ინრედიენტები:
1 კგ ქათმის ფილე
300 გრ.ნიგოზი
1ჩ.კოვზი უცხო სუნელი
2-3 კბილი ნიორი
ნახ.ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი
ბულიონი ან გადადუღებული წყალი
20 გრ.ქინძი
პილპილი,მარილი გემოვნებით
ბროწეულის მარცვლები
მომზადების წესები :
ქათმის ფილე კარგად მოვხარშოთ,გადავავლოთ ცივი წყალი,რომ ხელით დაჩეჩვა გაგვიადვილდეს.
ხორცსაკეპში გავატაროთ ნიგოზი და ნიორი, დავუმატოთ სუნელები,პილპილი,მარილი და მოვზილოთ.
თუ ნიგვზიანი საკმაზი ძალიან სქელი გამოგვივა გვათხელოთ გადადუღებული წყლით ან ბულიონით.
ქათმის ფილე დავჩეჩოთ,შევაზავოთ სანელებლით ,დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები და წვრილად დაჭრილი ქინძი.
0