ინგრედიენტები :
180 გრ.კვერცხის ცილა
180 გრ.შაქარი
180 გრ.შაქრის პუდრა
ქოქოსის ფანტელები
კულინარიული საღებავი
მომზადების წესები :
თასში კვერცხის ცილას შევურიოთ შაქარი და პუდრა.
ორთქლის აბაზანაზე შემოვდოთ თასი, ისე რომ ფსკერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეხებოდეს წყალს და ვურიოთ მანამდე ,სანამდე შაქარი არ გადნება.ხელით მოვსინჯოთ.თუ შაქრის კრისტალები ვერ ვიგრძენით ,მაშინ მზად არის
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მყარ პიკამდე.
მომზადებული შვეიცარული მერენგა გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ქაღალდდაფენილ თუნუქის ფირფიტაზე დავსვათ ნაძვის ხეები,თოვლის ბაბუები.
შესაძლებელია ,რომ ბეზე შევღებოთ ნებისმიერი ფერით.
თოვლის ბაბუები მოვხატოთ კულინარიული საღებავებით
მერენგას ნაძვის ხეს მოვაყაროთ სხვადასხვა ფერის ქოქოსის ფანტელები და 90 გრადუსზე გამოვაშროთ1,5-2 საათი.
0