ინგრედიენტები:
1 კგ.არტალა
4-5 კბილი ნიორი
1 ცალი სტაფილო
2 ს.კოვზი ბრინჯი
1 დაფნის ფოთოლი
4-5 კარტოფილი
1 კონა ნიახური
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
არტალა ეს არის ძროხის ტვინიანი ძვალი ხორცთან ერთად ანუ ძროხის ბარკლის ქვედა ნაწილი,წვივები.
არატალა გავრეცხოთ თბილ წყალში,მოვათავსოთ ქვაბში,დავასხათ წყალი და 3-4 საათი ვხარშოთ.
პირველი ნახარში გადავაქციოთ.ხარშვისას ქვაბში ჩავდოთ სხვადასხვა მწვანილების კონა(ბულეტი) და დაფნის ფოთოლი.
ხორცი გავანთავისუფლოთ ძვლებისაგან და წვრილად დავჭრათ.წვენიდან ამოვიღოთ მწვანილების კონა,დაფნის ფოთოლი.
ბულიონში ჩავდოთ ოთხად ბაჭრილი კატროფილი,რგოლებად დაჭრილი სტაფილი,ჩავყაროთ გარეცხილი ბრინჯი და მოვხარშოთ.ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, ნიორი ,მარილი და წიწაკა გემოვნებით.თუ არტალის წვნიანს ბავშვებს ვუმზადებთ, წიწაკა საერთოდ არ დავუმატოთ.
ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი არტალის წვნიანს ამზადებს მაკარონით და ბულიონში უმატებს პამიდორს.მაკარონს . პამიდორი ძალიან უხდება.
შესაძლებელია ,რომ არტალას არც კარტოფილი და არც სტაფილო არ დავუმატოთ.მოზრდილები ხშირ შემთხვევაში მიირთმევენ არტალის ბულიონს ნიორთან ერთად.ბულიონს აუცილებლად უნდა დავუმატოთ ნიახური.მოგეწონა რეცეპტი?გთხოვთ,გაუზიარეთ მეგობრებს.