db2608d2abef
5/5

ფრანგული ნამცხვარი სანტ ონორე

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

200 გრ.ფქვილი

100 გრ.მარგარინი ან კარაქი

100 გრ.შაქრის პუდრა

4 კვერცხის გული

1 -2 ს.კოვზი ცივი წყალი

 

მომზადების წესები :

კვერცხის გულები  მსუბუქად ავთქვიფოთ შევურიოთ წყალი.

ფქვილი ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ მარგარინი ,ხელის თითებით ავაფხვიეროთ,,დავუმატოთ შაქრის პუდრა,

შევურიოთ კვერცხის გული და მოვზილოთ სწრაფად ცომი.

ცომი შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში ნახევარი საათი.

მოვამზადოთ მოხარშული ცომი.

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ. როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი

ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.

შემდეგ  ფხვიერი ცომი გავაბრტყელოთ , გამოვჭრათ ჭიქით მრგვალი ფორმები ,გადავიტანოთ საცხობ ქაღალდზე,ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით და შემოვარტყათ ირგვლივ მოხარშული ცომის  რგოლი.დარჩენილი ცომით ვაცხობთ პროფიტროლებს(შუ).

ვაცხობთ 160 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

წინასწარ მოვამზადოთ მარწყვის ან ჟოლოს ჟელე.

მოვამზადოთ  შაქრის მინანქარი.

200 მლ.წყალი

500 გრ.შაქარი

100 გრ.საკონდიტრო გლუკოზა ან ინვენტური სიროფი

თასი წყლით.

1 ს.კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესები :

ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ  გლუკოზა,შაქარი და დავასხათ წყალი,მოვადუღოთ სიროფი.

სიროფის წვეთი ჩავასხათ ცივ წყალში.თუ წყალში წარმოიქმნა რბილი ბურთულა,მაშინ სიროფი მხადაა.

ამის შემდეგ ჩავასხათ ლიმონის წვენი და მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ მასის გაგრილებამდე და გათეთრებამდე.

შეგვიძლია დავუმატოთ კულინარიული საღებავი.

მოვამზადოთ ასევე კრემი პატისიერი  და ნაღების კრემი

მოხარშული კრემი პატისიერი

500 მლ.რძე

30 გრ.სახამებელი

30 გრ.ფქვილი

50 გრ.ნაღების კარაქი

125 გრ.შაქარი

3 კვერცხის გული

კრემი პატისიერის რეცეპტი .

პროფიტროლები ამოვავსოთ კრემი პატისიერით.

მომზადების წესები :

ნამცხვრის ფირფიტებს წავუსვათ შაქრის მინანქარი,შუაში მოვათავსოთ

ჟელე,ირგვლივ შემოვუწყოთ შაქრის მინანქარში ამოსვრილი პროფიტროლები და ჟელე დავფაროთ ჯერ მოხარშული კრემით,შემდეგ კი ნაღების კრემით გავაფორმოთ.

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here