sokosxinkali
5/5

სოკოს ხინკალი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინრედიენტები :

1000 გრ.უმაღლესი ხარისხის ფქვილი

500 მლ.წყალი

60 მლ.რაფინირებული მცენარეული ზეთი

2 ჩ.კოვზი მარილი

შიგთავსი:

500 გრ.სოკო

3 – 4  თავი ხახვი

3 ს.კოვზი ზეთი

ნახ.კონა ქინძი

50-70 გრ სულგუნი

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა გემოვნებით

 

მოზადების წესები:

ყინულიან წყალში გავხსნათ მარილი.თასში ჩავყაროთ ფქვილი.

ფქვილს ნელ-ნელა დავასხათ წყალი,ზეთი მოვზილოთ ცომი .გადმოვიტანოთ ხის დაფაზე  და ცომის მოზელვა 15-20 წუთი  გავაგრძელოთ. როცა ცომი გახდება ელასტიური,შევახვიოთ საკვებისშესაფუთ პარკში,ცოტა ხნით დავასვენოთ( 15-20 წუთი შევდოთ მაცივარში).

ხახვი და ხოკო დავჭრათ.გახურებულ ტაფაზე .

გახურებულ ტაფზე ხახვი მოვშუშოთ ზეთში.ყურადღება მივაქციოთ,რომ არ დაგვეწვას.ხახვი,როგორც კი ოდნავ მიოთუშება ,დავაყროთ სოკო და თავდახურულ ჭურჭელში ვთუშოთ 3- 4 წუთი.

სოკო ცეცხლიდან გადმოვდგათ და შევურიოთ გახეხილი სულგუნი,დაჭრილი მწვანილი. თუ მარხვაზე ვართ ყველი  არ დავუმატოთ.

სამარხვო რეცეპტში ყველი არ დაუმატოთ.

ცომი გავაბრტყელოთ ნახევარ სანტიმეტრზე,ამოვჭრათ რგოლები,რომლებსაც კიდევ გავაბრტყელებთ. შუაში დავდოთ თითო კოვზი შიგთავსი.ცომს თავი ისე მოვუკრათ,რომ გამოგვივიდეს თანაბარი ნაოჭები.

ხინკალი გადავიტანოთ ფქვილიან დაფაზე.

ცეცხლზე წყალი ავადუღოთ ,ჩავამატოთ მარილი,ჩავყაროთ ხინკლები.ხის კოვზით ვურიოთ და წამოვადუღოთ.ცმოხარშული ხინკალი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება და გაიბერება.ქვაბიდან ხინკლები ქაფქირით ამოვიღოთ.

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here