ქათმის სალათი ქართულად

ინგრედიენტები:

1 კგ.ქათმის ხორცი ან ფილე

50 გრ.წითელი ბულგარული

50 გრ.მწვანე ბულგარული

300 გრ.მაიონეზი

10 გრ.კამა

პილპილი და  მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

ქათმის ფილე კარგად მოვხარშოთ,გადავავლოთ ცივი წყალი, რომ ხელით დაჩეჩვა გაგვიადვილდეს.

გარეცხილ ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და ძალიან წვრილად დავჭრათ.

დაჩეჩილ ქათმის ფილეს შევურიოთ მაიონეზი,ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭილი კამა და მოვაყაროთ პილპილი,მარილი გემოვნებით.ზემოდან გავაფორმოთ დაჭრილი ნიგოზით.

რჩევა : სალათს შეგიძლიათ შეურიოთ მოხარშული ბრინჯი.

 

ქათმის სალათი ნიგვზით ქართულად

ინრედიენტები:

1 კგ ქათმის ფილე

300 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

2-3 კბილი ნიორი

ნახ.ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

ბულიონი ან გადადუღებული წყალი

20 გრ.ქინძი

პილპილი,მარილი გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები

მომზადების წესები :

ქათმის ფილე კარგად მოვხარშოთ,გადავავლოთ ცივი წყალი,რომ ხელით დაჩეჩვა გაგვიადვილდეს.

ხორცსაკეპში გავატაროთ ნიგოზი და ნიორი, დავუმატოთ სუნელები,პილპილი,მარილი და მოვზილოთ.

თუ ნიგვზიანი საკმაზი ძალიან სქელი გამოგვივა გვათხელოთ გადადუღებული წყლით ან ბულიონით.

ქათმის ფილე დავჩეჩოთ,შევაზავოთ სანელებლით  ,დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და წვრილად დაჭრილი ქინძი.

 

კიტრის მწნილი ქართულად

ინგრედიენტები:

1 კგ .კიტრი

100 გრ.ნიახური

100 გრ.ოხრახურში

50 გრ.კამა

50 გრ.ნიორი

მარინადისათვის:

2 ლიტრი წყალი

30 გრ.მარილი

4-9 გრ.წიწაკა

5 გრ.ბაჰრი

4 ცალი დაფნის ფოთოლი

 

მომზადების წესები :

გარეცხილი კიტრი,გაფცქვნილი ნიორი,დაჭრილი მწვანილი ფენა-ფენა ემალის ჭურჭელში ჩავაწყოთ.

წყალში ჩავყაროთ მარილი,წიწაკა,ბაჰარი,დაფნის ფოთლები და წამოვადუღოთ.

მიღებული სითხე მოვასხათ კიტრს ისე,რომ მთლიანად დაიფაროს,მჭიდროდ დავახუროთ თავზე და დავდგათ გრილ ადგილას 6-7 დღე.

იმავე წესით მოვამზადოთ კიტრის მწნილი შესანახად ზამთრისათვის.ასეთ შემთხვევაში ქორფა,შუშა,გრძელი,წვრილი კიტრი გავრეცხოთ და გავაჩეროთ ცივ წყალში 30 წუთი.

გარეცხილ ქილებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კიტრი,ნიორი,ნიახური,კამა,დავასხათ  ადუღებული  წყალი (3 ლიტრიან ქილში ჩავდოთ 2-3 ალუბლის ფოთოლი),დავახუროთ თავსახური   და ვაცადოთ სითხეს გაციება.

სითხე გადავაქციოთ.

ხელახლა ადუღებული  მარილიანი (5 ლიტრა წყალი,1 ჩ.ჭიქა მარილი,1 სუფრის კოვზი შაქარი,  ერთი პატარა ღვინის ჭიქა ძმარი)   წყალი დავასხათ  და იქვე მოვხუფოთ.

მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ,გაუზიარეთ მეგობრებს.

 

 

 

 

 

 

 

იდეალი – ქართული ნამცხვარი

ინგრედიენტები :

1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი ან ნუში

2 ს.კოვზი თაფლი

4 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

3   ჩ.ჭიქა ფქვილი

100 მლ.ზეთი ( საიდუმლო ინგრედიენტი)

1 ჩ.კოვზი სოდა ძმით

50 მლ.კონიაკი ან 1 ცალი ლიმონის ცედრა

 ინგრედიენტებიკრემისათვის :

1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

200 გრ.კარაქი

100 გრ.გატარებული ნიგოზი ან ნუში

ვანილი

1 ცალი შოკოლადის ფილა

 

მომზადების წესები:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ თაფლი,ფქვილი,სოდა გახსნილი ძმარში, ზეთი,ლიმონის ცედრა,გატარებული ნიგოზი.

საცხობი ფორმის ( დიამეტრი 24-26 სანტიმეტრი) ძირში მოვათავსოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი.

ცომი გავყოთ 3 ტოლ ნაწილად ,გავაბრტყელოთ სველი ან ფქვილიანი  ხელით საცხობ ქაღალდზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

ფირფიტები გამოდის წებოვანი და ცხელსვე ფრთხილად უნდა მოვაშოროთ ქაღალდი და თანაბრად  ჩამოვაჭრათ გვერდები.

გაციებული ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ .

ჩამოჭრილი ნაპირები მოვათავსოთ 180 გრადუსზე,სანამ არ შეიცვლის ფერს,

გავაგრილოთ და დავფშვნათ.

თუ ნიგოზი და თაფლი მუქი ფერის გვაქვს,ფირფიტებიც გამოვა მუქი ფერის.

კრემის მომზადება:

კარაქი გავთქვიფოთ მიქსერით,თანდათანობით შევათქვიფოთ მოხარშული შესქელებული რძე.

დავუმატოთ ვანილი  და 100 გრ.გატარებული ნიგოზი.კრემი ავთქვიფოთ მიქსერით.

ტორტის  ფენები ერთმანეთზე დავალაგოთ და გვერდები ჩამოვაჭრათ. ფენებს შორის,გვერდებზე  წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები და გახეხილი შოკოლადი.

ვარიაციები:

ტორტი იდეალი ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ არაჟნის კრემითაც.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,მივუმატოთ ერთი  ჭიქა შაქრის პუდრა,200 გრ.არაჟანი,1 ს.კოვზი კაკაო და 1 ჩ.ჭიქა გატარებული ნიგოზი.

კრემი ერთი  საათით  შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს.

 

 

 

 

 

 

 

ქართული ქადის რეცეპტი

ინგრედიენტები ცომისათვის:

250 გრ.კარაქი ან მარგარინი

2,5 ჭიქა ფქვილი(400 გრ.)

1ჩ.კოვზი სოდა ან 2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

0,5 ჭიქა არაჟანი (125 მლ.)

2 ს.კოვზი შაქარი( შეგიძლიათ არ  დაუმატოთ)

1 კვერცხი

ინგრედიენტები გულსართისათვის:

1 ჭიქა ფქვილი(180 გრ.)

1,5 ჭიქა შაქარი(345 გრ.)

200 გრ.კარაქი ან ერბო

100-150 გრ.ნიგოზი ( წვრილად დაფქული)

 

მომზადების წესები :

ფქვილში ჩავახეხოთ მარგარინი და ხელით ავაფხვიეროთ.დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი.

ცომი შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში 3-4 საათი.

 

გულსართის მომზადება:

შაქარი  და კარაქი გავადნოთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი კარაქი გადნება ,დავუმატოთ ფქვილი ,ვურიოთ ხის კოვზით და მოვშუშოთ კარგად,ისე რომ მასა გასქელდეს.გამოვრთოთ გაზი და შევურიოთ ნიგოზი.

ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად .თითოეული გავაბრტყელოთ ოთხკუთხედათ,მოვაყაროთ გულსართი,რულეტივით გადავახვიოთ .

დავჭრათ ნაჭრებად , ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

სოკოს ოჯახური

ინგრედიენტები :

1 კგ კარტოფილი

600 გრ.ქამა სოკო

1 ცალი წითელი ბულგარული (სურვილისამებრ)

1 ცალი მწვანე ბულგარული( სურვილისამებრ)

4-5 კბილი ნიორი

20-25 გრამი ქინძი

100-150 მლ. ზეთი

მარილი გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და ზეთში შევწვათ ტაფაზე.

სოკო გავრეცხოთ და გავჭრათ 4 -ად.  ხახვი დავჭრათ  ალყა – ალყად და მოვშუშოთ ზეთში.

როგორც კი ხახვი შეფერადდება ,დავაყაროდ სოკო ,დაჭრილი ბულგარული და გავაგრძელოთ შუშვა.

გახურებულ კეცზე დავყაროთ  შემწვარი კარტოფილი, მოშუშული ხახვი,სოკო,ბულგარული. ბოლოს დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი,დაღერღილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

 

 

 

 

 

კომბოსტოს რულეტი

ინგრედიენტები:

1 საშუალო ზომის ,თეთრი, თხელფურცელა კომბოსტო

1 კგ .კომბოსტოს ჭირდება 150-200 გრ.ნიგოზი

30 გრ.ნიორი

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1/2 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1/2 ჩ/კოვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ცოცხალი ქონძი

ძმარი სულვილისამენრ

1 ცალი ბროწეული

ოხრახურში სურვილისამებრ

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები:

კომბოსტოს ფოთლები მოვთუთქოთ ადუღებულ წყალში.ნელ-ნელა მოვაცილოთ მოთუთქული ფოთლები და გავშალოთ სინზე,გავაგრილოთ და მსუბუქად გავწუროთ.

შიგთავსის მოსამზადებლად ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ხორცაკეპ- მანქანაში, შევურიოთ სუნელები,მარილი,წიწაკა.

დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

კომბოსტოს მოთუთქულ ფურცლებს ავათალოთ  სქელი  და მაგარი ნაწილები, დავალაგო გვერდიგვერდ, სქლად წავუსვათ ნიგვზიანი საკმაზი და გადავახვიოთ რულეტისებურად.

კომბოსტოს რულეტი დავჭრათ რგოლებად და გავაფორმოთ ოხრახურშით, ბროწეულის მარცვლებით.

 

 

 

წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზით

ინგრედიენტები:

500 გრ.წითელი ბულგარული

100 გრ.ნიგოზი

1 ლ. ზეთი

30 გრ.ნიორი

1 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 ჩ.კოვზი დაღერღილი წიწაკა

1 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

20 გრ.ქინძი

მარილი გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები

ძმარი სურვილისამებრ

 

მომზადების წესები:

გაცხელებულ ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ გარეცხილი,თესებგამოცლილი ბულგარული,ჩავთუთქოთ მანამდე,სანამ კარგად არ დაიბრაწება.მოთუთქული წიწაკები სინზე გადავიტანოთ დასაწრეტად.

შიგთავსის მოსამზადებლად ნიორი,ნიგოზი გავატაროთ ხორცაკეპში,შევკაზმოთ ,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი.

ნიგვზის შიგთავსი ჩავდოთ მოთუთქულ წიწაკებში და გავაფორმოთ ოხრახურშით,კიტრითა და ბროწეულის მარცვლებით.

სულგუნის ფირფიტები პიტნიანი ნადუღით

ინგრედიენტები:

250 გრ.ნადუღი

5 ცალი სულგუნის ფირფიტა

არაჟანი ან რძე

40-50  გრ.პიტნა

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები:

პიტნა  გავრეცხოთ,გავაშროთ და ფოთლები ყლორტებიანად დავაქუცმაცოთ.

ნადუღი შევათხელოთ რძით ან არაჟნით. შევურიოთ პიტნა და მარილი.

სულგუნის ფირფიტაზე მოვატავსოთ ნადუღი და შევახვიოთ ხინკლისავით,შევკრათ მწვანილით ან სულგუნის ფირფიტები გავჭრათ შუაზე , გადავახვიოთ ძაბრისებურად  და ამოვავსოთ შეკაზმული ნადუღით.