ინგრედიენტები :
3 კგ. გარგარი
2,5 კგ. .შაქარი
წყალი,რამდენიც საჭიროა ქილების ასავსებად
მომზადების წესები :
გარგარი გავრეცხოთ,მოვაშოროთ კურკა.
3 ლიტრიან ქილებში ჩავყაროთ გარგარი, დავასხათ ცხელი წყალი,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ გაცივებამდე.
ქილებიდან ნაყენი გადმოვასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. ქაფქაფა სიროფით ავავსოთ ისევ ქილები და გავუკეთოთ სტერილიზაცია 10 წუთი,შემდეგ კი მოვხუფოთ. ქილები გადმოვაბრუნოთ და ასე გავაგრილოთ.
0