ისპანახის ტორტი – უცხოური სამზარეულოს დესერტი

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის :

600 გრ. ისპანახი

2 კვერცხი

200  გრ.შაქარი

2 ს.კოვზი  ლიმონის წვენი და 2 ჩ.კოვზი  ცედრა

200 გრ.ფქვილი ან ცოტა მეტი

150 გრ.კარაქი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი

მარწყვი,ჟოლო,მოცხარი გასაფორმებლად.

მომზადების წესები :

საცხობ ფორმაში  ჩავაფინოთ ქაღალდი და მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.

ფქვილში შევურიოთ ვანილი  და გამაფხვიერებელი.

ისპანახი გავრეცხოთ ,ფოთლები გავამშრალოთ და დავაბლენდეროთ  დავუმატოთ ლიმონის წვენი და გავატაროთ საცერში .შემდეგ ვუმატებთ კვერცხს,კარაქს,ლიმონის ცედრას და შაქარს.ვაბლენდერებთ .

მიღებულ პიურეში ვამატებთ მშრალ ინგრედიენტებს.უნდა მივიღოთ ძალიან სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.

ცომი ჩავასხათ ფორმაში და გამოვაცხობთ 30 წუთის განმავლობაში.

ბისკვიტი გავაგრილოთ და გავჭრათ შუაზე.

ხაჭოს კრემი :

300 მლ.ნაღები

400 გრ.ხაჭო

4 ს.კოვზი ჟელატინი

6 ს.კოვზი შაქრის პუდრა

 

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ .

ნაღები,შაქრის პუდრა,ხაჭო ერთად ავთქვიფოთ,დავუმატოთ გაბერილი და  წყლის აბაზანაზე გამდნარი   ჟელატინი და ვათქვიფოთ.

მიღებული კრემი წავუსვათ ბისკვიტის ფირფიტებს  და მოვრთოთ ხილით  ( კენკროვანებით) სურვილისამებრ.

 

 

 

 

მეგრული სამეფო ხაჭაპური

ინგრედიენტები:

500 გრ სულგუნი

300 გრ.იმერული ყველი

300 გრ.სულგუნი თხლად დაჭრილი

ინგრედიენტები ცომისათვის:

450 გრ.ფქვილი

1 კვერცხი

1 კვერცხის გული

150 მლ.წყალი

100 მლ.რძე

11 გრ.საფუარი

30 გრ. კარაქი ან მარგარინი

11 გრ.შაქარი

11 გრ.მარილი

1 ს.კოვზი არაჟანი

მცენარეული ზეთი.

მომზადების წესები;

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში შაქართან ერთად. დაველოდოთ მასის აქაფებას.

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი.დავასხათ რძე,საფუარიანი წყალი,დავუმატოთ კვერცხი,კარაქი და მოვზილოთ.

ცომს ზეთი გადავუსვათ.

თასს გადავაფაროთ ტილო და  ცომი 1-2 საათი  გავაჩეროთ.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

შიგთავსის მომზადება;

სულგუნი,იმერული ყველი გავხეხოთ და ერთმანეთს შევურიოთ.

თითოეული ხაჭაპურისათვის ყველის 120 -150 გრამიანი გუნდები მოვამზადოთ.დარჩენილი ყველი კი გავყოთ 3 ნაწილად.

300 გრ. სულგუნი  თხლად დავჭრათ.

ცომის გუნდა  საგლინავით მრგვლად  გავაბრტყელოთ.შუაგულში ჩავუდოთ ყველის გუნდა,თავი მოვუკრათ და ისევ გავაბრტყელოთ.

არაჟანი და კვერცხის  გული ერთმანეთში ავურიოთ.ხაჭაპურს ზემოდან წავუსვათ ,მოვაყაროთ ჯერ ყველი ,ზემოდან კი დავალაგოთ ყველის თხლად დაჭრილი ნაჭრები და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

კარტოფილის მსუყე რულეტები

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 კვერცხი

250 გრ.ქათმის ფილე

200 გრ. ქამა სოკო

15 გრ. ხმელი სოკო

250 მლ. რძე

100 გრ. სახამებელი

140 გრ. ხახვი

50 მლ. ნაღები

50 მლ. მაგარი ყველი

15 გრ. მარილი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

50 გრ.კარაქი

35 მლ.ზეთი

5 ღერი კამა

5 ღერი ოხრახურში

მომზადების წესები:

კარტოფილი გავთალოთ,გავჭრათ – 4 ად,ჩავყაროთ ადუღებულ წყალში,დავუმატოთ 5 გრ.მარილი,კარაქი და მოვხარშოთ.

მოხარშული კარტოფილი  გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ ნაღები,სახამებელი,ათქვეფილი კვერცხის ცილა,შავი დაფქული წიწაკა,მარილი გემოვნებით.

კარტოფილის ცომი დავდოთ პერგამენტის ქაღალდზე, თანაბრად გავაბრტყელოთ და 10 წუთი გამოვაცხოთ  ღუმელში 200 გრადუსზე.

გულსართის მომზადების წესები:

ხმელი სოკო მოვხარშოთ რძეში და შემდეგ დავჭრათ წვრილად.

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ კუბებად დაჭრილი ხახვი,შევურიოთ ასევე წვრილ კუბებად დაჭრილი ხახვის ფილე და შევწვათ,დავუმატოთ 5 გრ. მარილი.

ცალკე ტაფაზე ზეთში შევწვათ ფირფიტებად დაჭრილი სოკო შამპინიონი,მოვაყაროთ მარილი.

კარტოფილის ფირფიტაზე  გადავიტანოთ  გულსართი,გადავანაწილოთ თანაბრად,მოვაყაროთ გახეხილი ყველი,დაჭრილი მწვანილი,გადავახვიოთ რულეტივით,წავუსვათ კვერცხის გული  და 10 წუთი 200 გრადუსზე ღუმელში გამოვაცხოთ.

 

 

კრეპები, ბლინები კარამელიზირებული გარგლით – ფრანგული სამზარეულო

ინგრედიენტები ცომისათვის:

ფქვილი 1 ჭიქა
მცენარეული ზეთი  1 სუფრის კოვზი
მცენარეული ზეთი-  შესაწვავად
კვერცხი 1 ცალი
1 კვერცხის გული
რძე 1,5  ჭიქა
მარილი  მწიკვი

მომზადების წესი:

ნაბიჯი 1
თასში ჩავყაროთ ფქვილი და მარილი,გავუკეთოთ ჩაღრმავება,რომელშიც ჩავდებთ კვერცხს დაკვერცხის გულს,კიდეებიდან ფქვილი შევაზილოთ,რძე  თანდათანობით დავასახათ,ბოლოს კი ზეთი დავუმატოთ.მივიღებთ თხელ ცომს,გადავაფაროთ და  მაცივარში 30 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ.

ნაბიჯი 2
გამოვაცხოთ 10 ბლინი ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე.ბლინები ერთმანეთზე დავალაგოთ.

10 ცალი კრეპი

1 ს.კოვზი კარაქი

4  ს.კოვზი ყავისფერი შაქარი

5 გარგარი

მომზადების წესები :

გარგარი გავრეცხოთ,გავამშრალოთ,გამოვუღოთ კურკა და გავჭრათ 4 ნაწილად.გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავყაროთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ ,სანამ შაქარი კარამელიზირდება ( ვურიოთ შეუჩერებლად),ჩავყაროთ გარგარი და გავუკეთოთ კარამელიზირება. კრეპები გადავკეცოთ სამკუთხედად და თითოეულზე დავდოთ კარამელიზირებული გარგლის 2-3 ნაჭერი.

ტორტი ზახერი – ავსტრიული შოკოლადის დესერტი.

ავსტრიელმა კონდიტერმა ფრენც ზახერმა მე-19 საუკუნეში მოამზადა მინისტრ მეტერხინისთვის. ამ ტორტის უამრავი რეცეპტი არსებობს, შოკოლადის განაში და გარგლის  ჯემის ფენა ყველა ვერსიისათვის არის აუცილებელი.ჩვენ გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს.

ინგრედიენტები :

100 გრ-412 კკალ

  • 175 გრ.კარაქი
  • 150 გრ.ფქვილი
  • 6 კვერცხი
  • 100 გრ.შაქარი
  • 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კოვზი კონიაკი
  • 100 გრ. შავი შოკოლადი( 70%)
  • 50 გრ.ნიგოზი
  • 1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

გულსართი და ზემოდან წასასმელად:

  • 300 გრ.გარგლის ჯემი
  • 200 გრ.შოკოლადის ფილა( 70%)
  • 1 ს.კოვზი კონიაკი
  • 6-7 წვეთი ლიმონის წვენი
  • 50 გრ.კარაქი
  • 100 გრ.შაქრის პუდრა.
  • 2 -3 ს.კოვზი ცხელი წყალი

 

ნიგოზი მოვხალოთ,ქერცლი გავაცალოთ,დავყაროთ პერგამენტის ქაღალდის ნახევარზე,მეორე ნახევარი გადავაფაროთ და ცომის საბრტყელებლით დავაქუცმაცოთ.მივაქციოთ ყურადღება,რომ ქაღალდი  ნიგოზის ცხიმით დაისვრება.ნიგოზის ცხიმი რომ არ დავკარგოთ და დესერტი გემრიელი გამოგვივიდეს, დავუმატებთ 1 ჩ.კოვზს შაქარს.შაქარი ცხიმს შეიწოვს და ისე გადავიტანოთ ფქვილში.

ფქვილს ასევე  დავუმატოთ კაკოს ფხვნილი,გამაფხვიერებელი,მარილი.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ და შევურიოთ 1 ს.კოვზი კონიაკი.

კვერცხი ცილა ავთქვიფოთ შევურიოთ  75 გრ.შაქარი.

კარაქი ავთქვიფოთ 75 გრ.შაქართან ერთად და  შევათქვიფოთ თითო-თითოდ კვერცხის გულები.ბოლოს კი დავუმატოთ გაგრილებული შოკოლადი.მიღებულ მასას მონაცვლეობით  დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და ამოყვანილი ბეზე.

ფოლგას ერთი მხრიდან წავუსვათ ცხიმი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი, გადავაფაროთ ფოლგა და  ცივ ღუმელში 170 გრადუსზე   ვაცხობთ 40 წუთი,შემდეგ ფოლგა მოვაშოროთ და კიდევ გამოვაცხოთ 10-15 წუთი.

ბისკვიტი გავაგრილოთ, გავჭრათ შუაზე.

ბისკვიტს შუაში,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ გარგლის ჯემი და შევდოთ 15 წუთი საყინულეში ,რომ ადვილად წავუსვათ შოკოლადის განაში.

თუ გარგლის ჯემი სქელია,მაშინ გავაცხელოთ და  ბისკვიტს ისე წავუსვათ .

შოკოლადის განაში გავყოთ ორად.ნახევარი ტორტს წავუსვათ ზემოდან და გვერდებზე, გადავიტანოთ თეფშზე , შევდოთ საყინულეში  5-10 წუთი და ბოლოს წავუსვათ განაშის მეორე ნახევარი.

შოკოლადის განაში:

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,დავუმატოთ შაქრის პუდრა,კარაქი,ლიმონის წვეთები,კარგად მოვურიოთ და ბოლოს ჩავამატებთ ცხელ წყალს და კიდევ მოვურევთ.არ დაგავიწყდეთ ლიმონის წვეთების ჩამატება,რადგანაც ლიმონის მჟავის დამატებით განაში გაცივების შემდეგ ,დესერტის ზედაპირზე ხდება ბრტყელი.

ტორტ ზახერს აუცილებლად უნდა ქონდეს ზემოდან წარწერა.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი,გადავიტანოთ ქარალდის კორნეტში,წვერი მოვაჭრათ და ტორტს ზემოდან გავუკეთოთ წარწერა.

შაურმა – თურქული სამზარეულო

ინგრედიენტები :

3 ცალი თხელი ლავაში
300 გ ქათმის ფილე ,ღორის,  ხბოს,საქონლის ხორცი
1 თავი ხახვი
1-2 კიტრის მწნილი
1 პამიდორი
1 ბულგარული წიწაკა სურვილისამებრ
1 ს.კოვზი ლიმონის წვენი
0,5 პეკინური კომბოსტო
მწიკვი შაქარი
2 ს.კოვზი სოიოს სოუსი
შავი პილპილი
დაფქული ძირა – გემოვნებით
½ ს.კოვზი მწარე ტომატი
ზეთი – შესაწვავა

ინგრედიენტები შაურმას სოუსისათვის:
4 ს.კოვზი მაიონეზი
ქარის ფხვნილი ( ინდური სუნელი) – გემოვნებით
1 კბილი ნიორი
მარილი – გემოვნებით

ზემოდან მოსაყრელად:

ოხრახურში

მომზადების წესები :

დავჭრათ ბოსტნეული: ხახვი – რგოლებად, წიწაკა – ჩხირებად, კომბოსტო წვრილად, პომიდორი ალყა – ალყად , კიტრი – წვრილ ჩხირებად.

ხორცი წვრილად დავჭრათ ,შევწვათ და  შემდეგ მოვხრაკოთ ხახვთან ერთად.ცოტა ხახვი მოვიტოვოთ, ბოლოს მოსაყრელად.

შემწვარ ხორცს დავუმატოთ ძირა,ლიმონის წვენი,სოიოს სოუსი,შაქარი,პილპილი.

მოვამზადოთ სოუსი:მაიონეზს დავუმატოთ ქარი,დაჭყლეტილი ნიორი,მარილი.

ლავაში გავშალოთ,წავუსვათ ტომატის სოუსი,მოვაყაროთ პეკინური კომბოსტო,მოვასხათ მაიონეზის სოუსი,გადავანაწილოთ ხორცი,მოვაყაროთ დაჭრილი ბულგარული,მჟავე კიტრი,დავალაგოთ პამიდვრის რგოლები,რამდენიმე ცალი ხახვის რგოლი,მოვასხათ მაიონეზის სოუსი.

ლავაში გადავახვიოთ,შევწვათ მშრალად 1-2 წუთი გახურებულ ტაფაზე ,გავჭრათ შუაზე და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში.

საზამთროს ნაყინი

ინგრედიენტები:

400 გრ.საზამთრო ( კურკებგამოცლილი)

1 ს.კოვზი  შაქრის პუდრა

200 მლ 35% ნაღები

საზამთრო დავაბლენდეროთ და შევურიოთ შაქრის პუდრა.

ცივი ნაღები მიქსერით ამოვიყვანოთ,დავუმატოთ საზამთროს პიურე.

თხევადი ნაყინი გადავიტანოთ კონტეინეტში და შევდოთ საყინულეში.ყოველ ერთ  საათში ერთხელ მიქსერით ავთქვიფოთ ნაყენი და 5 საათში მზად არის.

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2

სქემაზე აღნიშნული არის 2,4 და ასე შემდეგ წყვილი .ამ რიგებს ვქსოვთ ასე: წაღმა თვალს ამოვიყვანთ წაღმა და უკუღმა თვალს ამოვიყვანთ უკუღმა.სქემაზე ნაჩვენები არ არის 2 გარე ( კიდურა) თვალი.დეკორატიული ნაწნავის მისაღებად ჩხირებზე ავკრიფოთ 18  + 3 ( თვალი ბალანსირებისათვის მარჯვნივ)+ 3 (თვალი ბალანსირებისათვის მარცხნივ) და 2 (გარე თვალი) = 26.

ქლიავის კრამბლი – ინგლისური დესერტი

ინგრედიენტები ;

150 გრ.ფქვილი

60 გრ.შაქარი

60 გრ.შვრიის ფანტელები

100 გრ ნიგოზი

100 გრ.კარაქი

მწიკვი მარილი

გულსართი :

700 გრ.ქლიავი

1 ფორთოხალი

75 გრ.შაქარი

50 გრ.კარაქი

დარიჩინი (სურვილისამებრ)

 

მომზადების წესები :

ფორმას წავუსვათ კარაქი.

გარეცხილ ქლიავს გამოვაცალოთ კურკა.თუ ქლიავი მაგარია,ცოტა ჩავთუთქოთ კარაქში და შაქართან ერთად ტაფაზე.მოვაყაროთ დარიჩინი,მოვახათ ფორთოხლის წვენი,შემდეგ გადავიატნოთ  ფორმაში.

თუ ქლიავი მწიფეა,მაშინ ამოვაცალოთ კურკა და დავალაგოთ ფორმის ძირზე .

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი ,კარაქი ჩავხეხოთ და ხელის თითებით ავაფხვიეროთ,შემდეგ დავუმატოთ მარილი, შაქარი,შვრიის ფანტელები და დაჭრილი ნიგოზი.მიღებული ფხვიერი ცომი მოვაყაროთ ქლიავს და 20-30 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ღუმელში.მივირთვათ ნაყინთან ერთად.