როგორ მოვამზადოთ ქათმის სოსისი ყველით სახლში

    დავამზადოთ  გემრიელი  სოსისები სახლში! … დიახ, სოსისი უნივერსალური პროდუქტია და ის ძალიან  როგორ უყვართ ბავშვებს! სამწუხაროდ, მაღაზიებში არ არის ისეთი მაღალი ხარისხის, რომ ის  ბავშვებს ვაჭამოთ და ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, ჯანსაღი საკვები თავად მოვუმზადოთ   ჩვენს შვილებს.

ინგრედიენტები :

500 გრ.ქათმის ფილე

2 კვერცხი ან 3 კვერცხის ცილა

80 მლ ნაღები 20% ან არაჟანი

მარილი

50-70 გრ.მაგარი ყველი

კამა ( სურვილისამებრ )

ვარდისფერი ფერის მისაღებად –  2 ჩაის კოვზი ჭარხლის წვენი  (სურვილისამებრ). 

თეთრი წიწაკა ( სურვილისამებრ)

მომზადების წესები :

ხორცი  გავატაროთ

ყველი გავხეხოთ.მწვანილი დავჭრათ.

ხორცის ფარში , არაჟანი, კვერცხი, მარილი, წიწაკა, კამა შევურიოთ.

მასა დავაბლენდეროთ და შემდეგ დავუმატოთ გახეხილი ყველი.

სოსისის შეზავებული  ფარში გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში ,რომელსაც მიმაგრებული ექნება 16 მმ დიამეტრის თავი.

საკონდიტრო ტომრის გამოყენებით ფარში დავდოთ საკვების შესაფუთ პარკზე და შევახვიოთ სოსისივით.

სოსისები მოვხარშოთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გადავიტანოთ ცივ წყალში და მოვაშოროთ საკვები პარკი.

შევწვათ გახურებულ  ზეთიან ტაფაზე.

მიირთვით გემრიელად !

 

 

 

სენდვიჩი კროკ – მისიე და კროკ – მადამ

    კროკ- მადა – ცნობილი ფრანგული საუზმე. ეს არის მარტივად  მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი სენდვიჩი ლორით და კვერცხით.

ინგრედიენტები:

4 ტორტის პური ( უმჯობესია შავი პური)

4 ლორის ნაჭერი

2 კვერცხი

200 გრ.მოცარელა

50 გრ.არაჟანი

1 ჩაის კოვზი გახეხილი ნიორი

2 ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი

ნაღების კარაქი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესები :

არაჟანს  შევურიოთ მდოგვი და ნიორი.

ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

პურის ოთხივე ნაჭერს ცალი მხრიდან წავუსვათ  არაჟნის სოუსი.

პურის ერთ ნაჭერზე (წასმული ზედაპირზე) მოვაყაროთ ყველი,  დავაწყოთ 2 ლორის ნაჭერი, მოვაყარო ისევ ჰახეხილი ყველი და დავატაროთ ტოსტის პურის მეორე ნაჭერი( არაჟნის სოუსით ქვემოთ).

სენდვიჩი შევდოთ  250 გრადუსზე ღუმელში ყველის გადნობამდე. ეს გახლავთ  სენდვიჩი კროკ -მესიო და თუ მასზე ზემოდან მოვათავსებთ  კარაქში შემწვარ კვერცხს ,მივიღებთ სენდვიჩს კროკ- მადამ.

 

 

 

 

 

სამარხვო ოლადები მურაბით

სამარხვო ოლადები საფუარით

ინგრედიენტები :

330 მლ.წყალი

300 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი საფუარი

2 სუფრის კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

საფუარი და შაქარი გავხსნათ თბილ წყალსი და დავდოთ ასაქაფებლად.

აქაფებულ მასასი ცავაროთ ფქვილი,მარილი და მოვზილოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

ცომი დავდოთ 30 წუთი და მოცულობაში 2 –  ჯერ გაიზრდება.

ამოცულ ცომს არ მოვურიოთ,ისე ამოვიღოთ კოვზით  სქელძირიან  და ზეთიან ტაფზე. სამარხვო ოლადები გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.

სამარხვო საფუვრიანი ოლადები მივირთვათ მურაბასთან ერთად!

სამარხვო ოლადები საფუარის გარეშე

ინგრედიენტები :

350 ფრ.ფქვილი

1 და 1/2 ჩაის კოვზი სელის ფქვილი

250 მლ.წყალი

1/2 ჩაის კოვზი ლომონმჟავა

2 სუფრის კოვზი შაქარი

3/4 ჩაი ს კოვზი   სოდა

1/2  ჩაის კოვზი ძმარი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

პურის და სელის ფქვილი შევურიოთ,დავუმატოთ შაქარი და ლიმონმჟავა.

მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ წყალი,დავუმატოთ სოდა ძმრით და მოვზილოთ  სქელი არაჟნის კონსისტენციის ერთგვაროვანი მასა.

ცომი გავაჩეროთ 10 წუთი.

სქელძირიან ტაფაზე ზეთი გავაცხელოთ,ცომს არ მოვურიოთ ,ისე ამოვიღოთ კოვზით და დავსვათ ტაფაზე.სამარხვო ოლადები შევწვათ ორივე მხრიდან თავდახურულ ჭურჭელში.

 

კომბოსტოს მაჭკატები ( ოლადები ) მაწვნით

ინგრედიენტები ;

900 გრ.კომბოსტო

1 კვერცხი

150 მლ.მაწონი

1/2 ჩაის კოვზი სოდა

1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

2 სუფრის კოვზი ფქვილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

კომბოსტო დავჭრათ წვრილად.

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ  მარილი გემოვნებით.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, ჩავყაროთ კომბოსტო ,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

კომბოსტოს  ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

კომბოსტოს ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!

 

 

 

კომბოსტოს ალადუშკები

ინგრედიენტები :

200 გრ.კომბოსტო

2 კვერცხის გული

60 გრ.ფქვილი

10 გრ.გამაფხვიერებელი

ზეთი შესაწვავად

5 გრ. დაფქული მუსკატის კაკალი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

კომბოსტო გავრეცხოთ , დავჭრათ წვრილად,მოვაყაროთ მარილი და ხელით ავსრისოთ.

კომბოსტოს  დავუმატოთ კვერცხის გული,მოვაყაროთ მუსკატის კაკალი,ფქვილი,გამაფხვიერებელი  და მოვამზადოთ ალადუშკების ცომი.

გაცხელებულ სქელძირიან ტაფაზე დავასხათ ზეთი,სუფრის კოვზით დავსვათ ალადუშკები და შევწვათ ორივე მხრიდან.

 

 

 

შოკოლადის ოლადები ნიგვზით

ინგრედიენტები :

200 მლ.მაწონი

30 გრ.კაკაო

30 გრ.ნიგოზი

1 კვერცხი

3 სუფრის კოვზი შაქარი

1  ჭიქა ფქვილი

1 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1/2 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

ნიგოზი დავაბლენდეროთ.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, კაკაო,ნიგოზი მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

შოკოლადის  ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

შოკოლადის ოლადიკებს გადავუსვათ შაქრის მინანქარი და მოვაყაროთ ნიგოზი.

შოკოლადის ოლადიკები ნიგვზით მივირთვათ გემრიელიად!

 

ბანანის ოლადები

ინგრედიენტები :

200 მლ.მაწონი

1 მწიფე ბანანი

1/2 ლიმონის წვენი

1 კვერცხი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1  ჭიქა ფქვილი

1 ჩაის კოვზი გავაფხვიერებელი

1/2 ჩაის კოვზი სოდა

მომზადების წესები :

თასში ჩავასხათ ოთახის ტემპერატურის ( საიდუმლო ნომერი 1) მაწონი.

მაწონს შევურიოთ კვერცხი მსუბუქად ავთქვიფოთ.

მწიფე ბანანი დავაბლენდეროთ ,ლიმონის წვენი შევურიოთ,რომ არ გამუქდეს.

სითხეში ჩავყაროთ სოდა,მოვურიოთ, გაჩნდება ბუშტუკები და როცა უკვე რეაქცია მინელებას დაიწყებს,დავუმატოთ გამაფხვიერებელი ( საიდუმლო ნომერი 2).

თხევად მასას დავუმატოთ მცირე რაოდენობის შაქარი.ოლადების ცომი არ უნდა იყოს ტკბილი,რადგანაც შეწვისას გარედან დაიწვება და შიგნით იქნება უმი ( საიდუმლო ნომერი 3).

მასას დავუმატოთ მარილი.

ფქვილი აუცილებლად უნდა გავცრად და უნდა იყოს უმარლესი ხარისხის( საიდუმლო ნომერი 4).

გაცრილი ფქვილი ჩავყაროთ თასში და დავასხათ თხევადი მასა, ბანანის პიურე ,მოვურიოთ კოვზით ან ჩანგლით.მიქსერის ან სათქვეფის გამოყენება ამ ეტაპზე არ შეიძლება ( საიდუმლო ნომერი 5).

მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის ცომი და დავასვენოთ 15 წუთი.

ცომს მოვურიოთ,კოვზით დავსვათ ბურთები გაცხელებულ ზეთიან  სქელძირიან( საიდუმლო ნომერი 6) ტაფაზე ,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

 ბანანის ოლადები დიდი რაოდენობის ზეთში არ უნდა შევწვათ.შეწვის მომენტში იგი იწოვს ზეთს და შიგნით რჩება უმი ( საიდუმლო ნომერი 7).

ბანანის ოლადიკები მივირთვათ გემრიელიად!

 

პომიდვრის ოლადები

ინგრედიენტები:

პამიდორი – 500 გრ

ოხრახურში – 5 ტოტი

კამა – 5 ტოტი

კვერცხი – 1 ცალი

ფქვილი – 250 გრ

სოდა – 6 გრ

შაქარი – 25 გრ

მარილი – 5 გრ

დაფქული შავი წიწაკა – 2 გრ

ზეთი – 40 მლ

მომზადების წესები:

  1. პამიდოს კანი გავაცალოთ და დავაბლენდეროთ.მას დავუმატოთ კვერცხი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა,წვრილლად დაჭრილი ოხრახურში ,კამა ,ფქვილი შაქართან ერთად და მოვურიოთ.
  2. ცომს დავუმატოთ სოდა,კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ 15 წუთი.
  3. შეწვის წინ ცომს არ უნდა მოვურიოთ.შევწვათ ოლადები  სქელძირიან ტაფაზე  ზეთში ორი წუთი ორივე მხრიდან .

თევზის ოლადები

ინგრედიენტები :

250 გრ. თევზის ფილე

100 მლ.მაწონი ან კეფირი

100 გრ.ფქვილი

2 კვერცხი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

3 ღერი   მწვანე ხეხვი

1 ჩაის კოვზი მარილი

1 /2 ჩაის კოვზი სოდა

70 მლ.ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები :

თევზის ფილე აუცილებლად უნდა დავკეპოთ.

კვერცხი  ავთქვიფოთ,დავასხათ ოთახის ტემპერატურის ( ეს აუცილებელია) მაწონი,დავუმატოთ ფქვილი,სოდა,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.ავთქვიფოთ კარგად,რომ არ დაგვრჩეს კოშტები.

ცომს დავუმატოთ დაკეპილი თევზის ფილე და დაჭრილი მწვანე ხახვი.

ცხელ ტაფაზე დავასხათ ზეთი,სუფრის კოვზით დავსვათ თევზის ოლადები და შევწათ ტაფაზე ორივე მხრიდან.

 

მაჭკატები,ოლადები ხახვით

ინგრედიენტები :

3 თავი ხახვი

5 სუფრის კოვზი მანანის ბურღული

2 კვერცხი

150 გრ.არაჟანი

2 სუფრის კოვზი დაჭრილი პიტნა

2 სუფრის კოვზი   დაჭრილი ზეთის ხილი

ნახევარი ლიმონი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

კარაქი შესაწვავად

მომზადების წესები :

ხახვი  გავჭრათ შუაზე,დავასხათ ცივი წყალი,რომ დაიფაროს,ჩავასხათ  1 სუფრის კოვზი ძმარი და ჩავყაროთ 1 ჩაის კოვზი მარილი,გავაჩეროთ 20 წუთი.

ხახვი გავატაროთ ხორცსაკეში,გავწუროთ,სითხე გადავღვაროთ.

გაწურულ ხახვს დავუმატოთ მანანის ბურღული,კვერცხი,მარილი,წიწაკა,მოვურიოთ და  ხახვის ოლადები შევწვათ კარაქში ორივე მხრიდან.

სოუსი ხახვის მაჭკატებისათვის:

პიტნა,ზეთისხილი,ლიმონის წვენი,მარილი გემოვნებით და არაჟანი შევურიოთ.

ხახვის ოლადები მივირთვათ სოუსთან ერთად!