Без названия (13)
5/5

ფარშირებული ხახვი ქართულად

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ამ ქართულმა კერძმა, უკრაინულ სატელევიზიო გადაცემაში, რომელიც კერძების საკონკურსო თემას ეძღვნებოდა, ( სახელწოდებით “ხახვისაგან მომზადებული კერძები”) მე-5 ადგილი დაიკავა. გთვაზობთ ,რეცეპტის სრულ ტექსტს, უკრაინელი მზარეულის, ალა კავალჩუკის ვერსიით.

ინგრედიენტები:

500 გრ ღორის ხორცი

9 თავი დიდი ზომის ხახვი

2 წიწაკა ჩილი

100 გრ.ნიგოზი

50 გრ.ტომატ – პასტა

40 გრ.არაჟანი

40 მლ ზეთი

8 გრ.შაქარი

15 გრ.მარილი

3 გრ. ხმელი ოხრახურში

10  ღერი  ოხრახურში

10 ღერი ქინძი

4 გრ.უცხო სუნელი

4 გრ.ხმელი ქინძი

6 გრ.დაფქული შავი წიწაკა

 

მომზადების წესები:

ხახვი გავფცქვნათ.მოვაჭრათ თავი და ბოლო,ისე რომ მივიღოთ კასრის ფორმა.

ხახვის კასრები  შუამდე ჩავჭრათ,გამოვაცალოთ გული და დავიტოვოთ 2 გარეთა  შრე შიგთავსის შესავსებად.

შიდა შრე შემოვაბრუნოთ საათის ისრის მიმართულებით,ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ხახვის ნარჩენების ნახევარი  მოვთუშოთ ზეთში.

ხორცი, მოშუშული ხახვი ხახვი,1 ცალი წიწაკა ჩილი გავატაროთ ხორცსაკეპში.ფრაშს შევურიოთ 50 გრ.დაფქული ნიგოზი, მარილი,შავი წიწაკა,ხმელი ქინძი და ოხრახურში.

ხახვის ბურთები ამოვავსოთ ფარშით.

1 ცალი  წიწაკა ჩილი დავჭრათ ძალიან წვრილად და ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ.დავამატოთ ტომატ- პასტა, შაქარი , მარილი და დავასხათ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 ს.კოვზი არაჟანი.წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან და შიგნით ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

სოუსის ნახევარი  მოვასხათ ფორმის ძირში,დავალაგოთ ფარშირებული ხახვები,დავასხათ სოუსის მეორე ნახევარი ,გადავაფაროთ ფოლგა და გამოვაცხოთ ღუმელში  160 გრადუსზე 1 საათი.

პროცესის დასრულებამდე(ნახ საათით ადრე) მოვსხნათ ფოლგა,მოვაყაროთ დარჩენილინიგოზი. სულ ესაა…

მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიარეთ  მეგობრებს.

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here