კულიჩი “გაზაფხული” -საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

1კგ.ფქვილი

1,5ჭიქა რძე

6 კვერცხი

300 გრ.კარაქი ან მარგარინი

1,5-2 ჭიქა შაქარი

3/4 ჩ.კოვზი მარილი

40-50 გრ.საფუარი

150 გრ.ქიშმიში

50 გრ.ცუკატები

50 გრ.ნუში სურვილისამებრ

ვანილი ან 5-6 დაფქული კარდამონი

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,ფქვილის ნახევარი,გადავაფაროთ, დავდგათ თბილ ადგილას  და დავაყენოთ ხაში.

როდესაც ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება,დავუმატოთ მარილი,5 კვერცხის გული გათქვეფილი შაქართან ერთად,ვანილი და კარაქი.კარგად შევურიოთ და მერე დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხის ცილა.

მიღებულ მასას შევათქვიფოთ  დარჩენილი ფქვილი და კარგად მოვზილოთ ცომი.ცომი არ უნდა იყოს მაგარი და  უნდა შორდებოდეს ჭურჭელს.

ცომს გადავაფაროთ ,დავდოთ თბილ ადგილას  და დავაცადოთ ამოსვლა.

ნუშს კანი გავაცალოთ და დავჭრათ.ქიშმიში გავრეცხოთ და დავწრიტოთ.

ამოსულ ცომს შევაზილოთ ქიშმიში,ნუში და დავყოთ გუნდებათ.

ფორმა შევავსოთ 1/3  -ზე, გადავაფაროთ და დავაცადოთ ცომს ამოსვლა 3/4 –  ზე,შემდეგ გადავუსვათ კვერცხის გული და საშუალო ცეცხლზე 50-60 წუთი გამოვაცხოთ ღუმელში.

ზემოდან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

ყაბაყის ბლინები

ინგრედიენტები :

2 ყაბაყი

2 კვერცხი

1 ჭიქა რძე ( ჭიქა 200 მლ.)

1 ჭიქა ფქვილი

0,5 ჩ.კოვზი მარილი

შავი პილპილი გემოვნებით

2 ს.კოვზი ზეთი

შიგთავსი:

100 მლ.არაჟანი

100 მლ.მაიონეზი

ნახევარი კონა კამა

2 კბილი ნიორი

მომზადების წესები :

ყაბაყი ჯერ გავთალოთ და მერე  დავაბლენდეროთ,შევურიოთ კვერცხი,ზეთი,ფქვილი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და ფქვილი.

გახურებულ ტაფას მოვუსვათ ზეთი,დავასხათ ერთი ჩამჩა ბლინების ცომი და შევწვათ ორივე მხრიდან.

არაჟანი და მაიონეზი ერთმანეთში გადავურიოთ,დავუმატოთ გახეხილი ნიორი და   წვრილად დაჭრილი კამა.

შიგთავსი წავუსვათ ბლინებს და გადავახვიოთ.

რჩევა: თუ ყაბაყი ქორფაა,მაშინ შეგვიძლია არ გავთალოთ.

კულიჩი ( პასკა) მოხარშული ცომისაგან

ინგრედიენტები :

1კგ.ფქვილი

50 გრ.ცოცხალი საფუარი( მშრალი ამ რეცეპტში არ გამოიყენება)

2 ჭიქა რძე

10 კვერცხის გული

2 კვერცხის ცილა

250 გრ.შაქარი

200 გრ.კარაქი

1 ჭიქა ქიშმიში

25 გრ.ცუკატი

30 გრ.კონიაკი

3 ჩ.კოვზი ლიმონის ცედრა

1 ჩ.კოვზი ილი ან მუსკატის კაკალი

3-4 ჩ.კოვზი ვანილი

0,5 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი შაფრანის ნაყენი

 

მომზადების წესები :

ერთ ჭიქა ადუღებულ ცხელ რძეში ჩავყაროთ 100 გრ.ფქვილი და ხის კოვზით მოვურიოთ.

საფუარი გავხსნათ 1 ჭიქა თბილ რძეში,შევათქვიფოთ 100 გრ.ფქვილი და დავალოდოთ საფუარის აქაფებას.

მოხარშულ მასას  დავასხათ აქაფებული მასა და კარგად მოვურიოთ.გადავაფაროთ პლასტიკი და დავდგათ თბილ ადგილას ამოსაფუებლად.

კვერცხის გულები, 3 კვერცხის ცილა,შაქარი,მარილი  მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე და გავყოთ ორ ნაწილად.

ცომს დავასხათ ჯერ ერთი ნაწილი,მოვაყაროთ 250 გრ.ფქვილი და მოვზილოთ.

შემდეგ დავასხათ გათქვეფილი კვერცხის  მეორე ნახევარი,დავაყაროთ დარჩენილი ფქვილი და მოვზილოთ.ცომი ვზილოთ მანამ ,სანამ ხელს არ მოშორდება.

მიღებულ ცომს შევაზილოთ გამდნარი კარაქი,ვანილი,სანელებლები,ცედრა შაფრანის ნაყენი ( სურვილისამებრ) და გადავაფაროთ.

ცომი მოვათავსოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.

გარეცხილი გამშრალებული ქიშმიშს დავაყაროთ 1 ს.კოვზი ფქვილი და ავურიოთ,დავუმატოთ ცომს და გადავზილოთ. ამ მეთოდის გამოყენებით ცხობისას ქიშმიში თანაბრად გადანაწილდება ცომში.

ცომს დავაცადოთ მესამედ ამოსვლა.

ცომი დავყოთ გუნდებად ,ევავსოთ ფორმების 2/3 და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ღუმელში.

500 გრ.კულიჩს ვაცხობთ 30 წუთი.

1 გრ.კულიჩს ვაცხობთ 45 წუთი .

1,5 კულიჩა ვაცხობთ 1 სთ .

2 კგ.კულიჩს ვაცხობთ 1,5  საათი.

 

 

 

 

 

კულიჩი ( პასკა) – უკრაინული სამზარეულო

აღდგომის სუფრის მთავარი გმირი არის შესანიშნავი, სურნელოვანი, ლამაზი და  გემრიელი სააღდგომო კულიჩი ! რეცეპტის ავტორია შეფ – მზარეული,კონდიტერი ელიზაბეტ გლინსკაია,რომელიც გვასწავლის კულიჩის( პასკა) მომზადებას ფრანგული ბრიოშის ტექნოლოგიის საფუძველზე.

ინგრედიენტები :

ოპარა:

150 გრ.ფქვილი

170 მლ.რძე

1 გრ.მშრალი საფუარი

0,5 გრ.ნედლი საფუარი

ინგრედიენტები ცომისათვის:

500 გრ.ფქვილი

320 გრ.ოპარა

80 გრ.შაქარი

10 გრ.მარილი

40 გრ.თაფლი( ინვენტური შაქარი – ტრიმოლინი)

24 გრ.მშრალი საფუარი ან 5 გრ.ნედლი

300 გრ.ცივი კვერცხი

250 გრ.  ცივი ნაღების კარაქი

150 გრ.ქიშმიში

სიროფი :

100 მლ.წყალი

30 მლ.შავი რომი

100 გრ.შაქარი

შვეიცარული მერენგა:

150 გრ.ცილა

300 გრ.შაქარი

დეკორი:

თხილი,ნიგოზი,ცუკატები

მომზადების წესები :

მოვადუღოთ სიროფი,ჩავასხათ რომი და აუცილებლად გავაგრილოთ.გრილ სიროფში ჩავყაროთ ქიშმიში.ეს ნაბიჯი აუცილებელია,რომ ცხობისას ქიშმიშმა ტენი არ აიღოს . თასს გადავაფაროთ თავზე  და მთელი ღამით შევინახოთ მაცივარში. es ნაბიჯი აუცილებლად უნდა შევასრულოთ .

მოვამზადოთ ოპარა: ოდნავ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ფქვილი.თუ ვიყენებთ მშრალ საფუარს,იგი შევურიოთ ჯერ ფქვილს და შემდეგ რძეს.გადავაფაროთ თავზე  პლასტიკი და დაველოდოთ აფუებას.თუ ოთახში 21 გრადუსი გვაქვს 5-6 სააათი ჭირდება ამოსვლას.

ფქვილი გავცრათ,შევურიოთ საფუარი და მარილი.

ცივი ნაღების კარაქი კუბებად დავჭრათ..

ალბათ თქვენ დაგებადათ Sეკითხვა,რატომ ვუმატებთ ცივ კვერცხებს  და კარაქს.ეს იმიტომ,რომ მოზელვის პერიოდში ცომი არ უნდა გადახურდეს.

კომბაინის თასში ,რომელშიც უნდა მოვზილოთ კულიჩის ცომი,გადავიტანოთ ოპარა,ჩავახალოთ  ცივი კვერცხები,დავუმატოთ შაქარი,თაფლიან ან ტრიმოლინი და დაბალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ.შემდეგ შევაზიოლოთ ფქვილი( ვზილოთ მიქსერით 5-7 წუთი და ბოლოს კი კუბებად დაჭრილი კარაქი.უნდა შევაზილოთ  10-15 წუთი.ზელვისას არ უნდა მოვუმატოთ სიჩქარეს.

მივიღებთ წებოვან და თხელ ცომს.

ცომი გადავიტანოთ  სხვა თასში,გადავაფაროთ თავზე და მოვათავსოთ თბილ ადგილას  2 საათი.

ამოსული ცომი ჩავზილოთ,გადავაფაროთ ისევ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში არანაკლებ 12 საათი. ეს არის ბრიოშის მომზადების ფრანგული ტექნოლოგია.მაცივარში ცომი თავიდან ამოვა.

ცომს რატომ  ვინახავთ მაცივარში?მაცივარში საფუარი ნელა მოქმედებს და ცომი ნელა ამოდის,როცა სითბოში გამოვიტანთ ის ძალიან სწრაფად იწყებს მოქმედებას.

ქიშმიში დავყაროთ საცერზე და  დავწრიტოთ.

ფორმებს წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.

თუ ქაღალდის ფორმები გვაქვს ცხიმს აღარ მოვუცხებთ.

ცომი შეიცავს დიდი რაოდენობით კარაქს.ხელების სითბო კარაქს გაალღობს.ეს რომ არ მოხდეს , ცომი წინასწარ არ გამოვიღოთ მაცივრიდან.

ცომი დავყოთ სამ 500 გრამიან  გუნდად.

ქიშმიშიც გავყოთ სამ ნაწილად.

ცომის ერთ გუნდას შევაზილოთ ერთი ნაწილი ქიშმიში და მოვათავსოთ ფორმაში.

ასევე შევაზელთ ქიშმიშს ცომის დანარჩენ გუნდებს და მათაც მოვათავსებთ ფორმებში.გადავაფარებთ და გავაჩერებთ 2 საათი.

გაცხობთ 170 გრადუსზე 30-35 წუთი.

მოვამზადოთ შვეიცარული მერენგა; კვერცხის ცილაში ჩავყაროთ შაქარი,შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და განუწყვეტლივ ვურიოთ.შაქრის კრისტალები უნდა გადნეს კვერცხის ცილაში.მერენგა ავთქვიფოთ მიქსერით მივიღებთ თხელ,წელვად მასას.ასეთი თხელი მას კულიჩის თავზე სწრაფად გაშრება.

მერენგა გადავიტანოთ სხვა გაშლილ თასში და  მასში კულიჩის თავები ამოვსვაროთ.

კულიჩს მოვაყაროთ დეკორი.

წყარო : იუთუბი 2020 წლის 12 მარტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სააღდგომო ბანანის კულიჩი (პასკა)

ინგრედიენტები :

2 ბანანი

75 გრ.კარაქი

50 მლ.წყალი

2 კვერცხი

ვანილი

1,5 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი

1 ჩ.კოვზი სოდა

მწიკვი გამაფხვიერებელი

30 გრ.ქიშმიში

მინანაქრისათვის:

2 კვერცხის ცილა

1ჭიქა  შაქრის პუდრა

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

ბანანი დავაბლენდეროთ და შევურიოთ წყალი.

კვერცხი,შაქარი,ვანილიანი შაქარი, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით და შევურიოთ ბანანის მასა.

მიღებულ მასას შევათქვიფოთ ფქვილი, სოდა ,გავაფხვიერებელი ,დავუმატოთ ქიშმიში და მივიღეთ სქელ წელვად ცომს.

ფორმების 3/4 ავავსოთ ცომით და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 40 წუთი.

გამომცხვარ  ცხელ კულიჩს წავუსმევთ შაქრის მინანქარს.

შაქრის მინანქარი: კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა და შევურიოთ ლიმონის წვენი.

 

 

სამეფო კულიჩი ( პასკა) კვერცხის გულებითა და ნაღებით

ინგრედიენტები :

6 ჭიქა ფქვილი(200 მლ)

3 ჭიქა ნაღები ( 200 მლ)

200 გრ.კარაქი

1 ჭიქა შაქარი ( 200 მლ)

10 გრ.საფუარი

15 კვერცხის გული

40 გრ.ილი

7 გრ. დაფქული მუსკატის კაკალი

30 გრ.ქიშმიში

ნუში გემოვნებით

მომზადების წესები :

3 ჭიქა ფქვილს შევურიოთ საფუარი ,დავასხათ 1 ჭიქა ნაღები,მოვზილოთ ცომი და  დაველოდოთ ხაშის აფუებას.

აფუებულ მასას შევათქვიფოთ შაქარი,კვერცხის გულები და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი.კარაქი სასურველია,წინასწარ კუბებად დავჭრათ,რომ ადვილად შევათქვიფოთ.

მიღებულ მასას შევურიოთ დარჩენილი ფქვილი,ნაღები,მუსკატის კაკალი,ილი, გადავაფაროთ და დაველოდოთ ამოსვლას.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ საფანელი.

ამოფუებულ ცომს შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი ნუში.

ცომი დავყოთ გუნდებად და ფორმები ნახევრამდე შევავსოთ .

ფორმებში ცომი კიდევ ამოვა და შეავსებს.

შევდოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

სულ ესაა! გააფორმეთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

უგემრიელესი ხაჭოს ფუმფულა პასკა ღუმელში გამომცხვარი

თუ თქვენ ხაჭოს მოყვარული ხართ,მაშინ ჩაიწერეთ და დაიმახსოვრეთ ეს რეცეპტი! ხაჭოს კულიჩი,ღუმელში გამომცხვარი,წარმოუდგენლად გემრიელია.

ინგრედიენტები :

500 გრ.ხაჭო

100 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული

1 -2 ჭიქა ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ან 10 გრ.გამაფხვიერებელი

4 კვერცხი

1 ლიმონის ცედრა

ვანილი გემოვნებით

100 გრ.ქიშმიში

 

მომზადების წესები :

ქიშმიში გავრეცხოთ და გავამშრალოთ.

ფქვილში შევურიოთ ვანილი და სოდა.

ხაჭო დავაბლენდეროთ.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ ცალკე შაქართან ერთად გათეთრებამდე.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა.

ხაჭო დავაბლენდეროთ, ჩანგლით შევურიოთ კარაქი და მანანის ბურღული.

ხაჭოიან მასას დავუმატოთ გოგლი – მოგლი და შევათქვიფოთ ფქვილი,ჩავყაროთ ქიშმიში..ბოლოს კი ვუმატებთ ათქვეფილ კვერცხის ცილას.

პასკა უნდა გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.

ფორმებს მოვუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.ფორმები ავავსოთ ცომით ნახევრამდე.ამ რეცეპტით მომზადებული პასკა ცხვება ძალიან დიდხანს,ამიტომ შევარჩიოთ დაბალი  და ფართე ფორმა.

გამომცხვარი კულიჩი ფორმიდან გადმოვიღოთ ფრთხილად ,რომ თავი ძალიან არ დაჯდეს.

 

 

 

 

კულიჩი ”კრაფინი” – თანამედროვე უცხოური სამზარეულო

ინგრედიენტები :

650 გრ.ფქვილი

200 მლ.რძე

12 გრ.საფუარი

3 კვერცხის გული

2 დიდი ზომის კვერცხი

50 მლ.ფორთოხლის წვენი

30 გრ.თაფლი

130 გრ.შაქარი

1 ფორთოხლის ცედრა

1 ლიმონის ცედრა

130 გრ.კარაქი

ვანილი

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ 1 სუფირს კოვზი შაქარი და საფუარი. დაველოდოთ საფუარის გააქტიურებას,აქაფებას.

კვერცხის გულები,კვერცხი,შაქარი და მარილი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე.

350 გრ.ფქვილი ჩავყაროთ თასში,გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ საფუარი,ფორთოხლის წვენი,გათქვეფილი კვერცხი  შაქართან ერთად,ჩავყაროთ ფორთოხლის და ლიმონის ცედრა,დავუმატოთ ვანილი,თაფლი და დავიწყოთ ცომის მოზელვა. თანდათანობით შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და 80 გრ.გამდნარი კარაქი.

თუ ცომი თხელი გამოგვივა, შევაზილოთ კიდევ 100-200 გრ.გაცრილი ფქვილი.

ცომი გადმოვიტანოთ მაგიდაზე,ფქვილი მეტი არ დავუმატოთ და დავამუშაოთ აგიდაზე 10-15 წუთი.ცომი ხელზე არ უნდა გვეწეპებოდეს.

ცომი მოვათავსოთ თასში,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ამოფუებამდე.

ინგრედიენტები შიგთავსისათვის :

120 გრ.ფქვილი

120 გრ.შაქარი

60 გრ.კარაქი

50 გრ.მუქი ქიშმიში

50 გრ.ცუკატები

50 გრ.თეთრი ქიშმიში

ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი კარაქი,შაქარი და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს. მასა ხელით ავაფხვიეროთ.გავყოთ 4 ნაწილად.

ქიშმიში წინასწარ გავრეცხოთ, გავამშრალოთ.

ცომი გავყოთ 4 გუნდად ,გადავაფაროთ და დავასვენოთ 10-15 წუთი.

თითოეული გუნდა გავაბრტელოთ ძალიან თხლად,წავუსვათ კარაქი, ( გადავანაწილოთ 50 გრ. )მოვაყაროთ აფხვიერებული ცომის მეოთხედი ,ქიშმიში და გადავახვიოთ რულეტივით.

თუთოეული ბასრი დანი ჩავჭრათ სიგრძეზე,ბოლო ნაწილი( კუდი) დავტოვაოთ ჩაუჭრელი.ერთი ნახევარი გადავახიოთ ნიჟარასავით კუდამდე,მეორე ნახევარიც ასევა გადავახვიოთ და დავადოთ პირველ ნიჟარას,მივცეთ სიმაღლე.

მოლო ნაწილი ჩავმალოთ.

კრაფინი გადავიტანოთ ფორმებში,გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 30 წუთი.

გამოვაცხოთ კულიჩი კრაფინი 180 გრადუსზე 30 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

 

სააღდგომო პასკა ( კულიჩი ) არაჟნით და ქიშმიშით

ინგრედიენტები ხაშისათვის :

1 ჭიქა რძე

4 ს.კოვზი საფუარი

ინგრედიენტები ცომისათვის:

7 ჭიქა თბილი რძე

4 კგ.ფქვილი

13 კვერცხი

10 ჭიქა შაქარი

1 კგ.კარაქი

200 გრ.არაჟანი

1 ჩ.კოვზი მუსკატი

1 ჩ.კოვზი ილი

500 გრ.ქიშმიში

მომზადების წესები :

1 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,2 ს,კოვზი ფქვილი და დავდგათ აფუებამდე.

აფუებულ მასას  დავუმატოთ რძე,შევაზილოთ  2კგ.ფქვილი და კიდევ დავდგათ ასაფუებლად.

კვარცხი ავთქვიფოთშაქართან ერთად,შევათქვიფოთ კარაქი და არაჟანი,მუსკატი , ილი და მოვზიოთ 2 კგ.ფქვილთან ერთად.ეს მასა შევურიოთ ამოსულ საფუარიან ცომს, დავაცადოთ ამოსვლა.ბოლოს დავუმატოთ ქიშმიში და ჩავდოთ ფორმებში ნახევრამდე.

ფორმებს გამოვუსვათ ზეთი.

ფორმაში ცომი,როგორც კი გაფუებას დაიწყებს შევდოთ გაზქურაში ერთი საათი ჯერ მაღალ და შემდეგ დაბალ ცეცხლზე.

 

 

 

:

 

ვაზის ფოთლებში შეხვეული ტოლმა ტყემლით ან ალუჩით – ქართული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1 კგ საქონლის ხორცი

300 გრ.ღორის ხორცი

120 გრ.ბრინჯი

5-6 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

1 კონა ქინძი

რამოდენიმე ღერი ტარხუნა

რამდენიმე ცალი ტყემალი ან ალუჩა

5-6 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ვაზის ფოთოლი

 

მომზადების წესები :

შერეული ხორცი, ხახვი ქინძი,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ფარშს დავუმატოთ ბრინჯი,წიწაკა,მარილი,1/2 ჭიქა წყალი ან ბულიონი.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფურცელში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში და ქვაბის ძირზე,ფენებს შორის ჩავაფინოთ ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ ალუჩა, ცოტა მარილი,დავაფაროთ თეფში, დავადოთ ქვა,ჩავასხათ წყალი(წყალი უნდა ფარავდეს ტოლმას),დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.

სუფრაზე მისატანად დავალაგოთ თეფშზე ,ფიალით მივიტანოთ მაწონი შეზავებული ნივრით.ტოლმას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

მაწვნის ან არაჟნის სოუსის მომზადება: 400 მლ.მაწონს შევურიოთ 3 კბილი ნიორი ( დაჭყლეტილი),მწიკვი დარიჩინი და 1 ჩ.კოვზი შაქარი.