ინგრედიენტები :
1 კგ ბადრიჯანი
2 ცალი სტაფილო
4 -5 კბილი ნიორი
1 მწარე წიწაკა
2 პამიდორი
30 გრ.ოხრახურში
1 დიდი ზომის წითელი ბულგარული
3 – 4 თავი ხახვი
1,5 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი
1,5 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
ბადრიჯანი გავთალოთ,დავჭრათ თხლად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.
სხვა ტაფაში გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში ერთად მოვთუშოთ .
დავაყაროთ წვრილად დაჭრილი პამიდორი,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ კერძის მომზადება თავდახურულ ჭურჭელში.
მოვაყაროთ მარილი,წითელი დაფქული წიწაკა.
ნიორი,ბადრიჯანი,ბულგარული გავატაროთ ხორცსაკეპში.
ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და შევკაზმოთ , მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახურში.
დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ 15-20 წუთი.ცხელი ჩავასხათ სტერილური ქილებში და მოვხუფოთ.
მოგეწონათ რეცეპტი?გთხოვეთ, გაუზიარეთ მეგობრებს.