მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

1 კილოგრამი  მწვანე ლობიო

4 კბილი  ნიორი

1 ლიტრი  წყალი

100 მლ. სუფრის ძმარი

3 სუფრის კოვზი  მარილი

5 სუფრის კოვზი შაქარი

მომზადების წესები :

მწვანე ლობიო  გავრეცხოთ ცივ გამდინარე წყალში.

პარკი ლობიოს ბოლოები მოვკვეთოთ ისე, რომ მარილწყალმა  თავისუფლად შეაღწიოს და გაჯერდეს იგი გემოთი და არომატით.

მოვამზადოთ  ორი ჭურჭელი წყალი.ერთში წყალი  ცივი უნდა დარჩეს და მეორში მივიყვანოთ  ადუღებამდე.

მოვათავსოთ  ლობიო საწურში და მივცეთ კონტრასტული აბაზანა, მონაცვლეობით ჩავყაროთ  ლობიო მდუღარე წყალში და ცივ წყალში.
ეს გახდის მას ხრაშუნასა და სასიამოვნო იქნება საჭმელად.

გავასტერილოთ ოთხი ნახევარლიტრიანი ქილა.
განვათავსოთ  ლობიო მათში რაც შეიძლება ვერტიკალურად, თითოეულ ქილაში თითო-თითო კბილი ნიორი ჩავდოთ.

ამის შემდეგ, მარილწყალი მოვამზადოთ.

გავხსნათ  ძმარი, მარილი და შაქარი ერთ ლიტრა წყალში და ავადუღოთ.

როგორც კი სითხე ადუღდება, ჩავასხათ ქილებში , სტერილური თავსახური დავახუროთ  და მოვხუფოთ.აღნიშნული წესით მომზადებულ ლობიოს კონსერვს არ ჭირდება სტერილიზაცია,მაგრამ თავდაცვის მიზნით  ქილები  გავასტერილოთ ცხელ წყალში 5-10 წუთი.

ბანკები თავდაყირა გავაგრილოთ და შევინახოთ ზამთრისათვის.

ტკბილი ფლავი შემწვარი ბანანით,თაფლით და ნიგვზით

ინგრედიენტები :

400 გრ.ბრინჯი

2 ბანანი

1 სუფრის კოვზი თაფლი

100 გრ.ნიგოზი

100 გრ.ქიშმიში

2 ჭიქა წყალი

70 გრ.შაქარი

4 სუფრის კოვზი ზეთი

ვანილი

დარიჩინი ( სურვილისამებრ)

მომზადების წესები :

ბრინჯი ნახევრად მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.

დაჭრილი ნიგოზი ტაფაზე მოვხალოთ, დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ გარეცხილი ქიშმიში და  ცეცხლზე გავაჩეროთ ქიშმიშის დაბერვამდე,დაახლოებით 5 წუთი.

ბანანი რგოლებად დავჭრათ და მსუბუქად შევწვათ ზეთში ან სამარხვო კარაქში.მოვაყაროთ ვანილი და სუვილისამებრ დარიჩინი

ქვაბის ძირს მოვუსვათ ზეთი,ჩავყაროთ ნახევარი ბრინჯი,ზემოდან გადავანაწილოთ შემწვარი ბანანის ნაჭრები,მოვასხათ თაფლი ნიგვზით და ქიშმიშით,ისევ თანაბრად გადავანაწილოთ  დარჩენილი ბრინჯი,მოვაყაროთ შაქარი,ჩავასხათ 2 ჭიქა წყალი და ადუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ,დავახუროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვამზადოთ.

 

 

როგორ მოვამზადოთ და გავყინოთ მწვანე ლობიო ზამთრისათვის

1. მომზადებამდე  მოვაცილოთ ლობიოს ბოლოები. მისი წყალში ჩაყრა შეგვიძლიათ რამდენიმე საათის განმავლობაში.

2.წყალი, რომელშიც ლობიო მოიხარშება, უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. მომზადებამდე ლობიო სწრაფად გავრეცხოთ ცხელი წყლის ქვეშ.

3. მოვხარშოთ  ლობიო 5-6 წუთის განმავლობაში, თუ ლობიო გაყინული არის – შემდეგ 8 წუთის განმავლობაში წყალი დუღდება, ვხარშოთ ლობიო მომდევნო  8-10 წუთის განმავლობაში. თუ შემდეგ ლობიოს გაყინვას ვაპირებთ, უნდა მოვხარშოთ არაუმეტეს 2-3 წუთის განმავლობაში.

4.მოხარშული მწვანე ლობიო უნდა დარჩეს მყარი, მაგრამ არა ხრაშუნა.

5.მოხარშული ლობიო ქვაბით დაუყოვნებლივ  მოვათავსოთ ძალიან ცივი წყლით სავსე  ჭურჭელში – ეს ხელს შეუშლის ლობიოს ზედმეტად მოხარშვას და აღადგენს  ფერს და სტრუქტურას.

6. მოხარშული ლობიო შეიძლება გავყინოთ : ვჭრით ნაჭრებად და ვდებთ საყინულეში პლასტიკური ტომარით.

7. სუფრასთან მიტანის წინ ლობიო გავათბოთ ქვაბში ან ტაფაში, რომ სითხე აორთქლდეს. გემოვნებით დავუმატოთ მარილი, პილპილი და კარაქი. ასევე შეგიძლიათ დავამატოთ მწვანილი და ლიმონის წვენი.

მწვანე ლობიოს კონსერვი პომიდვრის სოუსით – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

3 კგ.მწვანე ლობიო

3 კგ. პომიდორი

2 კონა ნიახური

2  თავი ნიორი

200 მლ.ზეთი

100 გრ.მარილი

200 გრ.შაქარი

2 კგ ბულგარული წიწაკა

0,5 კგ.მწვანე წიწაკა

4 სუფრის კოვზი ძმარი

მომზადების წესები :

პარკი ლობიო გავრეცხოთ, თავი და კუდი მოვაშოროთ,დავტეხოთ 4 ნაწილად.

პომიდორი დავაბლენდეროთ.

წიწაკა  გრძლად ,ნიორი  და მწვანილები წვრილად დავჭრათ.

პამიდვრის წვენში ჩავყაროთ შაქარი  და მარილი ,ზეთი ჩავასხათ,მოვადუღოთ.

პომიდვრის წვენში ჩავყაროთ დაჭრილი ბოსტნეული,ნიორი,მწვანილი და ვშუშოთ 60 წუთი  შემდეგ დავუმატოთ ნიორი და მწვანილები,ჩავასხათ ძმარი და კვლავ ვშუშოთ 20 -30 წუთი.

მწვანე ლობიო   გადავიტანოთ სუფთა ქილებში,მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

კონსერვი  – მწვანე ლობიოს სალათი ტომატში და ზეთში შევინახოთ ზამთრისათვის გრილ ადგილას.

 

 

ბულგარული წიწაკა სტაფილოთი- მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1 კგ. წითელი   და მწვანე  ბულგარული

1 კგ.პომიდორი

2 ხახვი

2 სტაფილო

40 გრ.ოხრახურში

1 ჭიქა ზეთი

1-2 სუფრის კოვზი ძმარი

5 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა

25 გრ.მარილი

მომზადების წესები :

გარეცხილ ბულგარულებს თესლი გამოვაცალოთ და თუშფალანგზე დავწრიტოთ.

გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ხახვი ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში.შევურიოთ ერთმანეთს და შევაზავოთ მარილით.

პომიდორს კანი გავაცალოთ,დავაბლენდეროთ ან გავხეხოთ,ვხარშოთ 15-20 წუთი. შემდეგ პომიდვრის წვენს დავუმატოთ ძმაrი,პილპილი,მარილი ,სურვილისამებრ 40 გრ.წვრილად დაჭრილი ოხრახურში და 10 წუთი კიდევ ვადუღოთ.

ზეთი წამოვადუღოთ,გავაგრილოთ 70 გრადუსამდე და ლიტრიან ქილებში 2 სუფრის კოვზი ჩავასხათ.

ბულგარულები გამოვტენოთ გულსართით,ჩავაწყოთ ქილებში,დავასხათ ცხელი პომიდვრის წვენი და  მდუღარე წყალში 60 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.

 

 

წითელი ბულგარული წიწაკა მწვანილებით – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

2კგ.წითელი ბულგარული

1 ლიტრა წყალი

1 ჭიქა 9% ძმარი

5 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჭიქა შაქარი

2 კოვზი მარილი

თითო ერთკილოიან ქილაზე :

5 შავი წიწაკის მარცვალი

1 სუფრის კოვზი მდოგვის  მარცვალი

2 ტორტი ოხრახურში

2 ტოტი ნიახური

3-4 ნივრის კბილი

მომზადების წესები :

ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ,ყუნწები არ მოვაშოროთ და დავჩხვლიტოთ ჩანგლით.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ზეთი და ძმარი, ჩავყაროთ შაქარი და მარილი,მოვადუღოთ მარინადი.

მოდუღებულ მარინადში ჩავყაროთ ბულგარული წიწაკა და მოვწალოთ ყველა მხრიდან 2-2 წუთი. ბულგარული წიწაკა ფერს შეიცვლის.

სუფთა  და სტერილურ ქილებში ჩავყაროთ შავი წიწაკის  და მდოგვის მარცვლები,ფენა-ფენა ჩავაწყოთ ბულგარული წიწაკები და მწვანილები,ფენებს შორის მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი,გავაპიპინოთ  ქაფქაფა  მარინადის სითხით და იქვე  მოვხუფოთ.ამ წესით დამზადებულ კონსერვს არ ჭირდება სტერილიზაცია,მაგრამ ზოგიერთი დიასახლისი თავის დაზღვევის მიზნით, ქილებს დამატებით უკეთებს 5 წუთიან სტერილიზაციას .

შინდის მურაბა

ინგრედიენტები :

1 კგ შინდი

300 მლ. წყალი

1,5 კილო შაქარი

მომზადების წესები :

შინდი გავრეცხოთ და ერთი წუთი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში.

შინდი  საცერით ან ქაფქირით ამოვიღოთ წყლიდან.

მოვხარშოთ სიროფი და   შინდი ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ,ვხარშოთ 7 წუთი.შინდის ტკბილი სიროფი ბოლომდე  გავაგრილოთ, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი. ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ.

ცხელი შინდის მურაბა ჩავასხათ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.

 

 

 

ბულგარული წიწაკა ბრინჯით “ტურისტის სადილი” – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

1,5 კგ.პომიდორი

350 გრ.სტაფილო

350 გრ.ხახვი

3 ცალი ბულგარული

3 კბილი ნიორი

0,5 ჭიქა ბრინჯი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი მარილი

5 დაფნის ფოთოლი

2  სუფრის კოვზი ძმარი

1 ჭიქა ზეთი

მომზადების წესები :

გარეცხილი პომიდორი დავჭრათ კუბებად.

ხახვი დავჭრათ რკალისებურად.

სტაფილო გავხეხოთ.

ბულგარული დავჭრათ გრძლად.

ნიორი დავწრათ წვრილად.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და  პირველ ფენად ჩავაწყოთ პომიდორი,შემდეგ კი დავაწყოთ  სტაფილო, ბულგარული , ხახვი და ნიორი.

ბრინჯი გავრეცხოთ.

ბოსტნეულს შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება და შიგნით ჩავდოთ ბრინჯი,მოვაყაროთ შაქარი,მარილი და დაფნის ფოთოლი.ბულგარული წიწაკის სალათი მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე(30-35 წუთი) ბრინჯის მოხარშვამდე.მომზადების პერიოდში კერძს კოვზით არ უნდა მოვურიოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრინჯი ქვემოთ ჩავა და ქვაბის ძირზე მიიწვება.

ბოლოს ჩავასხათ ძმარი.

ბულგარული წიწაკის სალათი ბრინჯით და სტაფილოთი მზად არის!

სალათი ცხე-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,იქვე მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

 

 

 

 

 

ბულგარული წიწაკისა და პომიდვრის ლეჩო -მოვემზადოთ ზამთრისათვიოს საბჭოთა რეცეპტი

დღეს გთავაზობთ ბევრისათვის საყვარელ  ლეჩოს  საბჭოთა რეცეპტს. ამ რეცეპტით მომზადებული ბულგარული წიწაკა პომიდორში შეგვიძლია,მივირთვათ დამოუკიდებელი კერძად და ასევე გამოვიყენოთ ბორშის და სხვა მრავალი კერძის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები :

700 მლ.პომიდვრის წვენი ( სახლში მომზადებული)

400 გრ. წითელი ბულგარული

1 სუფრის კოვზი მარილი

80 მლ.ზეთი

80 გრ.შაქარი

4 შავი პილპილის მარცვალი

1 სუფრის კოვზი 9% ძმარი

მომზადების წესები :

პომიდვრის წვენი და ზეთი  ჩავასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი,მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და ძმარი,ვხარშოთ 20 წუთი.

თუ ჩვენ არ გვაქვს პომიდვრის წვენი,მაშინ პამიდორი გავხეხოთ და გავატაროთ საცერში.პომიდვრის წვენს არ უნდა გაყვეს კანი და თესლები.

მოდუღებულ პომიდვრის წვენში ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 40 წუთი.ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.

პომიდვრისა და ბულგარულის ლეჩო ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,ბოლომდე ავავსოთ და იქვე მოვხუფოთ.

 

როგორ გავყინოთ და შევინახოთ ქლიავი ზამთრისათვის -2 განსხვავებული მეთოდი

ინგრედიენტები :

ქლიავი

მომზადების წესები :

შევარჩიოთ მწიფე,მაგრამ მკვრივი ქლიავი. ნაყოფი  გვარეცხოთ გამდინარე წყალში, შემდეგ დავალაგოთ სუფთა ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე და ისე შევამშრალოთ.  ხის დაფას გადავაფაროთ პლასტიკი. ქლიავის ნაყოფი გავათავისუფლოდ კურკისგან, ერთ ფენად დავალაგოთ  მომზადებულ ხის დაფაზე  და მინუს 18 გრადუსზე გავყინოთ.გაყინული ხილი სპეციალურ კონტეინერში ან ცელოფანში მოვათავსოთ და ისე შევინახოთ.

მომზადების მეორე ვერსია

გადავწიფებული ქლიავი გავრეცხოთ,შემდეგ დავალაგოთ სუფთა ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე და ისე შევამშრალოთ.ქლიავის  ნაყოფი გავათავისუფლოდ კურკისგან, დავაბლენდეროთ ,ჩავასხათ კონტეინერში ან სილიკონის ფორმებში და ისე გავყინოთ მინუს 18 გრადუსზე. სილიკონის ფორმებიდან ამოვიღოთ გაყინული პიურე,ჩავაწყოთ ცელოფანში და ისე შევინახოთ საყინულეში ზამთრისათვის.

რჩევა:

1. ერთხელ გამღვალი პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა არ არის რეკომენდირებული.

2. ქლიავი  უნდა იყოს ახალი,საღი და ბოლომდე დამწიფებული.

3. გამღვალი პროდუქტი სწრაფად გამოვიყენოთ,არ უნდა დაიტოვოს 2 დღეზე მეტ ხანს მაცივარში.

4. გამღვალი პროდუქტის გარეცხვა არ არის რეკომენდირებული,ამიტომ ხილი  უნდა გაირეცხოს გაყინვამდე.