item_1390
5/5

გემრიელი ქათმის წვნიანი ბრინჯით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

500 გრ. ქათმის ფილე

1 სტაფილო

3 კარტოფილი

0,5 ჭიქა ბრინჯი

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 ცალი დაფნის ფოთოლი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

ნიახური პატარა კონა

დანის წვერით ინდური სუნელი ქარი

ზეთი

მომზადების წესები:

წყალი ავადუღოთ,მოვასხათ  1 ს.კოვზი ზეთი ჩავაწყოთ დაჭრილი ფილე ,ჩავდოთ დაფნის ფოთოლიდა მოვხარშოთ.ხარშვის დროს მოყენებული ქაფი მოვხადოთ.

როგორც კი ფილე მოიხარშება,ქვაბში ჩავყაროთ გათლილი,გარეცხილი და დაჭრილი კარტოფილი.დაფნის ფოთოლი ბულიონიდან ამოვიღოთ.

ხახვი დავჭრათ წვრილად.ნიორი დავჭყლიტოთ.სტაფილო გავხეხოთ.

ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი  ზეთი და მასში მოვშუშოთ სტაფილო და ხახვი ერთად.

როცა კარტოფილი მზად იქნება,ქვაბში ჩავყაროთ ბრინჯი,ნიორი,მოშუშული ხახვი და სტაფილო.მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

ნიახური შევკრათ ძაფით ერთ კონად და წვნიანში ჩავახარშოთ.წვნიანი ყვითელი რომ გამოვიდეს,დანის წვერით ჩავამატოთ ქარი,თანაც კარგ გემოს აძლევს.

კერძში ბრინჯი მოვხარშოთ და სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ეს ქათმის წვნიანი ძალიან გემრიელია!

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here