წითელი ტყემლის ან ალუჩის ნამცხვარი

ინგრედიენტები ;

ფენოვანი ცომი – 400 გრ

მწიფე  წითელი ტყემალი ან ალუჩა   – 300 გრ

შაქარი  – 5  სუფრის კოვზი

სახამებელი  – 1 სუფრის კოვზი

შაქარი დეკორაციისთვის

მომზადების წესები :

მწიფე ტყემლებს კურკა გამოვაცალოთ, დავაყაროთ შაქარი და შემოვდგათ ცეცხლზე.როდესაც  ცოტა წვენს გამოიღებს, დავდგათ ნელ ცეცხლზე და 2-3 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ. შემდეგ დავამატოთ სახამებელი, კარგად ავურიოთ.პიურე ,როგორც კი წამოდუღდება,შესქელდება და სახამებლის გემოს დაკარგავს ,გადმოვდგათ.

ფენოვანი ცომი დავჭრათ ოთხკუთხედებად.ერთ ნახევარზე დავდოთ ალუჩის ან ტყემლის გულსართი,გადმოვაფაროთ მეორე ნახევარი და კიდეები ჩანგლით მივაწებოთ ერთმანეთს.

ღვეზელებს ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 25 წუთი.

დესერტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!

 

ნამცხვარი ”მარწყვი ” – საბჭოთა დესერტი ცხობის გარეშე

საბჭოთა დროს თითქმის ყველა ქალის კულინარიულ რვეულში ნახავდით ჩანაწერს “ტორტი კალათა “.ეს კალათა სავსე იყო ნამცხვარი “მარწყვით”.დღეს გთავაზობთ, ამ დესერტის რეცეპტს და ალბათ,ბავშვობა გაგახსენდებათ.

ინგრედიენტები :

ორცხობილა “იუბილე”-150 გრ

ვაფლი – 130 გრ

ნაღების კარაქი – 50 გრ

შედედებული რძე – 3-4 სუფრის კოვზი

შაქარი

მწვანილის ფოთლები  ან  მწვანე ფერის კრემი

მომზადების წესები:

დავაბლენდეროთ ორცხობილა და ვაფლი,შევურიოთ კარაქი, შედედებული რძე,მოვზილოთ ისეთი  ცომი,რომლითაც ადვილი იქნება მარწყვების გამოძერწვა.

გამოვძერწოთ მარწყვი.

ჭარხალი გავხეხოთ,გავწუროთ და მიღებულ ფერში ამოვსვაროთ მარწყვები.ზოგიერთი კონდიტერი  მარწყვის ფორმის  ნამცხვრებს წითელი ფერით ღებავს.

მარწყვებს ფოთლები გავუკეთოთ  მწვანე ფერის კრემით ან მწვანილის ფოთლებით.

ეს დესერტი შეგვიძლია ასევე მივირთვათ ან გავაფორმოთ ტორტი,ტარტალეტკა.ტორტი ” კალათა” – ში : შეგვიძლია ჩავაწყოთ მარციპანის მარწყვები.წაიკითხეთ რეცეპტი.

 

 

 

 

 

 

ხაჭოს “რაფაელო” მარწყვით – საზაფხულო დესერტი ცხობის გარეშე ბავშვებისათვის

ინგრედიენტები :

300 გრ.ორცხობილა  ” პეჩენია ”

200 გრ.ხაჭო

200 გრ.კარაქი

200 გრ.მარწყვი

100 გრ.ქოქოსის ფანტელები

50 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

კარაქი დავარბილოთ ოთახის ტემპერატურამდე.

ხაჭო გავატაროთ საცერში ან დავაბლენდეროთ.

დავფშვნათ  ორცხობილა,ჯერ შევურიოთ კარაქი,დავაბლენდეროთ ,შემდეგ დავუმატოთ ხაჭო და შაქარი.მოვზილოთ ელასტიური ცომი.

მარწყვი გავრეცხოთ,გავასუფთავოთ.დიდი ზომის მარწყვები ორ ნაწილად გავყოთ.

ცომისგან დავამზადოთ ბურთულები,თითოეულ ბურთულაში მოვათავსოთ მარწყვი და ქოქოსის ფანტელებში ამოვსვაროთ.

დესერტი ერთი საათი შევინახოთ მაცივარში.

 

 

 

მარწყვის ტარტი მოხარშული კრემით

ინგრედიენტები :

200 გრ.ფქვილი

100 გრ.მარგარინი

100 გრ.შაქრის პუდრა

4 კვერცხის გული

1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი

 

მომზადების წესები ;

კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ ,შევურიოთ წყალი.

ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ ცივი  მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა,შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი,რომ არ გაგვითბეს.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

ტარტალეტკის  ან ტარტის ფორმებში ჩავდოთ ცომი, ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ზემოდან დავაფაროთ საცხობი ქაღალდი,დავადოთ სიმძიმე.

ტარტი  გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15 წუთი,შემდეგ მოვაშოროთ სიმძიმე და კვლავ გამოვაცხოთ 5 წუთი.

ტარტი  გავაგრილოთ ,ამოვავსოთ   მოხარშული  კრემით,გავაფორმოთ მარწყვით და სხვა კენკროვანებით.

 

ქათმის ფილეს,სოკოს,კიტრის და პამიდვრის საზაფხულო სალათა “მარწყვი”

გემრიელი და ამავე დროს უჩვეულო სალათი “მარწყვი” მზადდება უბრალოდ.  ეს კერძი თავისი უჩვეულო ფორმისა და დეკორაციის წყალობით სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა, სტუმრები დააფასებენ თქვენს ძალისხმევას.

ინგრედიენტები :

300 გრ.ქათმის ფილე

200 გრ.ქამა სოკო

3 პამიდორი

1 კიტრი

1 ხახვი

100 გრ.ყველი

30 მლ.ზეთი

200 გრ.მაიონეზი

მომზადების წესები :

ქათმის ფილე მოვხარშოთ და გავაგრილოთ.

სოკო დავჭრათ და ტაფაზე შევწვათ.წვის პროცესის შუაში დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და  მოვაყაროთ მარილი.

ბრტყელ თეფშზე ავაწყოთ სალათი: პირველი  ფენა ქათმის ფილე,მეორე-სოკო და ხახვი,მესამე კი გახეხილი ყველი.ასე ავაწყობთ ბოლომდე,სანამ ინგრედიენტები არ გამოგველევა.ფენებს შორის მოვასხათ მაიონეზი. ინგრედიენტები დავაწყოთ ისე,რომ მივიღოთ მარწყვის ფორმა.

ბოლოს სალათი ზემოდან დავფაროთ დაჭრილი პომიდვრით და გავაფორმოთ კიტრით

 

თეთრი და შავი ბისკვიტი კარაქით

ინგრედიენტები  თეთრი ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

135 გრ.ფქვილი

45 გრ.სიმინდის სახამებელი

180 გრ.შაქარი

45 გრ.კარაქი

30 გრ.შაქრიანი ვანილი

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და  სახამებელი .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 90 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 90 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი სახამებელთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

ინგრედიენტები კაკაოს ბისკვიტისათვის :

6 კვერცხი

40 გრ.კარაქი

150 გრ.შაქარი

90 გრ.ფქვილი

30 გრ.სახამებელი

25 გრ.კაკაო

თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი ( 1 ჩ.კოვზი) არ უნდა

ამ ბისკვიტით კეთდება ტორტი პრაღა.წაიკითხეთ რეცეპტი.

მომზადების წესები :

კარაქი გავადნოთ და გავაციოთ.

ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი და კაკაო .

კვერცხის ცილისაგან მოვამზადოთ ბეზე(6 კვერცხის ცილა და 75 გრ. შაქარი).

კვერცხის გულებისა და 75 გრ.შაქრისაგან გოგლი- მოგლი  მოვამზადოთ .

ხის კოვზით ჯერ კვერცხის გულები და ბეზე ულუფობით შევურიოთ ერთმანეთს,შემდეგ კი დავუმატოთ  ფქვილი კაკაოსთან ერთად.

შემდეგ ნაპირებთან მოვასხათ გამდნარი,გაციებული კარაქი.ფრთხილად გადავურიოთ,გადავიტანოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 30 წუთი.

იოგურტის კრემი ტორტებისათვის

ინგრედიენტები :

250 მლ.35% ნაღები

250 გრ.იოგურტი

7 გრ.ჟელატინი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1  ჩ.კოვზი ლაიმას ცედრა

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.

წაიკითხეთ ამ კრემით მომზადებული  მარწყვის ტორტის რეცეპტი.

იოგურტს შევურიოთ შაქარი,ლიმონის წვენი და ლაიმას ცედრა.მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი,მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.

ინგრედიენტები მარწყვის კრემისათვის :

250 მლ.იოგურტი

1 ჭიქა მარწყვი

500 მლ. 35% ნაღები

10 გრ.ჟელატინი

შაქარი გემოვნებით

მომზადების წესები :

ჟელატინი დავალბოთ.

ცივი ნაღები ავთქვიფოთ და შევინახოთ ცოტა ხნით მაცივარში.

მარწყვი დავწყლიტოთ,შევურიოთ შაქარი და იოგურტი.მასას დავუმატოთ ორთქლის აბაზანაზე გამდნარი აფუებული ჟელატინი,მოვურიოთ და ულუფებით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.

საზაფხულო მარწყვის წვნიანი სალათა

ინგრედიენტები :

400 გრ.მარწყვი

90 გრ.შაქარი

2 გრ.პიტნა

ნაღები ან არაჟანი

2 გრ.მწვანე ბაზილიკი

4 გრ.ბალზამიკოს კრემი

მომზადების წესები :

მოვადუღოთ შაქრის სიროფი.

300 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და შევურიოთ შაქრის სიროფი ( ცოტა მოვიტოვოთ).

100 გრ.მარწყვი შუაზე გავჭრათ .მოვასხათ ბალზამიკოს კრემი, დარჩენილი სიროფი,მოვაყაროთ დაჭრილი პიტნა და მწვანე ბაზილიკი. მარწყვი ცოტა ხნით გავაჩეროთ დასამწნილებლად.

ღრმა თასში ჩავასხათ მარწყვის პიურე,ჩავყაროთ მარწყვები,გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღებით( ან არაჟანი) და პიტნის ფოთლებით.

 

 

 

ზაფხულის ელექსირი – არომატული მარწყვის ლიქიორი

ინგრედიენტები ;

1 კილო შაქარი

1 კილო მარწყვი

1  ლიტრა  არაყი ( 40-45% სპირტი)

30 მლ.ლიმონის წვენი

ნახევარი ლიტრა წყალი

მომზადების წესები :

მარწყვი გავრეცხოთ,გადავარჩიოთ და შუაზე გავჭათ.

მარწყვის ნაჭრები ჩავყაროთ ქილაში, მოვასხათ  ლიმონის წვენი,დავასხათ სპირტი ,ისე რომ მარწყვი მთლიანად დაიფაროს.ქილას  მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და 14-16 დღე გავაჩეროთ მზეზე.

ქილიდან გადმოვასხათ ნაყენი და გავფილტროთ 3 ფენა მარლაში.

წყალს შევურიოთ შაქარი,მოვადუღოთ სიროფი,პერიოდულად მოვხადოთ ქაფი,ვადუღოთ 2-3 წუთი დაბალ ცეცხლზე.

სიროფი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე..

ნაყენი და სიროფი ერთმანეთს შევურიოთ.ლიქიორი გადავასხათ ქილებში და 7 დღე გავაჩეროთ სიბნელეში.ამ  პერიოდის შემდეგ ლიქიორი გამოსაყენებლად მზად არის !  ალკოჰოლური სასმელი,მარწყვის ლიქიორი ინახება ორი წელი.