სასიამოვნო ქლიავის მარინადი ზამთრისათვის

ინგრედიენტები:

1,5 კგ ქლიავი

ნახ.ლიტრა ძმარი

1 ჭიქა წყალი

2 ჩ.ჭიქა შაქარი

1 ჩ.კოვზი მარილი

1 ჩ.კოვზი დარიჩინი

5-6 ცალი მიხაკის ბუტკო

1-2 ცალი დაფნის ფოთოლი

2 ბაჰარი

2 შავი პილპილის მარცვალი

 

1 ლიტრიან ქილებში ჩავყაროთ  გარეცხილი ქლიავი.ქლიავი უნდა იყოს ცოტა მკვახე.

ქვაბში ჩავყარო შაქარი,ბაჰარი,მარილი,პილპილი,დაფნის ფოთოლი,მიხაკი,დარიჩინი,დავასხათ წყალი,ძმარი და მოვადუღოთ მარინადი.

ქლიავს დავასხათ მოდურებული მარინადი ბოლომდე,გავაპიპინოთ,თითქმის უნდა გადმოდიოდეს,დავახუროთ თავსახური და 5 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.

 

 

ფრანგული კლაფუტი ქლიავით

ინგრედიენტები :

250 გრ.ქლიავი

60 გრ.ფქვილი

200 მლ.რძე

120 გრ.შაქარი

2 გრ.მარილი

4 კვერცხი ( 4კვერცხის გული და 2 კვერცხის ცილა)

10 გრ.შაქრის პუდრა

50 გრ.ნაღების კარაქი

 

მომზადების წესები :

2 კვერცხის ცილა  კი ავთქვიფოთ მიქსერით.

4 კვერცხის გული ავთქვიფოთ  შაქართან ერთად.დავუმატოთ ფქვილი,რძე და ოთახის ტემპერატურაზე დამდნარი კარაქი.მიღებულ მასას  ხის კოვზით ან ნიჩბით შევურევთ ამოყვანილ კვერცხის ცილას.

ქლიავი გავრეცხოთ,კურკები გამოვაცალოთ და ლებნები 3 ნაწილად სიგრძეზე დავჭრათ.

ფორმას წავუსვათ კარაქი ძირზე და გვერდებზე.ძირზე მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი,ჩავალაგოთ ქლიავის ნაჭრები,დავასხათ თხევადი ცომი .ფორმას გადავაფაროთ ფოლგა.ფოლგა შუაში ჩავჭრათ,რომ ორთქლი ამოვიდეს.

პირველი 20 წუთი ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე,შემდეგ ფოლგას მოვაშორებთ და ტემპერატურას დავწევთ 170-180 გრადუსზე და ცხობას გავაგრძელებთ კიდევ 5-10 წუთი.

ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა

 

 

 

 

დესერტი -გამომცხვარი შავი ქლიავი შაქრით

ინგრედიენტები:

12 ცალი  ქლიავი

2 კვერცხის ცილა

100 გრ.შაქარი

8 გრ.დარიჩინი

 

შაქარში შევურიოთ დარიჩინი.

გარეცხილი და გამშრალებული ქლიავი ჯერ ამოვსვაროთ კვერცხის ცილაში,შემდეგ  შაქარში.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ ქლიავი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10 წუთი.

 

ლიმონის ნამცხვარი

ინგრედიენტები :

ფქვილი – 500 გრ.

გამაფხვიერებელი -1,5 ჩ.კოვზი

კვერცხი – 2 ცალი

არაჟანი -200 გრ.

ნაღების კარაქი – 100 გრ.

შაქარი – 150 გრ.

მწიკვი მარილი

 

მომზადების წესები :

კვერცხი და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე.შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შემდეგ კი არაჟანი.თხევად მასას დავუმატოთ ფქვილი,რომელსიც შერეული გვაქვს შერეული გამაფხვიერებელი და მარილი. ცომი მოვზილოთ ხელით.მივიღებთ წებოვან ცომს.ცომი.რომ ხელზე არ მიგვეწებოს,წავისვათ ზეთი.

ცომი გავყოთ 2 ნაწილად,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში 30 წუთი ან 10 წუთი საყინულეში.

ცომის ერთი  ნაწილი პერგამენტის ქაღალდზე გავაბრტყელოთ,დავსეროთ ჩვენთვის სასურველი  ზომის ოთხკუთხედ  ნაჭრებად ( ჩამონაჭრევები არ გადავყაროთ),დავაფაროთ  მეორე პერგამენტის ქაღალდი,რომ ზემოდან არ დაგვეწვას და  200 გრადუსზე გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.ცომის ნაჭრებს ცხობისას ძირი რომ არ დაეწვას,ღუმელში შევდოთ თასი,რომლის ძირზეც მარილს დავყრით.

ასევე გავაბრტყელოთ ცომის მეორე ნახევარი და დავჭრათ  იგივე ზომის ოთხკუთხედ ნაჭრებად ,რაც პირველ შემთხვევაში.ორცხობილებს ვაცხობთ იგივე წესით.ამ პროპორციებით  სულ  20 ნაჭერი ორცხობილა გამოდის.

 

მოხარშული ცილოვანი კრემი ანუ იტალიური მირენგა

4 კვერცხის ცილა

200 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

1ჩ.კოვზი ლიმონის წვენი და

2 ს.კოვზი ლიმონის წვენი

 

100 მლ.წყალი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში,ჩავყაროთ ცენტრში შაქარი,ამით ავიცილებთ  შაქრის დაკრისტალებას.ხელი არ ვახლოთ და მაღალ ცეცხლზე მოვადუღოთ სიროფი,სანამ შაქარი არ გადნება.

ცივ წყალში ჩავაწვეთოთ სიროფის წვეთები,თუ წარმოიქმნა თეთრი ფერის რბილი ბურთულები,სიროფი მზადაა.

ამის შემდეგ სიროფში ჩავაწვეტოთ 2 ს.კოვზი ლიმონის წვენი იმისათვის, რომ მივიღოთ მკვეთრად გამოხატული არომატი.

კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.მიქსერით თქვეფა არ შევაჩეროთ და წვრილი ჭავლით ჩავასხათ ლიმონის სიროფი.მირენგა ვთქვიფოთ გაცივებამდე ყინულის აბაზანაზე.მოხარშულ ცილოვან კრემს გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში.

 

ლიმონის კრემი :

4 კვერცხის გული

380 გრ.შაქარი

2 დიდი ზომის ლიმონი

200 გრ.კარაქი

 

2 ცალი ლიმონიდან მოვამზადოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.

4 კვერცხის გულისა და 200 გრ.შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი.

გოგლიმოგლში ჩავასხათ ლიმონის სიროფი ,შემოვდგათ ცეცხლზე და შესქელებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ.

ლიმონის კრემი გავატაროთ საცერში და ცხელშივე ჩავდოთ კარაქი.კარგად მოვურიოთ.კრემის  ზედაპირზე

მოვათავსოთ საკვების შესაფუთი პარკი,რომ არ წარმოიქმნას ქერქი და შევდოთ მაცივარში გასაციებლად.

 

ავაწყოთ ტორტი სურათის მიხედვით.

გამომცხარი პირველი  ფირფიტა  დანით დავჭრათ 10 ნაწილად და ორცხობილები შევაერთოდ ისე,როგორც ერთი მთლიანი.

ზემოდან წავუსვათ ჯერ ლიმონის კრემი და შემდეგ სქლად დავდოთ და გადავანაწილოთ  მირენგას ნახევარი.

დავალაგოთ ორცხობილები.წავუსვათ ისევ კრემი და  დარჩენილი მირენგა .მოვაყაროთ ნაფჩხვენები.

ნამცხვარს შევხედოთ  გვერდითა მხრიდან და ისე დავჭრათ 10 ნაჭრად კულინარიული ძაფის გამოყენებით.ამ შემთხვევაში დანა არ გამოიყენება.

 

წყარო: იუთუბი ,Все буде смачно.

მოხარშული ცილოვანი კრემი – იტალიური მირენგა

მოხარშული ცილოვანი კრემი ანუ იტალიური მირენგა.

4 კვერცხის ცილა

200 გრ.შაქარი

100 მლ.წყალი

1ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

 

100 მლ.წყალი ჩავასხათ ალუმინის ქვაბში,ჩავყაროთ ცენტრში შაქარი,ამით ავიცილებთ  შაქრის დაკრისტალებას.ხელი არ ვახლოთ და მაღალ ცეცხლზე მოვადუღოთ სიროფი,სანამ შაქარი არ გადნება.

ცივ წყალში ჩავაწვეთოთ სიროფის წვეთები,თუ წარმოიქმნა თეთრი ფერის რბილი ბურთულები,სიროფი მზადაა.

კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი და ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.მიქსერით თქვეფა არ შევაჩეროთ და წვრილი ჭავლით ჩავასხათ შაქრის სიროფი.მირენგა ვთქვიფოთ გაცივებამდე ყინულის აბაზანაზე.მოხარშულ ცილოვან კრემს გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში.

 

ლიმონის კრემი Lemon curd – დესერტებისა და ნამცხვრებისათვის

ლიმონის კრემი :

3 დიდი ზომის ლიმონი

2 ლიმონის ცედრა

3 კვერცხი

150 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

 მომზადების წესები :

კვერცხი  და 75 გრ.შაქარი ავთქვიფოთ ერთად.

3 ცალი ლიმონიდან გამოვწუროთ წვენი.2 ცალი ლიმონიდან მოვამზადოთ ცედრა.

ლიმონის წვენში ჩავყაროთ ცედრა და 75 გრ.შაქარი,შემოვდგათ ცეცხლზე და მოვადუღოთ.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,ლიმონის სიროფში ჩავასხათ გოგლიმოგლი,არ შეგვეშნდეს ,კვერცხი არ ამობრუნდება,რადგანაც წვენი შეიცავს ლიმონმჟავას. ქვაბი ისევ შემოვდგათ ცეცხლზე,გამუდმებით ვურიოთ,კრემის გასქელებამდე.

მოდურებული კრემი საცერში გავატაროთ, ცხელშივე ჩავდოთ  კარაქი. კრემი შევდოთ მაცივარში გასაციებლად.სულ ესაა! კრემი გამოვიყენოთ ნამცხვრებსა და დასერტების მოსამზადებლად.

 

 

ნამცხვარი პოლ რობსონი – ბავშვობის დაუვიწყარი გემო

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

200 გრ.ნაღების კარაქი

500 მლ. მაწონი

400 გრ.შაქარი

4 ს.კოვზი კაკაო

600 გრ.ფქვილი

1 ჩ.კოვზი სოდა ( სავსე)

 

კრემი:

2 ლ გაწურული არაჟანი

400 გრ.შაქარის პუდრა

ან

400 გრ.კარაქი

2 ქილა შესქელებული რძე

ვანილი

 

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები  ერთმანეთში შევურიოთ.

კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ გაზზე გამდნარი  და გაგრილებული კარაქი ,მაწონი.

შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.

ფორმაში ჩავაფინოთ  ცხიმიანი ქაღალდი. ფორმას წავუსვათ  გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი და 1 საათი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

კრემის მომზადება: გაწურულ არაჟანს შევათქვიფოთ შაქრის პუდრა

ან 400 გრ.კარაქი მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.

ბისკვიტი კარგად გავაციოთ, ზემოდან ერთი ფენა ავაჭრათ,რომ გავასწოროთ,გავყოთ 2-ან 3 ნაწილად და ფენებს შორის და გვერდებზე  კრემი წავუსვათ.

ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები ან მოვრთოთ სურვილისამებრ.

 

მარილიანი მაფინები ყველითა და ბეკონით

ინგრედიენტები :

70 გრ.ნაღების კარაქი

1 კბილი ნიორი

2 კვერცხი

170 მლ. რძე

250 გრ.ფქვილი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

1/2 ჩ.კოვზი შაქარი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

გულსართი:

100 გრ.მაგარი ყველი

80 გრ.ბეკონი

2-3 ტოტი კამა

1 წითელი ბულგარული

 

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და გავაციოთ.

ფქვილი ,მარილი,შაქარი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში შევურიოთ.

გამდნარ კარაქს ვუმატეთ კვერცხს,გახეხილ ნიორს,დაჭრილ კამას და  შერეულ მშრალ ინგრედიენტებს.

მოზელილ ცომს დავუმატებთ კუბებად დაჭრილ ყველს,ბეკონს,წითელ ბულგარულს  და გადავიტანთ ფორმაში.

მაფინები გამოვაცხოთ 205 გრადუსზე 20 – 25  წუთი.

წითელი და შავი მოცხარის მაფინები

ინგრედიენტები:

250 გრ.ფქვილი

200 გრ.შაქარი

2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1/4 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი

მწიკვი მარილი

1 კვერცხი

100 მლ.ზეთი

200 გრ.მოცხარი

 

გაცრილი ფქვილი ,გამაფხვიერებელი,შაქარი,მარილი და  დაფქული მუსკატის კაკალი შევურიოთ ერთმანეთში.

მოცხარი გავრეცხოთ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით. გამოცხობისას ცომში რომ თანაბრად გადანაწილდეს,ამოვსვაროთ ფქვილში.

კვერცხი,რძე და ზეთი ერთმანეთში შევურიოთ.

მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ თხევადი  მასა და კოვზით მოვურიოთ.არ შევეცადოთ მასა გახდეს ერთგვაროვანი. მაფინების მოსამზადებლად, აუცილებელია ,იყოს ცომში კოშტები.

ცომს დავუმატოთ 100 გრ.ფქვილში ამოსვრილი მოცხარი .მაფინის სილიკონის  ფორმა მთლიანად ავავსოთ ცომით.ცომში არსებული კოშტები ხელს შეუშლის ცხობისას, ფორმიდან გადმოსვლას და მაფინები გამოცხვება  მაღალი.

ღუმელში შედების წინ, მოვაყაროთ ზემოდან  მცირეოდენი შაქარი ზემოდან,რომ მაფინების თავი გამოვიდეს კნატუნა და წინასწარ 205 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ გამოსაცხობად 15-20 წუთი.

თუ მაფინებს ვაცხობთ  მეტალის ფორმაში,მაშინ ფორმას წავუსვათ ზეთი  და მოვაყაროთ ფქვილი ან  ფორმაში ჩავდოთ მაფინის გამოსაცხობი ქაღალდები ,რომლებსაც შევავსებთ ცომით.

რჩევა: ცომის მომზადებისას ზეთი არ უნდა შეიცვალოს კარაქით .მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად .ერთ ნაწილს დავუმატოთ 100 გრ.წითელი მოცხარი,მეორეს კი იგივე რაოდენობის შავი მოცხარი.

 

 

მოხარშული არაჟნის კრემი ტორტებისა და თაფლის ნამცხვრებისათვის

ინგრედიენტები :

350 გრ.20-25% არაჟანი

130 გრ.შაქარი

10 გრ. შაქრიანი ვანილი

20 გრ.სახამებელი  ან ფქვილი

200 გრ.ნაღების კარაქი

1 კვერცხი

არაჟანი,ვანილი,კვერცხი,შაქარი,სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.ვურიოთ განუწყვეტლივ კრემის გასქელებამდე.შესქელებულ მასას დაეტყობა სათქვებით ხაზები.გადავიტანოთ სხვა თასში და გავაგრილოთ.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ და კოვზობით შევათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული არაჟნის კრემი.