იტალიური დესერტი პანაკოტა

ინგრედიენტები :

500 მლ 35% ნაღები

1 ვანილის ჩხირი ან შაქრიანი ვანილი

130 მლ.რძე

50 გრ.შაქარი

10 გრ.ჟელატინი

50 მლ.წყალი

ხილის სოუსი :

250 გრ.ხილი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა წყალი

ვანილი

ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები ,დავუმატოთ რძე, შაქარი , ვანილი და გავაცხელოთ.

ნარევი არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე.

ცხელ ნაღებში ჩავდოთ აფუებული ჟელატინი.

პანაკოტა ჩავასხათ მინის ჭიქაში, გადავაფაროთ პლასტიკი და 1 საათი შევდოთ მაცივარში.

ხილის სოუსი:

1 ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.სიროფი ვადუღოთ 10 წუთი.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ ხილი,დავახუროთ თავსახური და გავაციოთ.

პანაკოტას ჭიქიდან ამოსაღებად,ჭიქა 1-2 წუთი მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე,დავაფაროთ

თეფში და გადმოვაბრუნოთ.პანაკოტა გავაფორმოთ პიტნითა და ალუბლის ან კენკროვანის სოუსით.

იტალიური მარწყვის დესერტი ” ჯელატო “- ხილის ნაყინი

ნგრდიენტები :

160 გრ. მარწყვი ან მაყვალი

3 კვერცხის გული

36% ნაღები 200 მლ

200 (3,5 %)მლ.რძე

200 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

მარწყვი ან მაყვალი დავაბლენდეროთ.

რძე, ნაღები  და ნახევარი შაქარი  შევურიოთ ერთმანეთს,მივიყვანოთ ადურებამდე და გადმოვდგათ არ უნდა ავადუღოთ ნარევი გავაციოთ.

კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან ერთად ავთქვიფოთ,დავასხათ გაგრილებული რძიანი მასა,მოვურიოთ და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.

დაახლოებით 10-12 წუთში მასა გასქელდება,გადმოვიტანოთ,შევურიოთ ხილის პიურე  და გავაგრილოთ ცივ წყალში.

ნაყინის თხევადი მას გადავიტანოთ გასაყინ ფორმაში და 6 საათი შევდოთ საყინულეში. 2 საათის შემდეგ ნაყინი გამოვიტანოთ მაცივრიდან,  ავთქვიფოთ და ისევ საყინულეში დავაბრუნოთ.ამის შემდეგ ამ პროცედურას ვიმეორეთ ყოველ ნახევარ საათში.

მივირთვათ გემრიელად!

 

 

ხაჭოს პასკა

ინგრედიენტები :

500 გრ.ხაჭო

150 გრ.არაჟანი

100 გრ. შაქრის პუდრა

100 მლ. შედედებული რძე

2 კვერცხის გული

150 გრ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

60 გრ.ქიშმიში

60 გრ.ფორთოხლისა და ლიმონის ცუკატი

ნიგოზი ცოტა

მწიკვი მარილი.

სანელებლები: მიხაკი,მუსკატის კაკალი, ილი დაფქული დანის წვერით

 

მომზადების წესები :

1.ხაჭო გავატაროთ მეტალის  საცერში.

2.მიქსერით გოგლი – მოგლი მოვამზადოთ,თანმიმდევრობით შევათქვიფოთ კარაქი,არაჟანი და შედეებული რძე.

3.მიღებულ მასა დავასხათ ხაჭოს ,დავაბლენდეროთ,დავუმატოთ ქიშმიში,ნიგოზი  და ჩვენთვის სასურველი ცუკატი.

4.პასკა გადავიტანოთ ფორმაში და მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

თუ ფორმა არ გვაქვს ,ავიღოთ არაჟნის ან მაიონეზის 500 გრ პლასტიკის ქილები.ძირში გავუკეთოთ ფართე ზომის 5-6 ჭრილი.ჭრილის ამოჭრა აუცილებელია,რომ  სითხე გარეთ გამოვიდეს.

ფორმა დავდოთ ღრმა თეფშზე ,შიგ  ჩავაფინოთ 2-3 ფენად მარლა,ჩავდოთ პასკა მოვუკრათ თავი,ზემოდან სიმძიმე  მოვათავსოთ.დროდადრო ამ სითხეს ვღვრით.

პასკა მაცივარში შევდოთ დაახლოებით 12-15 საათი.შემდეგ ზემოდან მარლას გადავხსნით,დავაფარებთ თეფშს,ამოვაბრუნებთ და ამის შემდეგ მოვხსნით ფორმას , მარლას.

 

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე არომატული ციტრუსების მარმელადი

ციტრუსების მარმელადის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია.ეს რეცეპტი განსაკუთრებით არაფროვანებს  იმათ, ვითაც მოტკბო-მომჟავო გემოს დესერტები უყვართ..

ინგრედიენტები :

1 ჭიქა ფორთოხლის წვენი

1/4 ჭიქა ლაიმის წვენი

1/4 ჭიქა ლიმონის წვენი

2 ჩაის კოვზი თაფლი

3-4 სუფრის კოვზი ჟელატინი

თუ სურვილი გვაქვს ,შაქარი ჩავუმატოთ გემოვნებით

2-3 რგოლი კონსერვირებული ანანასი

მომზადების წესები ;

ჟელატინი  დავალბოთ.

ფორთოხლის , ლაიმის, ლიმონის წვენები შევურიოთ, თუ სრუვილი გვაქს, ჩავყაროთ შაქარი და შევათბოთ წვენი ისე,რომ შაქარი გადნეს.

თბილ წვენში გავხსნათ თაფლი და ჟელატინი.

მასა გადავიტანოთ ოთხკუთხედი ფორმის მინის ჭურჭელში,გავაჩეროთ 5-10 წუთი, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ანანასი და  შევდოთ მაცივარში.

გამზადებული მარმელადი დავჭრათ კუბებად და ამოვსვაროთ შაქრის ფხვნილში.

 

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი თურქული რახათ – ლუხუმი

 იცოდით, რომ გემრიელი  დესერტის რახათ-ლუხუმის  მომზადება შეგიძლიათ მხოლოდ სამი ინგრედიენტისაგან: შაქრი, სახამებლი და წყლისგან? მე გასწავლით  დღეს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ.

ინგრედიენტები:

650 მლ.წყალი ( შეიძლება ჩავანაცვლოთ კენკრის ან ხილის წვენით}.

200 გრ.შაქარი

120 გრ.სიმინდის სახამებელი

30 გრ.კარკადე ( ჰიბისკუსი )

100 გრ.მოხალული და დაჭრილი ნიგოზი

50 მლ.ლიმონის წვენი

ზემოდან მოსაყრელად:

50 გრ.სიმინდის სახამებელი

30 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

400 მლ. .წყალი დავასხათ ჰიბისკუსს,მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ მას შევურიოთ შაქარი და ლიმონის წვენი.

დარჩენილ წყალში კარგად გავხსნათ სახამებელი.

სახამებლიანი სითხე ჩავასხათ ცხელ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ და ისე მივიყვანოთ ადუღებამდე.,დავუწიოთ ცეცხლს და 8 – 10 წუთი ნიჩბით უწყვეტად ვურიოთ.

შევურიოთ გამზადებული ნიგოზი,გადმოვიტანოთ ოთხკუთხედ ფორმაში და 12 საათის განმავლობაში გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

ამოვიღოთ ფორმიდან,წავუსვათ  ყველა მხრიდან სახამებლისა და შაქრის ნარევი.

დავჭრათ 2 სმ ის სიგრძის და სიგანის კუბებად  და ისევ ამოვსვაროთ სახამებლისა და შაქრის ნარევში

 

 

 

 

ორბელიანის კაკლუჭები და თეთრი, კნატუნა გოზინაყი

ინგრედიენტები:

500გრ.თეთრი ნიგოზი

300 მლ.ღია ფერის თაფლი

40 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები ;

ღუმელი გავახუროთ და შემდეგ  ცეცხლი გამოვრთოთ.

თუნუქის ფირფიტაზე დავყაროთ დარჩეული ნიგოზი და შევდოთ გახურებულ ღუმელში.

ნიგოზი ღუმელში გავაჩეროთ გაგრილებამდე და შემდეგ თითოეულ ლებანს ქერქი დანის წვერით მოვაშოროთ.გაგრძელება წაიკითხეთ 

თავადი ორბელიანის კაკლუჭები

ინგრედიენტები :

500 გრ.ნიგოზი

200- 250 გრ.თაფლი

ვანილი

კარამელი. წაიკითხეთ რეცეპტი

ნიგოზი გავატაროთ,შევურიოთ თაფლი და ვანილი.

გავაკეთოთ 20 გრამიანი  ბურთები,გვერდებზე აქედან და იქედან მივაწეპოთ ნიგვზის ლებნები,დავაწყოთ ბადეზე  და გადავასხათ მოდუღებული კარამელი.

 

 

მასტერკლასი.კარამელზე მუშაობა

ინგრედიენტები :

150 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი წყალი

ლიმონმჟავა დანის წვერით

მომზადების წესები :

სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, ცენტრში დავასხათ ძმარი.

ქვაბი შემოვდგათ მაქსიმალურად მაღალ ცეცხლზე.

შაქარს კოვზით მოვურიოთ.როგორც კი შაქარი გადნება,მორევა შევაჩეროთ.

შაქრის სიროფი უნდა გახდეს ქარვისფერი.

ქვაბის  გვერდებზე გაჩნდება  შაქრის კრისტალები,რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს სიროფში.

კრისტალები ფრთხილად მოვაშოროთ წყალში დასველებული ფუნჯით.

თუ კულინარიული თერმომეტრი არ გვაქვს,1 ჩ.კოვზი  სიროფი ჩავასხათ  ცივ წყალში. თუ მივიღეთ რბილი ბურთულა,მაშინ ( ტემპერატურა არის 118 გრადუსი) სიროფი მზადაა.

თუ მივიღეთ მკვრივი ბურთულა (ტემპერატურაა 155 გრადუსი),მაშინ კარამელი იქნება კნატუნა.

მუქი ფერის( ტემპერატურა 170 გრადუსი)კარამელს მწარე გემო დაკრავს.

კარამელის მომზადებას სულ ჭირდება 5 წუთი.როგორც კი მოდუღდება,ქვაბი ჩავდოთ  ცივ წყალში.

კარამელში ნიგოზი,თხილი,ხილის ნაჭრები ამოვსვაროთ სანამ ცხელია.

ვაშლი დავჭრათ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.თხილს,ვაშლის  ნაჭრებს ჩავასოთ ჯოხი,ამოვსვაროთ კარამელში და დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე.

ნიგვზის ლებნები და თხილი ჩანგლის მეშვეობით ამოვავლოთ კარამელში.

 

ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ კარამელის ძაფები და სხვა ფიგურები.ქაღალდს წავუსვათ ზეთი და კოვზის გამოყენებით ქაოსურად მოვაწუწოთ კარამელი.

მოვამზადოთ კარამელის სპირალი.

კარამელის ბურთი

კარამელის მომზადების მე-2 ვერსია .

150 გრ.შაქარი

75 მლ.ძმარი ან ლიმონის წვენი

ვამზადებთ ისე,როგორც პირველ ვერსიაში

 

არამელის მომზადება გლუკოზით.მე-3 ვერსია

570.გრ.შაქარი

20 გრ.წყალი

115 გრ.გლუკოზა

1 სუფრის კოვზი გლუკოზა არის 15 გრ.

ვამზადებთ ისე , როგორც  პირველ ვერსიაში.ამ რეცეპტით მომზადებული კარამელი გამოიყენება ორბელიანის კაკლუჭების გასაკეთებლად .

ღუმელში გამომცხვარი კომში თაფლით,ნიგვზით და ქიშმიშით

ინგრედიენტები :

6 მწიფე კომში

150 გრ.ქიშმიში

150 გრ.ნიგოზი

მწიკვი დარიჩინი

3 ჩ. კოვზი თაფლი

1 ლიმონის წვენი და ცედრა

2 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

კომში გავრეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ.მაგარი ჯაგრისით მოვაშოროთ ქერცლები.ნაყოფს გამოვუღოთ გულები და ცივ წყალში მოვათავსოთ 30 წუთი.

ნიგოზი დავჭრათ  დანით. გავრეცხოთ და გავაშროთ  ქიშმიში. ავურიოთ  თაფლი, თხილი, ქიშმიში, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და წვენი. მიღებული ნარევით ამოვავსოთ  კომში.

გავახუროთ  ღუმელი 180 ° C- ზე. ხილი განვათავსოთ  პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ 40-50 წუთი. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოვხსნათ ფოლგა,გავაგრილოთ მზა კომში და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

 

 

ბლომანჟე მაწვნით შაქრის გარეშე – ფრანგული სამზარეულო

ინგრედიენტები :

1,5 ლ.მაწონი ან კეფირი

200 გრ.არაჟანი

40 გრ.ჟელატინი

3 ს.კოვზი თაფლი

4 ს.კოვზი ალუბლის ან ნებისმიერი ხილის  სიროფი

1 ს.კოვზი ლიმონის ცედრა

1 ჩ.კოვზი ვანილი

მომზადების წესები :

ჟელატინს დავასხათ წყალი და 20 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

არაჟანი და მაწონი შევურიოთ,შემდეგ დავუმატოთ თაფლი,კარგად მოვურიოთ.

ჟელატინი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე,გავაგრილოთ და ისე ჩავასხათ მასაში,შემდეგ ვუმატებთ ლიმონის ცედრას და ვანილს.

მასა გავყოთ ორ ნაწილად.ერთ ნაწილს შევურიოთ  ალუბლის სიროფი.

თეთრი ფერის ბლომანჟე ჩავასხათ ფორმაში ,შევდოთ მაცივარში ნახევარი საათი.

ფორმა მაცივრიდან გამოვიტანოთ,დავასხათ ვარდისფერი ბლომანჟე და ისევ შევდოთ მაცივარში 1-2 საათი.

 

 

 

ხაჭოს ბლომანჟე ხილით

ინგრედიენტები :

350 გრ.ხაჭო

100 მლ.რძე

100 მლ.20% არაჟანი

100 გრ.შაქარი

15 გრ.ჟელატინი

ნების მიერი ხილის კონსერვი( ატამი,ანანასი და ასე შემდეგ)

მომზადების წესები :

ჟელატინს დავასხათ  50 მლ. თბილი რძე და დავალოდოთ აფუებას.

ხაჭო  დავაბლენდეროთ და შემდეგ შევურიოთ შაქარი და არაჟანი.მიღებული მასა  კიდევ დავაბლენდეროთ.

ქვაბში ჩავასხათ რძე,მივიყვანოთ ადუღებამდე და წვრილი ჭავლით დავასხათ ჟელატინს,მოვურიოთ.

ხილი დავჭრათ წვრილად.

ხაჭოს მასაში ჩავასხათ ჟელატინი,ჩავყაროთ ხილი და მოვურიოთ.

ბლომანჟე გადავიტანოთ ფორმებში და 3-4 საათი შევდოთ მაცივარში.

ეს დესერტი ძალიან გემრიელია!