ინგრედიენტები:
10 ღორის ფეხი
1,5 კონა ნიახურის ღერო
3 ჩ. კოვზი ქინძის თესლი
10-15 მარცვალი წიწაკა
3 სტაფილო
2 -3 თავი ხახვი
10-15 ცალი დაფნის ფოთოლი
1,5-2 ჭიქა ღვინის ძმარი
მარილი გემოვნებით
ნიორი სურვილისამებრ
მომზადების წესები :
კარგად გარეცხილ,გასუფთავებულ ღორის ფეხებს დავასხათ ცივი წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ.როგორც კი წამოდუღდება,ცეცხლს დავუწიოთ , ხარშვისას წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ,დავამატოთ გაფცქვნილი ხახვი,მსხვილად დაჭრილი სტაფილო,ნიახურის ღეროები,ქინძის მარცვლები, ვხარშოთ 2-3 საათი დაბალ ცეცხლზე.
მოხარშული ხორცი ბულიონიდან ამოვიღოთ,გავაგრილოთ.მოხარშული ღორის ფეხები შუა-შუა ჩავჭრათ.
შესაძლებელია,რომ ხორცი გავანთავისუფლოთ ძვლებისაგან და დავაქუცმაცოთ. ბულიონი გადავწუროთ.
ძმარში ჩავყაროთ დაფნის ფოთლები და შავი წიწაკის მარცვლები,დავასხათ 3-4 ჭიქა ღორის ფეხების ნახარში და რამდენიმეჯერ წამოვადუღოთ.
ღორის ფეხები ჩავაწყოთ ქილაში, დავასხათ ცხელ-ცხელი წვენი ,დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.ასე მომზადებული მუჟუჟი უმჯობესია მივირთვათ მეორე დღიდან.
ინახება ორი კვირის განმავლობაში.
სუფრაზე მიტანისას დავჭრათ და მოვაყაროთ დაჭრლეტილი ნიორი და ქინძი.
მუჟუჟი შინდით.მეორე ვერსია.
10 ღორის ფეხი
ნახევარი კილო შინდის ჩურჩი.
10 დაფნის ფოთოლი
3-4 ნივრის კბილი
მარილი გემოვნებით
ბულიონის მოსამზადებლად:
1,5 კონა ნიახურის ღეროები
3 ჩ. კოვზი ქინძის თესლი
10-15 მარცვალი წიწაკა
3 სტაფილო
2 -3 თავი ხახვი
მომზადების წესები :
შინდის ჩურჩი დავალბოთ,მოვხარშოთ და საცერში გავატაროთ.
კარგად გარეცხილ,გასუფთავებულ ღორის ფეხებს დავასხათ ცივი წყალი და მაღალ ცეცხლზე შემოვდგათ.როგორც კი წამოდუღდება,ცეცხლს დავუწიოთ , ხარშვისას წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ,დავამატოთ გაფცქვნილი ხახვი,მსხვილად დაჭრილი სტაფილო,ნიახურის ღეროები,ქინძის მარცვლები, ვხარშოთ 2-3 საათი დაბალ ცეცხლზე.
შინდის პიურეს დავუმატოთ ღორის ნახარში დაფნის ფოთოლი,გატარებული ნიორი,მარილი გემოვნებით და წამოვადუღოთ.
ღორის ფეხები ჩავაწყოთ ქილაში, დავასხათ ცხელ-ცხელი წვენი ,დავახუროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.ასე მომზადებული მუჟუჟი უმჯობესია მივირთვათ მეორე დღიდან.
ინახება ორი კვირის განმავლობაში.