ინგრედიენტები ( პირველი ვერსია) :
200 გრ.მაწონი
25-50 მლ. (მინერალური წყალი)
ნახევარი ჩაის კოვზი ძმრით
300 – 400 გრ. ფქვილი
მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისათვის:
2 კვერცხი
250 გრ.სულგუნი
300 გრ.იმერული ყველი
მომზადების წესები :
ფქვილს მოვაყაროთ მარილი.
მინერალური წყალი და მაწონი შევურიოთ, დავუმატოთ სოდა ძმრით.
სითხე დავასხათ ფქვილს და წრიული მოძრაობებით მოვზილოთ ცომი.
ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.
ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე.
მოვამზადოთ გულსართი :
ყველი გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ კვერცხი.
ცომი და ყველი დავყოთ ერთნაირი რაოდენობის გუნდებად.
ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ყველის ერთი გუნდა,მოვუკრათ პირი და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან . ზემოდან გადავუსვათ ცხიმი. გამოცხობისას ტაფას თავზე დავახუროთ, რომ გადმოვაბრუნებთ თავსახური აღარ დავაფაროთ.
ინგრედიენტები ცომისთვის ( მეორე ვერსია)
250 მლ. მინერალური( გაზიანი ) წყალი
2 კვერცხი
1 სუფრის კოვზი შაქარი
2 სუფრის კოვზი ზეთი
ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
მომზადების წესები :
ნახევარ ჭიქა მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი , ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი .დაველოდოთ აქაფებას.
თასში ჩავასხათ ოპარა, ზეთი, ჩავახალოთ კვერცხი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, შევაზილოთ ფქვილი და მოვზილოთ ელასტიური ცომი.
ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.
ცომს გადავაფაროთ და გავაჩეროთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე.
მოვამზადოთ გულსართი :
ყველი გავხეხოთ ან გავატაროთ ხორცსაკეპში,შევურიოთ კვერცხი.
ცომი და ყველი დავყოთ ერთნაირი რაოდენობის გუნდებად.
ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ყველის ერთი გუნდა, მოვუკრათ პირი და შევწვათ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ზემოდან გადავუსვათ ცხიმი.