მარწყვის მუსი

ინგრედიენტები 6-8 პორციისათვის :

1,5 ჭიქა მარწყვი

3 ჭიქა წყალი

1 ჭიქა შაქარი

3 ს.კოვზი მანანის ბურღული

 

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ და გავავტაროთ საცერში.

საცერში დარჩენილ ნარჩენებს დავასხათ  3 ჭიქა წყალი.

წყალში გავხსნათ მანანის ბურღული,შაქარი და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფს შევურიოთ მარწყვის პიურე და ცხელივე ავთქვიფოთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე.

მუსი ,რომ მომზადდეს სწრაფად და გაგრილდეს,თქვეფისას ჩავდოთ ცივი წყლის აბაზანაზე.

მუსი გადავიტანოთ განიერ ფუჟერებში და გავაფორმოთ სურვილის მიხედვით.

მარწყვის მუსი ნაღებით:

250 გრ.მარწყვი

250 გრ.33% ნაღები

100 გრ.შაქრის პუდრა

10 გრ.ჟელატინი

მარწყვი დავაბლენდეროთ.

ჟელატინს დავასხათ 3 ს.კოვზი წყალი და 30 წუთი დავტოვოთ ასაფუებლად,

შემდეგ კი ორთლის აბაზანაზე გავადნოთ.

ნაღები ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევურიოთ გამდნარი ჟელატინი და მარწყვის პიურე.

მარწყვის მუსი ტორტებისათვის:

200 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ,შევურიოთ 50 გრ.(2 ს.კოვზი)შაქრის პუდრა და მივიყვანოთ ადუღებამდე, ავადუღოთ 1 წუთი.ოდნავ გავაგრილოთ და დავუმატოთ 10 გრ.ჟელატინი.

100 გრ.მასკარპონე ავთქვიფოთ 100 მლ 33%.ნაღებთან ერთად.

ორივე მასა ერთმანეთში შევურიოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კარამელის რეცეპტი

ინგრედიენტები :

170 გრ.შაქარი

30 გრ.ინვერტური სიროფი ან გლუკოზა

30 გრ.წყალი

240 გრ.ნაღები

60 გრ.კარაქი

4 გრ.მარილი

 

მომზადების წესები :

სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი,ინვერტული სიროფი ან გლუკოზა  და საშუალო ცეცხლზე  მოვადუღოთ კარამელი.როგორც კი კარამელი, მუქი ფერის გახდება, ჩავამატოთ ნაღები და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

რჩევა:კარამელის მოზადებისას ქვაბში ჯერ ჩავყაროთ შაქარი და მერე დავასხათ წყალი.კარამელს ვაცადოთ მომზადება.

უმჯობესია კოვზით არ მოვურიოთ,თორემ დაკრისტალდება.კოვზი გამოვიყენოთ კარამელში ნაღებისა და კარაქის შერევის  დროს.

ბოლოს დავუმატოთ მარილი და გავაციოთ.

კარამელის  კრემის მომზადება . მე-2 ვერსია.

250 გრ.შაქარი

250 მლ.მაღალპროცენტიანი ნაღები

1ჩ.კოვზი მარილი

50 მლ.წყალი ან ლიმონის წვენი

50 გრ.ნაღების კარაქი

მომზადების წესები :

ქვაბი გავახუროთ .

გახურებულ ალუმინის ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავაყაროთ შაქარი ,ქვაბი შევანჯღრიოთ  და საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ  .

დამწვარი შაქრის  მორევა არ შეძლება,რომ არ დაგვიკრისტალდეს.

როგორც კი კარამელი ქარვისფერი გახდებასველი ფუნჯით ქვაბის კედლებიდან მოვაშოროთ შაქრის კრისტალები, რომ არ დაკრისტალდეს.გავაგრძელოთ კარამელის  მოდუღება ,სანამ ყავისფერი გახდება, დაახლოებით 10  წუთი.

თუ გვაქვს კულინარიული თერმომეტრი,მოვადუღოთ 160 გრადუსამდე.კარამელი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ მარილი,კარაქი და ნაღები.კარამელი აფუვდება,ქვაბიდან გადმოსვლას დააპირებს,კარგად მოვურიოთ და დაჯდება.

კარამელი ისევ დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვადუღოთ 3-4 წუთი.ოდნავ გავაგრილოთ,გადავიტანოთ მინის ქილაში

და შევდოთ მაცივარში.კარამელი ინახება 1 თვე.

 

ჩიზი -კრემი ნაღების ყველით

ინგრედიენტები :

300 გრ.ნაღების ყველი ან მასკარპონე

100-120 გრ.შაქრის პუდრა

100-150 მლ.33-35%ნაღები

 

მომზდების წესები :

ძალიან ცივი ნაღების ყველი საშუალო სიჩქარეზე ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

შევათქვიფოთ ძალიან ცივი ნაღები.

თუ ჩვენ კრემს ვამზადებთ მასკარპონეთი,მაშინ ავთქვიფოთ მიქსერით ძალიან დაბალ სიჩქარეზე ცოტა ხნით,რომ მასა არ გათხელდეს.

კრემი ყველი მასკარპონეთი.მე-2 ვერსია.

450 გრ.ყველი მასკარპონე

5 კვერცხი

250 მლ.მაღალპროცენტიანი ნაღები

175 გრ (7 ს.კოვზი ) შაქრის პუდრა

 

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად.

გოგლიმოგლი შევურიოთ  ცივ მასკარპონეს ისე,რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.

მიქსერით ავთქვიფოთ ნაღები მყარ პიკამდე და ულუფობით შევურიოთ

ყველიან მასას.

 

თუ კრემი კოვზიდან არ ვარდება,ესე იგი კარგი კონსისტენციისაა.

 

 

 

შუს ტორტი

ინგრედიენტები შოკოლადის ბისკვიტისათვის ;

2 კვერცხი

40 გრ.შაქარი

50 გრ.ფქვილი

10 გრ.კაკაოს ფხვნილი

მწიკვი მარილი

 

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ კაკაო.

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  20 გრ.  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე,ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე  20 გრ. შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილი კაკაოსთან ერთად  ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

18 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.ფორმას ცხიმი მოვუსვათ გვერდებზე და ფსკერზე.

ბისკვიტს ვაცხობთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

სანამ ცხვება ბისკვიტი მოვამზადოთ დასანამი სიროფი.

25 მლ წყალი

25 გრ.შაქარი.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი გავაგრილოთ.

მოვამზადოთ პროფიტროლები( მცირე ზომის შუ).

შუს ანუ პროფიტროლების რეცეპტი 

ი ამოვავსოთ მარილიანი კარამელის კრემით.

ინგრედიენტები კარამელის კრემისათვის:

150 გრ.დარბილებული კარაქი

250 გრ.კარამელი

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ კარამელი.

შოკოლადის სუფლე:

450 გრ.შაქარი

225 გრ.ნაღების კარაქი

195 მლ.წყალი

162 გრ.კვერცხის ცილა

150 გრ.შედედებული რძე

40 გრ.კაკაოს ფხვილი

2 გრ.ლიმონის მჟავა

30 გრ.ჟელატინი დარბილებული 150 მლ წყალში

30 გრ.ჟელატინს დავასხათ 150 მლ.ოთახის ტემპერატურის წყალი და გავაჩეროთ 20 წუთი.

კარაქი,კაკაო და შედედებული რძე ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.

წყალი,შაქარი და ვანილიანი შაქარი ერთმანეთში შევურიოთ და მოვადუღოთ სიროფი

იტალიური მერენგას მოსამზადებლად.სიროფის წვეთი ჩავსხათ წყალში.თუ რბილი ბურთულა  გაჩნდა,სიროფი მზადაა.

ცალკე ვათქვიფოთ კვერცხის ცილა და მზა სიროფი წვრილი ჭავლით ჩავასხათ,თქვეფა არ შევაჩეროთ. ვთქვიფოთ მერენგას გაგრილებამდე.შემდეგ ჩავამატოთ თქვეფის შეუჩერებლად ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი და კაკაოს კრემი.

მოვამზადოთ საცხობი ფორმა.ავიღოთ 20 სმ დიამატრის  ფორმა.

გავჭრათ მუშამბის”კლიონკის”საქაღალდე და ფორმა ავამაღლოთ ისე,როგორც

ეს სურათზე არის ნაჩვენები.

 

ფორმაში ჩავასხათ შოკოლადის 1/3 სუფლე და 15 წუთი შევდოთ საყინულეში.

გამოვიღოთ საყინულედან დავალაგოთ პროფიტროლებით(10-15 მოვიტოვოთ ზემოდან გასაფორმებლად).

დავასხათ დარჩენილი სუფლე და  ჩავდოთ კაკაოს  სიროფით დანამული ბისკვიტი.

ფორმა ტორტით  შევდოთ მაცივარში მინიმუმ 6-8 საათი.

ტორტს ფორმა შემოვხსნათ,დავაფაროთ სინი და გადმოვაბრუნოთ.

ტორტს ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანაქარი,დავალაგოთ შუები და კენკროვანი ხილი მარწყვი,ჟოლო

მოცხარი,მაყვალი.

 

 

 

 

 

 

შოკოლადის სუფლე

ინგრედიენტები  :

450 გრ.შაქარი

225 გრ.ნაღების კარაქი

195 მლ.წყალი

162 გრ.კვერცხის ცილა

150 გრ.შედედებული რძე

40 გრ.კაკაოს ფხვილი

2 გრ.ლიმონის მჟავა

30 გრ.ჟელატინი დარბილებული 150 მლ წყალში

 

მომზადების წესები :

30 გრ.ჟელატინს დავასხათ 150 მლ.ოთახის ტემპერატურის წყალი და გავაჩეროთ 20 წუთი.

კარაქი,კაკაო და შედედებული რძე ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.

წყალი,შაქარი და შაქრიანი ვანილი   ერთმანეთში შევურიოთ და მოვადუღოთ სიროფი.

იტალიური მერენგას მოსამზადებლად, სიროფის წვეთი ჩავსხათ წყალში.თუ რბილი ბურთულა  გაჩნდა,სიროფი მზადაა.

ცალკე ვათქვიფოთ კვერცხის ცილა და მზა სიროფი წვრილი ჭავლით ჩავასხათ,თქვეფა არ შევაჩეროთ, ვთქვიფოთ მერენგას გაგრილებამდე.შემდეგ ჩავამატოთ თქვეფის შეუჩერებლად ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი და კაკაოს  კრემი.

სუფლე გადავიტანოთ ფორმებში და შევინახოთ მაცივარში 7-8 საათი.

 

მარწყვის კექსი მაწვნით

ინგრედიენტები :

300 გრ.მარწყვი

150 მლ.მაწონი

300 გრ.ფქვილი

70 გრ.მანანის ბურღული

150 გრ.ყავისფერი შაქარი

ვანილი

125+50 გრ.ნაღების კარაქი

2 დიდი ზომის კვერცხი+ 1 ცილა

2 ჩ.კოვზი გახეხილი ლიმონი ან ლაიმა

0,5 ჩ,კოვზი სოდა

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

გარეცხილი,მსხვილად დაჭრილი მარწყვი 2 წუთი მაღალ ცეცხლზე 50 გრ.კარაქში შევწვათ.

მარწყვი გადმოვიტანოთ თეფშზე და გავაგრილოთ.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

ფქვილში შევურიოთ მარილი.

სოდა გავხსნათ მაწონში და შევურიოთ ლაიმას ცედრა.

კარაქი შაქართან ერთად ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე,შევათქვიფოთ ცალობით 2 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა.მასას დავუმატოთ მაწონი და ფქვილი.

ფორმას მოვუსვათ კარქი შიგნიდან,მოვაყაროთ ფქვილი,ჩავასხათ ცომი,ზემოდან დავდოთ მარწყვი, 50-60 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში.

 

კექსი 15-20 წუთი გავაგრილოთ ფორმაში და შემდეგ გადმოვიტანოთ სინზე.

ცომს მოვაყაროთ შაქრის პუდრა

 

 

ნაპოლეონი ხილით

ინგრედიენტები :

ფენოვანი ცომი

მასკარპონეს კრემი

გულსართი :

200 გრ.მარწყვი

2 ვაშლი

100 გრ.წითელი მოცხარი

1 ლიმონი

1 კონა პიტნა

0,75 ჭიქა შაქარი

 

მომზადების წესები ;

პიტნა დავნაყოთ,გავწუროთ მარლაში.ნაწური  გაწურულ ფოთლებს,

დავასხათ 0,75 მლ.წყალი და შევდოთ მაცივარში 2 საათი.ისევ გავწუროთ,

პირველად და მეორედ მიღებული ნაწური შევაერთოდ,ჩავყაროთ შაქარი და

ვხარშოთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. სიროფი  გავაგრილოთ.

ვაშლი და მარწყვი დავჭრათ ნაჭრებად,მოვასხათ ლიმონის წვენი და პიტნის სიროფი.

 

გამოვაცხოთ 3 ნაპოლეონის ფირფიტა.რეცეპტი

მოვამზადოთ ნაპოლეონის კრემი . რეცეპტი 

ან შეგვიძლია მოვამზადოთ კრემ ჩიზი ( მასკარპონეს კრემი)

ფირფიტებს წავუსავთ კრემი,დავალაგოთ ხილი.ფირფიტები ერთმანეთზე დავაწყოთ, და ზემოდან მოვაყაროთ

შაქრის პუდრა ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

ამერიკული მარწყვის და ბანანის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები ;

500 გრ.ხაჭო ან ყველი მასკარპონე

200 მლ.არაჟანი

2 ბანანი

2 კვერცხი

2 ს.კოვზი შაქარი

50 გრ.კარაქი

200-300 გრ.ორცხობილა

მწიკვი დარიჩინი

1 ლაიმის ცედრა

ზემოდან მოსართავად:

შოკოლადი

მარწყვი

ან

200 გრ.მარწყვის ან ჟოლოს მურაბა

10 გრ.ჟელატინი

მომზადების წესები :

ორცხობილა “პეჩენია” დავაბლენდეროთ , დავუმატოთ კარქი, 2ს.კოვზი შაქარი ,დარიჩინი.

160 გრადუსზე გავახუროთ ღუმელი.

16 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.

ჟელატინი დავალბოთ .

დაბლენდერებლი მასა ხელით ჩავტკეპნოთ ფორმაში, გვერდებზეც ამოვიყვანოთ,შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 15 წუთი.

ხაჭო,ბანანი,ლაიმის ცედრა, კვერცხი,არაჟანი  ერთმანეთში შევურიოთ და დავაბლენდეროთ.

გამომცხვარი ფორმა ამოვავსოთ გულსართით და ისევ შევდოთ გამოსაცხობად ღუმელში 75 წუთი.

ღუმელში ასევე  შევდგათ წყლით სავსე თასი,რომ ნამცხვარი არ დაგვეწვას.

გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ , ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი მარწყვი,მოვასხათ შოკოლადი ან ზემოდან მოვრთოთ მარწყვის ჟელეთი.

ან   მაწყვის ან ჟოლოს მურაბა  წავმოვადუღოთ ,ჩავდოთ ჟელატინი,მოვურიოთ ,ჟელატინი შიგნით გადნება.

გაგრილებულ მასას ზემოდან დავასხათ ჟოლოს მურაბა და შევდოთ მაცივარში.

 

კროკენბუში

ინგრედიენეტბი :

მოხარშული ცომი

მოხარშული კრემი

კარამელი

 

მომზადების წესები :

დავაცხოთ პატარა ზომის შუები ცომი კრაქელინით”craqueline” 

რეცეპტი  

 

 

  

მოვამზადოთ მოხარ და პროფირტოელები ამოვავსოთ ჩვენთვის საყვარელი  კრემით.

 

ავიღოთ A1 ფორმატი და კონუსი დავამზადოთ ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

რაც უფრო შევწევთ გვერდებს,მით მეტი ვიწრო და მაღალი გამოვა კონუსი.

ფანქარს ერთ ბოლოზე მოვაბათ ჩვენთვის საჭირო  სიგრძის ძაფი .

კონუსის კიდეები   მივამაგროთ საკანცელარიო წებოვანი ზონრით.

კონუსს ზემოდან შემოვახვიოთ პლასტიკი, შემოხვევა დავიწყოთ მწვერვალიდან.

 

შემდეგ კი ავაწყოთ ტორტი ისე,როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.

მოვამზადოთ კარამელი .

100 გრ.შაქარი ჩავყაროთ სქელძირიან ალუმინის ქვაბში,დავასხათ 35 მლ.წყალი,დანის წვრით ჩავყაროთ ლიმონმჟავა დამოვადუღოთ სიროფი.როგორც კი მიიღებს სიროფი ქარვის ფერს,ქვაბი სწრაფად მოვათავსოთ ცივ წყალში.

კარამელი კიდევ უფრო მეტად გამუქდება.კარამელი ,როგორც კი ოდნავ შესქელდება ,პროფიტროლებს ძირზე კოვზით წავუსვათ და თან ავაწყოთ ტორტი ზემოთ ნაჩვენები სურათის მიხედვით

კროკენბუშს შემოვახვიოთ კარამელის ძაფები.

150 გრ.შაქარი ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში და დავამზადოთ კარამელი.როდესაც კარამელი ოდნავ გაგრილდება და დაიწყება ძაფების წარმოქმნა,ქვაბის მეშვეობით შემოვახვიოთ კროკენბუშს ძაფები.ვიმოქმედოთ სწრაფად,რომ კარამელი არ გამაგრდეს.მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

კროკენბუში შეგვიზლია დავამზადოთ დონატებით და ბეზეს ნამცხვრებით.

 

კონუსში შეგვიძლია ჩავწყოთ ეშუ, პროფიტროლები ( ძირები ამოვსვაროთ კარამელში), შევდოთ მაცივარში 10-12 საათი  და შემდგომ მოვხსნათ ქაღალდი.

გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

მარწყვის სუფლე

ინგრედიენტები:

350 მლ35% ნაღები

75 მლ.მარწყვის წვენი

3 კვერცხის ცილა

10 გრ.ჟელატინი

160 გრ.მარწყვი

120 გრ.თეთრი შოკოლადი

70 გრ.შაქარი

 

ჟელატინი დავალბოთ წყალში ან მარწყვის წვენში.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.

კვერცხი ცილისა და შაქრისაგან ორთქლის აბაზანაზე მოვამზადოთ მერენგა.

გარეცხილი მარწყვი დავაბლენდეროთ და შევურიოთ ორთქლზე დამდნარი ჟელატინი.

შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ.

შოკოლადი,მარწყვის პიურე,მერენგა კოვზით ერთმანეთში შევურიოთ,ბოლოს

ულუფობით დავამატოთ ათქვეფილი ნაღები.

 

მარწყვის სუფლე გადავიტანოთ ჭიქებში და შევდოთ მაცივარში 7-10 წუთი.