ყიყლიყოს კლასიკური და განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები :

2 კვერცხი

მწიკვი მარილი

1 ჩ.კოვზი შაქარი

50 მლ.რძე

ნახევარი ბატონი ან თეთრი პური

ზეთი ან კარაქი შესაწვავად

 

მომზადების წესები :

კვერცხს მოვაყაროთ მარილი,შაქარი და ავთქვიფოთ ჩანგლით.

გათქვეფილ კვერცხში წვრილი ჭავლით ჩავასხათ რძე.

ბატონი პური დავჭრათ ნაჭრებად,ამოვავლოთ კვერცხში და ორივე მხრიდან შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

ყიყლიყო ხახვით.მეორე ვერსია

8 ნაჭერი  თეთრი ან ჭვავის პური

2 კვერცხი

2 ს.კოვზი მაიონეზი

3-4 ცალი მწვანე ხახვი თეთრი ბოლოს გარეშე

1 პატარა თავი ხახვი

1-2 ჩ.კოვზი მდოგვი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

გათქვეფილ კვერცხში შევურიოთ მაიონეზი,მდოგვი,მარილი,წიწაკა,დაჭრილი ხახვი.ასევე შეგვიძლია დავუმატოთ ცოტა გახეხილი  მაგარი ყველი,ძეხვი.

პურის ნაჭრები ამოვსვაროთ კვერცხიან მასაში და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაში.

 

 

პოპულარული,გემრიელი სალათი მიმოზა – მხიარული თაგვები

ინგრედიენტები :

2 მსხვილი სტაფილო

4 კარტოფილი

5-6 კვერცხი

ნახევარი თავი ხახვი

1 ორაგულის  ან სარდინის კონსერვი

1  პატარა  მაიონეზი

1 ს.კოვზი ძმარი

შაქარი მწიკვი

ოხრახურში

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ხახვი დავჭრათ წვრილად, დავასხათ მდუღარე წყალი,გავაჩეროთ 5 წუთი და შემდეგ გადავღვაროთ.ხახვს მოვასხათ ძმარი,მოვაყაროთ შაქარი,მარილი და გავაჩეროთ მარინადში 10-15 წუთი.

კვარცხი,კარტოფილი,სტაფილო მოვხარშოთ.

გასუფთავებული და მოხარშული სტაფილო, კარტოფილი  გავხეხოთ წვრილად სახეხზე.

ასევე წვრილად გავხეხავთ ცალ-ცალკე კვერცხის გულსაც  და ცილასაც.

კონსერვირებულ ორაგულს მოვაცილოთ რბილი ფხები და ჩანგლით დავანაწევროთ.

ინგრედიენტები დავალაგოთ ფენებად.

პირველი ფენა – დანაწევრებული თევზი,მეორე ფენა – ხახვი ,მესამე ფენა – კარტოფილი,მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ მაიონეზი,მეოთხე ფენა  – სტაფილო,მოვახათ მაიონეზი და მოვაყაროთ მარილი,მეხუთე ფენა არის გახეხილი კვერცხის ცილა და მეექვსე ფენა – გახეხილი კვერცხის გული.

პატარა თაგუნიერბის დასამზადებლად.მოხარშული კვერცხი შუაზე გავჭრათ,მაგარი ყველისაგან გამოვჭრათ ყურები და კუდი,თვალები გავუკეთოთ მიხაკის ბუტკოთი და ულვაშები ოხრახურშის ღეროებით.

 

 

 

სვანური მარილი – ლეგენდარული ქართული სანელებელი

ინგრედიენტები :

1 კგ. მსხვილი მარილი

300 გრ.ნიორი

5-6 წითელი  წიწაკა

1/4 ჭიქა ყვითელი ყვავილი

1/4 ჭიქა ხმელი ქინძი

1 ჭიქა უცხო სუნელი

1/4 ჭიქა კვლიავი სურვილისამებრ

 

მომზადების წესები :

თესლებგამოცლილი წიწაკა დანიორი გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ ახალდაფქული სუნელები და ხელმეორედ გავატაროთ ხორცსაკეპში.სვანური მარილი მზადაა! შევინახოთ მჭიდროდ თავდახურულ მინის ჭურჭელში.