ინგრედიენტები:
1 საქონლის ენა
1 კონა პატარა ქინძი
1 კბილი ნიორი
მარილი გემოვნებით
დაღერღილი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები :
საქონლის ენა გავრეცხოთ, ვხარშოთ 2 -2,5 სთ. განმავლობაში და შემდეგ გავაციოთ ცივ წყალში. რომ ადვილად მოვაშოროთ კანი. ხარშის დროს პერიოდულად მოვქაფოთ.
მოხარშული საქონლის ენა დავჭრათ.
ქინძი და ნიორი დავაბლენდეროთ , შევურიოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, წავუსვათ საქონლის ენის ნაჭრებს ორივე მხრიდან.მივირთვად გემრიელად!
0