ინგრედიენტები ერთი ქოთნისათვის :
10 ცალი პელმენი
2 სუფრის კოვზი არაჟანი
1 ჭიქა ადურებული წყალი ან ბულიონი
1 თავი ხახვი
100 გრ.ყველი
1 კვერცხი
1 გუნდა ცომი
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესები :
პელმენები ნახევრად მოვხარშოთ.
ხახვი დავჭათ წვრილად და მოვშუშოთ კარაქში.
ყველი გავხეხოთ.
არაჟანი გავხსნათ წყალში.
ქოთანში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყლიანი არაჟანი, ჩავდოთ ნახევრად მოხარშული 5 ცალი პელმენი, მოვაყაროთ ნახევარი გახეხილი ყველი, მოვასხათ ნახევარი მოშუშული ხახვი, ზემოდან დავალაგოთ დანარჩენი პელმენები და ფენა – ფენა მოვაყაროთ მოშუშული ხახვი, და ყველი.მოვასხათ არაჟნიანი წყალი,გადავაფაროთ ცომი ( წავუსვათ ფუნჯით გათქვეფილი კვერცხი) და 180 გრადუსზე შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.
წაიკითხეთ პელმენების რეცეპტი აქ >>
0