კულიჩისა და ხაჭოს პასკის მარტივი რეცეპტი – სააღდგომო სუფრა

კულიჩის  მარტივი რეცეპტი

■ 1600 გრ. ფქვილი
■ 800 გრ. შაქარი
■ 10 კვერცხი (საშუალო ზომა)
■ 300 გრ. კარაქი
■ 500 მლ. რძე
■ 500 გრ. არაჟანი
■ 3 ს/კოვზი საფუარი
■ 200-300 გრ. ქიშმიში
■ 150 გრ. ცუკატები
■ ვანილი
■ კარდამომი იგივე ილი
■ 1 ჩ/კოვზი დარიჩინი
■ ნახევარი ჩ/კოვზი მიხაკი
■ 30-50 მლ. კონიაკი
■ ზაფრანას ნაყენი
■ ლიმონის ზეთი


👨‍🍳 მომზადების წესები :
ავთქვიფოთ კვერცხი კარგად შაქართან ერთად,დავუმატოთ გამდნარი თბილი კარაქი და შემდეგ არაჟანი ,კარგად მოვურიოთ.

ცალკე:თბილ რძეს დავუმატოთ საფუარი და ერთი კოვზი შაქარი,მოვურიოთ და დავაცადოთ ხომ აფუვდეს.

როცა კარგად აფუვდება,ამ საფუვრიან მასას ვუმატებთ კვერცხიან მასას!ამასაც კარგად მოვურევთ და დავუმატებთ სუნელებს,ვანილინს და კონიაკს.დავიწყებთ ფქვილის დამატებას და ცომის მოზელვას!
კარგად უნდა მოვზილოდ.

ცომი თბილ ადგილას მოათავსეთ და დაელოდეთ აფუვდეს. როდესაც ამოვა, ხელები ზეთით დაისველეთ, ორჯერ ჩაზილეთ და დააცადეთ კვლავ ამოვიდეს.
როდესაც ის მესამეჯერ აფუვდება, დაუმატეთ ქიშმიში და გადაიტანეთ

ფორმებში (ფორმებს შიგნიდან პერგამენტი უნდა შემოახვიოთ). ცომი ფორმების მხოლოდ 2/3 უნდა ფარავდეს. შემდეგ ცომი კვლავ თბილ ადგილას დადგით და დააცადეთ ფორმებშივე აფუვდეს. როცა ცომი ამოვა, გადაიტანეთ ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. გემრიელად მიირთვით!

თუ გინდათ, რომ ქიშმიში თანაბრად იყოს პასკაში განაწილებული, სანამ ცომს დაუმატებთ გარეცხეთ, გაამშრალეთ და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ.
😊 გემრიელად მიირთვით!

ხაჭოს პასკა
რეცეპტის ინგრედიენტები:
,ხაჭო – 1 კგ.;
კვერცხის გული – 3ც.;
შაქარი – 400 გრ.;
კარაქი – 200 გრ.;
არაჟანი – 0.5 ლ.;
ხმელი ხილი – 200 გრ.;
ნუში ან ნიგოზი – 100 გრ.;
ქიშმიში – 100 გრ.;
კონიაკი – 2 ს.კ
ფორთოხლის ცედრა – 1 ს.კ.
გარგარის ჩირი – 100 გრამი.


👨‍🍳 მომზადების წესი:


ხაჭო ორჯერ გავქნათ წმინდა საცერზე.

ცალკე გავთქვიფოთ შაქრის პუდრა და დარბილებული კარაქი, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხის გულები, ბოლოს ფორთოხლის ცედრა და კონიაკი.
ქიშმიში გავრეცხოთ და გავამშრალოთ, ხმელი ხილი, კურაგა და ნიგოზი დავჭრათ, რამდენიმე მოვიტოვოთ მოსართავად.

ცალკე ავთქვიფოთ არაჟანი. დავუმატოთ ხაჭოიან მასას და კოვზით ფრთხილად ამოვურიოთ.

დავუმატოთ ქიშმიში, ხმელი ხილი, ნიგოზი, გარგარის ჩირი.
სუფთა, განიერი დოლბანდი დავასველოთ, კარგად გავწუროთ და ჩავაფინოთ საწურში, რომელიც, თავის მხრივ, თასზე ზემოდან უნდა მოვათავსოთ, რომ პასკიდან გამოჟონილი სითხე მოგროვდეს.

ხაჭოს მასა გადავიტანოთ დოლბანდჩაფენილ საწურზე, ზემოდანაც დოლბანდი გადავაფაროთ, თეფში დავადოთ და ზედ რამე სიმძიმეც დავუმატოთ.
საწური თავის თასიანად 12 საათი შევდგათ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, დაწრეტილი სითხე გადავაქციოთ, პასკას კი დავაფაროთ თეფში და ფრთხილად ამოვატრიალოთ.

ხაჭოს პასკა მოვრთოთ ხმელი ხილით, ნიგვზით, გარგარის ჩირით, კაკაოთი ან გახეხილი შოკოლადით.
😊 გემრიელად მიირთვით!

ხაჭოს პასკა ჟელატინით – სააღდგომო სუფრა

ინგრედიენტები :

500 გრ.ხაჭო

50 გრ.არაჟანი

50 გრ.ნაღების კარაქი

65 გრ.შაქრის პუდრა

60 გრ.ქიშმიში

მარილი დანის წვერით

ვანილი დანის წვერით

10 გრ.ჟელატინი

30 მლ.წყალი ჟელატინის დასალბობად

1 ფორთოხლის ცედრა

50 გრ.ფორთოხლის ცუკატი

ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესები :

ჟელატინს დავასხათ ოთახის ტემპერატურის წყალი და დავდოთ ასაფუებლად.

დავალბოთ ქიშმიში და ფორთოხლის ცუკატი.

ხაჭო, კარაქი, არაჟანი და შაქრის პუდრა დავაბლენდეროთ,შევურიოთ გაზზე გამღვალი ჟელატინი და ფორთოხლის ცედრა ,მარილი,ვანილი,ქოქოსის ფანტელები  და ცუკატები.

პასკა გადავიტანოთ ფორმაში და მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

თუ ფორმა არ გვაქვს ,ავიღოთ არაჟნის ან მაიონეზის 500 გრ  პლასტიკის ქილები. ძირში გავუკეთოთ ფართე ზომის 5-6 ჭრილი. ჭრილის ამოჭრა აუცილებელია,რომ  სითხე გარეთ გამოვიდეს.

ფორმა დავდოთ ღრმა თეფშზე ,შიგ  ჩავაფინოთ 2-3 ფენად მარლა, ჩავდოთ პასკა მოვუკრათ თავი, ზემოდან სიმძიმე  მოვათავსოთ. 

პასკა მაცივარში შევდოთ დაახლოებით 7-8 საათი.შემდეგ ზემოდან მარლას გადავხსნით, დავაფარებთ თეფშს, ამოვაბრუნებთ და ამის შემდეგ მოვხსნით ფორმას  და მარლას.

 

 

 

 

 

 

 

სააღდგომო ორცხობილა ” ბაჭია “

              კურდღელი დასავლეთ სამყაროს ერთ ერთი მთავარი დეკორაციაა. ძველ გერმანულ მითოლოგიაში ნაყოფიერების ქალღმერთის ოსტარას სიმბოლო იყო კურდღელი – ცხოველი, რომელიც ნაყოფიერებასთან ასოცირდებოდა. ეს ცხოველი წარმართული რიტუალის ნაწილი იყო და მას გერმანელები მე-13 საუკუნემდე აღნიშნავდნენ.ლეგენდის თანახმად,აღდგომის ღამეს ბავშვებისთვის საჩუქარი კურდღელს მიჰქონდა.დღეს-დღეისობით სააღდგომო სუფრაზე დასავლეთ სამყაროში შეღებილ კვერცხებთან  და პასკასთან ერთად კურდღღლის ქანდაკებაც განუყოფელი სიმბოლოა.

ინგრედიენტები :

2 კვერცხის გული

1 კვერცხის ცილა

125 გრ.შაქარი

1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

75 გრ.ქიშმიში

60 გრ.კარაქი

200 გრ.ფქვილი

1 ფორთოხლის ცედრა

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადების  წესები :

ქიშმიში გავრეცხოთ და შევამშრალოთ.

ფქვილი გავცრათ, ჩავახეხოთ ცივი კარაქი და ხელის თითებით ავაფხვიეროთ.

კვერცხის გული და ცილა ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევურიოთ შევურიოთ გამაფხვიერებელი ,დარიჩინი.,ფორთოხლის ცედრა და 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი.

მასას შევურიოთ ფქვილი კარაქთან ერთად.

სწრაფად მოვზილოთ ვომი,რომ კარაქი არ გათბეს.

ცომი შევახვიოთ კულინარიულ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში 30 წუთი.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი.

ცომი გავაბრტყელოთ 0,5 სმ – ის სისქეზე, გამოვჭრათ ბაჭიები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

ჩაქაფული კურდღლის ხორცით

ინგრედიენტები:

2 კგ.კურდღლის  ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

1კონა წიწმატი ან ცოტა პიტნა , თუ სურვილი გვაქვს

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა ან გემოვნებით.

1 თავი მწვანე ნიორი

მომზადების წესები :

კურდღლის  გარეცხილი  ხორცი დავჭრათ ,ჩავდოთ ქვაბში. ქვაბის ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას,  ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი, დავახუროთ თავსახური და მოვხარშოთ საკუთარ წვენში.

მწვანილები ,მწვანე ხახვი  ახალი ნიორი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.

მოხარშვამდე 10 წუთით ადრე დავაყაროთ   დაჭრილი მწვანილი,ტყემალი, მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,დავასხათ ღვინო. ,დავახუროთ თავსახური და 3-5 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე.შემდეგ ამოვურიოთ .

სულ ესაა! ეს კერძი ძალიან გემრიელია!

თუ ბუნებაში ვამზადებთ კერძს,მაშინ ქვაბში  ხორცი მწვანილთან ერთად  ფენა-ფენა ჩავაწყოთ.ფენებს შორის მოვაყაროთ მარილი,წიწაკა პირველი და ბოლო ფენა უნდა იყოს მწვანილი, ზემოდან  მოვასხათ ღვინო.ქვაბს თავი დავახუროთ და წამოდუღებისთანავე ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი ნახევარზე მეტად რომ მოიხარშება ,დავაყაროთ ტყემალი.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ღვინოს ცოტა წყალს შეურევს .250 მლ. ღვინოს უმატებენ 100 მლ. წყალს.

ხაჭოს პასკა სნიკერსის არომატით

ინგრედიენტები :

500 გრ.ხაჭო

150 გრ.არაჟანი

200 მლ. მოხარშული შედედებული რძე

150 გრ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

60 გრ.ქიშმიში

თხილი ცოტა 

მწიკვი მარილი.

1 შეკივრა შაქრიანი ვანილი

მომზადების წესები :

ხაჭო გავატაროთ მეტალის  საცერში.

ავთქვიფოთ ერთად  კარაქი, არაჟანი და მოხარშული  შედედებული რძე.

მიღებულ მასა დავასხათ ხაჭოს ,დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ქიშმიში, დაჭრილი და მოხალული თხილი .

პასკა გადავიტანოთ ფორმაში და მოვრთოთ ჩვენი გემოვნებით.

თუ ფორმა არ გვაქვს ,ავიღოთ არაჟნის ან მაიონეზის 500 გრ  პლასტიკის ქილები. ძირში გავუკეთოთ ფართე ზომის 5-6 ჭრილი. ჭრილის ამოჭრა აუცილებელია,რომ  სითხე გარეთ გამოვიდეს.

ფორმა დავდოთ ღრმა თეფშზე ,შიგ  ჩავაფინოთ 2-3 ფენად მარლა,ჩავდოთ პასკა მოვუკრათ თავი, ზემოდან სიმძიმე  მოვათავსოთ.დროდადრო ამ სითხეს ვღვრით.

პასკა მაცივარში შევდოთ დაახლოებით 12-15 საათი.შემდეგ ზემოდან მარლას გადავხსნით, დავაფარებთ თეფშს, ამოვაბრუნებთ და ამის შემდეგ მოვხსნით ფორმას  და მარლას.

ხაჭოს პასკას გადავასხათ შოკოლადის მინანქარი ან გავაფორმოთ სურვილისამებრ

 

 

 

 

კულიჩის ესენცია

დღეს მოვამზადოთ კულიჩის ( პასკის ) ესენცია

სურნელოვანი ნაყენი უნდა მომზადდეს კულიჩის გამოცხობამდე 20-30 დღით ადრე და გამოყენებამდე  შევინახოთ  მაცივარში.

ერთ ლიტრა რძეზე მომზადებულ პასკის მასას ვუმატებთ დაახლოებით 3 სუფრის კოვზს ( 45-50 მლ) ესენციას.მეტი არ მოგვივიდეს, რომ კულიჩი  არ გაამწაროს .

2  ლიმონი და 1  ფორთოხალი

300 მლ.სახლის არაყი ან კონიაკი

2  დაფქული მუსკატის კაკალი

1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი

1 ჩაის კოვზი მიხაკი

1 სუფრის კოვზი ილი

2 შეკვრა ვანილი

1 ჩაის კოვზი მარილი

დანის წვერით ჯანჯაფილი, შეგიძლიათ  არც დაუმატოთ

1 სუფრის კოვზი   შაფრანი ( ყვითელი ფერის მისაცემად )

ლიმონი და ფორთოხალი დავჭრათ,  კურკები გამოვაცალოთ ,დავაყროთ დაფქული ინგრედიენტები, შაფრანი, დავასხათ არაყი ან კონიაკი,დავახუროთ თავსახური და მინის ქილით შევდოთ მაცივარში.

გამოყენების წინ  საწურში ან   ორფენა მარლაში გადავწუროთ.

კულიჩი ქოქოსის ფანტელებით

ინგრედიენტები :

100 მლ.რძე

4 კვერცხი

100 გრ.კარაქი

3 ჭიქა ფქვილი

7 გრ.საფუარი

50 მლ.რომი ან კონიაკი

60-80 გრ.ქოქოსის ფანტელები

მწიკვი მარილი

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავსხნათ საფუარი, 100 გრ.ფქვილი და  1 ჩაის კოვზი შაქარი. თასს  გადავაფაროთ და თბილ ადგიზე გავაჩეროთ 40-50 წუთი.

გავადნოთ კარაქი და გავაგრილოთ.

კვერცხი წინასწარ გამოვიღოთ,ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ და  ავთქვიფოთ.

ამოსულ ცომს შევურიოთ გამდნარი კარაქი, გათქვეფილი კვერცხი, შაქარი, დარჩენილი ფქვილი, მარილი, რომი და მოვზილოთ ცომი,გადავაფაროთ და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ამოსულ ცომს შევურიოთ ქოქოსის ფანტელები,გადავიტანოთ ფორმებში ( 1/2 შევავსოთ),ფორმაშიც დავაცადოთ რომ ამოვიდეს და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

კულიჩს მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

გემრიელი სააღდგომო ბაჭიები

ინგრედიენტები :

გემრიელი სააღდგომო ბაჭიები მოვამზადოთ კულიჩის ცომისაგანცომისაგან დამზადებული ბაჭიებს ქიშიშით გავუკეთოთ თვალები . ცხვირი და დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე, გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული, გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

სააღდგომო სალათი ” თეთრი ტიტა “

ეს კერძი უფრო აპეტაიზერია, ვიდრე  სრულფასოვანი სალათი, მაგრამ სააღდგომო  სუფრზე  მდიდრულად გამოიყურება.თეთი ტიტების თაიგული მხიარულ  და სადღესასწაულო განწყობაზე დაგვაყენებს.

ინგრედიენტები :

7 კვერცსი

1 მდნარი ყველი

4-5 კბილი ნიორი

2 სუფრის კოვზი მაიონეზი

მარილი და  შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მწვანე ხახვი და ოხრახურში გასაფორმებლად

მომზადების წესები :

კვერცხი მოვხარშოთ და დანის წვერით  ჩავჭრათ.

ჩაის კოვზით ფრთხილად გამოვუღოთ  გული .

ცივი მდნარი ყველი გავხეხოთ.

კვერცხის გულები, გახეხილი მდნარი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი, მაიონეზი ,მარილი და წიწაკა შევურიოთ.

გულსართი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ამოვავსოთ კვერცხის ცილა.

მწვანე ხახვს მოვაჭრათ თეთრი ბოლო, ის ჩვენ ამ კერძში არ გვჭირდება.

თეფშზე დავდოთ მწვანე ხახვი და ოხრახურში, დავაწყოთ ფარშირებული კვერცხი .

სააღდგომო სალათი მზად არის!

ტარხუნის ღვეზელი ბრინჯით – სამარხვო რეცეპტი

ინგრედიენტები :

1 ჩ.კოვზი საფუარი

1 ჭიქა წყალი

500-600 გრ.ფქვილი

1 ს.კ. შაქარი

100 გრ.მარგარინი

1/4 ჩ.კ.მარილი

ზეთი

ინგრედიენტები შიგთავსისათვის:

3 კონა ტარხუნა

1/3 ჭიქა ბრინჯი

1 პატარა კონა ქინძი

4-5 ღერი მწვანე ხახვი

მომზადების წესები:

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი , შაქარი, მარილი,ცოტა ფქვილი და მოვზილოთ არაჟნის კონსისტენციის მასა. გავაჩეროთ ცოტა ხნით ასაფუებლად.

შემდეგ .დავუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ნაზი ცომი.

ცომს გადავაფაროთ ხელსახოცი და დავდოთ ასაფუებლად.

დარბილებული მარგარინი  გავყოთ 3 ნაწილად. ცომი გავაბრტყელთ ფქვილმოყრილ დაფაზე, წავუსვათ მარგარინი  ერთი ნაწილი,გადავახვიოთ რულეტივით .

ეს პროცედურა გავიმეოროთ კიდევ 2-ჯერ.შემდეგ ჩავდოთ ცელოფანში და  მაცივარში 2 საათი შევდოთ.

ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში და გავაგრილოთ.

დაჭრილ ტარხუნას შევურიოთ გახეხილი მოხარშული ბრინჯი  , დაჭრილი მწვანე ხახვი , ქინძი.

ცომი ორ ნაწილად გავყოთ და გავაბრტყელოთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ცომის ერთი ფენა,გადავანაწილოთ ზემოდან თანაბრად შიგთავსი.გადავაფაროთ ცომის მეორე ფენა .გამომცხვარს ზემოდან მოვუსვათ  ზეთი.

ღვეზელი ზემოდან ჩანგლით დავჩხვლიტოთ და 200-220 გრადუსზე გამოვაცხოთ.