ინგრედიენტები :
კარაქი – 100 გრ.
შაქარი – 220 გრ.
კვერცხი – 2 ცალი.
რძე – 55 გრ.
თაფლი – 200 გრ.
სოდა – 1 ჩ.კ.
კრემი:
რძე – 500 მლ.
შაქარი – 440 გრ.
ფქვილი – 3 სუფრის კოვზი
ვანილი
კარაქი – 200 გრ.
კონიაკი – 20 მლ.
მინანქარი:
შოკოლადი (მწარე) – 100 გრ.
რძე – 50 გრ
კაკაო – 20 გრ.
კარაქი – 35 გრ.
მომზადების პროცესი:
ღრმა ჭურჭელში ავურიოთ რბილი კარაქი, შაქარი (220 გრ)და თაფლი. ჭურჭელი შემოვდგათ წყლის აბაზანა. როდესაც მასა ოდნავ გადნება, მას დავუმატოთ რძე და კვერცხი. როგორც კი ქაფი გაჩნდება გადმოვდგათ გაზქურიდან და დავამატოთ ფქვილი . ცომი მოვზილოთ.
ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე,გავყოთ 6 ნაწილად და მივცეთ მეგვალი ფორმა. თითოეული გუნდა გავიყვანოთ და 7-10 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.
კრემის მომზადება:
შევურიოთ ფქვილი ვანილი და შაქარი.
მშრალი ინგრედიენტები გავხსნათ რძეში და მოვადუღოთ ფაფა.
ფაფა გავაგრილოთ და შევათქვიფოთ კარაქი.
ავაწყოთ ნამცხვარი: ხუთ ფენას წავუსვათ კრემი ,მეექვსე ფენას კი კრემს არ წავუსმეთ და ერთმანეთზე დავაწყობთ.ნამცხვარი შევდოთ მაცივარში 5-6 საათი და ამის შემდეგ ზემოდან გადავუსმეთ მინანქარს.
მინანქრის მომზადება:
შოკოლადი დავტახოთ,დავასხათ რძე,დავუმატოთ კაკაო და კარაქი,შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე,ვურიოთ, მივიღებთ ერთგვაროვან მასას და გადავასხათ ნამცხვარს.
გემრიელად მიირთვით!