წყლის აბაზანაზე გამდნარი   ჟელატინი და ვათქვიფოთ.

მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტის ფირფიტებს  და მოვრთოთ ხილით  ( კენკროვანებით) სურვილისამებრ.

 

 

 

 

შეუდარებელი “კანელბულერი ” – შვედური დარიჩინის ფუნთუშები

შვედეთში დარიჩინის ფუნთუშები  ნამდვილი ეროვნული საგანძურია 1999 წლის 4 ოქტომბრიდან  ქვეყანა ყოველწლიურად ზეიმობს დარიჩინის ფუნთუშების (Kanelbullensdag) დღეს .

მე გირჩევთ ,არ დაელოდოთ შემოდგომას და ახლავე გამოაცხვეთ  და დააგემოვნეთ ეს სურნელოვანი დარიჩინის ფუნთუშები.

ინგრედიენტები ცომისათვის:

500 გრ.ფქვილი

80 გრ.კარაქი

280 მლ.რძე

1 ს.კოვზი საფუარი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი ილი

100 გრ.შაქარი

ინგრედიენტები გულსართისათვის :

150 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

1 ს.კოვზი დარიჩინი

 

მომზადების წესები :

ფქვილს შევურიოთ ილი და მარილი.

ცალკე ჯამში ჩავასხათ რძე,ჩავყაროთ შაქარი და ჩავაგდოთ კარაქი.ჯამი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ვურიოთ და როგორც კი კარაქი გადნება გადმოვდგათ.

სითხე გავაგრილოთ 37 გრადუსამდე,გავხსნათ მასში საფუარი,5-10 წუთი ვაცადოთ გააქტიურება , შემდეგ დავუმატოთ ფქვილი ,მოვზილოთ ცომი

ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ გადავაფაროთ ტილო და ვაცადოთ ამოფუება.

ცალკე ჯამში ერთმანეთს შევურიოთ კარაქი,დარიჩინი და შაქარი.

გაბრტყელებულ ცომს მთელ ზედაპირზე წავუსვათ გულსართი, დავკეცოთ და  ისე,როგორც სურათზეწ არის ნაჩვენები.

დაკეცილი ცომი გავაბრტყელოთ 45 სმ სიგრძეზე და დავჭრათ ერთი სანტიმეტრის სიგანის  ბაფთებად.

ცომი ხელით დავახვიოთ ისე, როგორც არის სურათზე ნაჩვენები , 15 წუთი ვაცადოთ ამოსვლა ,ფუნჯით ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული.

შვედური ფუნთუშები  გამოვაცხოთ 35 წუთი 180 გრადუსზე.

თხილიანი აჯიკა -გურული სამზარეულო

ინგრედიენტები;

200 გრ.მწარე მწვანე წიწაკა

50 გრ.მწვანე ბულგარული

15 გრ.ნიორი

200 გრ.მაცვლოვანი ქინძი

500 გრ.გარჩეული წიწაკა

20 მლ.ძმარი

გადადუღებული წყალი საჭიროებისამებრ

5 გრ.უცხო სუნელი

5 გრ.ხმელი ქინძი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

ქინძს მოვაცალოთ მარცვლები,ყლორტები და ღეროები გადავყაროთ.

ნიორი გავარჩიოთ.

წიწაკა გავრეცხოთ,გამოვაცალოთ თესლები და გავამშრალოთ.

თხილი,ქინძი,ნიორი,წიწაკები გავატაროტ ხორცსაკეპსი,გავათხელოთ ძმრით და წყლით,დავუმატოთ სუნელები და მარილი.

ხრახნიანი მინის ქილა  ბოლომდე შევავსოთ აჯიკით,შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.

 

 

 

ფილოს ცომი

ფილო სიფრიფანა ცომის ფირფიტებია.მას  ხშირად იყენებენ აღმოსავლეთ,ბერძნულ,თურქულ და ლიბანურ სამზარეულოში სხვა და სხვა დესერტების,ღვეზელების მოსამზადებლად.

ინგრედიენტები:

400 გრ.ფქვილი

1 გრ. მარილი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

1 ს.კოვზი თეთრი  ძმარი

150 მლ წყალი

მომზადების წესები:

ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ელასტიური ცომი,გადავაფაროთ ტილო  და  დავასვენოთ 15-20 წუთი , შემდეგ ისევ გადავზილოთ.

ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი.

ყველი  სახეხზე გავხეხოთ და 1 კვერცხი შევურიოთ .

ცომი(მთლიანი ულუფა) დავყოთ თანაბარ ნაწილებად.თითოეულს ბურთის ფორმა მივცეთ.

სანამ ერთს დავამუშავებთ,დანარჩენებს გადავაფაროთ პარკი ან პირსახოცი.

ბურთულები გავიყვანოთ, ფქვილ მოყრილ მაგიდაზე ძალიან თხლად გავაბრტყელოთ .

ფილოს ორი ფირფიტა ავიღოთ.თითოეულს ზემოდან ზეთი წავუსვათ და ერთმანეთზე მოვათავსოთ. ყველი ნახევარ მხარეს წავუსვათ  და

მივცეთ სამკუთხედის ფორმა.ზემოდან გათქვეფილი

კვერცხი გადავუსვათ.ღუმელში 10-15 წუთი 200 გრადუსზე გამოვაცხოთ .

რჩევა:

ფილოს ცომი ძალიან მალე გამოშრება.თუ მას გამოყენებამდე ვინახავთ,მაშინ გაბრტყელებულ ფირფიტას ჯერ პარი გადავაფაროთ,შემდეგ კი სველი პირსახოცი.

 

მეგრული სამეფო ხაჭაპური

ინგრედიენტები:

500 გრ სულგუნი

300 გრ.იმერული ყველი

300 გრ.სულგუნი თხლად დაჭრილი

ინგრედიენტები ცომისათვის:

450 გრ.ფქვილი

1 კვერცხი

1 კვერცხის გული

150 მლ.წყალი

100 მლ.რძე

11 გრ.საფუარი

30 გრ. კარაქი ან მარგარინი

11 გრ.შაქარი

11 გრ.მარილი

1 ს.კოვზი არაჟანი

მცენარეული ზეთი.

მომზადების წესები;

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში შაქართან ერთად. დაველოდოთ მასის აქაფებას.

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი.დავასხათ რძე,საფუარიანი წყალი,დავუმატოთ კვერცხი,კარაქი და მოვზილოთ.

ცომს ზეთი გადავუსვათ.

თასს გადავაფაროთ ტილო და  ცომი 1-2 საათი  გავაჩეროთ.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

შიგთავსის მომზადება;

სულგუნი,იმერული ყველი გავხეხოთ და ერთმანეთს შევურიოთ.

თითოეული ხაჭაპურისათვის ყველის 120 -150 გრამიანი გუნდები მოვამზადოთ.დარჩენილი ყველი კი გავყოთ 3 ნაწილად.

300 გრ. სულგუნი  თხლად დავჭრათ.

ცომის გუნდა  საგლინავით მრგვლად  გავაბრტყელოთ.შუაგულში ჩავუდოთ ყველის გუნდა,თავი მოვუკრათ და ისევ გავაბრტყელოთ.

არაჟანი და კვერცხის  გული ერთმანეთში ავურიოთ.ხაჭაპურს ზემოდან წავუსვათ ,მოვაყაროთ ჯერ ყველი ,ზემოდან კი დავალაგოთ ყველის თხლად დაჭრილი ნაჭრები და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში.