კრეპები, ბლინები კარამელიზირებული გარგრით – ფრანგული სამზარეულო

ინგრედიენტები ცომისათვის:

ფქვილი 1 ჭიქა
მცენარეული ზეთი  1 სუფრის კოვზი
მცენარეული ზეთი-  შესაწვავად
კვერცხი 1 ცალი
1 კვერცხის გული
რძე 1,5  ჭიქა
მარილი  მწიკვი

მომზადების წესი:

ნაბიჯი 1
თასში ჩავყაროთ ფქვილი და მარილი,გავუკეთოთ ჩაღრმავება,რომელშიც ჩავდებთ კვერცხს დაკვერცხის გულს,კიდეებიდან ფქვილი შევაზილოთ,რძე  თანდათანობით დავასახათ,ბოლოს კი ზეთი დავუმატოთ.მივიღებთ თხელ ცომს,გადავაფაროთ და  მაცივარში 30 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ.

ნაბიჯი 2
გამოვაცხოთ 10 ბლინი ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე.ბლინები ერთმანეთზე დავალაგოთ.

10 ცალი კრეპი

1 ს.კოვზი კარაქი

4  ს.კოვზი ყავისფერი შაქარი

5 გარგარი

მომზადების წესები :

გარგარი გავრეცხოთ,გავამშრალოთ,გამოვუღოთ კურკა და გავჭრათ 4 ნაწილად.გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი, დავყაროთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ ,სანამ შაქარი კარამელიზირდება ( ვურიოთ შეუჩერებლად),ჩავყაროთ გარგარი და გავუკეთოთ კარამელიზირება. კრეპები გადავკეცოთ სამკუთხედად და თითოეულზე დავდოთ კარამელიზირებული გარგრის 2-3 ნაჭერი.

კრეპი , ბლინი სუზეტი – ფრანგული ფორთოხლის დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის :

ფქვილი 1 ჭიქა
მცენარეული ზეთი  1 სუფრის კოვზი
მცენარეული ზეთი-  შესაწვავად
კვერცხი 1 ცალი
1 კვერცხის გული
რძე 1,5  ჭიქა
მარილი  მწიკვი

სიროფისთვის:
ფორთოხალი 1 ცალი
კარაქი 2  ს.კოვზი
შაქარი 5  ს.კოვზი
კონიაკი 2  ს.კოვზი

მომზადების წესები:

ნაბიჯი 1
თასში ჩავყაროთ ფქვილი და მარილი,გავუკეთოთ ჩაღრმავება,რომელშიც ჩავდებთ კვერცხს დაკვერცხის გულს,კიდეებიდან ფქვილი შევაზილოთ,რძე  თანდათანობით დავასახათ,ბოლოს კი ზეთი დავუმატოთ.მივიღებთ თხელ ცომს,გადავაფაროთ და  მაცივარში 30 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ.

ნაბიჯი 2
გამოვაცხოთ 10 ბლინი ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე.ბლინები ერთმანეთზე დავალაგოთ.

ნაბიჯი 3
ფორთოხლის  ცედრა მოვიმზადოთ გაფორმებისათვის .ტაფაზე გავადნოთ კარაქი,დავყაროთ შაქარი,დავასხათ ფორთოხლის წვენი და დაბალ ცეცხლზე მოვადუღოთ ოდნავ შესქელებამდე. ფორთოხლის სიროფი ცეცხლიდან გადმოვდგათ,ჩავასხათ კონიაკი.

ნაბიჯი 4
ბლინებს დავასხათ ფორთოხლის სიროფი,მოვაყაროთ ფორთოხლის ცედრა.

ფრანგული კრეპი სუზეტი მზადაა!

ტორტი ზახერი – ავსტრიული შოკოლადის დესერტი.

ავსტრიელმა კონდიტერმა ფრენც ზახერმა მე-19 საუკუნეში მოამზადა მინისტრ მეტერხინისთვის. ამ ტორტის უამრავი რეცეპტი არსებობს, შოკოლადის განაში და გარგრის  ჯემის ფენა ყველა ვერსიისათვის არის აუცილებელი.ჩვენ გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს.

ინგრედიენტები :

100 გრ-412 კკალ

175 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

6 კვერცხი

100 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1 ს.კოვზი კონიაკი

100 გრ. შავი შოკოლადი( 70%)

50 გრ.ნიგოზი

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

გულსართი და ზემოდან წასასმელად:

300 გრ.გარგრის ჯემი

200 გრ.შოკოლადის ფილა( 70%)

1 ს.კოვზი კონიაკი

6-7 წვეთი ლიმონის წვენი

50 გრ.კარაქი

100 გრ.შაქრის პუდრა.

2 -3 ს.კოვზი ცხელი წყალი

მომზადების წესები :

ნიგოზი მოვხალოთ,ქერცლი გავაცალოთ,დავყაროთ პერგამენტის ქაღალდის ნახევარზე,მეორე ნახევარი გადავაფაროთ და ცომის საბრტყელებლით დავაქუცმაცოთ.მივაქციოთ ყურადღება,რომ ქაღალდი  ნიგოზის ცხიმით დაისვრება.ნიგოზის ცხიმი რომ არ დავკარგოთ და დესერტი გემრიელი გამოგვივიდეს, დავუმატებთ 1 ჩ.კოვზს შაქარს.შაქარი ცხიმს შეიწოვს და ისე გადავიტანოთ ფქვილში.

ფქვილს ასევე  დავუმატოთ კაკოს ფხვნილი,გამაფხვიერებელი,მარილი.

შოკოლადის ფილა დავტეხოთ,ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ და შევურიოთ 1 ს.კოვზი კონიაკი.

კვერცხი ცილა ავთქვიფოთ შევურიოთ  75 გრ.შაქარი.

კარაქი ავთქვიფოთ 75 გრ.შაქართან ერთად და  შევათქვიფოთ თითო-თითოდ კვერცხის გულები.ბოლოს კი დავუმატოთ გაგრილებული შოკოლადი.მიღებულ მასას მონაცვლეობით  დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და ამოყვანილი ბეზე.

ფოლგას ერთი მხრიდან წავუსვათ ცხიმი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი, გადავაფაროთ ფოლგა და  ცივ ღუმელში 170 გრადუსზე   ვაცხობთ 40 წუთი,შემდეგ ფოლგა მოვაშოროთ და კიდევ გამოვაცხოთ 10-15 წუთი.

ბისკვიტი გავაგრილოთ, გავჭრათ შუაზე.

ბისკვიტს შუაში,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ გარგრის ჯემი და შევდოთ 15 წუთი საყინულეში ,რომ ადვილად წავუსვათ შოკოლადის განაში.

თუ გარგლის ჯემი სქელია,მაშინ გავაცხელოთ და  ბისკვიტს ისე წავუსვათ .

შოკოლადის განაში გავყოთ ორად.ნახევარი ტორტს წავუსვათ ზემოდან და გვერდებზე, გადავიტანოთ თეფშზე , შევდოთ საყინულეში  5-10 წუთი და ბოლოს წავუსვათ განაშის მეორე ნახევარი.

შოკოლადის განაში:

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,დავუმატოთ შაქრის პუდრა,კარაქი,ლიმონის წვეთები,კარგად მოვურიოთ და ბოლოს ჩავამატებთ ცხელ წყალს და კიდევ მოვურევთ.არ დაგავიწყდეთ ლიმონის წვეთების ჩამატება. ლიმონის მჟავა ხელს უწყობს  განაშის გაცივების შემდეგ დესერტის ზედაპირზე გაბრტყელებას.

ტორტ ზახერს აუცილებლად უნდა ქონდეს ზემოდან წარწერა.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი,გადავიტანოთ ქაღალდის კორნეტში,წვერი მოვაჭრათ და ტორტს ზემოდან გავუკეთოთ წარწერა.

ხაჭოს ტორტი გარგრით

ინგრედიენტები :

იოგურტი – 1 ს კოვზი
შაქრის ფხვნილი – 100 გრ
კარაქი – 125 გ
დიდი კვერცხი – 2 ცალი.
ლიმონის ცედრა  და წვენი
ფქვილი – 1 ჭიქა,მასში შერეული გვაქვს 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
მარილი გემოვნებით

გულსართი:
ხაჭოს კრემყველი – 700 გ
სახამებელი – 2.5  ს.კოვზი
შაქარი – 1 ჭიქა
კვერცხი – 4 ცალი.
შაქარი – 180 გ
არაჟანი – 400 გრ
დაკონსერვებული გარგარი – 8 ცალი.
ვანილის შაქარი – 1 შეკვრა
ფსტა -1 ს.კოვზი
ლიმონის წვენი – 1 ს.კოვზი
გახეხილი ლიმონის  ცედრა -1 ს.კოვზი

მომზადების წესები :

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი და შაქარი.დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი,კვერცხი ,იოგურტი,ლიმონის წვენი,ცედრა და მოვზილოთ ცომი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი , ძირზე ჩავტკეპნოთ და გვერდები ამოვუყვანოთ.

გულსართის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ და ზემოდან ცომზე მოვათავსოთ და ნიჩბით  თანაბრად  გავანაწილოთ.

წინასწარ გახურებულ ღუმელში ხაჭოს ტორტი გამოვაცხოთ 190 გრადუსზე, ერთი საათი,გადავაფაროთ ფოლგა და ღუმელში დავტოვოთ 15 წუთი.ბისკვიტი გავაციოთ და გავაჩეროთ 1-2 საათი.

ნამცხვარი  დავჭრათ  ნაჭრებად.

შაქარის მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრას დავუმატოთ 4 ს.კოვზი წყალი და ოდნავ შევათბოთ.თუ მინანქარი თხელი გამოგვივა დავუმატოთ შაქრის პუდრა,თუ სქელი წყლით გავათხელოთ.

ტორტი ზემოდან გავაფორმოთ გარგრით,მოვასხათ შაქრის მინანქარი და მოვაყაროთ ფსტა.

გარგრის ფუმფულა პეროგი

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

200 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი  შაქრიანი ვანილი

150 მლ ზეთი ( მზესუმზირისა და ზეითუნის)

150 მლ.არაჟანი

150 გრ.გაცრილი ფქვილი

1/2 ჩ.კოვზი სოდა

10-12  გარგარი

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ და შევურიოთ  სოდა.

კვერცხი ავთქვიფოთ  შაქართან ერთად, დავუმატოთ არაჟანი,ზეთი,შაქრიანი ვანილი და შევათქვიფოთ ფქვილი.

გარგარს გამოვაცალოთ კურკა და გავჭრთ  2 ან 4 ნაწილად.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი , ჩავასხათ ცომი,დავალაგოთ ზემოდან გარგრის ნაჭრები და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

პეროგი გავაგრილოთ,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

გარგრის ტორტი

ინგრედიენტები :

180 გ. ფქვილი ( 6 ს.კოვზი)
180 გრ. შაქარი ( 6 ს.კოვზი)
6 კვერცხი
ზეთი და ფქვილი  – ფორმაზე წასასმელად და მოსაყრელად.

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი,თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს

 ინგრედიენტები (გულსართი):
500 გ გარგარი
250 მლ  35%  ნაღები
3 ს კოვზი  შაქრის პუდრა
ნუშის ფურცლები

ცოტა გარგლის ჯემი

 ინგრედუენტები დასანამად:
2 ს კოვზი  შაქარი
1 ს კოვზი ნუშის ლიქიორი

მომზადების წესები :

ნაბიჯი 1
გავახუროთ ღუმელი 170 გრადუსზე. 24 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ზეთი ,მოვაყაროთ ფქვილი,ზედმეტი გადმოვყაროთ.

ნაბიჯი 2
ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი. ცალკე  კვერცხის ცილა მყარ პიკამდე ავთქვიფოთ.

ცალკე კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე.

გოგლიმოგლში ულუფობით შევურიოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად,ბოლოს კი  დავუმატოთ ამოყვანილი კვერცხის ცილა.ვურიოთ ერთი მიმართულებით ქვემოდან ზემოთ.

ნაბიჯი 3
ცომი ჩავასხათ ფორმაში, გამოვაცხოთ 18 – 20 წუთი.როცა  ბისკვიტი ამოვა და ოქროსფერი გახდება ,გამოვიღოთ ღუმელიდან,ბადეზე გავაციოთ და გავჭრათ ორად.

ნაბიჯი 4
შაქარი  ქვაბში ჩავყაროთ ,დავასხათ წყალი და მოვადუღოთ. სიროფში ჩავასხათ ნუშის ლიქიორი,გავაგრილოთ და დავნამოთ ფიფიტები.

ნაბიჯი 5
ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით,შემდეგ შევურიოთ შაქრის პუდრა და ვთქვიფოთ მყარ პიკამდე.გარგარი ნაჭრებად დავჭრათ.

ნაბიჯი 6
ფირფიტა მოვათავსოთ სინზე,წავუსვათ კრემი,დავალაგოთ გარგრის ნაჭრები,დავადოთ ბისკვიტის მეორე ფენა,წავუსვათ კრემი,დავალაგოთ გარგრის ნაჭრები.

ნაბიჯი 7
გარგლის ჯემი ოდნავ შევათბოთ და ფუნჭით წავუსვათ გარგლის ნაჭრებს . ტორტს მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები.

რჩევა: ზოგიერთი კულინარი ბისკვიტს გვერდებზე თხელ ფენად უცხებს კრემს და მოაყრის ნუშის ფირფიტებს.

გარგრის კომპოტი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

3 კგ.  გარგარი

2,5 კგ. .შაქარი

წყალი,რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად

მომზადების წესები :

გარგარი გავრეცხოთ,მოვაშოროთ კურკა.

3 ლიტრიან ქილებში ჩავყაროთ გარგარი, დავასხათ ცხელი წყალი,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაცივებამდე.

ქილებიდან ნაყენი გადმოვასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. ქაფქაფა სიროფით ავავსოთ ისევ ქილები და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ. ქილები გადმოვაბრუნოთ და ასე გავაგრილოთ.

არგო – ქართული სალათი

ინგრედიენტები:

500 გრ.ხბოს ხორცი

300 გრ.ქამა სოკო

200 გრ.მაგარი ყველი

4 კვერცხი

2-3 ს.კოვზი მაიონეზი

2 ს.კოვზი გატარებული ნიგოზი

1 პატარა კონა მწვანილი

მარილი,პილპილი გემოვნებით

 

ქამა სოკო დავჭრათ და ტაფაზე მოვშუშოთ ზეთში.

ხბოს ხორცი მოვხარშოთ,მოვაყაროთ მარილი  და ავწეწოთ.

კვერცხი მოვხარშოთ, კუბებად  დავჭრათ.

ყველი მსხვილად გავხეხოთ.

ცალკე მოვამზადოთ სალათი არგოსთვის სოუსი:ცალკე თასში მაიონეზი,წვრილად დაჭრილი მწვანილი,მარილი,პილპილი და გატარებული ნიგოზი შევურიოთ.

მომზადებული ინგრედიენტები  ფენა-ფენა დავყაროთ დიდ თეფშზე და ფენებს შორის მოვასხათ სოუსი.

თუ ზალიან გვეჩქარება,ინგრედიენტები შეგვიძლია  ჩავყაროთ თასში და ერთმანეთს  შევურიოთ .

 

როგორ მოვამზადოთ ყველი მასკარპონე სახლის პირობებში

ინგრედიენტები :

500 მლ.35% ნაღები

1 ლიმონი

მომზადების წესები :

მომინანქრებულ ქვაბში ჩავასხათ ნაღები, 85 გრადუსამდე გავაცხელოთ,ჩავასხათ ლიმონის წვენი და კარგად აურიოთ.

1-2 წუთი გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე,მთავარია არ ადუღდეს და გადმოვდგათ.

საცერში 4 ფენად გადაკეცილი მარლა  ჩავაფინოთ ,ჩავასხათ თხევადი კრემ ყველის მასა. საცერის ქვეშ მოვათავსოთ ჯამი.

მარლას თავი მოვუკრათ და დაველოდოთ შრატის დაწურვას 3-4 საათი.კრემ ყველი მასკარპონე მაცივარში ინახება 10-12 საათი.

 

ქლიავის კექსი ქარისა და თეთრი შოკოლადის განაშით

ინგრედიენტები :

ფქვილი 200 გრ

ყავისფერი შაქარი 200 გრ

ქლიავი 6 ცალი

კვერცხი 4 ცალი

მასკარპონე ყველი 100 გრ

კარაქი 50 გრ

მწიკვი მარილი

გამაფხვიერებელი 1 ს.კოვზი

არაყი 1 ს.კოვზი

მწიკვი მარილი

თეთრი შოკოლადის განაში ქარით ,ინგრედიენტები :

თეთრი შოკოლადი  200 გრ.

ნაღები 35% 200 მლ

ქარის სუნელი 1 ჩ.კოვზი

მომზადების წესები :

კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.

კვერცხისა  და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი,შევათქვიფოთ კარაქი,მასკარპონე,შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და დავუმატოთ არაყი.

2 ქლიავი გავჭრათ ოთხად,შევურიოთ ცომში .

4 ცალი ქლიავი კი დავჭრათ თხელ რგოლებად და დავალაგოთ ფორმის ძირში,ზემოდან დავასხათ ცომი. ქლიავის კექსი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გამომცხვარი კექსი დავჭრათ ნაჭრებად და გადავასხათ  შოკოლადის განაში ქარით.

ცხელ ნაღებში ჩავყაროთ დატეხილი თეთრი  შოკოლადის ფილა.შოკოლადი ნაღებში გადნება და დავუმატოთ ინდური ქარის სუნელი.

 

წყარო: იუთუბი, გადაცემა გურმანია 2016 წელი.