images (20)
5/5

იდეალი – ქართული ნამცხვარი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი ან ნუში

2 ს.კოვზი თაფლი

4 კვერცხი

1,5 ჭიქა შაქარი

3   ჩ.ჭიქა ფქვილი

100 მლ.ზეთი ( საიდუმლო ინგრედიენტი)

1 ჩ.კოვზი სოდა ძმით

50 მლ.კონიაკი ან 1 ცალი ლიმონის ცედრა

 ინგრედიენტებიკრემისათვის :

1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

200 გრ.კარაქი

100 გრ.გატარებული ნიგოზი ან ნუში

ვანილი

1 ცალი შოკოლადის ფილა

 

მომზადების წესები:

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ თაფლი,ფქვილი,სოდა გახსნილი ძმარში, ზეთი,ლიმონის ცედრა,გატარებული ნიგოზი.

საცხობი ფორმის ( დიამეტრი 24-26 სანტიმეტრი) ძირში მოვათავსოთ ქაღალდი,წავუსვათ ცხიმი.

ცომი გავყოთ 3 ტოლ ნაწილად ,გავაბრტყელოთ სველი ან ფქვილიანი  ხელით საცხობ ქაღალდზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

ფირფიტები გამოდის წებოვანი და ცხელსვე ფრთხილად უნდა მოვაშოროთ ქაღალდი და თანაბრად  ჩამოვაჭრათ გვერდები.

გაციებული ფირფიტები ერთმანეთზე დავალაგოთ .

ჩამოჭრილი ნაპირები მოვათავსოთ 180 გრადუსზე,სანამ არ შეიცვლის ფერს,

გავაგრილოთ და დავფშვნათ.

თუ ნიგოზი და თაფლი მუქი ფერის გვაქვს,ფირფიტებიც გამოვა მუქი ფერის.

კრემის მომზადება:

კარაქი გავთქვიფოთ მიქსერით,თანდათანობით შევათქვიფოთ მოხარშული შესქელებული რძე.

დავუმატოთ ვანილი  და 100 გრ.გატარებული ნიგოზი.კრემი ავთქვიფოთ მიქსერით.

ტორტის  ფენები ერთმანეთზე დავალაგოთ და გვერდები ჩამოვაჭრათ. ფენებს შორის,გვერდებზე  წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები და გახეხილი შოკოლადი.

ვარიაციები:

ტორტი იდეალი ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ არაჟნის კრემითაც.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე,მივუმატოთ ერთი  ჭიქა შაქრის პუდრა,200 გრ.არაჟანი,1 ს.კოვზი კაკაო და 1 ჩ.ჭიქა გატარებული ნიგოზი.

კრემი ერთი  საათით  შევდგათ მაცივარში და შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს.

 

 

 

 

 

 

 

0
Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ყველაზე არომატული ციტრუსების მარმელადი

ციტრუსების მარმელადის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია.ეს რეცეპტი განსაკუთრებით არაფროვანებს  იმათ, ვითაც მოტკბო-მომჟავო გემოს დესერტები უყვართ.. ინგრედიენტები : 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1/4 ჭიქა ლაიმის

როგორ მოვამზადოთ ნამდვილი თურქული რახათ – ლუხუმი

 იცოდით, რომ გემრიელი  დესერტის რახათ-ლუხუმის  მომზადება შეგიძლიათ მხოლოდ სამი ინგრედიენტისაგან: შაქრი, სახამებლი და წყლისგან? მე გასწავლით  დღეს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ. ინგრედიენტები: 650 მლ.წყალი (

როგორ მოვხარშოთ წიწიბურა სწორად

ინგრედიენტები : 1 ჭიქა წიწიბურა 2 ჭიქა წყალი მარილი  ზეთი მომზადების წესები : წიწიბურა გავაჩიოთ,შავი ნაწილაკები ამოვიღოთ . გავრეცხოთ იმავე ქვაბში,რაშიც უნდა მოვხარშოთ.გამოუვა მუქი ფერის

ღუმელში გამომცხვარი გოგრა – 2 განსხვავებული და გემრიელი რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 გოგრა 100 გრ.ქლიავის ჩირი 70 გრ.ნიგოზი 50 გრ.გარგრის ჩირი 30 გრ.შაქარი 30 გრ.კარაქი მწიკვი დარიჩინი მომზადების წესები : გოგრა  გავჭრათ ორ ნაწილად

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here