კერძი ასეთი საინტერესო სახელით ნამდვილად დააინტრიგებს ნებისმიერ სტუმარს! ბადრიჯნის რულეტები ნივრით და პამიდვრით მყისიერად მზადდება.
ინგრედიენტები :
4 ბადრიჯანი
4 პამიდორი
200 გრ.მაიონეზი
მწვანილი 2 პატარა კონა
მარილი და წიწაკა გემოვნებით
ნიორი გემოვნებით
მომზადების წესები :
ბადრიჯანი დავჭრათ თხელ და გრძელ ნაჭრებად,მოვაყაროთ მარილი,გავაჩეროთ 20 წუთი.ბადრიჯანი გამოუშვებს წვენს და მწარე სითხე შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.
მწვანილი დავჭრათ.
პომიდორი დავჭრათ რკალებად.
ნიორი დავსრისოთ.
ბადრიჯანი შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში.
შემწვარი ბადრიჯნის ფირფიტაზე დავდოთ პომიდორი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკა,მოვასხათ მაიონეზი,მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი და მწვანილი,გადავახვიოთ.
ეს კერძი ძალიან გემრიელია!