ქლიავის წვენი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

5 კგ . მწიფე შავი ქლიავი

50-100 გრ. შაქარი ყოველ ლიტრა წვენზე

სუფთა და სტერილური ქილები 

მომზადების წესები :

ქლიავი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკები, ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე .  რომ ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და  ქლიავი ვხარშოთ 5 წუთი. ქაფი არ მოვხადოთ.

ხელის ბლენდეროთ მასა დავაბლენდეროთ, გავატაროთ საწურში.

წვენი თავიდან ჩავასხათ ქვაბში.დაახლოებით გამოგვივა 4 ლიტრა სითხე.

ყოველ ერთ ლიტრა სითხეს შევურიოთ 100 გრამი შაქარი. ჩვენ შემთხვევაში შევურიეთ 400 გრამი. თუ წვენი სქელია, მაშინ გავათხელოთ ცოტა წყლით.

ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ 10 წუთი .პერიოდულად მოვქაფოთ.

ცხელი და ქაფქაფა ქლიავის წვენით გავაპიპინოთ სტერილური ქილა და იქვე მოვხუფოთ.

ქილები გავაგრილოთ  და  შევინახოთ ზამთრისათვის.

ეს წვენი ძალიან გემრიელია!

 

 

ნოყიერი,გემრიელი მარწყვის მილქშეიკი – ადვილად მოსამზადებელი კოქტეილი

ინგრედიენტები :

1 ჭიქა მარწყვი

1 სუფრის კოვზი მარწყვის სიროფი

2 ჭიქა თეთრი ნაყინი პლომბირი

1/4 ჭიქა 11% ნაღები

მომზადების წესები :

ინგრედიენტები დავაბლენდეროთ, ჩავასხათ მაღალ ჭიქებში და მოვრთოთ მარწყვით .

 

კომშის წვენი

ინგრედიენტები :

3 კგ.კომში

650 გრ.შაქარი 1 ლიტრა სითხეზე

ვაშლი,კუნელი,ფეიხო სურვილის მიხედვით

მომზადების წესები :

კომშს კანი გავაცალოთ,მოვაშოროთ თესლები,დავჭრათ ნაჭრებად,დავასხათ წყალი და მოვხარშოთ დარბილებამდე.

  კომშს წვენი გადავუწუროთ,შევინახოთ მეორე დღისათვის.

მეორე დღეს წვენი გავზომოთ და თითოეულ ლიტრზე დავამატოთ 650 გრ შაქარი.

წვენი ვადუღოთ შაქართან ერთად,პერიოდულად მოვხაფოთ ქაფი,ჩავასხათ ბოთლებში  და ცხელ წყალში გავუკეთოთ 15 წუთი სტერილიზაცია.ბოთლები მოვხუფოთ.

რჩევა: იგივე წესით შესაძლებელია მოვხარშოთ კომშის და ვაშლის წვენი ერთად.ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კომშს უმატებს  კუნელს ან ფეიხოს.

თეთრი ბლის კომპოტი

ინგრედიენტები :

წყალი – რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად.

შაქარი -350 გრ.ერთ ლიტრა წყალზე.

თეთრი ბალი

მომზადების წესები :

გარეცხილი, გასუფთავებული ,ყუნწმოცლილი  თეთრი ბლებით ავავსოთ 1/4 ნაწილი 3 ლიტრიანი ქილის, დავასხათ ქაფქაფა ცხელი წყალი,ავავსოთ ბოლომდე ,დავაფაროთ თავსახური და დაველოდოთ გაგრილებას.

ნაყენი გადმოვასხათ ,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

სიროფით  ბოლომდე  3 ლიტიანი ქილა ავავსოთ  , გავუკეთოთ 10 წუთი სტერილიზაცია , მოვხუფოთ.ქილები, გადმოვაბრუნოთ და ისე გავაციოთ.შევინახოთ ზამთრისათვის გრილ ადგილას.

ეს კომპოტი ძალიან გემრიელია!

 

 

 

მარწყვის მოჰიტო – ზაფხულის ჰიტი ბევრად გემრიელია,ვიდრე ჩვეულებრივი კომპოტი

სამი მარტივი ინგრედიენტი : მარწყვი, პიტნა და ლიმონი – თითქოს ერთმანეთისთვის შეიქმნენ! ეს არის სრულიად ახალი გემო, ინგრედიენტების კარგი  კომბინაცია და უბრალოდ გასაოცარი შედეგი. თუ თქვენ ყოველ ზაფხულს ამზადებთ კომპოტებს ზამთრისათვის,სცადეთ ეს რეცეპტი. ეს არ არის მხოლოდ მარწყვის კომპოტი, არამედ იგი ნამდვილად  მოჰიტოა! ერთდროულად მოხუფეთ  რამდენიმე ქილა – თქვენ არ ინანებთ!

 ერთი 3 ლიტიანი ქილის მოსამზადებლად დაგვჭირდება  შემდეგი ინგრედიენტები :

500 გრ.მარწყვი

1 ტოტი პიტნა

2 ნაჭერი ლიმონი

300 გრ.შაქარი

მომზადების წესები :

სუფთა 3 ლიტრიან ქილაში ჩავაწყოთ მარწყვი,პიტნა და ლიმონის ნაჭრები.

ქილა ავავსოთ მდუღარე წყლით.

ქილა გავაჩეროთ 40 წუთი.

ქილიდან გადმოვასხათ ნაყენი   და ქვაბში ჩავასხათ.

ნაყენში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.

მდუღარე სიროფით ისევ ავავსოთ ქილა და გავაპიპინოთ.

მარწყვისგან მომზადებული კერძების რეცეპტები წაიკითხეთ აქ >>

ქილა იქვე მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ,შევახვიოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.

ეს  მარწყვის კომპოტი “მოხიტო “ძალიან გემრიელია.

 

მარწყვის კისელი ბებიის რეცეპტით

ინგრედიენტები :

1 ლიტრი წყალი

200 გრ.მარწყვი

50 გრ.შაქარი

30 გ.სიმინდის სახამებელი

მომზადების წესები :

მარწყვს დავაყაროთ საქარი,950 მლ.წყალი დავასხათ და მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 2 წუთი.

მარწყვის ნახარში გადავწუროთ.

სახამებელი გავხსნათ  50 მლ. წყალში,ჩავასხათ ნახარშში  ,მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.როგორც კი შესქელდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.თუ კისელი თხელი გამოგვივიდა,იგივე წესით ჩავამატოთ 1 ჩ.კოვზი სახამებელი და კვლავ მივიყვანოთ ადუღებამდე.

ეს უალკოჰოლო სასმელი ძალიან გემრიელია !

როგორ მოვადუღოთ მარწყვის კომპოტი

ინგრედიენტები :

1 კგ.მარწყვი

800 გრ.შაქარი

1 ლიტრა წყალი

1 ლიტრიანი ქილები

ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

სუფთა,სტერილურ ქილებში 300 -300  გრამი  მარწყვი ჩავყაროთ.

მოვადუღოთ სიროფი ,ჩავასხათ ქილებში და  ავავსოთ  ბოლომდე,გავაპიპინოთ.

ქილებს თავზე დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაგრილებამდე.

ქვაბში ჩავასხათ თბილი წყალი,ჩავალაგოთ ქილები. ამ ეტაპზე თითო ქილაში  ჩაის კოვზის წვერით ჩავყაროთ ლიმონმჟავა ( 1 გრ.).წყალი ავადუღოთ  და ქილებს 10 წუთი გავუკეთოთ სტერილიზაცია.2 ლიტრიან ქილით კომპოტს ვუკეთებთ 15 წუთი სტერილიზაციას და 3 ლიტრიან ქილებით  კი 20 წუთი.

ქილა მოვხუფოთ და გადმოვაბრუნოთ ,ისე გავაგრილოთ.

მარწყვის კომპოტის მომზადების მეორე ვერსია

მარწყვი

1 ლიტრა წყალი

125 გრ. შაქარი

2 ლიტრინი ქილები

2 გრ.ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

ორლიტრიანი ქილა ავავსოთ მარწყვით ნახევრამდე.

1 ლიტრა წყლით და 125 გრ.შაქრის მოვადუღოთ სიროფი.

სიროფი ჩავასხათ ქილაში,გავაპიპინოთ , დავახუროთ თავსახური და გავაგრილოთ.

ქილიდან გადმოვასხათ სიროფი და მოვაუღოთ.

მარწყვს დავაყაროთ 2 გრ.ლომონმჟავა,დავასხათ სიროფი,ქილა ბოლომდე გავაპიპინოთ და სწრაფად მოვხუფოთ,გადმოვაბრუნოთ და ისე გავაგრილოთ.

 

 

 

 

ლიმონისა და პიტნის გამაგრილებელი სასმელი

ინგრედიენტები :

1 ლიმონი

1 პატარა შეკვრა პიტნა

1 ლაიმე

4 ს.კოვზი შაქარი ან გემოვნებით

3 ლიტრა წყალი

 

მომზადების წესები :

ლიმონს და ლაიმს გადავავლოთ ცხელი წყალი.

პიტნა გავრეცხოთ  .

ციტრუსი გავყოთ 4 ნაწილად ,გამოვწუროთ წვენი.

ციტრუსის გამოწურული ქერქი,შაქარი ჩავყაროთ 3 ლიტრიან ქილაში, ჩავასხათ  წვენი დავაყაროთ პიტნის ფოთლები.ქილაში ცავასხათ 100 მლ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და ფრთხილად მოვურიოთ ხის კოვზით,შაქარის გასადნობად .

ქილა შევავსოთ გადადუღებული და გაგრილებული წყლით,გადავაფაროთ მარლა. გავაჩეროთ თბილ ადგილას 30 წუთი და შემდეგ შევინახოთ სიგრილეში დილამდე. თუ გვინდა ნაკლებად კონცენტრირებული სასმელი დავამზადოთ,ნაყენი გავაჩეროთ სულ 4 საათი.

 

 

გარგრის კომპოტი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრედიენტები :

3 კგ.  გარგარი

2,5 კგ. .შაქარი

წყალი,რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად

მომზადების წესები :

გარგარი გავრეცხოთ,მოვაშოროთ კურკა.

3 ლიტრიან ქილებში ჩავყაროთ გარგარი, დავასხათ ცხელი წყალი,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაცივებამდე.

ქილებიდან ნაყენი გადმოვასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. ქაფქაფა სიროფით ავავსოთ ისევ ქილები და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ. ქილები გადმოვაბრუნოთ და ასე გავაგრილოთ.

მაყვლისა და ჟოლოს სმუზი

ინგრედიენტები :

1 პატარა ბანანი

ნახ ჭიქა მაყვალი

1 ჭიქა ჟოლო

1 ს.კოვზი თაფლი

170 გრ.ვანილიანი იოგურტი

იოგურტის ყინულები (სურვილისამებრ)

მომზადების წესები :

ბანანი დავჭრათ რგოლებად.

მაყვალი და ჟოლო გარეცხოთ და საწურზე დავწრიტოთ.

ყველა ინგრედიენტი ერთად დავაბლენდეროთ,ჩავასხათ ჭიქებში .თუ სურვილი გვაქვს ჩავყაროთ ყინულის ნაჭრები და გემრიელად მივირთვათ.