ინგრედიენტები :
1,5 კგ.ფქვილი
500 მლ. თბილი წყალი
20 გრ.საფუარი
2 გრ.მარილი
2 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
შიგთავსი:
1 კგ ჭყინტი ყველი
2 კვერცხის ცილა
მომზადების წესები :
თასში ფქვილი,საფუარი,მარილი ჩავყაროთ.მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შევურიოთ,თბილი წყალი დავასხათ და თხელი ცომი მოვზილოთ. ცომი დავასვენოთ ნახ. საათი.
ყველი ხელით დავჭყლიტოთ და შევურიოთ 2 კვერცხის ცილა.
ცომისაგან სასურველი ზომის გუნდები მოვამზადოთ და თითოეული გავაბრტყელოთ.
გაბრტყელებული ცომის შუაგულში ჩავდოთ ბლომად შიგთავსი,მოვუკრათ პირი,ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და 15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.
0