წვნიანი კატლეტები “Kad-nbudu” ბრინჯით – თურქული სამზარეულო

“Kad-nbudu” სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ქალის ბარძაყი. კატლეტს , ალბათ მას კატლეტების ფორმა აქვს.  თურქული კატლეტები ძალიან წვნიანია და აქვს ხრაშუნა ქერქი.

ინგრედიენტები :

500 გრ.საქონლის ფარში

1 კვერცხი

1 თავი ხახვი

50 გრ. ბრინჯი

300 მლ. წყალი

1/3  ჩაის კოვზი კუმინი( ძირა )

მარილი და პილპილი გემოვნებით

შესაწვავად :

3 კვერცხი

ზეთი

სუხარი

მომზადების წესები :

ბრინჯი მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.

ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად.

ხახვი მოვშუშოთ 2 სუფრის კოვ ზეთში ტაფაზე და შემდეგ მასთან ერთად მოვშუშოთ 250 გრ.ფარში.

მოშუშული ფარში ხახვთან ერთად შევურიოთ ნედლ ფარშს, დავაყაროთ ბრინჯი, დავუმატოთ კვერცხი, სანელებლები, მოვზილოთ კატლეტის ცომი და დავამზადოთ კატლეტები .

კვერცხი გავთქვიფოთ.

კატლეტები ჯერ ამოვსვაროთ  საფანელში ,შემდეგ კვერცხში და შევწვათ.

ეს კერძი  ძალიან გემრიელია !

 

 

 

მარწყვის კრემი დესერტების და ტორტების გასაფორმებლად

    დღეს ჩვენ მოვამზადებთ გამრიელ და არომატულ მაწყვის კრემს ნაღებისა და ჟელატინის გარეშე.კრემი არის ძალიან სტაბილური და გამოიყენება , როგორც დესერტების გასაფორმებლად , ასევე ტორტის ბისკვიტის გასალესად.

ინგრედიენტები :

250 გრ.მარწყვის პიურე

90 გრ.შაქარი 

100 გრ.კარაქი

1 კვერცხი

30 გრ.სახამებელი 

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ, გავატაროთ საცერში და შაქართან ერთად მოვადუღოთ.

კვერცხში შევურიოთ სახამებელი, ჩავასხათ წვრილი ჭავლით ცხელი მაწყვის პიურე, განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ კვერცხი  არ აგვიჭრას. შემდეგ  ქვაბი ცეცხლზე დავაბრუნოთ და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა გადავიტანოთ სხვა  თასში,გადავაფაროთ პლასტიკი კონტაქტში და ისე გავაგრილოთ.

გაგრილებულ ფაფას შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარქი და ნახევარი საათი შევდოთ  მაცივარში სტაბილიზაციისათვის.

აღნიშნული რაოდენობის  მარწყვის კრემით შეგვიძლია,გავაფორმოთ 12 ქაფქეიქი და გავლესოთ 16 დიამეტრის ტორტის ბისკვიტი.

მარწყვისა და ფისტას ტორტი

ტორტი არის  ძალიან  რთული მოსამზადებელი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მისი მომზადების შემდგომ სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ და თავისუფლად იამაყებთ მეგობრებში.

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

210 გრ. შაქარი

20 გრ.ფქვილი

130 გრ.ფისტა

110 გრ.შაქრის პუდრა

350 გრ.მარწყვი

70 მლ.რძე

100 გრ.მასკარპონე

23 გრ.ჟელატინი

5 გრ.სახამებელი

180 გრ.თეთრი შოკოლადი

100 მლ.ნაღები

60 გრ.კარაქი

20 მლ.ზეთი

150 გრ.გლუკოზა ან თაფლი

100 მლ.შედედებული რძე

3 გრ.წითელი , 5 გრ.თეთრი საღებავი

 

თანამედროვე დესერტები ძალიან რთული გასაკეთებელია,მაგრამ წვალებად ღირს.ჩვენს მიერ შემოთავაზებული მარწყვის ტორტი6 ფენისაგან შედგება.

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ფისტას დაკუაზი,იგივე ბისკვიტი.

დაკუაზს უწოდებენ ბისკვიტს,რომელიც გარედან არის  კნატუნა,ხოლო შიგნით სველი,რბილი.არ საჭიროებს დანამვას.

1.ავიღოთ 3 თასი.ერთში ჩავალბოთ 3 გრ.ჟელატინი( 1 ს.კოვზი წყალი),დანარჩენ ორში 1 ს.კოვზი( 2 ს.კოვზი წყალი)ჟელატინი.

2. 20 გრ. (1 ს. კოვზი)ფქვილი,80 გრ.(3 ს.კოვზი)ფისტა,40 გრ.( 1,5 ს.კოვზი) შაქრის პუდრა დავაბლენდეროთ და მივიღებთ ფისტას ფქვილს.

3. 2 კვერცხის ცილისაგად და 50 გრ (2,5 ს.კოვზი) შაქრისაგან  ამოვიყვანოთ ბეზე,შევურიოთ ფისტას ფქვილი.დიდხანს არ მოვურიოთ,რომ არ გაგვითხელდეს.

4. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში,თავის დიამეტრია 1 სმ.

5 .საცხობ ქაღალდზე დავხაზოთ 18 სანდიმეტრის დიამეტრის 2 წრე და  წრიული მოძრაობით დავხატოთ ბისკვიტის ცომით 18 დიამეტრის 2 ფირფიტა.

გამოვაცხოთ 18 დიამეტრის დაკუაჟის ფირფიტები  12-15 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე.

ფისტას პასტა:

ყავის საფქვავში ჩავყაროთ 2 ს.კოვზი(50 გრ.)ფისტა,დავუმატოთ 1ჩ .კოვზი ზეთი და დავფქვათ.

ფისტას კრემი:ქვაბში ჩავასხათ 70 მლ.რძე,გავაცხელოთ და ჩავდოთ ფისტას პასტა  ,ავადუღოთ.

ცალკე ავიღოთ ფიალა,ნახ ჩ.კოვზი(5.გრ) სიმინდის სახამებელი გავხსნათ 1 ს.კოვზ წყალში,მოვურიოთ.

ადუღებულ რძეში ჩავასხათ წყალში გახსნილი სახამებელი,შეუჩერებლივ ვურიოთ და მოვადუღოთ.

მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან,შევურიოთ 30 გრ.თეთრი შოკოლადი,60 გრ.კარაქი და ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით.

კრემი იქნება ძალიან თხელი,როგორც კი გაგრილდება გასქელდება.

ავიღოთ 16 სმ-ის დიამეტრის ფორმა,დავდოთ ბისკვიტზე და დანით შემოვუსწოროთ გვერდები.

ფორმას თავზე შემოვახვიოთ პლასტიკი,გადმოვაბუნოთ და დავდოთ სწორი ზედაპირის ლანგარზე.

ჩავდოთ ბისკვიტის ერთი ფენა,შემდეგ ფისტას კრემი ჩავასხათ,დავაფინოთ დისკვიტის მეორე ფენა,დავასხათ კომპოტე და შევინახოთ საყინულეში 3-4 საათი.

თანამედროვე გულსართი კომპოტე:

150 გრ.მარწყვი

20 გრ.შაქრის პუდრა

20 მლ.წყალი

3 გრ.ჟელატინი

მარწყვი წვრილად,1 სმ-ის კუბებად დავჭრათ,დავაყაროთ შაქრის პუდრა და ცეცხლზე შემოვდგათ. როგორც კი წამოდუღდება,გადმოვდგათ ,ოდნავ გავაგრილოთ და შევურიოთ 20 მლ წყლით დამბალი 3 გრ.ჟელატინი.

მოვამზადოთ მარწყვის მუსი:

200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ,შევურიოთ 50 გრ.(2 ს.კოვზი)შაქრის პუდრა და მივიყვანოთ ადუღებამდე, ავადუღოთ 1 წუთი.ოდნავ გავაგრილოთ და დავუმატოთ 10 გრ.ჟელატინი.

100 გრ.მასკარპონე ავთქვიფოთ 100 მლ 33%.ნაღებთან ერთად.

ორივე მასა ერთმანეთში შევურიოთ.

სარკისებური მინანქრის რეცეპტი:

75 მლ.წყალი

150  გრ.შაქარი

150 გრ.საკონდიტრო გლუკოზა

150 გრ.თეთრი შოკოლადი

5 გრ.თეთრი და წითელი საღებავი

 

თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი,ჩავდოთ გლუკოზა და ავადუღოთ.

შევურიოთ თეთრი საღებავი.ამ მეთოდის გამოყენებით მივიღებთ მდგრად ფერს.

ბლენდერის ჭიქაში ჩავდოთ 10 გრ.ამოფუებული ჟელატინი,150 გრ.თეთრი შოკოლადი,

ჩავასხათ 100 მლ(5 ს.კოვზი შედედებული რძე).,დავაყაროთ წითელი საღებავი ჩავასხათ  ცხელი სიროფი და დავაბლენდეროთ.

როცა ჰაერის ბუშტუკები გაქრება,დაბლენდერება შევაჩეროთ და ზემოდან კონტაქტით გადავაფაროთ

პლასტიკი,შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 დღით .

18 დიამეტრის ფორმას პასტიკით გავუკეთოთ ძირი,ჩავასხათ მუსი,ჩავდოთ შიგნით გაყინული კომპოტესა და ბისკვიტის ფენები,ისე რომ ბისკვიტის ფენა მოვაქციოთ ზემოდან.

შევინახოთ მაცივარში 5-6 საათი

.სარკისებური მინანქარი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,ხელის ბლენდერით ისევ დავაბლენდეროთ .

ღუმელის  ტაფაზე დავაფინოთ პლასტიკი,დავდოთ ჭიქა ,ზემოდან დავადოთ ტორტი .

 

 

 

 

წყარო : იუთუბი, ავტორი ლიზა გლინსკაია

როგორ შევინახოთ ვაზის ფოთლები ზამთრისათვის: 3 განსხვავებული მეთოდი

ვაზის ფოთლებში შეხვეული ტოლმა წარმოუდგენლად გემრიელი და ჯანსაღი კერძია. სამწუხაროდ, ზამთარში არ არის ყურძნის ფოთლები და იმისათვის, რომ მთელი ზამთარი მისი არომატით ვისიამოვნოთ, მოგვიწევს დამარინადება.

ინგრედიენტები :

ვაზის  ფოთლები

მომზადების წესები :

დავკრიფოთ ვაზის ქორფა ფოთლები.

ვაზის ფოთლები გავრეცხოთ,გავშალოთ კულინარიულ ხელსახოცზე და გავაშროთ.

5-5 ცალი ფოთოლი ერთმანეთზე  დავაწყოთ,  დავახვიოთ სიგარასავით, მჭიდროდ ჩავაწყოთ  მინის ქილებში ან პლასტმასის ხრახნიან  ბოთლებში.ასევე მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.

მომზადების მეორე ვერსია :

დავკრიფოთ ვაზის ქორფა ფოთლები.

ვაზის ფოთლები გავრეცხოთ,გავშალოთ კულინარიულ ხელსახოცზე და გავაშროთ.

5-5 ცალი ფოთოლი ერთმანეთზე  დავაწყოთ,  დავახვიოთ სიგარასავით, მჭიდროდ ჩავაწყოთ  ცელოფნის პარკში და გავყინოთ.

გალღობილი ფოთოლი გამუქდება,

გამოყენების წინ ჩვეულებრივი წესით დავდუღრავთ და გამოვიყენებთ.

მომზადების მესამე ვერსია :

120 ცალი ვაზის ფოთოლი

2 სუფრის კოვზი მარილი

1 სუფრის კოვზი  შაქარი

200 მლ.ძმარი

1 ლიტრა წყალი

ოხრახურშისა და ტარხუნის ღეროები – არ არის აუცილებელი

მომზადების წესები :

დავკრიფოთ ვაზის ქორფა ფოთლები.

ვაზის ფოთლები გავრეცხოთ,გავშალოთ კულინარიულ ხელსახოცზე და გავაშროთ.

10 10  ცალი ფოთოლი ერთმანეთზე  დავაწყოთ,  დავახვიოთ რულეტივით, მჭიდროდ ჩავაწყოთ ქილებში ,ამ ეტაფზე შეგვიძლია  ,არომატის გასაძლიერებლად,  ჩავაყოლოთ ოხრახურშის ან ტარხუნის ღეროები ( არ არის სავალდებულო),დავასხათ ქაფქაფა მარინადი, ისე რომ ყველა ფოთოლს თანაბრად მოხვდეს, გავაპიპინოთ, მოვხუფოთ, ამოვატრიალოთ და დავალაგოთ თავით ქვემოთ,ასევე გავაციოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.

მარინადის მომზადება : წყალი, ძმარი, მარილი და შაქარი ვადუღოთ  3-5 წუთი.

რჩევა : სასურველია , ადესა ყურძნის ფოთლები მოვკროფოთ 16 ივნისიდან.

 

ალუჩის მწნილი _-აზერბაიჯანული სამზარეულო

     კიტრის.პამიდვრის,წიწაკის და სხვა ბოსტნეულის მწნილის მომზადება დიასახლისებისათვის უცხო არ არის. მაგრამ ალუჩის მარინადი ბევრისათვის  ნამდვილი აღმოჩენაა და თავისი პიკანტური გემოს წყალობით ძალიან უხდება ხორცის, ბრინჯის და კარტოფილის კერძებს.

ინგრედიენტები :

1კგ ალუჩა

4 სუფრის კოვზი მარილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა ძმარი

1  დაფნის ფოთოლი

2 მიხაკის ბუტკო

სუვილისამებრ ტარხუნის ღეროები

მომზადების წესები :

სუფთა ქილებში ჩავაწყოთ ალუჩა, დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი, დავახუროთ თავსახურები და გავაგრილოთ.

გაგრილებული წყალი ქილებიდან გადმოვასხათ ქვაბში, შევურიოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები :  მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და მიხაკი ბუტკო. ხსნარი  ვადუღოთ  5 წუთი.

ქილებში  ძმარი გადავანაწილოთ, გავაპიპინოთ მარინადის ქაფქაფა წყლით და მოვხუფოთ.

ალუჩის მარინადი შევინხოთ გრილ ადგილას.

ამ რეცეპტით მომზადებული  ალუჩის მწნილი ძალიან გემრიელია!

 

მარწყვის საზაფხულო წვნიანი სალათა

ინგრედიენტები :

400 გრ. მარწყვი

90 გრ. შაქარი

4 გრ. ბალზამიკოს  ძმრის კრემი

ნაღები

2 გრ. პიტნა

მომზადების წესები :

მოვადუღოთ სიროფი.

300 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და შევურიოთ სიროფი ( ცოტა მოვიტოვოთ).

100 გრ.მარწყვი  შუაზე გავჭრათ,მოვასხათ მოტოვებული სიროფი,ბალზამიკოს კრემი და დაჭრილი პიტნა,გავჩეროთ ცოტა ხანს დასამწნილებლად.

ღრმა თეფში ჩავასხათ  ტკბილი მარწყვის პიურე, ჩავყაროთ მარწყვი,ჩავდოთ ერთი სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები ( ან არაჟანი) და გავაფორმოთ პიტნით.

 

 

 

ნოყიერი,გემრიელი მარწყვის მილქშეიკი – ადვილად მოსამზადებელი კოქტეილი

ინგრედიენტები :

1 ჭიქა მარწყვი

1 სუფრის კოვზი მარწყვის სიროფი

2 ჭიქა თეთრი ნაყინი პლომბირი

1/4 ჭიქა 11% ნაღები

მომზადების წესები :

ინგრედიენტები დავაბლენდეროთ, ჩავასხათ მაღალ ჭიქებში და მოვრთოთ მარწყვით .

 

როგორ შევინახოთ ყველი ზამთრისათვის – წათხის რეცეპტი

ინგრედიენტები :

ყველი

 1ჭიქა იოდიზირებული მარილი

1 სუფრის კოვზი შაქარი

1,5 ლიტრი წყალი

მომზადების წესები :

ყველი  სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ ,  ჩავაწყოთ სუფთა  და მშრალ ქილებში.

წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, წამოვადუღოთ და ბოლომდე გავაგრილოთ.

გრილი მარილწყლით ავავსოთ ყველიანი ქილები და მოვხუფოთ.

 

როგორ შევინახოთ მთლიანი მწვანე ტყემალი ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

ახალი ტყემალი ან ალუჩა

ტარხუნის ან ომბალოს ტოტები ( სურვილისამებრ).

სუფთა ქილები

მომზადების წესები :

   პირველი ვერსია : მწვანე ტყემალი გავრეცხოთ, გადავარჩიოთ, ჩავყაროთ სუფთა ქილებში, ჩავაყოლოთ ომბალო ან ჩაქაფულისათვის ტარხუნის ტოტები, გავაპიპინოთ წყლით და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი. ქილები მოვხუფოთ, გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

    მეორე ვერსია : გადარჩეული და გარეცხილი მწვანე ტყემალი ჩავყაროთ  სტერილურ და მშრალ  ქილებში, დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი, ავავსოთ ბოლომდე, თითქოს უნდა გადმოვიდეს, მოვხუფოთ, შალის პლედში შევფუთოთ და ისე გავაგრილოთ.

დაბალკალორიული სალათი ლედი – ვამზადებთ 5 წუთში

ქათმის ფილეს სალათების მომზადება ზოგადად არ საჭიროებს ბევრ ინგრედიენტს. ეს რეცეპტი არ არის გამონაკლისი, რადგან საჭიროა მხოლოდ კიტრი, ბარდა, ქათმის ფილე, კამა და არაჟანი. ამ კერძს შეიძლება ვუწოდოთ  დაბალკალორიული მაიონეზის არარსებობისა და ქათმის მკერდის დიეტური თვისებების გამო.

ინგრედიენტები :

200 გრ.ქათმის ფილე

200 გრ. კონსერვირებული ბარდა

2 ნედლი კიტრი

6 ღერი კამა

6 სუფრის კოვზი არაჟანი ან იოგურტი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

ქათმის ფილე მოვხარშოთ.

კიტრი დავჭრათ კუბებად.

კამა დავჭრათ წვრილად.

ქათმის ფილე, კიტრი, ბარდა, კამა, მარილი და არაჟანი შევურიოთ.

ეს სალათი ძალიან გემრიელია !