თუ გსურთ, მიირთვათ რაღაც მსუბუქი გაზაფხულზე , მაშინ ჩვენი ბროკოლის ბოსტნეულის წვნიანი არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ. ეს წვნიანი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღია. რაც მთავარია, ეს წვნიანი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვინც უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და აკონტროლებს წონას. გააკეთეთ ბროკოლის წვნიანი ჩვენი რეცეპტის მიხედვით,ის ძალიან გემრიელია და ნამდვილად მოგეწონებათ.
ინგრედიენტები :
1 სტაფილო
1 ყაბაყი
500 გრ.კარტოფილი
50 გრ.მწვანე ხახვი
300 გრ.ბროკოლი
50 მლ.ზეთი
2 ლიტრა წყალი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
მწვანე ხახვი და სტაფილო დავჭრათ , ერთად მოვშუშოთ ზეთში.
კარტოფილები ნახევრად მოვხარშოთ ადუღებულ წყალში.10 წუთის შემდეგ ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი ყაბაყი და ბროკოლი.თუ ყაბაყი ახალგაზრდა არ არის,გავთალოთ და გამოვუღოთ თესლები.
კერძს დავუმატოთ მოშუშული ხახვი და სტაფილი,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.კერძი ვადუღოთ 3-5 წუთი.წვნიანი შეგვიძლია მივირთვათ არაჟანთან ერთად.