ნაჩოსის ჩიფსები და სოუსი კესო- მექსიკური სამზარეულო

ინგრედიენტები ცომისათვის:

400 გრ.სიმინდის ფქვილი  ან სიმინდის ფქვილში შეურიეთ პურის ფქვილი 200 გრ.სიმინდის და 200 გრ პურის ფქვილი

250 -300 მლ.ცხელი წყალი( 30 გრადუსი)

40 მლ. ზეითუნის ზეთი

მარილი

ორეგანო ან 8 გრ.დარიჩინი სურვილისამებრ

პაპრიკა და წითელი წმინდა დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები:

თასში  ჩავყაროთ ფქვილი,მოარილი,წიწაკა,ორეგანო სურვილისამებრ,მოვასხათ ზეთი და ცხელი წყლით  ცომი მოვზილოთ ჯერ კოვზითან ჩანგლით.ცომი რომ შეგრილდება, გადმოვიტანოთ დაფაზე და მოვზილოთ ხელით .

მივიღებთ მკვრივ ცომს.

ცომი გავყოთ გუნდებად.გავაბრტყელოთ 2 მმ-ის სისქეზე და დავჭრათ სამკუთხედებად.

ნაჩოსის ჩიფსები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

სოუსი კესო:

1 ხახვი

2 კბილი ნიორი

1 წითელი წიწაკა

300 გრ. მაგარი ყველი ( ჩედარი)

1/2 ჭიქა რძე

1 ჩ.კოვზი სახამებელი

20 გრ.კარაქი

მომზადების წესები:

ხახვი,პამიდორი და წიწაკა ჩილი ნიორი დავჭრათ ცალცალკე წვრილად.

კარაქში მოვშუშოთ  ხახვი,ნიორი,პამიდორი და ჩილი.

ტაფაზე  მოშ უშულ პროდუქტებს დავასხათ რძე,მოვაყაროთ სახამებელი დავურიოთ შესქელებამდე,შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი ყველი ნელ-ნელა.თან ვურიოთ სათქვეფით.

 

მექსიკური ყველის სოუსი .მეორე ვერსია.

150 გრ.ყველი ჩედერი

ნახევარი ჭიქა არაჟანი

1 პატარა ბულგარული წიწაკა

1 წიწაკა ჩილი

 

ყველი გავხეხოთ.

წიწაკა დავჭრათ წვრილად.

ცეცხლგამძლე თასში ჩავყაროთ წიწაკა,დავასხათ არაჟანი,ჩავყაროთ ყველი და შევდოთ ღუმელში ყველის გასადნობად.გამდნარი ყველი და არაჟანი კარგად ავურიოთ.

 

 

 

 

ვაშლის ჩიფსი

ინგრედიენტები:

3 ვაშლი ( ანტონოვკა)

150 გრ.შაქარი

250 მლ.წყალი

მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესები:

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ ლიმონმჟავა და შაქარი.მოვადუღოთ სიროფი.

ვაშლი დავჭრათ 2 მმ სისქის რგოლებად.

ვაშლის რგოლებში პოლიეთილენის ბოთლის დახმარებით ამოვჭრათ რგოლები.

ჩავყაროთ ცხელ სიროფში ვაშლის რგოლები,ქვაბს თავზე დავაფაროთ და გავაჩეროთ 15 წუთი.

ვაშლის ფირფიტები დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე დასაწრეტად.

ღუმელი გავახუროთ 110 გრადუსზე.

ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ ვაშლის რგოლები და 1,5 შევდოთ ღუმელში.40 წუთის შემდეგ ვაშლის რგოლები გადავაბრუნოთ.

 

დიეტური ქათმის ფარშის ჩიფსი

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე – 300 გრ.
კონიაკი – 2.5  ს.კოვზი
მშრალი ნივრის ფხვნილი – 0,5 ჩ / კ
მარილი – 1 ჩ.კ.
შაქარი – 0,5 ჩ / კ
კურკუმა – 0.5  ჩ.კოვზი
ადგილზე შავი პილპილი – 0,5 ჩ.კოვზი

მომზადების წესები:

ამ რეცეპტის მოსამზადებლად აუცილებელია გამოვიყენოთ ბლენდერი.ამ  სახის ტექნიკის გამოყენებით ძალიან კარგად ფორმირდება ჩიფსები .ხორცსაკეპი არ გამოვიყენოთ.

დაუყოვნებლივ 100 გრადუსზე ჩავრთოთ ღუმელი.

გარეცხილი ქათმის ფილე დავჭრათ და დავაბლენდეროთ.ფარშს დავუმატებთ მარილს,კურკუმას,შაქარი,შავი წიწაკა და კონიაკი.

ბლენდერს თავი დავახუროთ და ისევ დავაბლენდეროთ.

კურკუმას  წყალობით, ჩიფსებს  ექნებათ ლამაზი მოყვითალო ელფერი.

ავიღოთ პერგამენტის ორი ფურცელი 35 სმ სიგრძის სიგრძეზე.ერთ ფურცელზე გადავიტანოთ მთლიანი შიგთავსი. დაფარეთ მეორე ფურცელით 1-2 მმ სისქეზე გავაბრტყელოთ.

დანა წყალში დავასველოთ.

მოვაშოროთ პერგამენტის ზედა ფურცელი. დანით დავჭრათ 4 სმ სიგრძისა და სიგანის კვადრატებად.

პერგამენტი ჩიფსთან ერთად დააფინეთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ ღუმელში, უკვე გაცხელებულ 100 გრადუსზე, 1,5 საათის განმავლობაში.

საათნახევრის შემდეგ, ამოვიღოთ ჩიფსი ღუმელიდან და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში. როდესაც ჩიფსი გაცივდა, ისინი გახდება ძალიან კნატუნა.ასე მოვამზადებთ ჯადოსნურად გემრიელ ჩიფსებს.

ამ კერძით ძალიან ისიამოვნებენ არა მარტო ჩვენი ბავშვები,არამედ მოზრდილებიც. .ის არის ძალიან გემრიელი და დიეტური.

კარტოფილის ჩიფსები

ინგრედიენტები:

300 გრ.კარტოფილი

100 მლ.ზეთი

მწიკვი მარილი

მწიკვი პაპრიკა

მწიკვი შავი დაფქული წიწაკა

მწიკვი ქონდარი

 

მომზადების წესები:

კარტოფილები დავჭრათ ალყა-ალყად 2-3 სმ-ის სისქეზე.ამისათვის გამოვიყენოთ ასეთი ტიპის სახეხი.

დაჭრილი კარტოფილები მოვათავსოთ 10-15 წუთი ცივ წყალში,რომ სახამებელი გამოვიდეს,შევამშრალოთ ხელსახოცით.

თასში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ პაპრიკა,მარილი,წიწაკა,ქონდარი,ჩავყაროთ გამშრალებული კარტოფილის ფირფიტები და თასი შევანჯღრიოთისე,რომ ფირფიტები კარგად ამოისვაროს ზეთში.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ სათითაოდ კარტოფილის ფირფიტები,გადავაფაროთ ისევ პერგამენტი,რომ არ დაგვეწვას და ცხელმა ჰაერმა გამოაშროს .

გამოვაშროთ წინასწარ გახურებულ ღუმელში  180 გრადუსზე 15 წუთი.

 

ტორტილია – ესპანური სამზარეულო

ინგრედიენტები:

400 გრ.კარტოფილი

6 კვერცხი

1 კბილი ნიორი

2 წითელი ბულგარული

60 მლ.ზეთი

10 გრ.კარაქი

4 გრ.მარილი

2 გრ.შავი დაფქული წიწაკა

მწვანილი სურვილისამებრ

მომზადების წესები:

კარტოფილი გავრეცხოთ,გავთალოთ , დავჭრათ ალყა-ალყად და შევწვათ  15 წუთი გახურებულ ზეთში.

200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 15 წუთი ფოლგაში  შეხვეული ბულგარული წიწაკა.

შემწვარ კარტოფილა მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ბულგარულ წიწაკა  გავაგრილოთ და კანი გავაცალოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ შევურიოთ დაჭრლეტილი ნიორი და ფაფუკი რომ გამოვიდეს 1 ს.კოვზი დარბილებული კარაქი.

ტაფაზე ზეთი მოვასხათ,დავაწყოთ კარტოფილები,მოვაყაროთ ბულგარული წიწაკა,დავასხათ კვერცხი,დავახუროთ თავსახური და შევწვათ ორივე მხრიდან.

უცხოური სამზარეულო

 

 

 

კარტოფილის ნავები

ინგრედიენტები:

4 საშუალო ზომის კარტოფილი

100 გრ. ნაღების კარაქი კუბებად დაჭრილი

1 ჭიქა( 225 გრ.)არაჟანი

115 გრ.ყველი ჩედარი

4 ფირფიტა ბეკონი

3-4 მწვანე ხახვი

მარილი,წიწაკა

 

მომზადების წესები:

კარგად გარეცხილი და გამშრალებული კარტოფილი შევახვიოთ ფოლგაში,გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.

კარტოფილი გავაგრილოთ ,ღუმელის ტემპერატურა დავწიოთ 180 გრადუსზე.

ბეკონი შევწვათ ოქროსფერის მიღებამდე და წვრილად დავჭრათ.

კარტოფილები გავჭრათ შუაზე,ჩაის კოვზით გამოვუღოთ გულები,ისე რომ მთლიანობა არ დავარღვიოთ და მივიღოთ „ნავები“.

დიდ თასში ავურიოთ კარტოფილის გულები,ბეკონი,კარაქი,არაჟანი,დაჭრილი ხახვი,მარილი,წიწაკა და ავავსოთ კარტოფილის „ნავები“.

კარტოფილის ნავები დავალაგოთ ღუმელის ტაფაზე და 30-35 წუთი გამოვაცხოთ.შიგთავსი ზემოდან  უნდა შეწითლდეს.მივირთვად ცხელი.

კარტოფილის ტორტი – იტალიური სამზარეულო

ინგრედიენტები:

1,5 კგ ყვითელი კარტოფილი

150 გრ.კარაქი

3 კვერცხი

150 გრ.ლორი

200 გრ.მოცარელა ან სულგუნი

200 გრ.შებოლილი ყველი

ზეთი ფორმის ზედაპირზე და ფსკერზე  წასასმელად

საფანელი  ფორმაში მოსაყრელად

მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

4 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახურში (სურვლისამებრ)

კარტოფილის ტორტს ხშირად ამზადებენ იტალიის კსამხრეთ რეგიონში, მაგრამ იგი  ფრანგული წარმოშობისაა. გასაოცარია, რომ ჩრდილოეთ იტალიაში   არაფერი იციან ამ კერძის შესახებ.  კარტოფილის ტორტის უამრავი რეცეპტი არცებობს,მე გთავაზობთ ერთ-ერთ ვერსიას.

მომზადების წესები:

მოხარშული კარტოფილით მოვამზადოთ პიურე,დავუმატოთ კვერცხი,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,წვრილად დაჭრილი ლორი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და მოვზილოთ ცომი.

ცომი გავყოთ ორ ნაწილად.

ფორმას წავუსვათ ზეთი,მოვაყაროთ საფანელი.

ფორმის ძირზე გადავიტანოთ ცომის ერთი ნახევარი,დავალაგოთ დაჭრილი ყველი და ზემოდან  თანაბრად  და სწორად ხელით გადავანაწილოთ  ცომის მეორე ნახევარი.

ზემოდან მოვაყაროთ საფანელი და ალაგალაგ დავალაგოთ კარაქის პატარა კუბები.

გამოვაცხოთ კარტოფილის ტორტი 200 გრადუსზე 35-40 წუთი.

ტორტი გავაციოთ 20-30 წუთი ფორმაში,მოვხსნათ გვერდები და დავჭრათ.

კარტოფილის ატმები

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

200 გრ.საქონლის  ხორცი

3 კვერცხი

100 გრ.ბატონი

100 გრ.ხახვი

180 გრ.ფქვილი

100 გრ.მაგარი ყველი

10 გრ.მარილი

8 გრ.კურკუმა

5 გრ.პაპრიკა

2 გრ.შავი დაფქული წიწაკა

260 მლ.ზეთი

 

მომზადების წესები:

კარტოფილი კანიანად  მოვხარშოთ,გავაციოთ,გავფცქვნათ ,გავატაროთ ხორცსაკეპში.

პიურეს დავუმატოთ ფქვილი,კვერცხი,მარილი,მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად: ერთს დავუმატოთ კურკუმა და მეორეს პაპრიკა.

ხორცი დავკეპოთ,დავუმატოთ ძალიან წვრილად დაწრილი ხახვი,მარილი წიწაკა და ფარში „გავლახოთ“.

მოვამზადოთ 12 პატარა ბურთულა და 5 წუთი მოვხარშოთ ფრიწიურში.

ბურთულები ამოვიღოთ ფრიწიურიდან,დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე,რომ ზეთი დაიწრიტოს.

ბატონ  პურს მოვაცილოთ ქერქი,გული დავაბლენდეროთ და ცოტა ხნით გამოვაშროთ ღუმელში.საფანელი შემდგომ დაგვჭირდება.

მოვამაზდოთ 12-12 წითელი და ყვითელი ბურთულები.თითოეულს მივცეთ პატარა და ღრმა თასის ფორმა.

დავამზადოთ ატმები ისე,როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები ,ყუნწები გავუკეთოთ მიხაკის ბუტკოებით  ,დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე,ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის ცილა,მოვაყაროთ საფანელი და წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 10 წუთი.

 

წყარო:იუთუბი ,გადაცემა все будте смачно 2016

 

 

 

კარტოფილის მსუყე რულეტები

ინგრედიენტები:

1 კგ.კარტოფილი

1 კვერცხი

250 გრ.ქათმის ფილე

200 გრ. ქამა სოკო

15 გრ. ხმელი სოკო

250 მლ. რძე

100 გრ. სახამებელი

140 გრ. ხახვი

50 მლ. ნაღები

50 მლ. მაგარი ყველი

15 გრ. მარილი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

50 გრ.კარაქი

35 მლ.ზეთი

5 ღერი კამა

5 ღერი ოხრახურში

მომზადების წესები:

კარტოფილი გავთალოთ,გავჭრათ – 4 ად,ჩავყაროთ ადუღებულ წყალში,დავუმატოთ 5 გრ.მარილი,კარაქი და მოვხარშოთ.

მოხარშული კარტოფილი  გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ ნაღები,სახამებელი,ათქვეფილი კვერცხის ცილა,შავი დაფქული წიწაკა,მარილი გემოვნებით.

კარტოფილის ცომი დავდოთ პერგამენტის ქაღალდზე, თანაბრად გავაბრტყელოთ და 10 წუთი გამოვაცხოთ  ღუმელში 200 გრადუსზე.

გულსართის მომზადების წესები:

ხმელი სოკო მოვხარშოთ რძეში და შემდეგ დავჭრათ წვრილად.

ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ კუბებად დაჭრილი ხახვი,შევურიოთ ასევე წვრილ კუბებად დაჭრილი ხახვის ფილე და შევწვათ,დავუმატოთ 5 გრ. მარილი.

ცალკე ტაფაზე ზეთში შევწვათ ფირფიტებად დაჭრილი სოკო შამპინიონი,მოვაყაროთ მარილი.

კარტოფილის ფირფიტაზე  გადავიტანოთ  გულსართი,გადავანაწილოთ თანაბრად,მოვაყაროთ გახეხილი ყველი,დაჭრილი მწვანილი,გადავახვიოთ რულეტივით,წავუსვათ კვერცხის გული  და 10 წუთი 200 გრადუსზე ღუმელში გამოვაცხოთ.

 

 

ადვილად მოსამზადებელი,გემრიელი და ეკონომიური კარტოფილის ჩხირები ყველით

ინგრედიენტები:

1.კგ.კარტოფილი

100-150 გრ.მაგარი ყველი

2 – 3 კვერცხი

100 გრ.საფანელი

3-4 ს.კოვზი ფქვილი

ზეთი შესაწვავად

შავი დაფქული წიწაკ და მარილი გემოვნებით

სუნელებლები  გემოვნებით

მომზადების წესები:

გარეცხილი კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად,შემდეგ გავფცქვნათ და გავხეხოთ სახეხზე ან გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ ფქვილი,კვერცხი,მარილი,შავი დაფქული წიწაკა და სუნელები.მოვამზადოთ კარტოფილის ბურთულები.

მაგარი ყველი დავჭრათ ზოლებად.

თითოეული ბურთულა გავაბრტყელოთ,ცენტრში მოვათავსოთ ყველი,მივცეთ ჩხირის ფორმა,ამოვსვაროთ საფანელში და შევწვათ ტაფაზე ზეთში ოთხივე მხრიდან ოქროსფერის მიღებამდე.მივირთვათ ჩვენთვის სასურველ სოუსთან ერთად