ინგრედიენტები:
250 გრ.ნადუღი
5 ცალი სულგუნის ფირფიტა
არაჟანი ან რძე
40-50 გრ.პიტნა
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
პიტნა გავრეცხოთ,გავაშროთ და ფოთლები ყლორტებიანად დავაქუცმაცოთ.
ნადუღი შევათხელოთ რძით ან არაჟნით. შევურიოთ პიტნა და მარილი.
სულგუნის ფირფიტაზე მოვატავსოთ ნადუღი და შევახვიოთ ხინკლისავით,შევკრათ მწვანილით ან სულგუნის ფირფიტები გავჭრათ შუაზე , გადავახვიოთ ძაბრისებურად და ამოვავსოთ შეკაზმული ნადუღით.
0