ინგრედიენტები :
4 ცალი კარტოფილი
200 გრ.ჭარხალი
1 თავი ხახვი
400 გრ.კომბოსტო
1 სტაფილო
1 ს.კოვზი შაქარი
1 პამიდორი
2 ს.კოვზი ტომატი
30-50 გრ.ერბო, დამზადებული სამარხვო კარაქისაგან
3-4 კბილი ნიორი
1 ს.კოვზი ლიმონი ან ვაშლის ძმარი.
ოხრახურში
1 ს.კოვზი ფქვილი
1 დაფნის ფოთოლი
მწვანილი
მარილი,აჯიკა,ცხარე წითელი წიწაკა,სამარხვო მაიონეზი გემოვნებით
მომზადების წესები :
დავჭრათ გათლილი კარტოფილი მსხვილ კუბებად, ჭარხალი და სტაფილო ზოლებად,ხახვი წვრილად.,კომბოსტო წვრილ ზოლებად.
ქვაბში ჩავაწყოთ კარტოფილები და მოვხარშოთ.
ჭარხალს მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი.ამ მეთოდის გამოყენებით მივიღებთ წითელ ბორშს.
ტაფაზე დავასხათ 1 ს.კოვზი ზეთი,დავყაროთ ჭარხალი,მოვაყროთ შაქარი ,დავუმატოთ ტომატი და მოვშუშოთ.
ცალკე ტაფაზე სტაფილო და ხახვი მოვშუშოთ ერთად ზეთში.შევურიოთ ფქვილი და 5 წუთის შემდეგ დავუმატოთ კანგაცლილი,გახეხილი პამიდორი.მოვაყაროთ მარილი,წიწაკა.ვშუშოთ 5-10 წუთი.
მოშუშული ჭარხალი და სტაფილო გადავიტანოთ კარტოფილიან ქვაბში.
ნიორი, მწვანილი დავნაყოთ და სამარხვო კარაქთან ერთად ჩავდოთ ბოსტნეულის ბულიონში,დავუმატოთ კომბოსტო და ვადუღოთ 10-15 წუთი.
ბოლოს ჩავუმატოთ 1 კბილი ნიორი,დაფნის ფოთოლი,აჯიკა. გადმოვდგათ ცეცხლიდან,ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და ნიორი,მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მივირთვათ სამარხვო მაიონეზთან ერთად.