ციმბირული პელმენი ქოთანში – სამეფო კერძი

ინგრედიენტები ერთი ქოთნისათვის :

10 ცალი პელმენი 

2 სუფრის კოვზი არაჟანი

1 ჭიქა ადურებული წყალი ან ბულიონი

1 თავი ხახვი

100 გრ.ყველი

1 კვერცხი

1 გუნდა ცომი

მარილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

პელმენები ნახევრად მოვხარშოთ.

ხახვი დავჭათ წვრილად და მოვშუშოთ კარაქში.

ყველი გავხეხოთ.

არაჟანი გავხსნათ წყალში.

ქოთანში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყლიანი არაჟანი, ჩავდოთ ნახევრად მოხარშული 5 ცალი პელმენი, მოვაყაროთ  ნახევარი  გახეხილი  ყველი, მოვასხათ ნახევარი მოშუშული ხახვი, ზემოდან დავალაგოთ დანარჩენი  პელმენები და ფენა – ფენა მოვაყაროთ  მოშუშული ხახვი,  და ყველი.მოვასხათ არაჟნიანი წყალი,გადავაფაროთ ცომი ( წავუსვათ ფუნჯით გათქვეფილი კვერცხი) და 180 გრადუსზე შევდოთ  ღუმელში გამოსაცხობად.

წაიკითხეთ პელმენების რეცეპტი აქ >>

 

 

 

ბელგიური ვაფლი

ბელგიური ვაფლი

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

125 გრ.კარაქი

250 გრ.ფქვილი

75 გრ.შაქარი

250 მლ.რძე

125 მლ.მინერალური წყალი

1/4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

ვანილი

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

კვერცხები გავაცალკავოთ ცილისა და გულისაგან. ცილა ცალკე ავთქვიფოთ.

კვერცხის გულები,  შაქარი და  კარაქი ავთქვიფოთ ერთად.

რძეს  შევურიოთ ფქვილი გამაფხვიერებელთან  ერთად და შემდეგ კარაქთან და შაქართან ერთად გათქვეფილი კვერცხის გულები.

ამის შემდეგ დავუმატოთ   ცალკე  გათქვეფილიკვერცხის ცილა და მინერალური წყალი.

გამოვაცხოთ ვაფლის საცხობ ფორმაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე არომატული ციტრუსების მარმელადი

ციტრუსების მარმელადის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია.ეს რეცეპტი განსაკუთრებით არაფროვანებს  იმათ, ვითაც მოტკბო-მომჟავო გემოს დესერტები უყვართ..

ინგრედიენტები :

1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

1/4 ჭიქა ლაიმის წვენი

1/4 ჭიქა ლიმონის წვენი

2 ჩაის კოვზი თაფლი

3-4 სუფრის კოვზი ჟელატინი

თუ სურვილი გვაქვს ,შაქარი ჩავუმატოთ გემოვნებით

2-3 რგოლი კონსერვირებული ანანასი

მომზადების წესები ;

ჟელატინი  დავალბოთ.

ფორთოხლის , ლაიმის, ლიმონის წვენები შევურიოთ, თუ სრუვილი გვაქს, ჩავყაროთ შაქარი და შევათბოთ წვენი ისე,რომ შაქარი გადნეს.

თბილ წვენში გავხსნათ თაფლი და ჟელატინი.

მასა გადავიტანოთ ოთხკუთხედი ფორმის მინის ჭურჭელში,გავაჩეროთ 5-10 წუთი, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ანანასი და  შევდოთ მაცივარში.

გამზადებული მარმელადი დავჭრათ კუბებად და ამოვსვაროთ შაქრის ფხვნილში.

 

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი თურქული რახათ – ლუხუმი

 იცოდით, რომ გემრიელი  დესერტის რახათ-ლუხუმის  მომზადება შეგიძლიათ მხოლოდ სამი ინგრედიენტისაგან: შაქრი, სახამებლი და წყლისგან? მე გასწავლით  დღეს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ.

ინგრედიენტები:

650 მლ.წყალი ( შეიძლება ჩავანაცვლოთ კენკრის ან ხილის წვენით}.

200 გრ.შაქარი

120 გრ.სიმინდის სახამებელი

30 გრ.კარკადე ( ჰიბისკუსი )

100 გრ.მოხალული და დაჭრილი ნიგოზი

50 მლ.ლიმონის წვენი

ზემოდან მოსაყრელად:

50 გრ.სიმინდის სახამებელი

30 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

400 მლ. .წყალი დავასხათ ჰიბისკუსს,მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ მას შევურიოთ შაქარი და ლიმონის წვენი.

დარჩენილ წყალში კარგად გავხსნათ სახამებელი.

სახამებლიანი სითხე ჩავასხათ ცხელ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ და ისე მივიყვანოთ ადუღებამდე.,დავუწიოთ ცეცხლს და 8 – 10 წუთი ნიჩბით უწყვეტად ვურიოთ.

შევურიოთ გამზადებული ნიგოზი,გადმოვიტანოთ ოთხკუთხედ ფორმაში და 12 საათის განმავლობაში გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

ამოვიღოთ ფორმიდან,წავუსვათ  ყველა მხრიდან სახამებლისა და შაქრის ნარევი.

დავჭრათ 2 სმ ის სიგრძის და სიგანის კუბებად  და ისევ ამოვსვაროთ სახამებლისა და შაქრის ნარევში

 

 

 

 

როგორ მოვხარშოთ წიწიბურა სწორად

ინგრედიენტები :

1 ჭიქა წიწიბურა

2 ჭიქა წყალი

მარილი 

ზეთი

მომზადების წესები :

წიწიბურა გავაჩიოთ, შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ იმავე ქვაბში, რაშიც უნდა მოვხარშოთ. წიწიბურას  გამოუვა მუქი ფერის წყალი.

დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.

წიწიბურას დავუმატოთ მარილი, ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

წყალი  რომ ადუღდება,დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.

გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.

მომზადების მეორე წესი:

წიწიბურა გავაჩიოთ,  შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ  და მოვხრაკოთ უზეთოთ ტაფაზე.

დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.

წიწიბურას დავუმატოთ მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

წყალი  რომ ადუღდება, დავუწიოთ, ჩავაგდოთ კარაქის კუბი  და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.

გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ.

მომზადების მესამე წესი:

ასევე შესაძლებელია წიწიბურა ჩავყაროთ ქილაში,  დავასხათ ადუღებული წყალი, დავახუროთ თავსახური, შევფუთოთ  გაგრილებამდე. ქილაში წიწიბურა მოიხარშება .

მომზადების მეოთხე წესი :

წიწიბურა გავაჩიოთ,  შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ  და მოვხრაკოთ კარაქში ტაფაზე.

დავასხათ ადუღებული წყალი , მოვაყაროთ მარილი დავახუროთ თავსახური. წიწიბურა სწრაფად მოიხარშება.

 

მოხარშული წიწიბურა ყველით

წიწიბურა გავაჩიოთ,შავი ნაწილაკები ამოვიღოთ .

გავრეცხოთ იმავე ქვაბში,რაშიც უნდა მოვხარშოთ.მუქი ფერის წყალი გადავღვაროთ.

დავასხათ 2-ჯერ მეტი წყალი.

წიწიბურა შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.

წყალი  რომ ადუღდება, დავუწიოთ და ვადუღოთ წყლის ამოშრობამდე.

მოხარშული წიწიბურა მოვხრაკოთ ტაფაზე კარაქში და დავახეხოთ ყველი.

 

 

 

ღუმელში გამომცხვარი გოგრა – 2 განსხვავებული და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 გოგრა

100 გრ.ქლიავის ჩირი

70 გრ.ნიგოზი

50 გრ.გარგრის ჩირი

30 გრ.შაქარი

30 გრ.კარაქი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

გოგრა  გავჭრათ ორ ნაწილად და შიგთავსთან ერთად გამოვაცალოთ კურკები.

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ნიგოზი,შაქარი,ჩირი და მიღებული მასით ამოვავსოთ გოგრა.ზემოდან მოვათავსოთ კარაქის კუბი.

გოგრა გამოვაცხოთ 45-50 წუთი 160 გრადუსზე ღუმელში. გამომცხვარ გოგრას მოვაყაროთ დარიჩინი.

გამომცხვარი გოგრა ვაშლით

ინგრედიენტები :

1 გოგრა

0,5 კგ.ვაშლი

70 გრ.ნიგოზი

100 გრ.ქიშმიში

30 გრ.შაქარი

30 გრ.კარაქი

მწიკვი დარიჩინი

მომზადების წესები :

 

გოგრა  გავჭრათ ორ ნაწილად და შიგთავსთან ერთად გამოვაცალოთ კურკები.

ტაფაზე კარაქი  გავადნოთ.

ვაშლი გავთალოთ,დავჭრათ კუბებად  და ოდნავ შევწვათ გამდნარ კარაქში.

გარეცხილ ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი,გავაჩეროთ 15 წუთი და შემდეგ შევამშრალოთ ხელსახოცით.

ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ნიგოზი,შაქარი, შემწვარი ვაშლი  და მიღებული მასით ამოვავსოთ გოგრა.

გოგრა გამოვაცხოთ 45-50 წუთი 160 გრადუსზე ღუმელში. გამომცხვარ გოგრას მოვაყაროთ დარიჩინი.

 

როგრ მოვხარშოთ გოგრა : 2 განსხავავებული რეცეპტი

ინგრედიენტები :

2 კგ.გოგრა

300 მლ.წყალი

2 სუფრის კოვზი შაქარი ან გემოვნებით

მომზადების წესები :

გოგრა დავჭრათ სამკუთხედ ნაჭრებად.

ქვაბში ჩავაწყოთ გორგის ნაჭრები, ისე როგორც სურათზე არის ნაჩვენები, მოვაყაროთ შაქარი და დავაწყოთ ზემოდან ისევ გოგრის ნაჭრები.

მოვასხათ წყალი,დავახუროთ ქვაბს თავსახური ,წყალი რომ ადუღდება, დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ სითხის აორთქლებამდე.წარმოქმნილი სიროფი არ გადავღვაროთ.

ცხელი გოგრის ნაჭრები დავაწყოთ თეფშზე და მოვასხათ სიროფი.

როგორ მოვხარშოთ ( მოვამზადოთ)  გოგრა ორთქლზე.მეორე ვარიაცია

ავიღოთ დიდი ქვაბი, შიგნით ჩავდოთ გადმობრუნებულად დაცხრილული ( ხვრელებიანი) ქვაბი,წყალი ჩავასხათ იმდენი,რამდენიც ამ ქვაბს დაფარავს,დავაწყოთ გოგრის ნაჭრები.გოგრის ნაჭრები წყლით არავითარ შემთხვევაში არ დავფაროთ, ორთქლში უნდა მოიხარშოს და შემდეგ თუ საჭირო გახდა, მოვაყაროთ შაქარი.