კულიჩი – ქართული ტრადიციული რეცეპტი

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

500 გრ.კარაქი

500 გრ.შაქარი

1ჩ.კოვზი მარილი

8 კვერცხი

1 კვერცხის გული ზემოდან მოსასმელად

250 გრ.ქიშმიში

1,5 -2 კგ.ფქვილი

0,5  ჭიქა ზეთი

3 ს.კოვზი საფუარი

1 ს.კოვზი დაფქული ჯავზი

1 ს.კოვზი დაფქული ილი

0,5 ჩ.კოვზი მიხაკ-დარიჩინი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ხაში:2 ს.კოვზი შაქარი გავხსნათ თბილ რძეში. 150 გრ.ფქვილს ავურიოთ საფუარი და დავასხათ ტკბილი  რძე.მოვზილოთ  ძალიან თხელი ცომი , გადავაფაროთ ტილო და დავდოთ ასაფუებლად.

კარაქი,მარილი და შაქარი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხები და შემდეგ დავუმატოთ სანალებლები.

გათქვეფილ მასას შევურიოთ აფუებული ხაში,შევაზილოთ ფქვილი,მოვზილოთ  კარგად ნაზი ცომი,გადავაფაროთ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.

ამოსული ცომი ზეთიანი ხელებით ორჯერ ჩავზილოთ და კვლავ დავდოთ ასაფუებლად.

მესამედ აფუებულ ცომს დავუმატოთ ქიშმიში,ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ,ცხიმწასმულ  ფორმებში 2/3 სიმაღლეზე გადავაფაროთ და კვლავ დაველოდოთ ფორმებში ცომის ამოსვლას.

ამოსულ ცომს ფუნჯით გადავუსვათ გთქვეფილი კვერცხის გული ( გახსნილი ერთ სუფრის კოვზი რძე) და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.

 

 

 

როგორ შევღებოთ კვერცხი ენდროთი

წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია მართმადიდებელთათვის.

საჭირო მასალები და ხელსაწყოები :

კვერცხი 40-60  ცალი

5 შეკვრა ენდრო

წყალი 5 -7 ლიტრა

8-10 ხახვის გარეთა ფურცლები

1/2  ჩ.კოვზი მარილი

5 ს.კოვზი ძმარი

ჭურჭელი ,რაშიც ვხარშავთ

მომზადების წესები :

კვერცხის მომზადება

სასურველია,რომ კვერცხი იყოს მუქი ფერის ან სოფლის. მუქი ფერის კვერცხს საღებავი უკეთესად  ეკიდება.

თუ კვერცხი თეთრი ფერისაა,მაშინ გავრეცხოთ სოდიან წყალში,რომ ფერი ადვილად ჩაჯდეს ნაჭუჭში.

შეღებვისას კვერცხი რომ არ დაგვისკდეს, რამდენიმე საათით ადრე  გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე.

შეღებვის წინ 10-15 წუთი კვერცხი ჩავდოთ თბილ წყალში.ამ პროცედურის გამოყენებით,საღებავი თანაბრად გადანაწილდება კვერცხის ზედაპირზე.

საღებავის მომზადება :

ენდრო კარგად გავრეცხოთ,დავჩეჩქვოთ ან დავაბლენდეროთ.თუ დაჩეჩქვა არ შეგვიძლია,მაშინ დავტეხოთ.

დამუშავებული ენდრო გამოვკრათ მარლაში ან ქალის კაპრონის წინდაში.

ჭურჭელში ჩავასხათ წყალი ,მარლაში შეხვეული ენდრო ჩავდოთ,ხახვის ფურცლები ჩავყაროთ. თუ წითელი ხახვის ფურცლებს ჩავყრით ,მაშინ კვერცხი იღებება მუქი შინდისფრად.

ხახვის ფურცლები გვეხმარება კვერცხის დიდხანს შენახვაში.მოგეხსენებათ,რომ დუღილისას ხახვის ფურცლები გამოყოფენ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს.ეს ნივთიერებები  ჯდება კვერცხში და გვეხმარება დიდხანს შენახვაში.

კვერცხის შეღებვის წესი :

ხუთშაბათს საღამოს ზემოთ აღნიშნული მეთოდით მომზადებული საღებავიანი ჭურჭელი შემოვდგათ ცეცხლზე და 20-25 წუთი ვადუღოთ.დუღილის პერიოდში ჩავყაროთ მარილი და ჩავასხათ ძმარი.ეს ორი ინგრედიენტი აუცილებელია,რომ კვერცხმა სიმტკიცე შეინარჩუნოს.

მოდუღებული საღებავი გავაგრილოთ და კიდევ 2 ჯერ უნდა მოვადუღოთ.

მესამედ მოდუღების შემდეგ  საღებავის  გაციებას  დაველოდოთ  და კვერცხები წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე შევღებოთ .

საღებავში ჩავაწყოთ კვერცხები (წყალი ბოლომდე უნდა ფარავდეს).

ვადუღოთ კვერცხები  დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი.კვერცხის ხარისხიანად შესაღებად ენდროს რაოდენობა გავზარდოთ,ხარშვის დრო კი შევამციროთ.

კვერცხი ადვილად რომ გავფცქვნათ ,შეღებელი  20 წუთი მოვათავსოთ ცივ წყალში .

გაგრილებული კვერცხები გავაცივოთ,გავამშრალოთ  და  სიპრიალისათვის ზემოდან გადავუსვათ ზეთიანი ნაჭერი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმერული ხაჭაპური

ინგრედიენტები :

1,5 კგ.ფქვილი

500 მლ. თბილი წყალი

20 გრ.საფუარი

2 გრ.მარილი

2 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად

შიგთავსი:

1 კგ ჭყინტი ყველი

2 კვერცხის ცილა

მომზადების წესები :

თასში  ფქვილი,საფუარი,მარილი ჩავყაროთ.მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შევურიოთ,თბილი წყალი დავასხათ და თხელი ცომი მოვზილოთ. ცომი დავასვენოთ ნახ. საათი.

ყველი ხელით დავჭყლიტოთ და შევურიოთ 2 კვერცხის ცილა.

ცომისაგან სასურველი ზომის  გუნდები მოვამზადოთ  და თითოეული გავაბრტყელოთ.

გაბრტყელებული ცომის შუაგულში ჩავდოთ ბლომად შიგთავსი,მოვუკრათ პირი,ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტაფილოს ტორტი – სამარხვო ბისკვიტი

ინგრედიენტები სამარხვო ბისკვიტისათვის :

130 გრ.ფქვილი

140 გრ.ყავისფერი შაქარი ,შესაძლებელია თეთრიც

60 მლ.ფორთოხლის ფრეში ( ახალგამოწურული წვენი )

1 ფორთოხლის ცედრა.

60 მლ.რაფინირებული ზეთი

150 გრ.მოხალული ნიგოზი

250 გრ.მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო

2 გრ.დარიჩინი

1/3 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 170 გრადუსზე.

შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები :ფქვილი, მარილი, შაქარი, დარიჩინი, გამაფხვიერებელი.

მშრალ ინგრედიენტებს დავუმატოთ ზეთი,ფორთოხლის წვენი,ფორთოხლის ცედრა.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და მასში გადავიტანოთ ცომი.

ბისკვიტი გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 50 წუთი.

ბისკვიტი გავაციოთ, შემოვახვიოთ  პლასტიკი და 12 საათი გავაჩეროთ.

ფორთოხლის მარმელადი:

100 გრ.ფორთოხლის  კანგაცლილი რბილობი

50 მლ.ფორთოხლის ფრეში

4 გრ.პექტინი

ნახევარი ფორთოხლის ცედრა

40 გრ.შაქარი

1/5 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

პექტინი და შაქარი შევურიოთ.

ფორთოხლის ცედრა, რბილობი და ფრეში შევურიოთ, შევათბოთ 40 გრადუსამდე, შემდეგ დავუმატოთ შაქარი პექტინთან ერთად, მივიყვანოთ ადუღებამდე ,ვადუღოთ  ცეცხლზე  მხოლოდ 1 წუთი და გადმოვდგათ.

გადავაფაროთ პლასტიკი კონტაქტში და ისე გავაგრილოთ.

სამარხვო კრემი :

500 მლ.წყალი

3 სუფრის კოვზი ფქვილი

150 გრ.შაქარი

ვანილი

100 გრ.მცენარეული კარაქი

150 გრამი სამარხვო ნაღების ფხვნილი გახსნილი 150 მლ წყალში

მომზადების წესები :

შაქარი, ვანილი და ფქვილი შევურიოთ,დავასხათ წყალი და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა გავაგრილოთ.

ცივ ფაფას შევათქვიფოთ კარაქი.

სამარხვო ნაღების ფხვნილი შევურიოთ ცივ წყალს, ავთქვიფოთ და შემდეგ შევათქვიფოთ  კარაქიანი ფაფა.

სტაფილოს ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად, ფენებს შორის წავუასვათ ფორთოხლის მარმელადი ან კრემი გავაფორმოთ ფორთოხლის ჩიფსებით ან სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ახალი კარტოფილი არაჟნით – საზაფხულო რეცეპტი

ინგრედიენტები :

  • 1 კგ ახალგაზრდა კარტოფილი,
  •  2 კბილი ნიორი,
  • რამოდენიმე კამა,
  •  100 გრ კარაქი და 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 300 გრ არაჟანი,
  • მარილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

თასში თვალზომით ჩავასხათ დაახლოებით 1 ლიტრა  წყალი, ჩავყაროთ 1 ს .კოვზი მარილი, ჩავყაროთ კარტოფილი და გავაჩეროთ 5 წუთი. მარილწყალი დაარბილებს კანს და ადვილად გავფხიკავთ დანით.

მარილიანი წყალი გადავღვაროთ და გაფხეკილი კარტოფილები ჩავყაროთ სუფთა ცივ წყალში. გავაჩეროთ ცოტა ხნით.

არაჟანს შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი , დაჭრილი კამა და მარილი გემოვნებით

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი გემოვნებით, მოვხარშოთ კარტოფილი 3 წუთი და შემდეგ გადავწუროთ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი, ჩავაგდოთ კარაქი,დავაწყოთ 1 ფენად კარტოფილები და შევწვათ ყველა  მხრიდან.

შემწვარი კარტოფილები გადმოვიტანოთ ქვაბში,  გადავასხათ არაჟნის სოუსი.,ქვაბს ტავზე დავახუროთ და გავაჩეროთ 7-10 წუთი.

გემრიელიად  მივირთვათ!

ინდაურის ხორცის ბულიონი

ინგრედიენტები :

2 კგ ინდაურის  ხორცი

1 სტაფილო

1 თავი ხახვი

1 ნიახურის  ძირი

2-3 ღერი ნიახური

1 ჩაის კოვზი  შავი წიწაკის მარცვალი 

2 კბილი ნიორი

3-4 ცალი კარტოფილი

3 სუფრის კოვზი ბრინჯი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხილ, გასუფთავებულ ინდაურს  დავასხათ ცივი წყალი და  მოვხარშოთ.როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ ,წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ და ინდაური  მოვხარშოთ.

სანამ ინდაური იხარშება გავასუფთაოთ ნიახურის ძირები და სტაფილო,ორივე გავჭრათ სიგრძეზე და გაჭრილი მხრიდან მშრალ ტაფაზე  მსუბუქად შევწვათ.

კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ.

ბრინჯი გავრეცხოთ.

სტაფილო, ხახვი, ნიორი, ნიახურის ძირები შავი წიწაკის მარცვლები ჩავყაროთ ბულიონში , მოვხარშოთ და შემდეგ წვენიდან ამოვიღოთ.

მოხარშული ინდაური ამოვიღოთ წვენიდან, დავჭრათ ნაჭრებად ან გამოვაცალოთ ძვლები და ისე ჩავაბრუნოთ ბულიონში. ამ ეტაპზე წვენში ჩავყაროთ ბრინჯი და კარტოფილის ნაჭრები ჩავაწყოთ..გავაგრძელოთ კერძის მომზადება კარტოფილის და ბრინჯის  მოხარშვამდე. კერძი მომზადებამდე 3 წუთით ადრე  დავამარილოთ და მოვათავსოთ  ნიახური.

ამერიკული ლაიმის პეროგი

ლაიმის პეროგი  ხრაშუნა ფხვიერი ცომით  და დელიკატური გულსართით

ინგრედიენტები :

400 გრ  ორცხობილა

40 გრ კარაქი (82%)

400 გრ შედედებული რძე

200 გრ კვერცხი

200 გრ კრემყველი

120 მლ ლაიმის წვენი

ორი ლაიმის ცედრა

მომზადების წესები :

პირველ რიგში მოვამზადოთ გულსართი.

შევურიოთ შედედებული რძე, კვერცხი და ნაღების კრემყველი.

 ლაიმის კანი გავხეხოთ ,გავწუროთ. ცედრას დავასხათ წვენი და შემოვდგათ ცეცხლზე, მანამ სანამ სითხე  არ აორთქლდება.

ძირითად მასას შევურიოთ ლაიმის ცედრა.

პეროგის ცომის მომზადება:

ორცხობილა დავფშვნათ და შევურიოთ  გამდნარი კარაქი,

მოვათავსოთ მასა  ტარტის ფორმაში, ჩავტკეპნოთ ძირზე და ამოვიყვანოთ გვერდებზე.

ცომის თასში ჩავასხათ გულსართი.

ჩავრთოთ ღუმელი 170C ტემპერატურაზე.

გამოვაცხოთ  25-30 წუთის განმავლობაში.

ნამცხვარი მაცივარში გავაჩეროთ 3-4 საათი

შვეიცარიული მერენგა:

2 კვერცხის ცილა

40 გრ შაქარი

40 გრ შაქრის ფხვნილი

წაიკითხეთ შვეიცარული მერენგის მომზადება აქ http://livemaster.ge/12928

ამერიკული ლაიმის პეროგი მოვრთოთ შვეიცარული მერენგათი ,კენკრით ან ჩვენი გემოვნებით.

 

შოკოლადის ტორტი მოხარშული კრემით თუ პეროგი ” ვულკანი “

შოკოლადის  დესერტი ” ვულკანი ” – ზოგი მას ტორტს უწოდებს,ზოგი კი პეროგს,  მაგრამ ამას ხომ მნიშვნელობა არ აქვს. იგი არის  ფაფუკი და ლამაზი, მკვეთრად გამოხატული შოკოლადის არომატით.

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

300 გრ.შაქარი

300 გრ.ფქვილი

200 გრ.შოკოლადის ფილა

60 გრ.კაკოს ფხვნილი

160 გრ.არაჟანი( 20 %)

140 გრ.კარაქი ( 82%)

160 მლ.მდუღარე წყალი

8 გრ.გამაფხვიარებელი

8 გრ. სოდა

ვანილის მოხარშული კრემი

6 კვერცხის გული

800 მლ.რძე

40 გრ.ფქვილი

40 გრ.სიმინდის სახამებელი

160 გრ.შაქარი

1 ვანილის ჩხირი

დეკორისათვის : 

200 გრ.შავი შოკოლადი

30 მლ.ზეთი

160 გრ.მოხალული ნიგოზი

მომზადების წესები :

ავიღოთ 26 სმ დიამეტრის ფორმა. ჩავაფინოთ ქაღალდი და გვერდებზე მოვუსვათ ცხიმი.

ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე.

შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ერთად ორთქლის აბაზანაზე.

ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, სოდა და გამაფხვიერებელი შევურიოთ.

კვერცხი ,არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ, ჩავუმატოთ შოკოლადი კარაქთან ერთად და ბოლოს გაცრილი მშრალი ინგრედიენტები, მოვურიოთ.

ამის შემდეგ დავასხათ ადუღებული წყალი და კიდევ მოვურიოთ.

მოვამზადოთ ვანილის მოხარშული კრემი.

ვანილის ჩხირიდან  “ხიზილალა ”  ამოვიღოთ და ჩავდოთ რძეში.

რძე გავაცხელოთ.

კვერცხი, შაქარი, ფქვილი და სახამებელი ერთმანეთში შევურიოთ, დავასხათ 1/3 ცხელი რძე, მოვურიოთ და  ისე შევურიოთ  დარჩენილ ცხელ რძეში.

მასას განუწყვეტლივ ვურიოთ კოვზით გასქელებამდე, 30-40 წამი ვადუღოთ და ჩავაგდოთ კარაქი.

კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.

ფორმაში გადავიტანოთ ცომი, ცენტრში მოვათავსოთ კრემი, ზედაპირი   გავასწოროთ,გამოვაცხოთ  დაახლოებით 35 წუთი, გააჩნია ღუმელს.

ზემოდან დეკორისათვის: შოკოლადი გავადნოთ,შევურიოთ ზეთი და  თუ სურვილი გვაქვს მოხალული ნიგოზი.

მე გირჩევთ,რომ ბოლო ეტაპი არ  გამოტოვოთ,რადგანაც  ამ ტორტს თუ პეროგს მოხალული ნიგოზი ძალიან უხდება.

 

 

 

 

 

 

როგორ მოვხარშოთ საქონლის ენა

ინგრედიენტები:

1 საქონლის ენა

1 კონა  პატარა ქინძი

1 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

საქონლის  ენა გავრეცხოთ, ვხარშოთ  2 -2,5 სთ.  განმავლობაში და შემდეგ გავაციოთ ცივ წყალში. რომ  ადვილად  მოვაშოროთ კანი. ხარშის დროს პერიოდულად მოვქაფოთ.

მოხარშული საქონლის ენა დავჭრათ.

ქინძი და ნიორი დავაბლენდეროთ , შევურიოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, წავუსვათ  საქონლის ენის ნაჭრებს ორივე მხრიდან.მივირთვად გემრიელად!

 

ციმბირული პელმენი ქოთანში – სამეფო კერძი

ინგრედიენტები ერთი ქოთნისათვის :

10 ცალი პელმენი 

2 სუფრის კოვზი არაჟანი

1 ჭიქა ადურებული წყალი ან ბულიონი

1 თავი ხახვი

100 გრ.ყველი

1 კვერცხი

1 გუნდა ცომი

მარილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

პელმენები ნახევრად მოვხარშოთ.

ხახვი დავჭათ წვრილად და მოვშუშოთ კარაქში.

ყველი გავხეხოთ.

არაჟანი გავხსნათ წყალში.

ქოთანში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყლიანი არაჟანი, ჩავდოთ ნახევრად მოხარშული 5 ცალი პელმენი, მოვაყაროთ  ნახევარი  გახეხილი  ყველი, მოვასხათ ნახევარი მოშუშული ხახვი, ზემოდან დავალაგოთ დანარჩენი  პელმენები და ფენა – ფენა მოვაყაროთ  მოშუშული ხახვი,  და ყველი.მოვასხათ არაჟნიანი წყალი,გადავაფაროთ ცომი ( წავუსვათ ფუნჯით გათქვეფილი კვერცხი) და 180 გრადუსზე შევდოთ  ღუმელში გამოსაცხობად.

წაიკითხეთ პელმენების რეცეპტი აქ >>