გოგრის კრემსუპი

ინგრედიენტები :

1 კგ გოგრა

1 სტაფილო

1 კარტოფილი

1 ხახვი

1-2 კბილი ნიორი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

45 მლ.ნაღები

1 ლიტრი წყალი ან ბულიონი

1/2 დაფქული მუსკატის კაკალი

100 გრ.პარმეზანი

1-2 სუფრის კოვზი ნაღები ზემოდან მოსასხმელად

მომზადების წესები :

გოგრა გავთალოთ ,გული თესლით გამოვუღოთ  და დავაჭრათ კუბებად.

სტაფილო გავთალოთ და დავჭრათ.

კარტოფილი გავთალოთ და დაჭრათ .

ქვაბში  ჩავასხათ ზეთუნის ზეთი,მოვშუშოთ ხახვი და ნიორი,ჩავყაროთ გოგრის,კარტოფილის და სტაფილოს ნაჭრები,დავასხათ წყალი ან ბულიონი,  45 მლ. ნაღები დავაბლენდეროთ,მოვადუღოთ,დავუმატოთ მარილი და მუსკატის კაკალი.

გოგრის კრემსუპს მოვასხათ ნაღები და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

გემრიელიად მიირთვით!

 

 

გემრიელი ქათმის წვნიანი ბრინჯით

ინგრედიენტები :

500 გრ. ქათმის ფილე

1 სტაფილო

3 კარტოფილი

0,5 ჭიქა ბრინჯი

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 ცალი დაფნის ფოთოლი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

ნიახური პატარა კონა

დანის წვერით ინდური სუნელი ქარი

ზეთი

მომზადების წესები:

წყალი ავადუღოთ,მოვასხათ  1 ს.კოვზი ზეთი ჩავაწყოთ დაჭრილი ფილე ,ჩავდოთ დაფნის ფოთოლიდა მოვხარშოთ.ხარშვის დროს მოყენებული ქაფი მოვხადოთ.

როგორც კი ფილე მოიხარშება,ქვაბში ჩავყაროთ გათლილი,გარეცხილი და დაჭრილი კარტოფილი.დაფნის ფოთოლი ბულიონიდან ამოვიღოთ.

ხახვი დავჭრათ წვრილად.ნიორი დავჭყლიტოთ.სტაფილო გავხეხოთ.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი  ზეთი და მასში მოვშუშოთ სტაფილო და ხახვი ერთად.

როცა კარტოფილი მზად იქნება,ქვაბში ჩავყაროთ ბრინჯი,ნიორი,მოშუშული ხახვი და სტაფილო.მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ნიახური შევკრათ ძაფით ერთ კონად და წვნიანში ჩავახარშოთ.წვნიანი ყვითელი რომ გამოვიდეს,დანის წვერით ჩავამატოთ ქარი,თანაც კარგ გემოს აძლევს.

კერძში ბრინჯი მოვხარშოთ და სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ეს ქათმის წვნიანი ძალიან გემრიელია!

მაწვნის წვნიანი

ინგრდიენტები:

500 მლ. მაწონი

300 მლ.წყალი

200 მლ. არაჟანი

3 ს.კოვზი ბრინჯი

1 თავი ხახვი

30 გრ.კარაქი

1 კვერცხი

1-2 კბილი ნიორი

7-7 ღერი კამა, ქინძი

ან პიტნა

მარილი გემოვნებით

3 კვერცხი

მომზადების წესები :

ხახვი წვრილად დავჭათ და კარაქში მოვშუშოთ.

გავრეცხოთ და მოვხარშოთ 3 ს. კ ბრინჯი.

1 ქილა მაწონში გავთქვიფოთ 1  ც კვერცხი,  ჩავასხათ 300 მლ წყალი, 200 მლ არაჟანი, გავხანათ კარგათ, მოვურიოთ და საშუალო ცეცხლზე, ისე რომ არ შევწყვიტოთ მორევა, მივიყვანოთ ადუღებამდე.

როგორც კი დუღილს დაიწყებს ჩავაყაროთ მოშუშული ხახვი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, დაჭრილი ქინძი, კამა, ნიორი, მოვურიოთ და კერძი მოვამზადოთ. თუ სურვილი გვაქვს, ჩავახალოთ კვერცხი მთელ-მთელად და გამოვრთოთ ცეცხლი როცა კვერცხი  ჩვენთვის  სასურველ დონეზე მოიხარშება.

 

სამარხვო ბოსტნეულის წვნიანი” ბორში”

ინგრედიენტები :

4 ცალი კარტოფილი

200 გრ.ჭარხალი

1 თავი ხახვი

400 გრ.კომბოსტო

1 სტაფილო

1 ს.კოვზი შაქარი

1 პამიდორი

2 ს.კოვზი ტომატი

30-50 გრ.ერბო, დამზადებული სამარხვო კარაქისაგან

3-4 კბილი ნიორი

1 ს.კოვზი ლიმონი ან ვაშლის ძმარი.

ოხრახურში

1 ს.კოვზი ფქვილი

1 დაფნის ფოთოლი

მწვანილი

მარილი,აჯიკა,ცხარე წითელი წიწაკა,სამარხვო მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესები :

დავჭრათ გათლილი კარტოფილი მსხვილ კუბებად, ჭარხალი და სტაფილო ზოლებად,ხახვი წვრილად.,კომბოსტო წვრილ  ზოლებად.

ქვაბში ჩავაწყოთ კარტოფილები და მოვხარშოთ.

ჭარხალს მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი.ამ მეთოდის გამოყენებით  მივიღებთ წითელ ბორშს.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი ზეთი,დავყაროთ ჭარხალი,მოვაყროთ შაქარი ,დავუმატოთ ტომატი და მოვშუშოთ.

ცალკე ტაფაზე სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ერთად ზეთში.შევურიოთ ფქვილი და 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი.მოვაყაროთ მარილი,წიწაკა.ვშუშოთ 5-10  წუთი.

მოშუშული ჭარხალი და სტაფილო გადავიტანოთ კარტოფილიან ქვაბში.

ნიორი, მწვანილი დავნაყოთ და სამარხვო კარაქთან ერთად  ჩავდოთ ბოსტნეულის  ბულიონში,დავუმატოთ კომბოსტო და ვადუღოთ 10-15 წუთი.

ბოლოს ჩავუმატოთ 1 კბილი ნიორი,დაფნის ფოთოლი,აჯიკა. გადმოვდგათ ცეცხლიდან,ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ნიორი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივირთვათ სამარხვო მაიონეზთან  ერთად.

 

 

ჩიხირთმის კრემ-წვნიანი კვერცხი პაშოტით

ინგრედიენტები :

250 გრ.ქათმის ფილე

200 მლ.ნაღები

400 მლ ბულიონი

2 ს.კ.პურის ფქვილი

1/2 თავი ხახვი

ძმარი,მარილი გემოვნებით

1 ნაჭერი პურის ბაგეტი

2 კბილი ნიორი

1 კვერცხი

2 გრ.კამა

მომზადების წესები :

ქათამი მოვხარშოთ ,გავაციოთ.ბულიონი გავწუროთ საცერში.

ხახვი და ნიორი ზეთში მოვშუშოთ ქვაბში.შემდეგ მასში  ჩავალაგოთ მოხარშული ფილეს ნაჭრები და გავაგრძელოთ მოშუშვა.ქვაბში ჩავასხათ ბულიონი.

ნაღებში გავხსნათ ფქვილი  და ისიც ქვაბში ჩავასხათ.წვნიანი წამოვადუღოთ,გადმოვდგათ ცეცხლიდან.კერძი დავამარილოთ,დავუმატოთ ძმარი.

ჩიხირთმა  დავაბლენდეროთ.

ტაფაზე გავადნოთ კარაქი.მას არომატისთვის დავუმატოთ 1 კბილი გაჭრილი ნიორი და მასში გავხუხოთ პური.

მოვამზადოთ კვერცხი პაშოტი.

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მარილი,5 ს.კ.ძმარი ჩავასხათ,ჩავახალოთ 1 კვერცხი( მოვხარშოთ 2 წუთი) და ამოვიღოთ.

ღრმა თეფშზე დავასხათ ჩიხირთმის კრემ-წვნიანი,გავაფორმოთ კამით .კერძი  მივირთვათ გახუხულ პურთან და კვერცხთან ერთად

 

 

 

 

 

წყარო:იუთუბი,გადაცემა გურმანია 2015 წელი

 

 

ჩიხირთმა

ინგრედიენტები :

1 ქათამი ან სოფლის დედალი

100 გრ.ხახვი

5 კვერცხი

20 გრ.კარაქი

3-4 ს.კ ძმარი ან ლიმონის წვენი

100 ფრ ფქვილი

1 კონა ქინძი

მარილი

მომზადების წესები :

დედალი გავასუფთავოთ,გავრეცხოთ,მოვხარშოთ.

გაგრილებული მოხარშული დედალი სასურველი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.ბულიონი გადავწუროთ საცერში ან მარლაში.

გავაცხელოთ ტაფა და წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში მოვშუშოთ.დავუმატოთ ფქვილი.მიღებული მასა გავხსნათ ბულიონის წვენში.

ბულიონი დავდგათ დაბალ ცეცხზე,ვადუღოთ,მუდვივად ვურიოთ ხის კოვზით,სანამ ფქვილის სუნს არ დაკარგავს.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი ძმართან ერთად და შევურიოთ ცოტაოდენი ბულიონი.

ბულიონი ცეცხლიდან გადმოვდგათ ნელ-ნელა შევურიოთ კვერცხიანი მასა და თან ვურიოთ,სანამ სითხე ერთგვაროვანი არ გახდება.დავუმატოთ მარილი გემოვნებით.

სუფრაზე მიტანისას თითოეულ ულუფაში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

რჩევა :

კერძს უხდება შოთი პური.სუფრაზე მივიტანოთ დედალი და შოთი პური.

 

 

 

ფრანგული ნამცხვარი სანტ ონორე

ინგრედიენტები :

200 გრ.ფქვილი

100 გრ.მარგარინი ან კარაქი

100 გრ.შაქრის პუდრა

4 კვერცხის გული

1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი

 

მომზადების წესები :

კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ შევურიოთ წყალი.

ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა,

შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

მოვამზადოთ მოხარშული ცომი.

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ. როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი

ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.

შემდეგ  ფხვიერი ცომი გავაბრტყელოთ , გამოვჭრათ ჭიქით მრგვალი ფორმები ,გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე,ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით და შემოვარტყათ ირგვლივ მოხარშული ცომის  რგოლი.დარჩენილი ცომით ვაცხობთ პროფიტროლებს(შუ).

ვაცხობთ 160 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

წინასწარ მოვამზადოთ მარწყვის ან ჟოლოს ჟელე.

მოვამზადოთ  შაქრის მინანქარი.

200 მლ.წყალი

500 გრ.შაქარი

100 გრ.საკონდიტრო გლუკოზა ან ინვენტური სიროფი

თასი წყლით.

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ  გლუკოზა,შაქარი და დავასხათ წყალი,მოვადუღოთ სიროფი.

სიროფის წვეთი ჩავასხათ ცივ წყალში.თუ წყალში წარმოიქმნა რბილი ბურთულა,მაშინ სიროფი მხადაა.

ამის შემდეგ ჩავასხათ ლიმონის წვენი და მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ მასის გაგრილებამდე და გათეთრებამდე.

შეგვიძლია დავუმატოთ კულინარიული საღებავი.

მოვამზადოთ ასევე კრემი პატისიერი  და ნაღების კრემი

მოხარშული კრემი პატისიერი

500 მლ.რძე

30 გრ.სახამებელი

30 გრ.ფქვილი

50 გრ.ნაღების კარაქი

125 გრ.შაქარი

3 კვერცხის გული

კრემი პატისიერის რეცეპტი .

პროფიტროლები ამოვავსოთ კრემი პატისიერით.

მომზადების წესები :

ნამცხვრის ფირფიტებს წავუსვათ შაქრის მინანქარი,შუაში მოვათავსოთ

ჟელე,ირგვლივ შემოვუწყოთ შაქრის მინანქარში ამოსვრილი პროფიტროლები და ჟელე დავფაროთ ჯერ მოხარშული კრემით,შემდეგ კი ნაღების კრემით გავაფორმოთ.

 

 

 

 

 

ალუბლის ჭრიანტელი – ქართული საზაფხულო წვნიანი

ინგრედიენტები:

1 კგ ალუბალი

2 კიტრი

3-4 ტოტი მწვანე ხახვი

ცოტა მწვანილები

1/3 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

( პიტნა,ტარხუნა,ქინძი,კამა)

მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით

1 ბადიანი

მომზადების წესები :

დაკურკული ალუბალი დავაბლენდეროთ წითელ წიწაკასთან ერთად და გავატაროთ საცერში.

თუ ალუბალის წვენი მჟავეა,შევურიოთ გადადუღებული ცივი წყალი.

ტაფაზე მშრალად შევწვათ(გამოვაშროთ) 1 კბილი ნიორი,ბადიანი,ხმელი სუნელი და ჩავამატოთ ალუბლის წვენში.

მწვანილები დავჭრათ წვრილად,შევურიოთ წვნიანს. წვნიანი შევდოთ მაცივარში 1 საათით გასაციებლად.

მწვანე ხახვს მოვაჭრათ თეთრი ბოლო და დავჭრათ წვრილად.

კიტრი დავჭათ თხლად და გრძელ ნაჭრებად,შევურიოთ მწვანე ხახვი.

თეფშზე დავდოთ 1 ს.კოვზი კიტრი მწვანე ხახვთან ერთად,დავასხათ ალუბლის წვნიანი(ნიორი და ბადიანი წვნიანიდან ამოვიღოთ) და მივირთვათ გემრიელიად.

ჩენჩოს დავასხათ თვალზომით რძე,მოვაყაროთ გემოვნებით შაქარი და მიღებული სორბეტი გავყინოთ.

წვნიანი მივირთვათ სორბეტთან ერთად.