ინგრედიენტები :
3 კგ.კომში
650 გრ.შაქარი 1 ლიტრა სითხეზე
ვაშლი,კუნელი,ფეიხო სურვილის მიხედვით
მომზადების წესები :
კომშს კანი გავაცალოთ,მოვაშოროთ თესლები,დავჭრათ ნაჭრებად,დავასხათ წყალი და მოვხარშოთ დარბილებამდე.
კომშს წვენი გადავუწუროთ,შევინახოთ მეორე დღისათვის.
მეორე დღეს წვენი გავზომოთ და თითოეულ ლიტრზე დავამატოთ 650 გრ შაქარი.
წვენი ვადუღოთ შაქართან ერთად,პერიოდულად მოვხაფოთ ქაფი,ჩავასხათ ბოთლებში და ცხელ წყალში გავუკეთოთ 15 წუთი სტერილიზაცია.ბოთლები მოვხუფოთ.
რჩევა: იგივე წესით შესაძლებელია მოვხარშოთ კომშის და ვაშლის წვენი ერთად.ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კომშს უმატებს კუნელს ან ფეიხოს.
2+